Highribo by Inseedious
Highribo ინდიკა დომინანტური შტამია, 70% ინდიკას და 30% სატივას გენეტიკური შემადგენლობით. ეს იმას ნიშანვს, რომ შტამს აქვს ინდიკას მცენარეებისთვის დამახასიათებელი უფრო მეტი მახასიათებელი, როგორიცაა მოკლე, ბუჩქოვანი სტრუქტურა და ეფექტები, რომლებიც ფიზიკურად დამამშვიდებელია. ინდიკას დომინირება Highribo-ში მისი მშობელი შტგამებიდან Watermelon და Purple Zkittlez-დან გამომდინარეობს. Watermelon-დან Highribo მემკვიდრეობით იღებს ძლიერ, ელასტიურ სტრუქტურას და ხილის სიტკბოს, ხოლო Purple Zkittlez ხელს უწყობს მის მდიდარ გემოს პროფილს და ძლიერ ინდიკას ეფექტს.
ინდიკას დომინირება: რას უნდა ელოდოთ
Highribo ცნობილია ძლიერი ფიზიკური ეფექტებით. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ეწევით Highribo-ს, სხეული მშვიდდება, რაც ხელს უწყობს სტრესის შემსუბუქებას, ტკივილს და ხელს გიწყობთ დაძნებაში. ინდიკა მცენარეები ასევე ცნობილია პატარა სიმაღლით და ბუჩქოვანი სტრუქტურით, რაც მათ შიდა სივრცეშ ზრდას აადვილებს. ინდიკას 70%-იანი დომინირება Highribo-ში იმაზე მიუთითებს, რომ მისი მახასიათებლების უმეტესობა, როგორც ზრდის სტრუქტურა, ისევე ეფექტები, ტრადიციული ინდიკას მხარისკენ იხრება. ეს ჯიში შესანიშნავია საღამოს გამოსაყენებლად, როდესაც გსურთ სტრესის ან ფიზიკური დაძაბულობის და შფოთვის მოხსნა. Highribo-ში გაერთიანებული ინდიკას დამამშვიდებელი ეფექტები და THC-ს მაღალი დონე, რის გამოც ეს შტამი ეფექტური და სასიამოვნო. გარდა ამისა, ხილის არომატები კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მის მოხმარებას.
მშობელი შტამები: Watermelon და Purple Zkittlez
Highribo-ს უნიკალური თვისებები მომდინარეობს მისი მშობელი შტამებიდან. თითოეული მათგანი ხელს უწყობს ამ შტამის სპეციფიკურ მახასიათებლებს.
Watermelon: Watermelon ცნობილია თავისი ტკბილი, ხილის გემოთი. Highribo სწორედ მისგან იღებს ამ მდიდარ სიტკბოს, რაც მოწევისას განსაკუთრებულ სიამოვნებას განიჭებთ. ხილის გემოს გარდა, ამ მშობლისგან იღებს Highribo ძლიერი და მტკიცე ზრდის მახასიათებლებს. მცენარეები მკაცრია და საკმაოდ კარგად ერგება სხვადასხვა პირობებს.
Purple Zkittlez: მეორეს მხრივ, Purple Zkittlez ცნობილია თავისი თამამი არომატით და ღრმად დამამშვიდებელი ეფექტებით. ის Highribo-ს მატებს ხილის, ტკბილეულის მსგავს სიტკბოს, რომელიც ძალიან უხდება საზამთროს არომატს. Purple Zkittlez ასევე აძლიერებს Highribo-ს დამამშვიდებელ ეფექტებს, რაც მას ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვისთვის იდეალურს ხდის.
ეფექტები, გემო და არომატი
Highribo იძლევა ძლიერ, დამამშვიდებელ “მაღალს”. მისი ინდიკას დომინირებით, გამოცდილება იწყება ნაზი ცერებრალური ზუზუნით, რაც გეხმარებათ განწყობის ამაღლებაში და გონების “გასუფთავებაში”. “სიმაღლის” დადგომისთანავე იგრძნობთ ღრმა ფიზიკურ რელაქსაციას, რომელიც მთელს სხეულზე ვრცელდება, ამცირებს დაძაბულობას და სტრესს. ინდიკას ძლიერმა ეფექტებმა შეიძლება გამოიწვიოს “დივანზე ჩაკეტვის” ეფექტიც, ამიტომ თუ მზად ხართ სრულად დაისვენოთ და სხვა არაფერი გაქვთ გასაკეთებელი, მაშინ Highribo იდეალურია! ეს შტამი ცნობილია ტკვილის შემამსუბუქებელი, სტრესის შემამცირებელი თვისებებით. ის კარგად ეხმარება ინსომნიასაც.
გემო და არომატი
Highribo-ს გემო ტკბილ, ხილის კერძს ჰგავს. კვამლი მდიდარია და გლუვია. გემოთი ის ახალ საზამთროს მოგაგონებთ, რომელიც შერეულია Purple Zkittlez-ის ტკბილ ნოტებთან. ასევე შეიძლება იგრძნოთ კენკრისა და ციტრუსის მინიშნებები, რაც გემოს საერთო გამოცდილებას დამატებით ფენებს მატებს. რაც შეეხება არომატს, ეს არის ხილის და მიწიერი სურნელების გაერთიანება, რომელიც მიმზიდველი და ამაღელვებელია.
Highribo გაზრდა
Highribo შედარებით ადვილად იზრდება, რის გამოც მისი მოყვანა დამწყებ მწარმოებლებსაც კი არ გაუჭირდებათ. იზრდება მოკლე, ბუჩქის ტიპის მცენარეს, რის გამოც კარგად ერგება როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეს. მცენარეები მტკიცე და ელასტიურია. Highribo კარგად უმკლავდება სხვადასხვა ზრდის პირობებსაც, მათ შორის ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობას. ყვავილობის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა, დაახლოებით 9 კვირა, რაც საშუალებას გაძლევთ მოსავალი უფრო სწრაფად მიიღოთ. შიდა სივრცეში მოსავლიანობა დაახლოებით 600-650 გრამია კვადრატულ მეტრზე, ხოლო გარეთ მცენარეები 400-600 გრამს აწარმოებენ მცენარეზე.
რჩევები მცენარის გასაზრდელად
- სივრცის მართვა: იმის გამო, რომ Highribo მცენარეები ბუჩქებად იზრდება, ისეთი ტექნიკების გამოყენება, როგორიცაა ტოპინგი ან დაბალი სტრესის ვარჯიში (LST) შეიძლება მცენარეს უფრო ფართოდ გაზრდაში დაეხმაროს და არა მხოლოდ სიმაღლისკენ. ეს საშუალებას აძლევს შუქს, რომ მიაღწიოს ქვედა ტოტებს, რამაც შესაძლოა საერთო მოსავლიანობა გაზარდოს.
- ტემპერატურა და ტენიანობა: Highribo საკმაოდ გამძლეა ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობის მიმართ. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია ტემპერატურისა და ტენიანობის სწორ დონეზე შენარჩუნება. ტემპერატურა უნდა მერყეობდესს 21-27°C შორის, ხოლო ყვავილობის ეტაპზე მნიშვნელოვანია ტენიანობის დაბალ დონეზე შენარჩნება, რათა თავიდან აიცილოთ ობის წარმოქმნა.
- საკვები ნივთიერებების მოთხოვნილებები: Highribo არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულს, მაგრამ ის ყველაზე აკრგად იზრდება მაშნ, როდესაც დაბალანსებულ საკვებ ნივთიერებებს იღებს. ვეგეტატიურ სტადიაზე გამოიყენეთ საკვები ნივთიერებების ნაზავი აზოტის მაღალი შემცველობით. ყვავილობის დროს კი გადადით ისეთ სკვებ ნივთიერებებზე, რომელიც უფრო მეტად მდიდარია ფოსფორით და კალიუმით, რათა კვირტებს ზრდაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმაროთ.
- საყრდენი: Highribo-ს კვირტები შეიძლება დამძიმდეს, ამიტომ კარგი იდეაა საყრდენი ტოტების გამოყენება. ეს ტოტებს კვირტების სიმძიმის გამო გატეხვისგან დაიცავს.
- მოსავლის აღების დრო: Highribo-ს ყვავილობას დაახლოებით 9 კვირა სჭირდება. თვალი ადევნეთ ტრიქომებს (კვირტებზე არსებული პაწაწინა კრისტალები) – როცა უმეტესობა მოღრუბლულია (თეთრი) და რამდენიმე ქარვისფერი, მაშინ საუკეთესო დროა მოსავლის მისაღებად. ამ დროს მცენარის მაქსიმალური პოტენციალი და გემო გარანტირებულია.
ამ რჩევების გათვალისწინებით, შეძლებთ გაზარდოთ Highribo-ს ჯანსაღი მცენარეები, რომლებიც დიდ და არომატულ მოსავალს მოგცემენ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.