GORILLA PURPLE AUTO
GORILLA PURPLE AUTO 3X ორი ენერგეტიკული შტამის Gorilla Glue #4 და Purple Punch გადაკვეთით შეიქმნა. ეს შერწყმა უზრუნველყოფს Gorilla Glue #4-ის ძალას და ფისის წარმოებას, ისევე როგორც Purple Punch-ის უგემრიელეს ტკბილ არომატს და დამამშვიდებელ ეფექტებს. შედეგად შეიქმნა შტამი დაბალანსებული ეფექტით და THC-ის მაღალი დონით. Gorilla Purple Auto სატივას და ინდიკას ნიშან-თვისებების ჰარმონიულ ნაზავს უზრუნველყოფს, თუმცა ცალკეული ფენოტიპები შესაძლოა ოდნავ უფრო მეტად იხრებოდეს ერთ მხარეს. ეს დამოკიდებულებია რიგ ფაქტორებზე, როგორიცაა ზრდის პირობები და ფენოტიპის სტაბილურობა.
Gorilla Purple Auto-ს ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტია მისი შთამბეჭდავი THC შემცველობა, რომელიც 20%-დან 24%-მდე მერყეობს. ასეთი შემცვეელობა უზრუნველყოფს ინტენსიურ ეფექტებს. მისი პოტენციალის გათვალისწინებით, მწარმოებელი ახალბედა მომხმარებლებს ურჩევს, უფრო მცირე დოზით დაიწყონ, რადგან ეფექტი შეიძლება ინტენსიური იყოს ზომიერ დოზებშიც კი. შთამბეჭდავია შტამის მრავალფეროვანი ტერპენის პროფილი, რომელშიც ალფა-ჰუმულენი, ალფა-პინენი, ბეტა-კარიოფილენი, ლიმონენი, ლინალოოლი და ტერპინოლენი შედის. ეს ტერპენები ხელს უწყობს არა მხოლოდ შტამის გემოს, არამედ მის სამკურნალო ეფექტსაც. თითოეული ტერპენი უნიკალურ თერაპიულ სარგებელს გთავაზობთ, მათ შორის ართრიტის, უძილობისა და ქრონიკული ტკივილისგან გათავისუფლებას. გარდა ამისა, არომატული ნაერთები Gorilla Purple Auto-ში აძლიერებს ჯიშის ციტრუსოვან, მიწიერ და ტკბილ გემოს, რომელიც საერთო გამოცდილებას უნიაკლურს ხდის.
მიუხედავად ამერიკული წარმოშობისა, GORILLA PURPLE AUTO 3X ევროპაში დაიხვეწა, სადაც სელექციონერებმა ზეწმიწევნით ზუსტად შეიმუშავეს მისი ავტოყვავილობის გენეტიკა. ამ პროცესმა შტამის სტაბილურობას, პოტენციალს და მოსავლიანობას გაუსვა ხაზი. დაბალანსებული ჰიბრიდული ბუნება მას მრავალმხრივს ხდის, როგორც დღისით, ასევე ღამე გამოყენებისთვის.
ეფექტი და გემო
Gorilla Purple Auto-ს ეფექტები კარგად ასახავს მის გენეტიკას. ის ამაღლებული ეიფორიის და სხეულის დამამშვიდებელი რელაქსაციის ნაზავს გთავაზობთ. ამ მცენარეში სატივას გავლენა მკაფიო, შემოქმედებით ნაპერწკალს უზრუნველყოფს, რომელიც იდეეალურია მხატვრული საქმიანობისთვის და სოციალური ურთიერთობებისთვის. როდესაც ცერებრალური ეფექტები წყდება, შტამის ინდიკა მხარე შემოდის, რომელიც სიმშვიდეს და ფიზიკურ რელაქსაციას ინარჩუნებს. ეს ხელს უწყობს დაძაბულობის განმუხტვას ისე, რომ მომხმარებელმა დაღლილობის შეგრძნება ზედმეტად არ იგრძნოს.ეს ბალანსი, გონებრივ სიცხადესა და ფიზიკურ რელაქსაციას შორის, Gorilla Purple Auto-ს მრავალმხრივს ხდის სხვადასხვა პარამეტრებისა და პრეფერენციებისთვის.
შტამის გემოს პროფილი ისეთივე მიმზიდველია, როგორც მისი ეფექტი. GORILLA PURPLE AUTO 3X გთავაზობთ ციტრუსის, მიწიერი და ტკბილი ნოტების სასიამოვნო კომბინაციას, რაც თითოეულ ჩასუნთქვას სასიამოვნოს ხდის. ციტრუსოვანი ტონალობა, რომელსაც ტერპენ ლიმონენი განაპირობებს, შტამს გამაგრილებელ სიკაშკაშეს მატებს. ამას ემატება მიწიერი, ხის ნოტები, რომელიც ბეტა-კარიოფილენისგან მოდის. შტამში პიკანტურობის დახვეწილ ელფერს უზრუნველყოფს ალფა-ჰუმულენი. შედეგად იღებთ გლუვ, რბილ კვამლს, რომელიც ძალიან სასიამოვნოა. Purple Punch-ისგან მემკვიდრეობით მიღებული ტკბილი ტონები საერთო გემოს სიმდიდრის დამატებით ფენას მატებს.
Gorilla Purple Auto-ს მაღალი ფისოვანი წარმოება აქვს, რის გამოც ის კონცენტრატებისა და ექსტრაქტების შესაქმნელად გამოიყენება. მისი ტრიქომების სიმრავლე მაღალი ხარისხის მასალას იძლევა ექსტრაქცისთვის. შტამის ძლიერი გემო და არომატი კი კიდევ უფრო მეტად აძლიერებს მოწევის გამოცდილებას. გარდა ამისა, უნიკალური ტერპენის პროფილი უზრუნველყოფს არა მხოლოდ განსაკუთრებულ გემოს, არამედ პოტენციურ ეფექტებსაც, რადგან ტერპენების გარკვეული ნაწილი ხელს უწყობენ განწყობის გაუმჯობესებას, ტკივილის შემსუბუქებას და რელაქსაციას. დაბალანსებული ეფექტები და უნიკალური გემოს პროფილი – სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა Gorilla Purple Auto კანაფის სამყაროში.
Gorilla Purple Auto გაზრდა
Gorilla Purple Auto შედარებით ადვილად მოსავლელი შტამია.ავტოყვავილობის გენეტიკის წყალობით მას მოკლე სასიცოცხლო ციკლი აქვს და ვეგეტატიური სტადიიდან ყვავილობის ეტაპზე სინათლის ციკლების ცვლილების საჭიროების გარეშე გადადის. ეს ფუნქცია იდეალურია მათთვის, ვისაც მაქსიმალური მოსავლის მიღება შეზღუდულ დროში სურს. ამ შტამის ზრდის სრული ციკლი დაახლოებით 9-დან 11 კვირამდე გრძელდება. ავტოყვავილობის თვისება Gorilla Purple Auto-ს უფრო ელასტიურსაც ხდის და ამავდროულად მეტად ადაპტირებადს სხვადასხვა ზრდის გარემოსთვის, როგორც შიდა ისე გარე სივრცეში.
შიდა სივრცე: Gorilla Purple Auto კარგად ყვვავის კონტროლირებად შიდა გარემოში, სადაც ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სინათლის, ტემპერატურისა და ტენიანობის ზუსტად მართვა, შესაძლებელია. შიდა ზრდისათვის რეკომენდირებულია 18/6 ან 20/4 სინათლის ციკლი, რადგან ეს ხანგრძლივობა მცენარის ზრდაში უწყობს ხელს და ოპტიმიზებას უკეთებს მოსავლიანობასაც. შტამი კარგად რეაგირებს ლედ გროუ განათებაზე, რაც ხელს უწყობს სინათლის თანმიმდევრული ექსპოზიციის შენარჩუნებას, ზედმეტი სითბოს გარეშე, რომელსაც ხშირად წარმოქმნის HID ნათურები. ხარისხიანი ჰაერის ფილტრაციის სისტემის გამოყენება, როგორიცაა ნახშირს ფილტრი, დაგეხმარებათ შტამის ძლიერი არომატის მართვაში, განსაკუთრებით ყვავილობის ეტაპზე.
გარე სივრცე: ღია ცის ქვეშ, Gorilla Purple Auto საუკეთესოდ ერგება თბილ კლიმატს, მზის უამრავი შუქით. თუმცა, მცენარეს მისი ავტოყვავილოვანი გენეტიკის წყალობით ასევე შეუძლია აყვავდეს ოდნავ გრილ კლიმატში. მოსავლიანობა, გარე სივრცეში, დაახლოებით 120-200 გრამია თითოეულ მცენარეზე. მოსავლიანობის გაზრდისა და ფისის წარმოების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია მცნარეები მავნებლებისა და ექსტრემალური ამინდისაგან დაიცვათ.
რჩევები მცენარის ოპტიმალურად გაზრდისთვის
- ნიადაგი: Gorilla Purple Auto-ს ზრდის მხარდასაჭერად გამოიყენეთ მაღალი ხარისხის სუბსტრატი შესანიშნავი დრენაჟით, როგორიცაა ნიადაგის ნაზავი გამდიდრებული ქოქოსით ან პერლიტით. ეს სუბსტრატები ხელს უწყობენ ტენიანობის შენარჩუნებას, რაც ფესვებს ჯანსაღ განვითარებაში ეხმარება. გემოს გასაუმჯობესებლად და ტერპენის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ ორგანული საკვები ნივთიერებები. ეს შტამს ბუნებრივი გემოსა და არომატის გამოვლენაში დაეხმარება.
- ტენიანობა და ტემპერატურა: საუკეთესო შედეგების მისაღებად აუცილებელია გარემოს შესაბამისი პირობების შენარჩუნება. ვეგეტატიურ სტადიაზე ტენიანობის დონეს 55%-60%-მდე უნდა მერყეობდეს. როდესაც მცენარე ყვავილობის ფაზაში გადადის ტენიანობის დონე დაახლოებით 40%-მდე უნდა შემცირდეს. ტემპერატურის შენარჩუნება 20-26 გრადუსის ფარგლებში , ხოლო ღამით უფრო ნაკლები ოპტიმალურ გარემოს შექმნის ზრდისათვის. ყვავილობის ფაზის ბოლოს, ტენიანობის დონის დაწევა 30%-მდე კი თავიდან აგაცილებთ ობს და ამავდროულად გააუმჯობესებს ფისის ხარისხს.
- ნუტრიენტები: მცენარის სწორი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა მოსავლიანობისა და პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდის გასაღებია. ვეგეტატიურ ეტაპზე Gorilla Purple Auto-ს აზოტით მდიდარი სასუქები სჭირდება, რომლებიც ხელს უწყობენ ფოთლის ზრდას. როდესაც მცენარე ყვავილობის ეტაპზე გადადის, გადაერთეთ ისეთ საკვებ ნივთიერებებზე, რომლებ ფოსფორსა და კალიუმს შეიცავს, რათა ამით ხელი შეუწყოთ კვირტების განვითარებას და ფისის გამომუშავებას. კვების განრიგი მცენარის სპეციფიკურ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული, რათა თავიდან აიცილოთ საკვები ნივთიერებებით დამწვრობა.
- განათება: Gorilla Purple Auto ყვავილობის ეტაპზე გადასასვლელად სინათლის კონკრეტულ ციკლებზე არ არის დამოკიდებული, რაც მწარმოებლებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს. თუმცა, დღეში 18-20 საათის განმავლობაში განათების მიწოდება, როგორც წესი, უფრო მაღალ მოსავლიანობას იწვევს და მცენარეებს უფრო გამძლეს ხდის. დარწმუნდით, რომ თქვენი მცენარეები თანმიმდევრული სინათლით არიან უზრუნველყოფილი, რადგან ამან შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს კვირტის ზომასა და ხარისხზე.
მოსავლის აღება და კვირტების გაშრობა
Gorilla Purple Auto მცენარეები, როგორც წესი, სიმწიფეს 9-11 კვირაში აღწევენ. თუ მცენარისგან მაქსიმალური პოტენციალის მიღება გსურთ, მაშინ დაელოდეთ სანამ ტრიქომები რძიანი თეთრი გახდება რამდენიმე ქარვისფერი თავებით. ეს იმას ნიშნავს, რომ THC შემცველობა და დაბალანსებული ეფექტი უზრუნველყოფილია. მოსავლის აღების შემდეგ, მცენარის გემოს, არომატისა და პოტენციალის შესანარჩუნებლად, აუცილებელია კვირტების გაშრობა და სათანადოდ გაჯანსაღება. გააშრეთ კვირტები მცენარის საშრობზე ბნელ, კარგად ვენტილირებად ოთახშ, სადაც ტენიანობის დონე დაახლოებით 50%-60%-ია, ტემპერატურა კი 15-21 გრადუსია. გაშრობის შემდეგ მოათავსეთ კვირტები ჰერმეტულ ქლებში და გახსენით ყოველდღიურად 1-2 კვირის განმავლობაში, რათა მათი ოპტიმალურად გამკვრივება მოხდეს. ეს მცენარის გემოს პროფილს გააუმჯობესებს და კვამლს უფრო რბილს გახდის.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.