Purple Queen Auto – Royal Queen Seeds
გაიცანით Purple Queen Auto – ინდიკა დომინანტი ჯიში განსაცვიფრებელი ვიზუალით, წარმოუდგენელი არომატით და ეიფორიული ეფექტებით. Hindu Kush-ისა და Purple Afghani-ს ნაზავი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს განტვირთვა ყოველდღიური სტრესისგან.
ეფექტები და არომატი:
- ინდიკა-დომინანტური რელაქსაცია: Purple Queen Auto, 80%-იანი ინდიკა დომინირებით, იძლევა ღრმად დამამშვიდებელ “მაღალ” დონეს, რომელიც მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ დაძაბულობაზე. იდეალურია განტვირთვისათვის და სტრესის მოსახსნელად.
- ეიფორიული ნეტარება: განიცადეთ ეიფორიის ტალღა ყოველი “ნაპასის” დარტყმის დროს, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ და ბედნიერებას მოგანიჭებთ.
- კუნთების რელაქსაცია: შტამის დამამშვიდებელი თვისებები გაგათავისუფლებთ კუნთების დაძაბულობისგან.
- ხილისა და ციტრუსის ნოტები: Purple Queen Auto-ს მეწამულ ყვავილებს მომხიბვლელ არომატი აქვს, რომელიც ხასიათდება ხილის ნოტებით და ციტრუსის მინიშნებით. ეს კომბინაცია ქმნის უნიკალურ და მიმზიდველ სურნელს.
- კონტრასტული გემოები: ისიამოვნეთ არომატული კვამლით ყოველი “ნაპასის” დროს. შტამი გთავაზობთ სიტკბოს, სიმწარის და სანელებლების სასიამოვნო კომბინაციას. ეს კონტრასტული არომატები ხელს უწყობს მდიდარ გამოცდილებას.
- ეგზოტიკური და მრავალფეროვანი პროფილი: ამ ჯიშის ტერპენის პროფილი მოწევის გამოცდილებას ეგზოტიკური და მრავალფეროვანი სურნელებით აძლიერებს.
Purple Queen Auto-ის სტრესის მომხსნელი მაგია, იდეალურია დატვირთული დღის შემდეგ განტვირთვისთვის. ამ ჯიშის გაზრდა კი საკმაოდ მარტივია, თესლიდან მოსავლის მიღებამდე მხოლოდ 9 კვირა დაგჭირდებათ. შიდა სივრცეში მცენარე 100 სმ-მდე იზრდება და 400 გრ/მ²-მდე მოსავალს იძლევა, ხოლო გარე სივრცეში მცენარეები 140-სმ-ს აღწევს და მცენარეზე 150 გრამ მოსავალს იძლევა.
რჩევები მცენარის გაზრდისთვის:
- განათება: უზრუნველყავით 18-20 საათის განათება ვეგეტატიურ ფაზაში, ხოლო ყვავილობისას გადადით 12 საათიან განათებაზე. Purple Queen Auto კარგად ეგუება სინათლის სხვადასხვა ციკლს, რაც მას შესაფერისს ხდის როგორც შიდა, ასევე გარე კულტივირებისთვის.
- საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი: გამოიყენეთ კარგად დაბალანსებული, საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი მცენარის ზრდის ხელშესაწყობად.
- ტრენინგის ტექნიკა: გამოიყენეთ დაბალი სტრესის ტრენინგის (LST) ტექნიკა ადრეულ ეტაპებზე, რათა წაახალისოთ კვირტებისთვის მეტი ადგილის შექმნა და გააუმჯობესოთ სინათლის შეღწევა მცენარეში. ამან კი შესაძლოა ხელი შეუწყოს მოსავლიანობის ზრდას.
- ტემპერატურა და ტენიანობა: შეინარჩუნეთ ტემპერატურის დიაპაზონი 21-27°C დღის განმავლობაში და ოდნავ გრილი ღამით. შეინარჩუნეთ ტენიანობის დონე 40-50% შორის, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი პრობლემები, როგორიცაა ობი.
- ჰაერის ცირკულაცია: უზრუნველყავით ჰაერის სათანადო მიმოქცევა, რათა თავიდან აიცილოთ ობის განვითარება. ჰაერის ნაკადის შესანარჩუნებლად და მცენარის სტრუქტურის გასაძლიერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვენტილატორები.
- pH დონეები: დაარეგულირეთ ნიადაგის ან ჰიდროფონიული ხსნარის pH დონეები ოპტიმალურ დიაპაზონში (6.0-6.5) ნუტრიენტების შეწოვის გასაადვილებლად.
- მოსავლის აღების დრო: დააკვირდით ტრიქომებს, რათა დაადგინოთ მოსავლისთვის იდეალური დრო. აიღეთ მოსავალი, როდესაც ტრიქომები გახდება “მოღრუბლული”, რათა მიიღოთ დაბალანსებული ეფექტი ან დაელოდეთ ქარვისფერ ტრიქომებს, თუ გსურთ მიიღოთ უფრო დამამშვიდებელი გამოცდილება.
16%-იანი THC და დაბალი CBD დონით, Purple Queen Auto გთავაზობთ დაბალანსებულ გამოცდილებას. განიცადეთ ეიფორიის ტალღა ყოველი “ნაპასის” დარტყმის დროს, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ და ბედნიერებას მოგანიჭებთ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.