Forbidden Gelato Auto – InSeedious
Forbidden Gelato Auto მომხიბვლელი შტამია, რომელიც საუკეთესო ჯიშებს, Gelato და Forbidden Fruit-ს აერთიანებს. ის ცნობილია თავისი ძლიერი ეფექტებით, გემრიელი გემოთ და ცოცხალი გარეგნობით. ამ ჰიბრიდის გენეტიკურ შემადგენლობაში 70% ინდიკა და 30% სატივაა, რაც დაბალანსებულ მაღალ დონეს უზრუნველყოფს, რომელიც უფრო მეტად რელაქსაციისაკენ იხრება. Gelato-ს შთამომალობას მოაქვს კრემისებური, დესერტის მსგავსი სიტკბო, ხოლო Forbidden Fruit მას ეგზოტიკური ხილის ელფერს მატებს.
THC დონე
Forbidden Gelato Auto ძლიერი შტამია, რომლის THC დონეც 26%-დან 29%-მდე მერყეობს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ინტენსიურ “მაღალ” დონეს. მისი ეს მაღალი პოტენციალი შესაფერისია ისეთი ადამიანებისათვის, ვინც კანაფს დიდი ხანია იღებს ან მათთვის ვისაც ამ ჰიბრიდის ძლიერი ეფექტებით თერაპიული სარგებლის მიღება სურს.
ეფექტები, გემო და არომატი
Forbidden Gelato Auto-ს ეფექტები ეიფორიისა და ღრმა დასვენების სასიამოვნო ნაზავს წარმოადგენს. მისი 30%-იანი სატივა გენეტიკის წყალობით, ეფექტები ამაღელვებელი და ეიფორიული ცერებრალური ზუზუნით იწყება. ამ თავდაპირველ ეფექტს ხშირად თან ახლავს კრეატიულობის ზრდა და პოზიტიური განწყობა, რის გამოც ის კარგად ერგება სოციალურ აქტივობებსა და შემოქმედებით საქმიანობებს. მისი გამოყენების შემდეგ იგრძნობთ გონებრივი სიცხადისა და ფოკუსირების გრძნობას. სწორედ ამ თვისებების გამო ეს ჰიბრიდი კარგი არჩევანია დღისით გამოყენებისათვის, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მიიღოთ ზომიერი დოზა.
“მაღალის” პროგრესირებასთან ერთად, მცენარის ინდიკა მხარე იწყებს წარმოჩენას. სხეული “მაღლდება”, ამ დროს მთელს სხეულში იგრძნობთ რელაქსაციის ტალღას, რომელიც ამშვიდებს კუნთებს და დაძაბულობას. სწორედ ასეთი გადასვლის გამო, ეს მცენარე იდეალურია ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვისთვის ან სტრესისა და შფოთვის მოსახსნელად. რელაქსაცია შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს, რაც ხშირად “ტახტზე ჩაკეტვას” ან ძილს იწვევს, განსაკუთრებით როცა ამ ჰიბრიდს მაღალი დოზებით იღებთ.
მათთვის, ვინც კანაფს სამედიცინო მიზენებით იღებს, ეს შტამი შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. სხეულზე ძლიერი ეფექტების მოხდენის შესაძლებლობის გამო, Forbidden Gelato Auto ქრონიკულ ტკივილს, კუნთების სპაზმსა და უძილობას კარგად უმკლავდება. გარდა ამისა, ის შეიძლება ეფექტური იყოს შფოთვისა და დეპრესიის შესამსუბუქებლად.
გემო და არომატი: Forbidden Gelato Auto გთავაზობთ კომპლექსურ გემოს პროფილს, რომელიც სიტკბოსა და ხილის ნაზავს აერთიანებს. ასევე იგრძნობთ კენკრის, ციტრუსისა და ტროპიკული ხილით მდიდარ ნოტებს, რომელსაც თან ახლავს კრემისებური ტონი, ჯელატოს გენეტიკიდან. გემოს მსგავსად, არომატიც მიმზიდველია. ეს ჰიბრიდი ხილის, მიწიერი და ყვავილოვანი სურნელების ნაზავით ავსებს ოთახს.
Forbidden Gelato Auto გაზრდა
Forbidden Gelato Auto უხვმოსავლიანი შტამია. ის შიდა სივრცეში 650-750 გ/მ² აწარმოებს. მისი ავტოყვავილოვანი გენეტიკის წყალობით, ფოტოპერიოდიული მცენარეებისგან განსხვავებით, ეს მცენარე არ საჭიროებს განათების მკაცრტ განრიგს. ისინი თვითონ გადადიან ვეგეტატიური სტადიიდან ყვავილობის ფაზაში. ამ მცენარის ყვავილობის პერიოდი შედარებით სწრაფია, ის დაახლოებით 9 კვირა გრძელდება.
შიდა სივრცე: Forbidden Gelato Auto კარგად ყვავის კონტროლირებად გარემოში, სადაც ტემპერატურა დღის განმავლობაში 20-25°C დიაპაზონშია. მცენარე კომპაქტური ზომის გამო კარგად ერგება გროუ ბოქსში ზრდას. მცენარე ასევე კარგად რეაგირებს დაბალი სტრესის ვარჯიშზე (LST), რაც საშუალებას აძლევს შუქს მიაღწიოს უფრო მეტ კვირტებს. ეს კი მცენარეს ეხმარება მოსავლიანობის გაზრდაში. გაითვალისწინეთ, რომ ობისა და სოკოს თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ტენიანობის კონტროლი, განსაკუთრებით ყვავილობის ფაზაში.
გარე სივრცე: მიუხედავად იმისა, რომ ამ ჰიბრიდს კარგად შეუძლია გაუმკლავდეს ტემპერატურის ზომიერ რყევებს, მისთვის უმჯობესია თბილი, მზიანი კლიმატი. მცენარე დაცული უნდა იყოს ძლიერი წვიმისგან და მაღალი ტენიანობისგან, რათა თავიდან აიცილოთ ობი და სოკო.
რჩევები მცენარის გასაზრდელად
- განათება: ზრდის განმავლობაში, მცენარისთვის რეკომენდირებულია დღეში 18-20 საათის განათების მიწოდება. ეს ეხმარება მცენარეს ზრდაში და ამვდროულად მაქსიმალურად ზრდის მოსავლიანობას. მცენარის შიდა სივრცეში გაზრდისას მნიშვნელოვანი მაღალი ხარისხის მცენარის ლედ ნათურების გამოყენება.
- ნიადაგი და საკვები ნივთიერებები: Forbidden Gelato Auto კარგად იზრდება ნოყიერ, კარგად დრენირებულ ნიადაგში. მიაწოდეთ მცენარეს დაბალანსებული N-P-K სასუქი ვეგეტატიურ სტადიაზე. ყვავილობის პერიოდში კი გადადით ისეთ საკვებ ფორმულაზე, რომელშიც უფრო მაღალი ფოსფორისა და კალიუმის შემცველობა, რათა კვირტებს განვითარებაში დაეხმაროთ.
- მორწყვა: ავტომოყვავილე შტამები უპირატესობას ანიჭებენ ფრთხილი მორწყვის გრაფიკს. მოერიდეთ ზედმეტ მორწყვას, განსაკუთრებით ყვავილობის სტადიაზე. ნიადაგის ზედა დიუმი მორწყებს შორის უნდა გაშრეს, რათა ხელი შეეწყოს ფესვების ჯანსაღ ზრდას.
- მოსავლის აღება: ყვავილობის პერიოდი დაახლოებით 9 კვირა გრძელდება. მოსავლის აღების დროის დასადგენად თვალი ადევნეთ ტრიქომებს. მოსავლის აღებამდე ტრიქომები გამჭვირვალედან რძისფერად ან ქარვისფერად უნდა იქცეს. ეს მცენარის სიმტკიცესა და საუკეთესო არომატზე მიუთითებს.
Forbidden Gelato Auto უმაღლესი დონის შტამია, რომელიც გთავაზობთ ძლიერი ეფექტების, მდიდარი გემოსა და შთამბეჭდავი მოსავლიანობის კომბინაციას. ამ რჩევების გათვალისწინებით შეძლებთ მაქსიმალურად გაზარდოთ ამ მცენარის პოტენციალი, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვირტებს და უხვ მოსავალს, რომელიც ამ შტამის ძლიერ ეფექტს და მდიდარი გემოს პროფილს კარგად ასახავს.