Gorilla Glue Auto – Barney’s Farm
ეს ახალი სუპერ სწრაფი ვერსია, რომლის შემადგენლობაც 55% ინდიკაა, წარმოადგენს Gorilla Glue-ს და BF Super Auto #1 შეჯავრების ნაზავს. შესაბამისად, ამ ჯიშის ძლიერი გენეტიკური შემადგენლობა უზრუნველყოფს სწრაფ ზრდას და მასიურ მოსავალს. სულ რაღაც 70-75 დღეში 600გ/მ²-მდე მოსავალს მიიღებთ. მცენარის სიმაღლე კი დაახლოებით 110 სმ-მდე აღწევს, როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარეთ კულტივირებისას.
რჩევები მცენარის გაზრდისთვის
თუ ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს დაიცავს და კარგად მოუვლით თქვენს Gorilla Glue Auto-ს მცენარეებს, შეგიძლიათ მაქსიმალურად გაზარდოთ მოსავლიანობა და ხელი შეუწყოთ მაღალი ხარისხის კვირტებს, რომელიც მდიდარი იქნება THC და ტერპენებით. უბრალოდ საჭიროა თვალყური ადევნოთ მცენარეს და სწრაფად მოაგვაროთ პრობლემები, რათა უკეთესი მოსავალი მიიღოთ.
- განათება: დარწმუნდით, რომ მცენარეები ზრდისთვის საკმარის შუქს იღებენ. ადრეულ ეტაპზე მათ სჭირდებათ მინიმუმ 18 საათის სინათლე დღეში. ყვავილობის ეტაპზე გადადით 12-12 საათიან სინათლეზე და სიბნელეზე. უმჯობესია გამოიყენოთ კარგი ლედ ნათურები ან HID ნათურები შიდა სივრცეში მზის სინათლის იმიტაციისთვის.
- საკვები ნივთიერებები: ამ მცენარეებს განსაკუთრებული მოთხოვნილებები აქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ყვავილობის ეტაპზე აყალიბებენ კვირტებს. გამოიყენეთ დაბალანსებული სასუქი, რომელიც დამზადებულია კანაფის მცენარეებისთვის.
- ვარჯიში: მიუხედავად იმისა, რომ Gorilla Glue Auto ჩვეულებრივ პატარები იზრდებიან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაზი სავარჯიშო ხრიკები, რომ ისინი უფრო ჯანმრთელი გახადოთ და მიიღოთ მეტი კვირტი. სცადეთ დაბალი სტრესის ვარჯიში (LST) ან ტოპინგი
- ტემპერატურა და ტენიანობა: შეინახეთ სწორი ტემპერატურა და ტენიანობა, რათა თქვენს მცენარეებს კარგად გაზრდაში დაეხმაროთ და ამასთან შეაჩეროთ ობის წარმოქმნა. საწყის ეტაპზე შეეცადეთ შეინარჩუნოთ ტემპერატურა 21-29°C და ტენიანობა 40-60%. როდესაც მცენარე ყვავილობას დაიწყებს, ოდნავ შეამცირეთ ტენიანობა, რათა თავიდან აიცილოთ კვირტების გაფუჭება. გამოიყენეთ ხელსაწყოები: თერმომეტრი და ჰიგირომეტრი, რათა შეამოწმოთ და შეცვალოთ პირობები საჭიროების შემთხვევაში.
- მორწყვა: ფრთხილად იყავით მორწყვისას. ნება მიეცით ნიადაგის ზედა ფენას ოდნავ გაშრეს მორწყვებს შორის, მაგრამ ზედმეტიც არ მოგივიდეთ. გამოიყენეთ გაფილტრული ან pH-დაბალანსებული წყალი, რათა შეინარჩუნოთ საკვები ნივთიერებების სწორი დონე და თავიდან აიცილოთ მინერალების დაგროვება ნიადაგში. დარწმუნდით, რომ თქვენს ქოთნებს ბოლოში აქვთ ხვრელები, რათა ზედმეტი წყალი გამოვიდეს და თავიდან აიცილოთ ფესვების “დახრჩობა”.
- მოსავლის აღების დრო: ყურადღებით ადევნეთ თვალი Gorilla Glue Auto-ს. მთავარი ნიშნები იმისა, რომ მცენარე მზადაა არის – ადიდებული ბუჩქი, ბევრი ფისი და ქარვისფერი ტრიქომები. თუ მოსავალს ძალიან მალე აიღებთ, კვირტები შეიძლება ბოლომდე არ იყოს განვითარებული და არ იყოს ისეთი ძლიერი. მაგრამ თუ დიდხანს დაელოდებით, THC-ის დონე შეიძლება დაეცეს და კვირტებმა შეიძლება დაკარგონ გემო და სუნი.
ეფექტები და არომატი
Gorilla Glue Auto ხსნის სტრესს და დაძაბულობას, ტოვებს სიმშვიდის შეგრძნებას. ინდიკას ძლიერი დომინირება იძლევა სედატიურ ეფექტს, რომელსაც შეუძლია ღრმა რელაქსაციის მდგომარეობაში გადაგაგდოთ. ამ ჯიშს გამოარჩევს ყავის და სანელებლების სუნი. მოწევისას კი გემო გლუვი და კრემისებრია.
Gorilla Glue Auto-ს გენეტიკა 55% ინდიკას და 45% სატივას ნაზავია. ამას ემატება მაღალი THC დონეც – 25%. ასე რომ შეგიძლიათ ისიამოვნოთ ამ შტამის დამამშვიდებელი ეფექტებით და სასიამოვნო გემოთი.