GHOST TRAIN HAZE – Blimburn Seeds Bank
GHOST TRAIN HAZE FEM 3X სატივა დომინანტური ჰიბრიდია, რომელიც Ghost Train Haze-სა და Pellezino-ს შეჯვარების შედეგად შეიქმნა. ეს ძლიერი ნაზავი სათავეს ორივე მშობლის ძლიერი სატივას შტოდან იღებს. Ghost Train Haze ცნობილი კანაფის შტამია კოლორადოდან, რომელიც Ghost OG-დან და Neville’s Wreck-ს შეჯვარების შედეგად მიიღეს. ის ცნობილია მაღალი THC შემცველობით და ენერგიული ეფექტებით. Pellezino-ს კი თავის მხრივ, მოაქვს თავისი უნიკალური არომატი და ეფექტები. მისი გენეტიკა Zkittlez x Tangie Power-დან და Kosher Tangie-დან გამომდინარეობს. ეს კომბინაცია ქმნის შტამს, რომელიც 70% სატივა და 30% ინდიკაა და გთავაზობთ მაღალ, 28%-იან THC დონეს. ასეთი ძლიერი გენეტიკის წყალობით, Ghost Train Haze ინტენსიურ და ამაღელვებელ გამოცდილებას გპირდებათ.
ეფექტები, გემო და სუნი
ეფექტები: GHOST TRAIN HAZE FEM 3X ცნობილია თავისი ძლიერი, გრძელვადიანი ეფექტებით. THC შემცველობით, რომელიც 28-30%-მდე მერყეობს, ეს შტამი გვთავაზობთ ძლიერ ცერებრალურ სიძლიერეს, რომელიც მოხმარების შემდეგ სწრაფად ჩნდება, რაც მომხმარებლებს ენერგიულობას, ამაღლებას და შემოქმედებით შთაგონებას მატებს. სატივას დომინრება ამ შტამში ხელს უწყობს მის ეიფორიულ და გონებრივად მასტიმულირებელ ეფექტებს, რაც სტრესის, დეპრესიისა და შფოთვის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ. მიუხედავად მისი პოტენციალისა, Ghost Train Haze ასევე გთავაზობთ სხეულის დამამშვიდებელ ეფექტს, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს მსუბუქი ტკივილი და დაძაბულობა სედაციის გამოწვევის გარეშე.
გემო და სუნი: გემოს თვალსაზრისით, GHOST TRAIN HAZE FEM 3X აერთიანებს პიკანტურ, ტკბილ და ხის ნოტებს. ტერპენის პროფილი მდიდარია ბეტა-კარიოფილენით, ლიმონენით, ლინალოოლით, მირცენით, პარა-ციმენით და ტერპინოლენით, რაც აძლიერებს მის არომატს და გემოს და თითოეულ “ნაპასს” არომატულ გამოცდილებად აქცევს. მისი მოხმარებისას იგრძნობთ ციტრუსისა და მიწიერ მინიშნებებს, ისევე როგორც ხანგრძლივ სიტკბოს. რაც შეეხება არომატს, ის ციტრუსების, სანელებლების და სკანკის არომატების ნაზავია.
Ghost Train Haze FEM X3 გაზრდა
Ghost Train Haze შედარებით ადვილად მოსავლელი შტამია, რის გამოც მისი გაზრდა დამწყებ მწარმოებლებსაც შეუძლიათ. მისი სატივა დომინანტური გენეტიკა განაპირობებს მცენარის სიმაღლეს, ამიტომაც მისი გაზრდისას მნიშვნელოვანია სიმაღლის მართვა (განსაკუთრებით მათთვის, ვინც მცენარეს შიდა სივრცეში ზრდის). გამოიყენეთ სავარჯიშო ტექნიკები: ტოპინგი, დაბალი სტრესის ვარჯიში (LST) ან Screen of Green (ScrOG) მეთოდი მცენარის სიმაღლის სამართავად და მცენარის ყველა ნაწილზე სინათლის ზემოქმედების მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად.
შიდა სივრცე: შიდა კულტივირებისას, მნიშვნელოვანია GHOST TRAIN HAZE FEM 3X გაზარდოთ კონტროლირებად გარემოში, სადაც შეძლებთ მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას 20-26°C დიაპაზონში და ტენიანობის დონის შენარჩუნებას 40-50% შორის, ყვავილობის ეტაპზე. ამ შტამის ყვავილობის პერიოდი დაახლოებით 8-9 კვირა გრძელდება და მოსავლიანობა, ოპტიმალურ პირობებში, 600 გ/მ²-მდეა. ობის თავიდან ასაცილებლად, აკონტროლეთ ტენიანობის ტონე და უზრუნველყავით ჰაერის კარგი მიმოქცევა.
გარე სივრცე: თუ Ghost Train Haze-ს გარე სივრცეში ზრდით, მაშინ გაითვალისწინეთ რომ ეს შტამი კარგად ხარობს თბილ, მზიან კლიმატში. დარგეთ გვიან გაზაფხულზე, რათა მცენარემ საუკეთესოდ შეძლოს გაზრდა. ამ შემთხვევაში მოსავლის აღების დრო დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვები იქნება. გარეთ ეს შტამი საკმარისი მზის შუქის და საკვები ნივთიერებების პირობებში 750 გრამს აწარმოებენ თითოეულ მცენარეზე.
რჩევები მცენარის გასაზრდელად
იმისათვის, რომ მცენარე კარგად აყვავდეს როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში, ის გარკვეულ ყურადღებას და დეტალებზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. აქ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ მაქსიმალურად გაზარდოთ მცენარის მოსავლიანობა.
- ნიადაგი და საკვები ნივთიერებები: გამოიყენეთ ორგანული ნივთიერებებით მდიდარი კარგად დრენირებული ნიადაგი, რათა ხელი შეეწყოს მცენარის სტაბილურ ზრდას. ვეგეტატიურ სტადიაზე უზრუნველყლავით მცენარე აზოტით მდიდარი საკვები ნივთიერებებით, ხოლო ყვავილობის დროს გადაერთეთ ფოსფორითა და კალიუმით მდიდარ საკვებ ნივთიერებაზე, რათა ხელი შეუწყოთ ჯანსაღი კვირტების წარმოქმნას.
- ტემპერატურა და ტენიანობა: ყვავილობის პერიოდში, შეინარჩუნეთ ტემპერატურა 20-26°C ფარგლებში და ტენიანობის დონე დაახლოებით 40-50% დიაპაზონში, რათა თავიდან აიცილოთ ობი და სოკო.
- სიმაღლის მართვა: ეს სატივა-დომინანტური შტამი შეიძლება საკმაოდ მაღალი გაიზარდოს, ამიტომაც სიმაღლის სამართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოპინგის ტექნიკა ან დაბალი სტრესის ვარჯიში (LST). სინათლის ექსპოზიციის მაქსიმალურად გაზრდისა და მოსავლიანობის გაუმჯობესებისთვის ეფექტური მეთოდია ScrOG.
- განათება: აუცილებელია მცენარეებს საკმარისი განათება მიეწოდებოდეს, განსაკუთრებით ყვავილობის ფაზაში. გამოიყენეთ მცენარის ლედ ნათურები ან HID განათება. გაითვალისწინეთ სათანადო მანძილი მცენარესა და განათებას შრის, რათა თავიდან აიცილოთ სინათლისაგან მცენარის დამწვრობა.
- მორწყვა: მცენარე ზედმეტად არ მორწყოთ, განსაკუთრებით ყვავილობის სტადიაზე, რადგან ჭარბმა ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფესვების ლპობა ან ობის პრობლემები. მორწყვებს შორის ნიადაგი ოდნავ უნდა გამოშრეს, რათა ფესვებს საკმარისი ჟანგბადი მიეწოდოს.
- მოსავლის აღება: დარგეთ თესლი გვიან გაზაფხულზე, რათა კარგად ისარგებლოთ მზარდი სეზონით. მოსავალს დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა ელოდოთ. გარე სივრცეში მოსავლიანობა 750გრამია მცენარეზე, შიდა სივრცეში კი 600 გ/მ2
სათანადო ზრუნვით, GHOST TRAIN HAZE FEM 3X მკვრივი, ფისოვანი კვირტებით დაგაჯილდოვებთ, რომლებიც მდიდარია THC დონით და გემოთი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.