BRUCE BANNER 2-0 FEM
BRUCE BANNER 2-0 FEM 3X ძლიერი ჰიბრიდია, რომელიც ძალას და დინამიურ გამოცდილებას აერთიანებს. შტამის წარმოშობის ადგილია აშშ, სადაც სელექციონერები ცდილობდნენ უკვე კარგად ცნობილი Bruce Banner-ის შტამის უფრო დახვეწილი და ძლიერი ვერსია შეექმნათ. სწორედ ამისთვის შეაჯვარეს Bruce Banner #3 და Strawberry Diesel, რითაც მიიღეს წარმოუდგენელი სიძლიერის მცენარე. Bruce Banner-ისგან ეს შტამი ეიფოქრიის გამომწვევ ეფექტებს და სიძლიერეს იღებს, ხოლო Strawberry Diesel მას ტკბილ და ხილის არომატულ პროფილს ამატებს. საბოლოო ჯამსი, Bruce Banner 2-0-მა მიიღო ციტრუსოვანი და დიზელის არომატი, რომელიც NYC Diesel-ის კლასიკურ შტამს მოგაგონებთ, თუმცა ბრიუს ბანერს უფრო გამოხატული ეფექტები და “დარტყმა” აქვს.
BRUCE BANNER 2-0 FEM 3X სატივა-დომინანტი შტამია, ამიტომაც უფრო მეტად იხრება სატივასთვის დამახასიათებელი ენერგიული და ამაღელვებელი მხარისკენ, თუმცა ამასთან ერთად გთავაზობთ რელაქსაციას, მისი ინდიკა გენეტიკის წყალობით. THC დონე 25%-დან 30%-მდე მერყეობს, რითაც ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰიბრიდია. ის აუცილებლად უნდა სცადოთ თუ გსურთ მიიღოთ ძლიერი, ამაღელვებელი “მაღალი”. თუ გსურთ კრეატიულობის გაზრდა ან გსურთ უბრალოდ განტვირთვა ხანგძლივი დღის შემდეგ, მაშინ Bruce Banner 2-0 სწორი არჩევანია.
ეფექტები, გემო და არომატი
ეფექტები: BRUCE BANNER 2-0 FEM 3X ეფექტების დინამიურ დიაპაზონს გთავაზობთ, რის გამოც ის კარგად ერგება სხვადასხვა საჭიროებებს. ეს შტამი თავისი ძლიერი ეფექტებითაა ცნობილი, რომლებიც ბალანსს ამყარებენ შემოქმედით ეიფორიასა და დამამშვიდებელ რელაქსაციას შორის. მოხმარებისთანავე იგრძნობთ ეიფორიის გრძნობას, რომელსაც შეუძლია გაზარდოს კრეატიულობა და ფოკუსირება. მომხმარებლები ხშირად აღწერენ თავდაპირველ ეფექტებს, როგორც ბედნიერებისა და ენერგიის ტალღას, რომელიც გონების გასუფთავებაში გეხმარებათ. “მაღალის” პროგრესირებასთან ერთად, დგება დამამშვიდებელი რელაქსაციის მდგომარეობას, რაც სრული სედაციის გარეშე ამშვიდებს როგორც გონებას, ასევე სხეულს.
სამედიცინო კუთხით, BRUCE BANNER 2-0 FEM 3X დაგეხმარებათ ტკივილის, სტრესის, შფოთვსა და დეპრესიის მართვაში. ეიფორიული “ამაღლება” დევნის ნეგატიურ აზრებს და ხელს უწყობს უფრო პოზიტიურ მსოფლმხედველობას. სხეულის დამამშვიდებელი ეფექტები კი გეხმარებათ ფიზიკური დისკომფორტის და დაძაბულობის შემსუბუქებაში. ეს შტამი ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს შაკიკის, ართრიტის ან კუნთების სპაზმის მქონე მომხმარებლებისთვისაც.
გემო და არომატი: Bruce Banner 2-0 FEM 3X გემოს პროფილი გამორჩეულია. ის ციტრუსის და დიზელის სასიამოვნო ნაზავს გთავაზობთ, რომელსაც სიტკბო და მიწიერი მინიშნებები ავსებს. ციტრუსის ნოტები გამაგრილებელია, ხოლო დიზელის ტონები იძლევა ძლიერ და მკვეთრ საფუძველს. ამოსუნთქვისას შეამჩნევთ სიტკბოს, რომელიც დალაბანსებულია მიწიერი და საწვავის მსგავსი ტონებით. გემოს ეს კომბინაცია მოწევას გლუვს და სასიამოვნოს ხდის. რაც შეეხება არომატს, შტამს ძლიერი ციტრუსის სუნი აქვს, თვალსაჩინოა დიზელის ნოტებიც. BRUCE BANNER 2-0 FEM 3X-ს ტერპენის მდიდარი პროფილი აქვს. ისეთი ტერპენების არსებობა როგორიცაა ალფა-პინენი, ბეტა-პინენი, კარიოფილენი, ლიმონენი და მირცენი, არა მხოლოდ ხელს უწყობს შტამის ძლიერ გემოს, არამედ აძლიერებს მის ეფექტებს. ეს ტერპენები ცნობილია მათი თერაპიული თვისებებითაც, რაც ხელს უწყობს ქრონიკული ტკივილის სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე გეხმარებათ ართრიტის და უძილობის დროს.
BRUCE BANNER 2.0 გაზრდა
Bruce Banner 2.0-ს აქვს მტკიცე და ელასტიური ბუნება, რაც მის კულტივირებას ზრდის სხვადასხვა გარემოში მარტივს ხდის. ისე როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში, სათანადო ზრუნვის და ყურადღების პირობებში, მცენარე კარგად ახერხებს ადაპტაციას. მცენარე იზრდება კომპაქტური და გამძლე. ისინი საუკეთესოდ ხარობენ ისეთ გარემოში, სადაც უამრავ სინათლე და კარგი ჰაერის მიმოქცევაა.
შიდა სივრცე: შიდა სივრცეში ზრდის დროს აუცილებელია კონროლირებადი გარემოს შექმნა, სადაც ტემპერატურის, ტენიანობის და სინათლის მართვა იქნება შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ოპტიმალური პირობების შეანრჩუნება. დღისით ტემპერატურა 20-26 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს, ღამით კი ოდნავ დაბალი. რაც შეეხება ტენიანობის დონე, ვეგეტატიურ სტადიაზე ის დაახლოებით 55%-60% უნდა იყოს, ყვავილობის პერიოდში კი თანდათან უნდა შეამციროთ 40%-მდე. მოსავლის არების დროისთვის კი ტენიანობის დონე 30%-მდე უნდა შემცირდეს. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ტრიქომების წარმოებას და ფისის ხარისხს. ყვავილობის პერიოდი, როგორც წესი, 8-დან 10 კვირამდე გრძელდება და შიდა პირობებში მოსავლიანობა 450-დან 500 გრამამდე მერყეობს კვადრატულ მეტრზე. ScrOG მეთოდის გამოყენება კი დაგეხმარებათ მოსვლიანობის მაქსიმალურად გაზრდაში. მცენარის წარმატებით გასაზრდელად მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის გროუ განათება.
გარე სივრცე: ღია ცის ქვეშ, უმჯობესია Bruce Banner 2-0 FEM 3X თესლი აპრილის თვეში დარგოთ, რათა მოსავალი ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღოთ. გარეთ გაზრდისას წარმატების გასაღები მზიანი ადგილის შერჩევა და მცენარის საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგში დარგვაა. თვალი ადევნეთ ტენიანობის დონეს, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში, რათა თავიდან აიცილოთ ობის და სოკოს უარყოფითი გავლენა თქვენს მოსავალზე. ყვავილობის დროს ფარდობითი ტენიანობის 40-დან 55%-მდე შენარჩუნება იდეალურია ვარიანტია. მოსავლის აღების მოახლოვებასთან ერთად ტენიანობა 30%-მდე უნდა შემცირდეს. მნიშვნელოვანია ნიადაგი კარგად იყოს დრენირებული. სათანადო მოვლის პირობებში თითოეული მცენარე 500-დან 650 გრამამდე მოსავალს მოგცემთ.
რჩევები მცენარის გასაზრდელად
მნიშვნელოვანია Bruce Banner 2-0 FEM 3X-ს აუცილებელი საკვები ნივთიერებები მისი მთელი ზრდის ციკლის განმავლობაში მიაწოდოთ. მაღალი ხარისხის სუბსტრატის გამოყენება, რომელიც კარგად ინარჩუნებს ტენიანობას, როგორიცაა პერლიტი ან ქოქოსი, ხელს შეუწყობს ფესვების ჯანსაღ განვითარებას და მცენარის მთლიან სიძლიერეს. რეგულარულად შეამოწმეთ მცენარე მავნებლებზე და დაავადებებზე, რადგან ისეთი გამძლე შტამიც კი, როგორიც Bruce Banner 2-0 არის, შეიძლება პრობლემების მსხვერპლი გახდეს, თუ მას სათანადოდ არ მოუვლით. იმისათვის, რომ თქვენი მცენარეები მავნებლებისგან დაიცვათ, გამოიყენეთ კონტროლის ორგანული მეთოდები, როგორიცაა ნიმის ზეთი.
არ აქვს მნიშვნელობა სად ზრდით ამ შტამს, ტენიანობის დაბალი დონის შენარჩუნება ამ მცენარისთვის გადამწყვეტია. ვეგეტატიურ ფაზაში შეინარჩუნეთ ენიანობა 55%-60% ფარგლებში, ყვავილობის ფაზაში კი შეამცირეთ 40%-მდე. მოსავლის აღების დროის მოახლოვებასთან ერთად, შეამცირეთ ტენიანობის დონეეე 30%-მდე. ეს ხელს შეუწყობს ობისა და სოკოს თავიდან აცილებას, რაც უზრუნველყოფს კვირტების ჯანმრთელობას და სიძლიერეს. Bruce Banner 2-0 FEM 3X-ის ტერპენის პროფილის და მცენარის მოსავლის გაზრდისთვის გამოიყენეთ საკვები ნივთიერებებით მდიდარი დანამატები, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი ტერპენის წარმოების გასაძლიერებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით ეფექტურია გოგირდის, მაგნიუმის და კალილუმის შემცველი პროდუქტები.
BRUCE BANNER 2-0 FEM 3X ეფეტების, გემოს და ზრდის პოტენციალის ძლიერ კომბინაციას გთავაზობთ. გამორჩეულია ამ შტამის მკვრივ, ფისით დაფარული კვირტები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პერსონალურად, ასევე ექსტრაქტის წარმოებისთვის. თავისი შთამბეჭდავი გენეტიკით, მაღალი THC დონით და ციტრუს-დიზელის სასიამოვნო პროფილით, ეს შტამი თქვენზე აუცილებლად დატოვებს ხანგრძლივ შთაბეჭდილებას.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.