L.A. VANILLA CAKE AUTO by Silent Seeds
L.A. Vanilla Cake Auto არის პრემიუმ ხარისხის, ფემინიზებული, ინდიკა-დომინანტი ავტომოყვავილე. ეს შტამი მისი ორიგინალი ვერსიის, L.A. Vanilla Cake-ისა და Wedding Cake Auto-ს ნაზავია. ამ შტამების ერთიანობით შეიქმნა მცენარე, რომელსაც გაძლიერებული აქვს ავტომატური ყვავილობის შესაძლებლობები და ამავდროულად ინარჩუნებს მისი ძირითადი ჯიშების განსაკუთრებულ თვისებებს. ეს ჰიბრიდი ავლენს შესანიშნავ გენეტიკურ სტაბილურობას, ენერგიულობას და სწრაფი ზრდის ციკლს. L.A. Vanilla Cake Auto-ს გენეტიკური სრულყოფილება აისახება მაღალი წარმოების პოტენციალსა და გამძლეობაზე.
მცენარის გაზრდა
ოპტიმალური შედეგების მისაღწევად L.A. Vanilla Cake Auto-ს სფეციფიკური საჭიროებები აქვს. ეს ჯიში ხარობს როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარე გარემოში. შენობაში ზრდის დროს გადამწყვეტი მნიშველობა აქვს კონტროლირებად გარემოს – სათანადო განათებას, ტემპერატურასა და ტენიანობის დონის შენარჩუნებას. მცენარეს შედარებით მოკლე ყვავილობის პერიოდი აქვს, 80-დან 90 დღემდე. შიდა სივრცეში ზრდისას მცენარის მოსავლიანობა 600 გ/მ²-მდეა. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ტექნიკა. მაგალითად, როგორიცაა დაბალი სტრესის ვარჯიში (LST) ან Screen of Green (SCROG) მეთოდი, რაც ხელს შეუწყობს “ტილოების” თანაბარ განვითარებას და კარგად გადაანაწილებს სინათლეს. დაბალანსებული საკვები ნივთიერებების რეგულარულად მიწოდება კი ხელს შეუწყობს მცენარის ენერგიულ ზრდას და ფისის გამომუშავებას.
გარე სივრცეში კულტივირებისას გაითვალისწინეთ, რომ L.A. Vanilla Cake Auto ყველაზე კარგად ერგება რბილ კლიმატს, სადაც მზე უხვადაა. ჩვეულებრივ, ეს მცენარე აღწევს 0,8-დან 1,3 მეტრამდე სიმაღლეს. მოსავლიანობა კი 110-250 გრამია მცენარეზე. ყველაზე კარგი შედეგის მისაღებად დარგეთ მცენარე ივნისის ბოლოდან ოქტომბრის თვემდე, რადგან მცენარე ამ თვეებში დღის გრძელი საათებით კარგად სარგებლობს. მაქსიმალურად უზრუნველყავით, რომ მცენარე დაცული იყოს ექსტრემალური ამინდისგან და მავნებლებისგან, რათა შეინარჩუნოთ ჯანსაღი მცენარე და შესაბამისად, მიიღოთ უხვი მოსავალი.
L.A. Vanilla Cake Auto ეფექტი და გემო
L.A. Vanilla Cake Auto-ს ეფექტი ინდიკა დომინანტური შტამისთვის დამახასიათებელია. ის ღრმად გამშვიდებთ. THC დონე მერყეობს 17-20%-მდე, CBD-ის შემცველობა კი 2%-ზე დაბალია. შტამი უზრუნველყოფს ძლიერ და ხანგრძლივ “მაღალ’ დონეს, რაც სასიამოვნო, ღრმა რელაქსაციის მდგომარეობას იწვევს. L.A. Vanilla Cake Auto გთავაზობთ ინტენსიურ და სასიამოვნო გამოცდილებას, რომელიც აძლიერებს ბედნიერებისა და სიხარულის მომენტებს. შტამის გამოყენება იდეალურია ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვისთვის. ამ ჰიბრიდის დამამშვიდებელი ეფექტები დაგეხმარებათ სტრესის, შფოთვისა და ფიზიკური დისკომფორტის შემსუბუქებაში.
რაც შეეხება სენსორულ გამოცდილებას, L.A. Vanilla Cake Auto აერთიანებს მდიდარ არომატებს და ძლიერ ეფექტებს. განსაკუთრებით დახვეწილია გემოს პროფილი, რომელიც დესერტს მოგაგონებთ. ამ მცენარეს აქვს ვანილის კრემის მქონე ღვეზელის, მწიფე ხილისა და მერინგის ტკბილი ნოტები, რომელსაც ავსებს მიწიერი ყვავილოვანი ტონები.