BLACKBERRY MOONROCKS AUTO
BLACKBERRY MOONROCKS AUTO 3X გამორჩეული ჰიბრიდია ღრმა ინდიკა ფესვებით, რომელიც Blue Moonrock, მამალი Blackberry Kush და რუდერალისის გენეტიკის შეჯვარებით შეიქმნა. ამ ნაზავმა განაპირობა შტამი, რომელსაც განსაკუთრებული, 26–33-იანი THC შემცველობა აქვს. ეს მას იდეალურს ხდის კანაფის ისეთი ტიპის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ძლიერი და ხანგრძლივი ეფექტის მიღება სურთ.
შტამის მდიდარი ინდიკა გენეტიკა აშკარაა როგორც შტამის ეფექტებში, ასევე მის ელასტიურ ზრდის პროფილში, რომელიც ავტომოყვავილეს თვისებებით ხასიათდება. ამ ჯიშის კენკრისა და მოცვის ინტენსიური არომატი, ძირითადად, Blackberry Kush-დან მომდინარეობს. Blue Moonrock-ის გენეტიკაში ჩართვა კი ხელს უწყობს მის მკვრივ ფისოვან კვირტებს და დამატებით ძალას. რუდერალისის დამატება კი ხეელს უწყობს კომპაქტურ, ადვილად გასაზრდელ სტრუქტუას და მის ავტოყვავილობის უნარს.
უნიკალური ევროპული წარმოშობა
მიუხედავად იმისა, რომ BLACKBERRY MOONROCKS AUTO 3X შესაძლოა კლასიკური ამერიკული ჰიბრიდი ჩანდეს, ის რეალურად ევროპიდან მოდის, სადაც ის სელექციონერებმა, რომლებიც მშობელი შტამებისგან საუკეთესო თვისებების გამოსავლენად მუშაობდნენ, საგულდაგულოდ შეიმუშავეს.
ამ ჯიშის შთამბეჭდავი გენეტიკა ევროპულ ნიადაგზე დაიხვეწა. ის აერთიანებს Blue Moonrock-ისა და Blackberry Kush-ის საუკეთესო ასპექტებს Ruderalis-ის ბაზასთან. ეს ნაზავი ქმნის ავტომოყვავილეს, რომელიც მრავალფეროვან პირობებში ხარობს. ავტომატური ყვავილობის თვისებები მას მდგრადს ხდის სინათლის გრაფიკის ცვლილებებთან, რაც საშუალებას აძლევს Blackberry Moonrocks Auto-ს აყვავდეს სინათლის ციკლებისგან დამოუკიდებლად.
ეფექტები და არომატი
ეფექტი: Blackberry Moonrocks Auto-ის მაღალი THC შემცველობა და დაბალანსებული ჰიბრიდული გენეტიკა მომხმარებლებს ეფექტების უნიკალურ ნაზავს სთავაზობს, რომელიც ეიფორიული, ამაღელვებელი შეგრძნებით იწყება და თანდათან გადადის ღრმა ფიზიკურ რელაქსაციაზე. სატივას ხაზი თავდაპირველად ენერგიულ და ბედნიერ სტიმულს იძლევა, რაც ამ ჯიშს შესაფერისს ხდის დღისით ან შემოქმედებითი პროექტების დროს მოხმარებისთვის. ეფექტების პროგრესირებასთან ერთად შემოდის ინდიკას მხარე, რაც სხეულის დამამშვიდებელ რელაქსაციას უზრუნველყოფს. ეს გეხმარებათ სტრესის, დაძაბულობისა და დაღლილობის შემსუბუქებაში. ეფექტის ეს ორმაგი პროფილი Blackberry Moonrocks Auto-ს ადაპტირებად შტამად აქცევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხვადასხვა სიმპტომებისგან სურთ გათავისუფლება, როგორიცაა ართრიტი, შფოთვა და ქრონიკული ტკივილი.
გემო და არომატი: Blackberry Moonrocks Auto-ის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მახასიათებელია მისი ძლიერი გემო და არომატის პროფილი. ამ ჯიშის კენკრისა და მოცვის ნოტები ქმნის ტკბილ, ხილის არომატს, რომელიც გრძნობებს იპყრობს და გამაგრილებელ გემოს ტოვებს. ეს არომატები გაუმჯობესებულია მისი ტერპენის პროფილით, რომელიც მოიცავს Linalool და ნეროლიდოლს. Linalool შტამს დახვეწილ ყვავილოვან ნოტს ანიჭებს, ხშირად ის ლავანდის მსგავსია, რომელიც აბალანსებს კენკრის სიტკბოს გლუვი, დამამშვიდებელი ტონით. მეორეს მხრივ, ნეროლიდოლი შეიცავს ციტრუსებისა და სუფთა მიწის ნაერთებს, რაც შტამს დამატებით რთულ ფენას მატებს. ამ ტერპენების კომბინაცია არა მხოლოდ აძლიერებს გემოს, არამედ ხელს უწყობს Blackberry Moonrocks Auto-ს თერაპიულ თვისებებს. ამ თვისებების მეშვეობით შტამი გეხმარებათ სტრესის მოხსნაში და კუნთების რელაქსაციაში.
გემოს პროფილს მდიდარი არომატი ავსებს, რომელიც მწიფე კენკრის სიტკბოს და ნაზ ყვავილოვან ტონს აერთიანებს. მოწევისას Blackberry Moonrocks Auto გამოყოფს გლუვ, ნაზ კვამლს, რომელიც ფილტვებს არ აწვება. შტამის ფისოვანი კვირტები კი იდეალურია ექსტაქტებისა და კონცენტრატების შესაქმნელად, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის უნიკალურ გემოს და ძლიერ ეფექტს.
Blackberry Moonrocks Auto გაზრდა
Blackberry Moonrocks Auto-ს ავტოყვავილოვანი ბუნება და ელასტიური სტრუქტურა მას ადვილად გასაზრდელს ხდის. ის კარგად ერგება როგორც გარე, ისე შიდა სივრცეს. ის მისი მოკლე, ბუჩქოვანი სტრუქტურის გამო კარგად ხარობს კომპაქტურ სივრცებში და გროუ ბოქსებში. შტამის ძლიერი ინდიკა გენეტიკა მას მდგრადს ხდის მავნებლებისა და გარემო სტრესების მიმართ, ხოლო მისი ავტოყვავილობის უნარი კი მას საშუალებას აძლევს ვეგეგაგტიური სტადიიდან ყვავილობის ეტაპზე მკაცრი განათების გრაფიკის გარეშე გადავიდეს.
გაღივება
გაღივებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ ქაღალდის ხელსახოცების მეთოდი. მოათავსეთ თესლი ორ ნოტიო ქაღალდის პირსახოცს შორის თეფშზე, დააფარეთ სხვა ფირფიტა ბნელი, თბილი გარემოს შესაქმნელად და შეინარჩუნეთ სტაბილური ტემპერატურა 21-32 გრადუსს შორის. ტენიანობის შესანარჩუნებლად შეამოწმეთ თესლები ყოველ 4-6 საათში. დაახლოებით 1-5 დღეში ფესვებიც გამოჩნდება. აღმოცენების შემდეგ, თესლი ძირფესვიანად დარგეთ მსუბუქ, გაზიან ნიადაგში. ნიადაგი ტენიანი უნდა იყოს.
მნიშვნელოვანია ზრდის პროცესში ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენოთ, რომლის pH დონე 5,5-დან 7-მდეა. მოერიდეთ სინათლის პირდაპირ ზემოქმედებას და მაქსიმალურად უზრუნველყავით ის, რომ თესლი არ დაბინძურდეს და არ დაზიანდეს. ამ ნაბიჯების წარმატებით შესრულების შემთხვევაში მიიღეთ ძლიერ, ჯანსაღ ნერგს, რომელიც ძლიერ, მაღალმოსავლიან მცენარედ იქცევა.
შიდა სივრცე: BLACKBERRY MOONROCKS AUTO 3X კარგად ყვავის შენობაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ იყენებს ისეთ სავარჯიშო ტექნიკას როგორიცაა ScrOG (მწვანე ეკრანი). ეს ტექნიკა ყველა კვირტისთვის აძლიერებს სინათლის ექსპოზიციას და ხელს უწყობს ერთგვაროვან ზრდას, ოპტიმიზაციას უკეთებს მოსავლიანობასაც. ტოტების ეკრანზე “გატარებით”, ScrOG მეთოდი აძლიერებს ქვედა კვირტების გამომუშავებას და ხელს უწყობს თანაბარ ტილოებს. შიდა სივრცეში მოსავლიანობა დაახლოებით 400 – 450 გ/მ²-ია. ყვავილობის პერიოდი კი 8-10 კვირის განმავლობაში გრძელდება. მცენარისთვის იდეალურია სტაბილური ტემპერატურის შენარჩუნება 20-26 გრადუსის ფარგლებში დღის განმავლობაში და ოდნავ გრილი ღამით. მნიშვნელოვანია სწორი და ხარისხიანი გროუ განათების შერჩევა.
გარე სივრცე: Blackberry Moonrocks Auto ღია ცის ქვეშ კარგად ყვავის მზიან, თბილ ადგილას. გარე სივრცეში მოსავლიანობა თითოეულ მცნარეზე დაახლოებით 200 გრამია. მცენარის მზიან ადგილას განლაგებით კი შეძლებთ მაქსიმალურად გამიყენოთ მცენარის სრული პოტენციალი. როგორც შიდა მოწყობისას, ScrOG მეთოდი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას გარეთ, კვირტების ზომისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით პატარა ბაღებში.
ზრდის ოპტიმალური ტექნიკა
- გარემოს კონტროლი და ტენიანობის მართვა: Blackberry Moonrocks Auto უპირატესობას ანიჭებს ზომიერად ნოტიო გარემოს მცენარეულ სტადიაზე. ამ დროს ფარდობითი ტენიანობის (RH) დონე 55%-60%-ს შორის უნდა იყოს. როდესაც მცენარეები ყვავილობის სტადიაში შედიან, RH-ის დაქვეითება დაახლოებით 40%-მდე ხელს შეუშლის ობის და ჭრაქის განვითარებას. მოსავლის აღებამდე ბოლო კვირების განმავლობაში, ტენიანობის 30%-მდე შემცირებამ კი შეიძლება გააძლიეროს ფისოვანი წარმოება, რაც უფრო ძლიერ, არომატულ კვირტებს უზრუნველყოფს.
- ნუტრიენტები და სუბსტრატის შერჩევა: ეს შტამი ხარობს კარგად დრენირებულ სუბსტრატში, როგორიცაა პერლიტი, ტორფს ან ქოქოსის ნაზავი, რომელიც ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას და ფესვების ჯანმრთელობას. BLACKBERRY MOONROCKS AUTO 3X მისი ზრდის ციკლის განმავლობაში კარგად სარგებლობს დაბალანსებული კვების გრაფიკით. ვეგეტატიურ ეტაპზე აზოტით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს ფოთლებისა და ღეროების ძლიერ ზრდას, ხოლო ყვავილობისას ფოსფორისა და კალიუმის დამატება ხელს უწყობს კვირტების განვითარებას. მწარმოებლებს, რომლებსაც მცენარისგან მაქსიმალური არომატის მიღება სურთ, ზრდის პროცესში ორგანული საკვები ნივთიერებები უნდა ჩართონ. ამან შესაძლოა გააუმჯობესოს ტერპენის წარმოება, ისევე როგორც მცენარის ჯანმრთელობა.
- მოსავლის აღების დრო და ჩამორეცხვა: მაქსიმალური გემოსა და სიმძლავრის უზრუნველსაყოფად, მოსავლის დროის მოახლოვებასთან ერთად ყურადღებით დააკვირდით ტრიქომის ფერს. ტრიქომები, რომლებიც ძირითადად რძისფერია, რამდენიმე ქარვისფერი ელფერით მიუთითებს THC-ის ოპტიმალურ დონეზე. ჩამორეცხეთ მცენარეები მოსავლის აღებამდე 1-2 კვირით ადრე. ეს მცნარეებს ზედმეტ საკვებ ნივთიერებებს მოაშორებს, რის შედეგადაც უფრო სუფთა, გლუვ კვამლს მიიღებთ. სათანადო ჩამორეცხვა ასევე აუმჯობესებს მცენარის გემოს, კენრის და ყვავილოვან ნოტებს.
გემოს გაუმჯობესება და ფისის წარმოების უზრუნველყოფა
ტერპენისა და ფისოვანი წარმოების გასაუმჯობესებლად რამოდენიმე ხერხი არსებობს. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია სტრესისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყფოა სტაბილური ტემპერატურით და ტენიანობით. ეს ხელს უწყობს ფისის წარმოებას, რაც აუცილებელია ხარისხიანი კონცენტრატებისა და ექსტრაქტების შესაქმნელად. ფისოვან დონეს ასევე აძლიერებს მორწყვის სწორი ტექნიკაც. მცენარეებს თუ გაშრობის საშუალებას მისცემთ შესაძლოა ეს მათ ფისის წარმოებაში მეტად დაეხმაროს. ყვავილობის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში UV-B განათების გამოყენებამ ასევე შესაძლოა გაზარდოს ტრიქომების სიმკვრივე, ისევე როგორც მცენარის პოტენციალი და არომატი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.