Georgia Seed
GEASEEDS-Georgia პრემიუმ ხარისხის ინდიკა დომინანტი ჰიბრიდია, რომელიც უნიკალური გენეტიკით გამოირჩევა. ის ორ ლეგენდარულ ჯიშს AK-ს და Widow-ს აერთიანებს. AK გენეტიკა ხელს უწყობს გამძლეობას, ენერგიულობას და სატივას დახვეწილ გავლენას, რაც მაღალ დაბალანსებულ დონეს უზრუნველყოფს, რომელიც ამაღლებს და ამშვიდებს. Widow-ს გენეტიკა მას ძლიერ ფისოვან წარმოებას და მტკიცე სტრუქტურას მატებს, რაც შტამს გამძლეს და მაღალპროდუქტიულს ხდის.
THC დონე 15%-დან 19%-მდე მერყეობს, რითაც შტამი იძლევა ზომიერ ეფექტებს. ეს იდეალურია თუ გსურთ სტრესის შემსუბუქება ან ტკივილის მართვა. შტამში საშუალო CBD შემცველობა აძლიერებს მის თერაპიულ პოტენციალს და უზრუნველყოფს დამამშვიდებელ გამოცდილებას, ზედმეტი ეფექტების გარეშე. Georgia გთავაზობთ ძლიერ მოსავლიანობას, ყვავილობის ხანმოკლე პერიოდს და დაბალანსებულ კანაბინოიდურ პროფილს.
ეფექტი და არომატი
Georgia იძლევა ინდიკას უნივერსალურ გამოცდილებას, რაც იდეალურია ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვისთვის. მისი ეფექტები ჰარმონიულ ბალანსს ქმნის, რაც უზრუნველყოფს როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ შვებას:
რელაქსაცია: GEASEEDS-Georgia ამშვიდებს სხეულს, ხსნის დაძაბულობას და სტრესს.
მსუბუქი ეიფორია: სატივას დახვეწილი გავლენა, რომელიც AK გენეტიკით არის განპირიობებული, ნაზად ამაღლებს თქვენს განწყობას და თავს ბედნიერად და მშვიდად გაგრძნობინებთ.
თერაპიული სარგებელი: შტამის დაბალანსებული THC და CBD დონის წყალობით, Georgia ხშირად გამოიყენება უძილობის, შფოთვის, ქრონიკული ტკივილის და კუნთების დაძაბულობის მოსახსნელად.
Georgia მიწიერი და პიკანტური ტონების მდიდარი კომბინაციაა, რომელსაც თან სიტკბოს ელფერი ახლავს. ეს დახვეწილი არომატები თითოეულ მოწევას სასიამოვნოს ხდის. არ აქვს მნიშვნელობა რა სახით იღებთ კანაფს.
Geaseeds – Georgia გაზრდა
GEASEEDS-Georgia იდეალურია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი კულტივატორებისთვის. ის არის დაბალი მცენარე, რომელიც კარგად ხარობს მრავალფეროვან გარემოში, როგორც გროუ ბოქსში ისე ღია ცის ქვეშ.
შიდა კულტივირება
მოსავლიანობა: ის გამოირჩევა შთამბეჭდავი მოსავლიანობით, 500-550 გრამი კვადრატულ მეტრზე. შტამში Widow-ს გენეტიკა კი უზრუნველყოფს მკვრივ, ფისით მდიდარ კვირტებს.
ყვავილობის დრო: Georgia-ს აქვს საოცრად მოკლე ყვავილობის პერიოდი, სულ რაღაც 6-7 კვირა.
სივრცის მენეჯმენტი: მცენარეს კომპაქტური სიმაღლე აქვს, შესაბამისად კარგად ერგება მცირე ზომის გროუ ბოქსებს და შეზღუდულ სივრცეებს. ისეთი ტექნიკის გამოყენება კი, როგორიცაა Sea of Green მოსავლიანობის მაქსიმალურად გაზრდაში დაგეხმარებათ.
გარე გაშენება
მოსავლიანობა: გარეთ შტამი აწარმოებს 750 გრამამდე თითოეულ მცენარეზე.
სიმაღლე: შტამის პატარა სიმაღლე უზრუნველყოფს მარტივ კულტივაციას.
კლიმატი: Georgia ხარობს ზომიერ და თბილ კლიმატში. მისი AK გენეტიკა უზრუნველყოფს მდგრადობას მავნებლებისა და დაავადებების მიმართ.
როგორც შიდა ისე გარე სივრცეში უკეთ გაზრდისთვის ყურადღება მიაქციეთ ნუტრიენტებს. გამოიყენეთ დაბალანსებული საკვები ნივთიერებების ნაზავი ვეგეტატიურ ფაზაში. ყვავილობის დროს კი გადადის ფოსფორით მდიდარ ფორმულაზე, რათა ხელი შეუწყოთ მკვრივ კვირტებს. მნიშვნელოვაია ტენიანობის კონტროლიც. შეინარჩუნეთ ტენიანობის ზომიერი დონე შიდა სივრცეში, რათა თავიდან აიცილოთ ობი. მნიშვნელოვანია კარგი ჰაერის ნაკადის უზრუნველყოფა განსაკუთრებით ღია სივრცეში. სწორად აკონტროლეთ მოასვლის აღების დრო. აკონტროლეთ ტრიქომები მოსავლის დროის მოახლოვებასთან ერთად. რძიანი თეთრი ტრიქომები, რომელსაც ქარვისფერი ელფერი დაკრავს მიუთითებს მცენარის საუკეთესო ძალასა და არომატზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.