Greenlab ჯოინთის შესანახი
ჯოინთის შესანახი GreenLab-ის ბრენდირებით. არ ატარებს სუნს. ეტევა 109 მმ-იანი ჯოინთი.
ჯოინთის სწორად შენახვა მნიშვნელოვანია, რადგან ეს კანაფის ხარისხის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაც მის გემოზე და ეფექტზე აისახება. თუ ჯოინთს სწორად არ შეინახავთ შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორებმა როგორიცაა ჰაერი, სანათლე, ტემპერატურა და ტენიანობა, მის ხარისხზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს:
- გემო და არომატი: თუ ჯოინთის სწორად შენახვა არ მოხდა მისი ტერპენები (რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის არომატსა და გემოზე) შეიძლება უბრალოდ დაიკარგოს. ამასთან, შესაძლოა სხვა არასასურველი გემოებიც გაჩდეს.
- გაშრობა: მაღალი ტემპერატურა და მშრალი ჰაერი კანაფს აზიანებს, რაც ჯოინთის გამოშრობას იწვევს. ეს შემდგომში ხელს უშლის მის ეფექტურობას.
- ეფექტის დაკარგვა: არასწორად შენახვის შემთხვევაში ჯოინთში არსებული THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) დეგრადაციას განიცდის, რაც ამცირებს მის ეფექტურობას და შესაბამისად სასურველ შედეგებს.
- მავნე გარემო: ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცუდ პირობებში შენახული ჯოინთი შესაძლოა ბაქტერიებითა და მიკროორგანიზმებით დამძიმდეს, რაც ჯანმრთელობისთვის მავნეა.
როგორ შევინახოთ ჯოინთი სწორად?
- შეინახეთ ჯოინთი ბნელ ადგილას, შორს პირდაპირი სინათლისგან. სინათლე, განსაკუთრებით UV სინათლე, მნიშვნელოვნად ამცირებს კანაფის ხარისხს, რადგან ის აქვეითებს ტერპენების დონეს და ანადგურებს აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა THC.
- გამოიყენეთ დახურული პლასტმასის ან მინის კონტეინერი, რომელიც მჭიდროდ იკეტება, რათა ჯოინთს ჰაერთან კონტაქტი არ ჰქონდეს. არ გამოიყენოთ პოლიეთილენის ჩანთები. ამან შეიძლება კანაფში დამატებითი ტოქსინები და მძიმე მეტალები შეიყვანოს, რაც კანაფის გემოს გააუარესებს და აღარც უსაფრთხო იქნება ჯანმრთელობისთვის.
- მტვრისგან დაცვა: ჯოინთები დაცული უნდა იყოს მტვრისგან, რადგანაც მტვერმა და სხვა მიკროორგანიზმებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს როგორც გემოზე, ასევე კანაფის ხარისხზე.
- შეინახეთ ისეთ ოთახში, სადაც ტემპერატურა 20-22°C არ აჭარბებს. თუ ჯოინთს ძალიან მაღალ ტემპერატურაში შეინახავთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს კანაფის ზედმეტად გამოშრობა და მისი აქტიური ნივთიერებების შემცირება. ძალიან დაბალი ტემპერატურაც არ არის საუკეთესო, რადგანაც ყინვაში მცირდება კანაფის გემოსა და სურნელი. ამიტომ იდეალურია 20-22 გრადუსამდე ტემპერატურა.
კარგად შენახვის შემთხვევაში ჯოინთი დიდხანს შეინარჩუნებს თავის ხარისხს, გემოს და ეფექტს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.