ორგანული სასუქი – Sugar Royal
Plagron Sugar Royal მაღალი ხარისხის ორგანული დანამატია, რომელიც მცენარის გემოს, არომატისა და ხარისხის გასაუმჯობესებლადაა შექმნილი. ის 18 სახის ამინომჟავას უნიკალურ ნაზავს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ ტერპენებისა და ეთერზეთების წარმოქმნას – ისეთ ნივთიერებებს რომლებიც პასუხისმგებლები არიან მცენარის უნიკალურ სუნსა და გემოზე.
როგორც წესი, მცენარეები ამინომჟავებს დამოუკიდებლად აწარმოებენ. მათ ბუნებრივად 20 ამინომჟავას სინთეზირება შეუძლიათ, თუმცა ამ პროცესს დიდი ენერგია და რესურსი სჭირდება. Sugar Royal-ის მეშვეობით კი მცენარეს ამ ნაერთების თავად წარმოქმნა აღარ სჭირდება. ეს ორგანული დანამატი თავად უზრუნველყოფს მცენარეს მზა ამინომჟავებით, რაც მცენარეს საშუალებას აძლევს რესურსები დაზოგოს და მაქსიმალურად მიმართოს ენერგია ყვავილების/ნაყოფის არომატისა და გემოს გაუმჯობესებაზე.
რა უპირატესობა აქვს Sugar Royal-ს?
- 18 სხვადასხვა ამინომჟავა – ასტიმულირებს ტერპენების წარმოქმნას
- NPK (8-0-0) –აზოტის მაღალი შემცველობა მცენარის ოპტიმალური ზრდისთვის
- უმაღლესი ხარისხის სურნელი და გემო – უზრუნველყოფს დახვეწილ არომატის პროფილს
- ნიადაგის მიკრობიოლოგიური აქტივობის გაზრდა – ამინომჟავები ნიადაგის სასარგებლო მიკროორგანიზმებისთვის საკვებს წარმოადგენენ. ისინი ხელს უწყობენ ფესვთა ჯანმრთელობას და მცენარეს ნუტრიენტების უკეთ ათვისებაში ეხმარებიან.
- არ ცვლის EC დონეს – Plagron Sugar Royal გავლენას არ ახდენს წყლის ელექტროგამტარობაზე (EC), რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ ზრდის მარილების დონეს და არ სტრესავს მცენარეს.
- თხევადი ფორმულა – მარტივი გამოსაყენებელია ტორფისა და ქოქოსის ყველა სუბსტრატზე.
Plagron Sugar Royal გამოყენება
Plagron Sugar Royal-ის გამოყენება ძალიან მარტივია, თუმცა ეფექტური შედეგისთვის მნიშვნელოვანია სწორი დოზის დაცვა. მისი თხევადი ფორმულა იდეალურად იხსნება წყალში და მარტივად შეიწოვება მცენარის მიერ. გამოიყენეთ Sugar Royal მცენარის ზრდის მეორე კვირიდან ბოლომდე, ანუ მთელი ზრდის ციკლის განმავლობაში
ეს ორგანული დანამატი 18 სახეობის ამინომჟავას შეიცავს, რომელიც მცენარეს ენერგიას ანიჭებს და საკვებ ელემენტებს უფრო ეკონომიურად აწვდის. ამის წყალობით მცენარე ვეღარ ხარჯავს ენერგიას ამ ნაერთების თავად წარმოსაქმნელად და ამ რესურსს ტკბილი სურნელისა და მდიდარი გემოს გამოსამუშავებლად იყენებს.
გამოყენების წესი
დაამატეთ 1 მლ Plagron Sugar Royal 1 ლიტრ წყალში (1:1000 თანაფარდობით). არ გადააჭარბოთ დოზას! პროდუქტი ძლიერი კონცენტრაციისაა და მისი ზედმეტი რაოდენობით გამოყენებამ შესაძლოა უკუეფექტი გამოიწვიოს. ვეგეტატიური ფაზის დროს რეკომენდებულია პროდუქტის გამოყენება ყოველ მე-2-3 რწყვაზე, ხოლო ყვავილობის/ნაყოფის ფაზაში შესაძლებელია მისი გამოყენება ყოველ მორწყვაზე. მოსარწყავად ყოველ ჯერზე ახალი ხსნარი მოამზადეთ. წინასწარ მომზადებული სითხე მხოლოდ მცირე ხნით შეინახეთ.
გამოყენებამდე ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, რათა ამინომჟავების ნარევი ერთგვაროვნად გადანაწილდეს. პროდუქტი განკუთვნილია ტორფისა და ქოქოსის სუბსტრატებისთვის, მათ შორის კარამელიზებული ტორფის ნარევებისთვისაც. თუ იყენებთ ავტომატურ მორწყვის სისტემას, ყოველი გამოყენების შემდეგ კარგად გაავლეთ მილები, რათა დანალექის დაგროვება არ მოხდეს.
- არ გადააჭარბოთ დოზას– მცენარისთვის ზედმეტი აზოტის მიწოდებამ შეიძლება ფესვების სტრესი გამოიწვიოს.
- არ გამოიყენოთ გახსნილი ხსნარი დიდი ხნის განმავლობაში– მომზადებული ნარევი უმჯობესია გამოიყენოთ 24 საათის განმავლობაში.
- ხსნარი არ გამოიყენოთფოთლებზე – თუ ხსნარი შემთხვევით მოხვდა ფოთოლს აუცილებლად ჩამორეცხეთ ის სუფთა წყლით.
⚠️ გაითვალისწინეთ: Sugar Royal არ არის განკუთვნილი ჰიდროფონიკური მეთოდებისთვის, როგორიცაა NFT, DWC (ღრმა წყლის კულტურა) ან აეროფონიკა. მისი ორგანული წარმოშობის გამო, მსგავსი სისტემები ვერ უზრუნველყოფენ პრეპარატის სტაბილურ გადანაწილებას და ეფექტურ მოქმედებას.
შენახვა
- შეინახეთ ბნელ ადგილას (0°C-დან 35°C-მდე).
- არ გაყინოთ – გაყინვა პროდუქტის თვისებებს ამცირებს.
- გაუხსნელი ბოთლის გამოყენების ვადა: 4 წელი წარმოების თარიღიდან.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.