Lemon Haze Auto – Barney’s Farm
Lemon Haze Auto ცნობილი შტამის, Lemon Haze-ს საუკეთესო თვისებებს BF Super Auto #1-თან აერთიანებს და ქმნის სატივა-დომინანტურ ავტომოყვავილე ჰიბრიდს. მცენარის გენეტიკური პროფილი 70% სატივა და 30% ინდიკაა. ამ უნიკალურმა ნაზავმა Lemon Haze-სგან მიიღო ამაღლების ეფექტი და ციტრუსოვანი არომატი, ხოლო BF Super Auto #1-სგან ძლიერი, ელასტიური ზრდის თვისებები. Lemon Haze Auto-ში THC კონცენტრაცია 24%-ია, რაც უზრუნველყფოს ძლიერ, ხანგრძლივ ეფექტს, რომელიც ენერგიას და ეიფორიას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ შტამს CBD-ის მაღალი დონე არ აქვს მისი სატივა-დომინანტური პროფილი და ძლიერი THC შემცველობა ეფექტურია გონებრივი სიცხადისა და კრეატიულობის გასაუმჯობესებლად.
ეფექტი და გემო
ეფექტი: Lemon Haze Auto ეიფორიულ და გამამხნევებელ “მაღალს” გთავაზობთ. ეს ეფექტი ხშირად ხასიათდება როგორც ე.წ “ენერგიული ზუზუნი”, რომელიც იდეალურია ოროგორც დღის აქტივობებისთვის ასევე სოციალური ურთიერთობისთვის. შტამი ასევე უზრუნველყოფ გონებრივი სიცხადის გაძლიერებას და მოტივაციის გრძნობის ამაღლებას. სატივას ძლიერი გავლენით, Lemon Haze Auto შესანიშნავია სტრესთან, დაღლლობასთან და მსუბუქ შფოთვასთან გასამკლავებლად. ეს შტამი უზრუნველყოფს შვებას მძძიმე, სედატიური ეფექტი გარეშე, რომელიც ხშირად ასოცირდება ინდიკას შტამებთან.
თერაპიული ეფექტები
Lemon Haze Auto ასევვე ფასობს მისი თერაპიული უპირატესობებით. შტამის “მაღალი” ეფექტები უზრუნველყოფს სტრესის, დეპრესიის ან მსუბუქი შფოთვის შემცირებას, რაც უზრუნველყოფს გონებრივ ამაღლებას. ეს კი დაგეხმარებათ უარყოფითი აზრების შემსუბუქებაში და მოტივაციის გაზრდაში. გარდა ამისა, მცენარე მაღალი THC შემცველობით კარგად უმკლავდება მსუბუქ ტკივილს და ადუნებს კუნთებს, რითაც ქრონიკულ დაღლილობას, თავის ტკივილს და სხეულის მცირე ტკივილს უმკლავდება.
გემო და არომატი: დაუვიწყარია Lemon Haze Auto-ს გემო და არომატის პროფილი. გემო აერთიანებს მჟავე ლიმონის გამაგრილებელ ნაზავს, სიტკბოსა და დახვეწილ მიწიერ ტონებს. ინჰლაციისას მომხმარებლები ხვდებიან ციტრუსოვანი ლიმონის გლუვ და არომატულ “ნალექს”, რომელსაც ტროპიკული ხილის ნოტები და ფიჭვის ელფერი მოჰყვება. ეს მრავალფენიანი გემო ხდის ამ შტამს სასიამოვნო მოსაწევს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უფრო მსუბუქი, ამაღელვებელი გემოს პროფილი მოსწონს. რაც შეეხება არომატს, ის ხასიათდება ტკბილი ციტრუსის და ახალი ტროპიკული ხილის მინიშნებებით, რომელიც ოთახს გამაგრილებელი სურნელით ავსებს.
Lemon Haze Auto გაზრდა
Lemon Haze Auto მისი გამძლეობისა და კომპაქტური ზომის გამო კარგად ერგება როგორც გამცდილ, ასევე დამწყებ მწარმოებლებს. ავტოყვავლობის თვისების წყალობით კი ის სწრაფად ასრულებს თავის ზრდის ციკლს. როგორც წესი, მცენარეს დათესვიდან მოსავლის მიღებამდე 65-70 დღე სჭრიდება, რაც კულტივატორებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ მრავალი მოსავლით ერთ სეზონზე. მცენარის მართვადი ზომა მას შესაფერისს ხდის შიდა სივრცისთვის.
გაღივების ოპტიმალური ტექნიკა
სათანადო გაღივება პირველი ნაბიჯია წარმატებული მოსავლისთვის. გამოიყენეთ ქაღალდის პირსახოცის მეთოდი. მოათავსეთ თესლი ნესტიან ქაღალდის პირსახოცზე და გადააფარეთ სხვა ნესტიანი ქაღალდის პირსახოცი. შეინახეთ ქაღალდის პირსახოცები თბილ, ბნელ ადგილას და დარწმუნდით, რომ ისინი ტენიან მდგომარეობაშია, შეამოწმეთ ყოველდღიურად. თესლის ამოსვლის შემდეგ, ნაზად გადარგეთ ისინი მიწაში ან მსგავს მზარდ გარემოში, ფრთხილად იყავით ნაზ ფესვებთან. მცენარისთვის იდეალური ტემპერატურაა 21°C-32°C შორის. მოერიდეთ ექსტრემალურ ტემპერატურას, რადგან ამას შეუძლია გავლენა მოახდინონ გამწვანების სიჩქარეზე და ნერგების ჯანმრთელობაზე.
შიდა სივრცე
როდესაც Lemon Haze Auto შენობაში იზრდება ის როგორც წესი სიმაღლეში 90-110 სმ აღწევს. ოპტიმალურ პირობებში მოსავლიანობა 450-550 გ/მ²-მდეა. იმისათვის, რომ მცენარის მოსავლიანობაში შიდა სივრცეში მაქსიმალურად გაზარდოთ რამოდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ:
- განათება: აუცილებელია მცენარე საკმარის შუქს იღებდეს. იდეალურია დღეში 18-20 საათი. ლედ გროუ განათების ან სრული სპექტრის განათების გამოყენება მცენარეს სრულფასოვანი პოტენციალის მიღწევაში ეხმარება, განსაკუთრებით ყვავილობის ფაზაში.
- ტემპერატურა და ტენიანობა: ვეგეტატიურ სტადიაზე შეინარჩუნეთ ტემპერატურა 21°C-27°C შორის, ხოლო ყვავილობის ეტაპზე ოდნავ შეამცირეთ ტემპერატურა. ტენიანობის დონე ვეგეტატიურ სტადიაზე 55-დან 70%-მდე უნდა იყოს, ხოლო ყვავილობისას 40-50% შორის, რატა თავიდან აიცლოთ ობის განვითარება მკვრივ და ფისოვან კვირტებზე.
- ვარჯიშის ტექნიკა: დაბალი სტრესის ვარჯიშის (LST) გამოყენებამ შეიძლება გააუმჯობესოს სინათლის შეღწევა ქვედა კვირტებში და შექმნას უფრო ერთგვაროვანი ტილო, რაც მოსავლიანობას გააუმჯობესებს. მოერიდეთ მაღალი სტრესის ვარჯიშის მეთოდებს ავტომოყვავილე ჯიშებში, რადგან მათ შეზღუდული ვეგეტატიური დრო აქვთ.
- ჰაერის მიმოქცევა: ჰაერის სათანადო ნაკადი აუცილებელია ობისა და მავნებლების თავიდან ასაცილებლად. გამოიყენეთ რხევადი ვენტილატორები ჰაერის მოძრაობის შესანარჩუნებლად და ტენიანობის სტაგნაციური “ჯიბეების” თავიდან ასაცილებლად. ეს ხელს შეუწყობს მცენარეს ძლიერი, ჯანსაღი ტოტებისა და მკვრივი, ფისოვანი კვირტების განვითარებაში.
გარე სივრცე
გარეთ, Lemon Haze Auto სიმაღლეში ოდნავ უფრო მაღალი იზრდება, 100-120 სმ შორის. ოპტიმალურ პირობებში თითოეულ მცენარეს შეუძლია 180-250 გრამამდე მოსავალი მოგცეთ. მცენარის ავტომოყვავილე ბუნების გამო ის ნაკლებად ეყრდნობა სინათლის ციკლებს, რაც საშუალებას მოგცემთ ის სხვადასხვა კლიმატში გააშენოთ. საუკეთესო შედეგების მისაღწევად მნიშვნელოვანია ეს რჩევები გაითვალისწინოთ:
- მზის შუქი: Lemon Haze Auto ხარობს მზიან, თბილ კლიმატში. განათავსეთ მცენარეები ისეთ ადგილას, სადაც მზის პირდაპირი სხივებია, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ ფოტოსინთეზი და კვირტის გამომუშავება. ნაკლებად მზიან ადგილებშიც კი, სანამ ის მუდმივი მზის შუქზეა, მისი ავტოყვავილობის თვისება მას აყვავებაში ეხმარება.
- საკვები ნივთიერებების მოთხოვნილება: ავტომოყვავილე შტამებს, როგორც წესი, ფოტოპერიოდულ შტამებთან შედარებით საკვები ნივთიერებების მოთხოვნილება ნაკლებად აქვთ. გამოიყენეთ დაბალანსებული საკვები ნაზავი ვეგეტატიურ სტადიაზე და გადადით ფოსფორის შემცველ საკვებზე ყვავილობის ეტაპზე, რათა ხელი შეუწყოთ კვირტების განვითარებას.
- მავნებლების მართვა: მისი მკვრივი კვირტის სტრუქტურის გათვალისწინებით, Lemon Haze Auto შეიძლება მგრძნობიარე იყოს მავნებლების მიმართ. რეგულარულად შეამოწმეთ მცენარე მავნებლებზე და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ორგანული პესტიციდები ან ინსექტიციდები. მავნებლების მოგერიებაში ასევე დაგეხმარებათ რეჰანი ან მარიგოლდი.
- ნიადაგი და ქოთნის ზომა: ოპტიმალური ზრდისთვის გამოიყენეთ ხარისხიანი, კარგად დრენირებული ნიადაგი ოდნავ მჟავე და ნეიტრალური pH-ით (დაახლოებით 6.0-6.5). 18-19 ლიტრიანი ქოთანი, როგორც წესი, საკმარისია გარეთ გაზრდისთვის. ეს უზრუნველყოფს ფესვთა სისტემის გაფართოებისთვის საკმარის ადგილს და ხელს უშლის წყლის დაგროვებას.
Lemon Haze Auto-ს სწორად შენახვა
მოსავლის აღების შემდეგ, სათანადო შენახვა აუცილებელია. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ Lemon Haze Auto-მ სრულად შეინარჩუნოს მისი პოტენციალი და გემო. შეინახეთ კვირტები ჰერმეტულ კონტეინერებში გრილ, ბნელ ადგილას. თესლის გრძელვადიანი შენახვისთვის შეინახეთ ჰერმეტული კონტეინერი მაცვიარში, რათა თავიდან აიცილოთ ტენიანობის დაგროვება.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.