მცენარის საჩითილე და კლონირების კუბები
Root Riot მცენარის საჩითილე და კლონირების კუბები გამოიყენება როგორც კლონების გამრავლებისთვის და გასაღვივებელი თესლითვის. ის უზრუნველყოფს სრულყოფილ გარემოს ფესვების წამოწყებასა და განვითარებაში. კომპოსტირებული ბუნებრივი ნედლეულისგან დამზადებული, მცენარის სტარტერ დანამატებს აქვთ დიდი ტექსტურა, რომელიც ინარჩუნებს ჰაერის/წყლის სრულყოფილ თანაფარდობას ფესვების სწრაფი ზრდისთვის.
მოკლედ, შეუძლებელია არასწორი არჩევანი გააკეთოთ თქვენი თესლის გასაღვივებლად თუ არჩევანს Root Riot მცენარის საჩითილე და კლონირების კუბები ზე გააკეთებთ.
როგორ გამოვიყენოთ Root Riot მცენარის საჩითილე და კლონირების კუბები
თუ ისინი მშრალი გახდა შეხებისას, უბრალოდ ხელახლა მოათვსეთ გრილი წყლით სავსე ჭურჭელში.
კუბები უნდა იყოს ტენიანი – არა გაჯერებული.
იდეალურ შემთხვევაში უნდა დადოთ ოთახის ტემპერატურაზე.
გამოუყენებელი კუბები უნდა ინახებოდეს პლასტმასის ჰერმეტულ კონტეინერში ან ცელოფანში, რათა არ მოხდეს გამოშრობა.
თესლი
უბრალოდ მოათავსეთ თესლი კუბის ხვრელში.
განათავსეთ უჯრა თბილ ადგილას, სანამ არ გაღვივდება. დააკვირდით კუბებში არსებულ ტენიანობას, განსაკუთრებით თბილ პირობებში, რომელიც სწრაფად გამოაშრობს.
ტენიანობა ზედაპირზე უნდა მოვიდეს, როდესაც გაჟღენთილია. თუ ასე არაა, ნაზად დაასხით წყალი კუბებს და შემდეგ კარგად გაწურეთ.
იგი უნდა იყოს ტენიანი (სველი) და არა გაჯერებული წყლით. ახალი მცენარე მზად არის გადასარგავად, როდესაც ფესვები გამოუჩნდება.
მცენარის გადარგვა კუბიანად არის შეისაძლებელია ნებისმიერ მოცულობის ჭურჭელში.
კლონირება
შეარჩიეთ მცენარის ღერო – მოამზადეთ მასალა კვანძის ან ღეროვანი გადაბმის ქვემოთ დიაგონალურად ჩაჭრის მეთოდით.
გაჭრილი კალმები ამოავლეთ Clonex Rooting Gel- ში და შემდეგ ნაზად მოათავსეთ წინასწარ გამზადებულ ხვრელში კუბის ზედა ნაწილში.
ჩადეთ იგი საკმარისად ღრმად, რომ ძლიერად მოეჭიდოს გვერდებს.
კალმები დაასველეთ Clonex Mist- ით, მოათავსეთ კუბი პლასტმასის კონტეინერში ჰერმეტულად ან ცელოფაში, რომ გაიზარდოს ტენიანობა.
შეინარჩუნეთ ტენიანობა რეგულარულად.