Caramellate Seeds
GEASEEDS-Caramellate გენეტიკურ შემადგენლობაში 90% ინდიკა და 10% სატივაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მცენარე ინდიკა-დომინანტია. ინდიკას დომინანტური შტამები დამამშვიდებელი ეფექტებითაა ცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია დაგეხმაროთ ფიზიკურ ტკივილთან გასამკლავებლად, ამავდროულად ადუნებს კუნთებს და ხელს გიწყობთ ძილის კუთხითაც. მისი გამოყენება იდეალურია ხანგრძლივი დღის შემდეგ განსატვირთად ან მაშინ, როდესაც უბრალოდ გსურთ დაისვენოთ.
შტამის გენეტიკა სამი ძლიერი ოჯახის წარმომადგენელის ნაზავიდან მოდის: White, Blue და Afghani. White გენეტიკა ხელს უწყობს მის მკვრივ, ფისით დაფარულ კვირტებს. Blue მატებს მის ფერს და აძლიერებს გემოს, ხოლო ავღანური შტო აძლიერებს მის ინდიკას ნიშან-თვისებებს, როგორიცაა მკვრივი კვირტები და ფართო ფოთლები. საბოლოო ჯამში, თქვენ მიიღებთ მცენარეს მუქი მწვანე ფოთლებით, რომლებიც იზრდებიან კომპაქტურ, ბუჩქის ტიპის ფორმაში, რაც ინდიკას შტამებისთვის არის დამახასიათებელი. Caramellate-ს ყვავილები მვკრივი და მძიმეა, ფისოვანი სქელი ფენით< რაც მას ექსტრაქციისთვის იდეალურს ხდის.
ეფექტი, გემო და არომატი
ეფექტები: GEASEEDS-Caramellate ეფექტი ძლიერ არის ორიენტირებული სხეულზე. ვინაიდან ეს მცენარე 90% ინდიკაა, თქვენ ფიზიკური დასვენების ძლიერ გრძნობას იგრძნობთ. ამ შტამს ხშირად იყენებენ ისინი, ვისაც ფიზიკური ტკივილის შემსუბუქება, კუნთების დაძაბულობის მოხსნა ან უძილობისგან გათავისუფლება სურს. ამ შტამის “მაღალი” ღრმად ამშვიდებს, ამიტომ იდეალურია ღამე გამოსაყენებლად, როდესაც გსურთ, რომ უბრალოდ დაისვენოთ და მოემზადოთ დასაძინებლად.
Caramellate-ის ეფექტი იწყება დასვენების ნაზი ტალღით, რომელიც ნელ-ნელა მთელს სხეულს ედება. ეს პირველი ჩასუნთქვიდან რამდენიმე წუთში ხდება. “მაღალი” ღრმად ფიზიკურია, რაც თავს მშვიდად გაგრძნობინებთ. კუნთები კი მოდუნებას დაიწყებენ. ამ შტამს ძლიერი “დივანზე ჩაკეტვის” ეფექტი აქვს. თავდაპირველ დასვენებას ეიფორიის განცდა მოჰყვება, რომელიც ამაღლებს თქვენს განწყობას და მოაქვს ბედნიერებას განცდა (გონებრივი გადატვირთვის გარეშე). Caramellate-ის ეფექტი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება. იდეალურია, თუ სტრესისგან თავის დაღწევა ან უბრალოდ ხანგრძლივი დღის შემდეგ დასვენება გსურთ. დამამშვიდებელი ეფექტები დაგეხმარებათ ტკივილის შემსუბუქებაში, სტრესის შემცირებაში და დაგეხმარებათ დაძინებაშიც კი, თუ მას ძილამდე რამოდენიმე წუთით ადრე მიიღებთ. ნარკოტიკული საშუალებების მსგავსი “მაღალი” დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ფიზიკური დისკომფორტისგან ან უბრალოდ დატკბეთ ღრმა რელაქსაციის მდგომარეობით, რომელიც გარკვეული ხანი გაგრძელდება.
გემო და არომატი: გემოს თვალსაზრისით, GEASEEDS-Caramellate მის სახელს სრულიად შეესაბამება. ის ძალიან ტკბილი და შაქრიანია. მის ტკბილეულის გემოს თან ერთვის ციტრუსის ელფერი, რომელიც ფორთოხლის მსგავსია. ამოსუნთქვისას შეიძლება შეამჩნიოთ მდიდარი, მიწიერი ტონი, რომელიც საერთო გემოს დამატებით სიღრმეს მატებს. Caramellate ჰაერს ტკბილი კარამელისა და ციტრუსის ნაზავით ავსებს.
GEASEEDS Caramellate გაზრდა
GEASEEDS-Caramellate ადვილად მოსავლელი შტამია. ეს კარგი ვარიანტია როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი მწარმოებლებისთვის. მისი ძლიერი გენეტიკა White, Blue და ავღანური ოჯახებიდან, ამ შტამს ელასტიურს ხდის. ის კარგად უმკლავდება სხვადასხვა პირობებს და არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. Caramellate ცნობილია თავისი ენერგიული ზრდით და სწრაფი ყვავილობის დროით. ის ტიპიური ინდიკას ზრდის მახასიათებლებს ავლენს, რჩება კომპაქტური ზომის და არ აღწევს დიდ სიმაღლეს. სიმაღლე როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში საშუალოა. რაც შეეხება გარეგნობას, ფოთლები ფართო და ღრმა მწვანე ფერისაა, ხოლო კვირტები კომპაქტურია და დაფარულია წებოვანი ფისით, რაც მათ მყარ ტექსტურას აძლევს. კარამელატის ერთ-ერთი საუკეთესო თვისება არის მისი სწრაფი ყვავილობის დრო – დაახლოებით 60 დღე. მცენარე არ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. უბრალოდ დარგეთ ის მაღალი ხარისხის ნიადაგში, მორწეთ თანმიმდევრულად და მიაწოდეთ შესაბამისი ნუტრიენტები. ვინაიდან Caramellate ფისის დიდ რაოდენობას აწარმოებს, მისი გამოყენება შეგიძლიათ კონცენტრატების ან ექსტრაქტების შესაქმნელად.
შიდა სივრცე
GEASEEDS-Caramellate შიდა პირობებში გაშენებისას მისი მართვა მარტივია, მისი ზომიერი სიმაღლისა და მარტივი კულტივირების პროცესის გამო. კვადრატულ მეტრზე მოსავლიანობა, შიდა სივრცეში, 450-550 გრამია. საუკეთესო შედეგის მისაღბად გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ლედ ნათურები მცენარისთვის, რათა უზრუნველყოთ თანმიმდევრული და სრული სპექტრის განათება. შეინარჩუნეთ ტემპერატურა 20-27°C შორის დღის განმავლობაში და ოდნავ დაბალი ღამით. აუცილებელია ტენიანობის ფრთხილად კონტროლი, დონეები უნდა მერყეობდეს 55-60% შორის ვეგეტატიური ზრდისას და ყვავილობის პერიოდში თანდათან უნდა შემცირდეს 40-50%-მდე. GEASEEDS-Caramellate იდეალური ვარიანტია შიდა მწარმოებლებისთვის, რომლესაც სწარაფ სურთ მოსავლის მიღება. ამ მცენარის ყვავილობის პერიოდი მხოლოდ 60 დღეა.
გარე სივრცე
გარე სივრცეში, GEASEEDS-Caramellate-ს შეუძლია აწარმოოს 800 გრამამდე თითო მცენარეზე. ამ შტამისთვის უმჯობესია მზიანი და თბილი კლიმატი, სადაც მას სრულად შეუძლია “გაჭიმვა” და სიმაღლეში ზრდა. გაითვალისწინეთ, რომ კარგად დრენირებულ და ორგანული კომპოსტით გამდიდრებულ ნიადაგზე მცენარის დარგვა მას უკეთ ზრდაში დაეხმარება. ვინაიდან Caramellate გამძლე შტამია, მას კარგად შეუძლია გაუმკლავდეს სხვადასხვა გარემო პირობებს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ საჭიროა მაქსიმალურად დაიცვათ მცენარე მავნებლებისა და ობისაგან, განსაკუთრებით ყვავილობის ეტაპზე. მნიშვნელოვანია რეგულარული მორწყვა, მაგრამ უნდა დაიცვათ ბალანსი. ზედმეტმა მორწყვამ შეიძლება მცენარის ფესვები დააზიანოს. სათანადო ყურადღების მიქცევის შემთხვევაში, წინასწარ შეგიძლიათ განსაზღვროთ კვირტების სიმკვრივე და წებოვანობა. Caramellate-ს მოსავლის აღება შემოდგომის დასაწყისში ხდება.
რჩევები მცენარის გაზრდისთვის
- განათება: GEASEEDS-Caramellate კარგად იზრდება მაღალი ხარისხის, მცენარის ლედ ნათურების განათების პირობებში. მოსავლის გაზრდის მიზნით დარწმუნდით, რომ თქვენს მცენარეებს აქვთ საკმარისი განათება როგორც ვეგეტატიურ, ასევე ყვავილობის ფაზაში.
- ტემპერატურა და ტენიანობა: შეინარჩუნეთ ტემპერატურის დონე 20-27°C დიაზაპოონში დღის განმავლობაში და ოდნავ დაბალი ტემპერატურა ღამით. რაც შეეხება ტენიანობის დონეს, ის ვეგეტატიურ სტადიაზე 55-60% ფარგლებში უნდა იყოს, ყვავილობის სტადიაზე გადასვლისას კი შეამცირეთ 40-50%-მდე, რათა თავიდან აიცილოთ ობი.
- კვება: ამ შტამს არ სჭირდება ბევრი საკვები, მაგრამ მნიშვნელოვანი, რომ გქონდეთ დაბალანსებული კვების გრაფიკი. ყვავილობის ფაზაში მცენარისათვის მნიშვნელოვანია უფრო მეტი ფოსფორის და კალიუმის მიღება, რათა ხელი შეეწყოს მკვრივი კვირტების განვითარებას.
- ვარჯიში: მცენარეში სინათლის უკეთ შეღწევისა და ჰაერის მიმოქცევის გასაძლიერებლად, რეკომენდებულია ისეთი სავარჯიშო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა დაბალი სტრესის ვარჯიში (LST) ეს დაგეხმარებათ თქვენი მოსავლიანობის გაზრდაში და მცენარეების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
- მოსავლის აღება: როდესაც GEASEEDS-Caramellate “ბუშტები” შეიცვლება და მოყავისფრო-ნარინჯისფერ ფერში გადავა, ხოლო კვირტები უფრო მკვრივი და ფისოვანი გახდება, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მენარე მზადაა მოსავლისთვის. მოსავლის აღებისთვის სწორი დროის დადგენა იმის გარანტიაა, რომ მცენარისგან მის მაქსიმალურ ეფექტებს და არომატს მიიღებთ.
და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ GEASEEDS-Caramellate მარტივი მოსავლელი შტამია და იდეალურია კონცენტრატების შესაქმნელად. ის გთავაზობთ მაღალი ხარისხის კვირტებს და უხვ მოსავალს. მოსავლიანობის, დამამშვიდებელი ეფექტებისა და უნიკალური გემოს კომბინაცია Caramellate-ს შეუცვლელს ხდის!
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.