Space Cookiez Auto – Inseedious
Space Cookiez Auto თავისი განსაკუთრებული გენეტიკური ფონის გამო გამორჩეული შტამია. ის ორი ლეგენდარული ჯიშის, Alien Cookies და Girl Scout Cookiez შეჯვარებით შეიქმნა. შედეგად წარმოიქმნა იდეალურად დაბალანსებული ჰიბრიდი, რომელიც 50% ინდიკა და 50% სატივას გენეტიკას შეიცავს.
Alien Cookies ცნობილია თავისი სიძლიერით და უნიკალური გემოს პროფილით, რომელიც აერთიანებს მიწიერ, ტკბილ და ციტრუსის ნოტებს. მას აქვს ძლიერი “დარტყმა” დამამშვიდებელი ეფექტებით, რაც ტკივილის შემსუბუქებას და ღრმა ფიზიკურ რელაქსაციას უზრუნველყოფს. მეორე მხრივ, Girl Scout Cookiez-ს მოაქვს თავისი საფირმო ტკბილი, ფუნთუშების მსგავსი არომატი და დაბალანსებული “მაღალი”, რაც გონებრივად დაგასტიმულირებთ და ფიზიკურად დაგამშვიდებთ.
Space Cookiez Auto გამოირჩევა მაღალი THC დონითაც, რომელიც 24%-დან 20%-მდე მერყეობს. სწორედ THC-ის მაღალი შემცველობით ეს შტამი იძლევა ძლიერ ფსიქოაქტიურ ეფექტებს. უზრუნველყოფს ეიფორიულ, კრეატიულ და ღრმა დასვენებას. რაც შეეხება სიბიდს დონეს, ის 2%-ზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შტამი უფრო მეტადაა ორიენტირებული ინტენსიური ეფექტების მიწოდებაზე, ვიდრე THC და CBD-ის დაბალანსებულ გამოცდილებაზე.
ამ ჰიბრიდული შტამის დაბალანსებული ბუნება საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ როგორც ცერებრალური “ამაღლებით”, რომელიც ძირითადად სატივას შტამებთან ასოცირდება, ასევე ფიზიკური დასვენებით, რომელსაც ინდიკას შტამები უზრუნველყოფენ. Space Cookiez Auto მრავალმხრივი შტამია. ის, სასურველი ეფექტიდან გამომდინარე, კარგია როგორც დღისით, ასევე საღამოს გამოსაყენებლად.
ეფექტი და გემო
Space Cookiez Auto-ს ეფექტები ისეთივე დაბალანსებულია, როგორც მისი გენეტიკური შემადგენლობა. ის გონებრივი სტიმულაციისა და ფიზიკური დასვენების კომბინაციას გთავაზობთ. მომხმარებლები, როგორც წესი, განიცდიან ამაღლებულ და ეიფორულ “მაღალს”, რომელიც თავში იწყება. სატივას გავლენა აშკარა ხდება, რაც ენერგიისა და სიცხადის გაუმჯობესებას იწვევს.
“მაღალის” პროგრესირებასთან ერთად მცენარის ინდიკა მხარე იწყებს თავის გამოვლენას. აწყისი ენერგიული ზუზუნი ქრება და ის დამამშვიდებელ, სხეულის ეფექტში გადადის. ეს ეფექტი იდეალურია ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვისთვის ან უბრალოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს გათავისუფლება სტრესიგან, შფოთვისგან ან კუნთების დაძაბულობისგან. Space Cookiez Auto გონებრივი სტიმულაციისა და ფიზიკური დასვენების იდეალურ კომბინაციას ქმნის, რის გამოც ის შეგიძლიათ დღის საათებშიც გამოიყენოთ, ისევე როგორც საღამოს. უფრო მაღალი დოზებით მოწევის შემთხვევაში, შტამის THC-ის ძლიერმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს უფრო ინტენსიური გამოცდილება. ამ დროს თავს უფრო ინტროსპექტულად ან დაწყნარებულად იგრძნობთ.
Space Cookiez Auto-ს გემოს პროფილი მისი ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია. ეს მცენარე მშობელი შტამებისგან მემკვიდრეობით იღებს ტკბილდა მიწიერ ტონებს, რაც ქმნის მდიდარ, დამაკმაყოფილებელ გემოს. შტამს ასევე აქვს სანელებლეისა და ფიჭის მინიშნებებიც, რაც გემოს დამატებით, სირთულის ფენას მატებს. ჩასუნთქვისას იგრძნობთ გლუვ სიტკბოს, რომელიც ახლად გამომცხვარ ფუნთუშებს მოგაგონებთ. ამოსუნთქვისას კი ნაღების და თხილის გემოს იგრძნობთ. მიმზიდველია ამ მცენარის არომატიც, რომელიც ჰაერს ტკბილი და მცენარეული სურნელით ავსებს.
Space Cookiez Auto გაზრდა
Space Cookiez Auto ავტომოყვავილეა, რაც იმას ნიშნავს რომ ის ავტომატურად გადადის ვეგეტატიურიდან ყვავილობის სტადიაზე, სინათლის ციკლის ცვლილებების საჭიროების გარეშე. მცენარეს ელასტიური ბუნება აქვს. მას მინიმალური ძალისხმევით შეუძლია აყვავდეს სხვადასხვა გარემოში. რაც შეეხება ყვავილობის დროს, ის მხოლოდ 10-11 კვირას გრძელდება. შტამის გენეტიკა უზრუნველყოფს მის მკვრივ ბუჩქად გაზრდას ძლიერი გვერდითი ტოტებით, რაც მას იდეალურს ხდის როგორც შიდა, ასევე გარე კულტივირებისთვის. შიდა სივრცეში, Space Cookiez Auto იძლევა მაღალ მოსავალს 550-650 გ/მ². მოსავლიანობა გარეთა სივრცეშიც შთამბეჭდავია, რადგან მცენარე კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატს.
ვეგეტატიურ სტადიაზე უმჯობესია მცენარეს საკვები ნივთიერებების დაბალი დონე მიაწოდოთ. თუმცა, ყვავილობის ფაზაში გადასვლის შემდეგ მცენარე კარგად იტანს უფრო მაღალი რაოდენობით საკვები ნივთიერებების მიღებას, რაც მას ეხმარება სქელი, ფისოვანი კვირტების გამომუშავებაში. ოპტიმალური შედეგისათვის რეკომენდირებულია ყვავილობის პერიოდში საკვები ნივთიერებების თანდათანობით გაზრდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მკვრივი, წონიანი კვირტების განვითარება. თავად კვირტები ტრიქომებითაა დაფარული, რაც მათ წებოვანს და ძლიერს ხდის. ეს კი აშკარა ნიშანია მათი მაღალი THC შემცველობის.
თუ მცენარეს შიდა სივრცეში ზრდით, რეკომენდირებულია გამოიყენოთ დაბალი სტრესის ვარჯიშის ტექნიკა (LST), რაც მაქსიმალურად გააუმჯობესებს სინათლის ზემოქმედებას და მოახდენს მცენარის წახალისებას. ასევე მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის გროუ განათება. Space Cookiez Auto-ს კომპაქტური სტრუქტურა აქვს. ის კარგად რეაგირებს Screen of Green (SCROG) ტექნიკაზეც, სადაც ბადე გამოიყენება ტოტების გასავარჯიშებლად. ამ ტექნიკის საშალებით უზრუნველყოფთ იმას, რომ სინათლემ მაქსიმალურად მიაღწიოს მცენარის ყველა ნაწილს. ეს ტექნიკა არა მხოლოდ გააუმჯობესებს მოსავალს, არამედ გაზრდის კვირტების ხარისხს.
Space Cookiez Auto ასევე კარგად უმკლავდება მავნებლებსა და ობს. მას შეუძლია რომ ცვალებად ტემპერატურას გაუძლოს, რის გამოც ის შესაფერისია ზომიერი, თბილი ან თუნდაც გრილი კლიმატისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მცენარე ავტომოყვავილეა, ის არ ეყრდნობა სინათლის ციკლებს ყვავილობის პერიოდის დასაწყებად, რაც გარე მწარმოებლებს საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ მრავალი მოსავლით ერთ სავეგეტაციო სეზონში. საუკეთესო შედეგის მისაღებად, გარე სივრცეში, მცენარე ყვავილობის სტადიაზე უნდა უზრუნველყოთ მზის საკმარისი შუქით და საკვები ნივთიერებებით, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ მოსავლიანობა.
კვების თვალსაზრისით, Space Cookiez შედარებით მოთხოვნადია. რეკომენდირებულია EC დონის შენარჩუნება 1.8-დან 2.2-მდე ყვავილობის ეტაპზე. გარდა ამისა, ტემპერატურის დიაპაზონის შენარჩუნება 20-29°C (68-84°F) შორის უზრუნველყოფს ოპტიმალურ ზრდას. გვიან ყვავილობის პერიოდში მნიშვნელოვანია ტენიანობის დაბალი დონის შენარჩუნება, რათა თავიდან იქნას აცილებული ობი. ეს უზრუნველყოფს მკვრივი და მაღალი ხარისხის კვირტების ჩამოყალიბებსაც.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.