Sweet Mango Auto – Green House Seeds
ეძებთ ისეთ ავტომოყვავილეს, რომელიც მარტივად იზრდება როგორც ღია სივრცეში, ასევე ოთახში? ეს შტამი ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. Sweet Mango Auto გენეტიკის სასიამოვნო ნაზავია – Mango და Big Bang Auto. გენეტიკური შემადგენლობა: 10% სატივა, 80% ინდიკა და 10% რუდერალისი. შტამი გთავაზობთ დაბალანსებულ მაღალ დონეს, 19.70%-იანი THC შემცველობით, რომელსაც ახლავს 1,25 CBD და 0.22 CBN.
მცენარე არის დაბალი, კომპაქტური და ისხამს ბევრ კვირტსა და ფოთოლს. ის წარმოუდგენლად სწრაფი ტემპით, სულ რაღაც 2 კვირაში გადადის ვეგეტაციის ფაზაში და იწყებს კვირტების ფორმირებას.ყვავილობის პერიოდი კი 7 კვირაა. მოსავლის აღებას კი დახურულ სივრცეში 60-70 დღე, ღია სივრცეში კი დაახლოებით 90 დღე სჭირდება.
Sweet Mango Auto მცენარე დახურულ სივრცეში ზრდისას ავითარებს სქელ, წებოვან კვირტებს, რომლებიც სავსეა ფისით. კვადრატულ მეტრზე, შიდა სივრცეში, დაახლოებით 400 გრამ მოსავალს უნდა ელოდოთ. ეს კი მხოლოდ 7-8 კვირაში. გარეთ კი მცენარის ჩამოყალიბებისთვის შედარებით მეტი დრო სჭირდება, დაახლოებით 9 კვირა. მცენარის საშუალო სიმაღლე 90 სანტიმეტრია. კვირტები დაფარულია ფისოვანი, შაქრიანი ფეით და სასიამოვნო სურნელი აქვს, რომელიც ტკბილი და ცხარეა, მწიფე მანგოს მსგავსად. ეს არომატი Big Bang Auto-ს შემადგენლობიდან მოდის.
Sweet Mango Auto ეფექტი, გემო და არომატი
Sweet Mango Auto-ს ეფექტები გრძელვადიანი და ღრმად დამამშვიდებელია, რითაც ის უფრო მეტად იხრება იდიკას სპექტრისკენ. ის გრძელი დღის შემდეგ კომფორტულ სკამზე გემრიელად ჩაძირვას ჰგავს. სხეული ამ დროს თავს მოდუნებულად გრძნობს, თითქოს მთელი დაძაბულობა ქრება, მაგრამ ამავდროულად თქენი გონება ფხიზელ მდგომარეობაში რჩება. ამ ყველაფერს კი თანს ახლავს პოზიტიური შეგრძნებები.
თუმცა, Sweet Mango Auto მხოლოდ ეფექტიც არ გამოირჩევა, მას საოცარი გემო აქვს. მისი გემოს პროფილი ხილის სიტკბოს სასიამოვნო შერწყმაა მჟავიანობასთან. პირველი, რასაც შეამჩნევთ, არის სიტკბო. შემდეგ კი ამას მოსდევს სიმჟავე, რომელიც გემოს სიღრმეს მატებს. ამოსუნთქვისას, ხილის გემო რჩება და ტოვებს გამაგრილებელ ეფექტს, რომელიც მეტის მისაღებად გიბიძგებთ. თითოეული პანასს ტროპიკულ, მზიან სამოთხეში გადაყავხართ, რომელიც სავსეა ეგზოტიკური ხილით და სასიამოვნო დასვენებით.
ეს ჯილდოს მფლობელი შტამი, რომელმაც მე-3 ადგილი მოიპოვა Expogrow-Irun 2015-ზე “საუკეთესო ავტომოყვავილეს” კატეგორიაში, ცნობილია თავისი ზრდის სიმარტივით და სენსორული თვისებებით.