ბიოსტიმულატორი Power Buds
Plagron Power Buds ბიოსტიმულატორია, რომელიც ბუნებრივად ააქტიურებს მცენარის შიდა მექანიზმებს და უბიძგებს მას, რომ მთელი ენერგია ყვავილობაზე და კვირტების წარმოქმნაზე მიმართოს. მცენარე ზრდის ეტაპიდან ყვავილობაზე გადასვვლისას ბუნებრივად იწყებს სპეციფიკური ნივთიერებების გამოყოფას, რაც ყვავილობის პროცესს ასტიმულირებს.
- ზრდის კვირტების რაოდენობას
- აჩქარებს ყვავილობას
- ამაღლებს ამინომჟავების სინთეზს
- იდეალურია ჰიდროფონიკისთვის
- არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს
Power Buds არ არის ჩვეულებრივი სასუქი – ის მცენარეს არ კვებავს, არამედ ეხმარება მისივე შიდა პროცესების გააქტიურებაში: ამაღლებს საკვების ათვისების უნარს, ზრდის აქტიური ნივთიერებების დონეს და აჩქარებს ბუნებრივ განვითარებას. პროდუქტი იწვევს მსუბუქ სტრესს, რაც მცენარეს უბიძგებს, რომ გამრავლებაზე (ანუ კაკლების წარმოქმნაზე) გადაერთოს და ეს პროცესი ბევრად სწრაფად დაიწყოს. Plagron Power Buds-ის უნიკალური შემადგენლობა ხელს უწყობს ამინომჟავების სინთეზს და აჩქარებს ყვავილობის სტადიას – რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მოსავალი ადრე აიღოთ, ვიდრე ჩვეულებრივ. ის არ შეიცავს PGR-ებს (მცენარეთა ზრდის რეგულატორებს) ან რაიმე სახის მავნე ქიმიკატებს. გამოიყენება როგორც ტორფში, ასევე ჰიდროფონიკაში. თუმცა, საუკეთესო შედეგის მისაღებად რეკომენდირებულია მისი ჰიდროფონიკურ პირობებში გამოყენება, სადაც მცენარეები წყალში იზრდებიან.
ქიმიური შემადგენლობა
- აზოტი (N): 0.4%
- კალიუმი (K₂O): 1.8% (წყალში ხსნადი)
- pH მჟავიანობა: 4.5
- EC გამტარიანობა: 30 mS/cm
- სიმკვრივე: 1.05 გ/მლ
- ფორმა: გამჭვირვალე სითხე
- სუნი: პრაქტიკულად არ აქვს
Plagron Power Buds – გამოყენება
ბიოსტიმულატორი გამოიყენეთ ყვავილობის სტადიაზე გადასვლის პირველივე დღიდან და განაგრძეთ მისი გამოყენება მცენარის ყვავილობის პროცესის ბოლომდე. ის განსაკუთრებით ეფექტურია:
- 12/12 განათების რეჟიმზე გადართვისას (ფოტოპერიოდული მცენარეებისთვის)
- ავტომოყვავილე კანაფის ჯიშების შემთხვევაში ყვავილობის დასაწყისში
შეანჯღრიეთ ბოთლი კარგად. დაამატეთ მაქსიმუმ 1მლ Plagron Power Buds თითო ლიტრ წყალში (განზავების პროპორცია: 1:1000). არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირების მაჩვენებელს, რადგან ზედმეტი რაოდენობის გამოყენებამ შესაძლოა მცენარეს არასაჭირო სტრესი მიაყენოს და უარყოფითად იმოქმედოს ყვავილობის პროცესზე.
კარგად აურიეთ წყლისა და სასუქის ნაზავი და მიაწოდეთ ის ფესვებს ნორმალური სარწყავი რეჟიმით. გამოიყენეთ Power Buds ყოველ მორწყვაზე მცენარის ყვავილობის ფაზის განმავლობაში. შეწყვიტეთ გამოყენება მოსავლის აღებამდე 1-2 კვირით ადრე (flush-ის პერიოდში), რათა მცენარემ დაიწმინდოს ნარჩენი ნივთიერებები. პროდუქტის მაქსიმალური ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოყენების დროს წყლის pH იყოს ოდნავ მჟავე დიაპაზონში (5.8-6.2).
შენახვის რეკომენდაციები
🌡️ შეინახეთ 0°C-დან 35°C-მდე (დაიცავით ყინვისა და პირდაპირი მზის სხვისიგან).
📅 გამოყენების ვადა – 4 წელი (გაუსხნელ მდგომარეობაში).







მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.