Zapplez 2-0
Zapplez 2-0 7X Conscious Genetics-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც Zkittlez-ის ტერპენების მოყვარულებს ნამდვილად მოგეწონებათ. ეს შტამი გამოირჩევა მაღალი THC-ით, შესანიშნავი არომატითა და ძლიერი ეფექტებით. Zapplez 2.0 ორი გამორჩეული შტამის, Zapplez-ისა და Rainbow Beltz 1.0-ის, ჰიბრიდის შედეგია. თითოეულმა მშობელმა შტამმა უნიკალური თვისებები გადასცა Zapplez 2.0-ს, რაც მას განსაკუთრებულს და მაღალრეიტინგულს ხდის.
მშობელი შტამები
- Zapplez: Zapplez 2.0 არის Blue Zushi-ისა და Sour Apple Runtz-ის ჰიბრიდი, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი ფისოვანი სტრუქტურითა და არომატული ტერპენებით. გამორჩეულია ტერპენებით და არომატით. მისი ტკბილი და კრემისებრი ვაშლის არომატი ამ ახალ შტამში უფრო გამოკვეთილია. აქვს მკვრივი, კალიფორნიული სტილის კვირტები, რომლებიც იდეალურია მაღალი ხარისხის ფისისთვის. ის სტაბილური და მარტივად მოსავლელი მცენარეა.
- Rainbow Beltz 1.0: ცნობილია თავისი უნიკალური ტერპენებით, სადაც დომინირებს Zkittlez-ის ტკბილი და ციტრუსოვანი არომატი. ამ შტამის ტკბილი და ციტრუსოვანი სურნელი მკვეთრად იგრძნობა საბოლოოდ მიღებულ პროდუქტში. მდიდარი და მსუყე ტკბილი ნოტები კი განსაკუთრებულობას სძენს შტამს. შტამი უზრუნველყოფს უხვი ფისის წარმოებას, რაც ხელს უწყობს ზეთისა და ექსტრაქტების მომზადებას. აქვს ღრმა რელაქსაციის ეფექტი და ამსუბუქებს სტრესს, რაც ინდიკას დომინირებას უსვამს ხაზს.
Zapplez 2.0-ის უნიკალურობა მისი მშობლების დახვეწილ გენეტიკაშია. Zapplez-ის ტკბილი, კრემისებრი და მდიდარი ფისოვანი პროფილი სრულყოფილად ერწყმის Rainbow Beltz 1.0-ის უნიკალურ ტერპენებსა და Kush-ის არომატს. საბოლოოდ, ეს შტამი ხდება უნიკალური და იდეალური მათთვის, ვინც ეძებს მაღალ THC შემცველობას, არომატულობას და უხვ მოსავალს.
ეფექტი, გემო და არომატი
Zapplez 2-0 7X გამოირჩევა არა მხოლოდ შესანიშნავი არომატით, არამედ ძლიერი ეფექტებითაც.
ეფექტი:
- ფიზიკური რელაქსაცია: Zapplez 2.0-ს გავლენა პირველ რიგში სხეულზე იგრძნობა. მისი ძლიერი ინდიკა დომინანტობა იწვევს ღრმა ფიზიკურ რელაქსაციას, რაც იდეალურია როგორც დაღლილობის, ისე ტკივილის შესამცირებლად.
- გონებრივი შვება და სიამოვნება: ამ შტამის მაღალი THC შემცველობა გონებრივ სიმშვიდეს უზრუნველყოფს. ის ეიფორიულ და ლაღ განწყობას იწვევს, თუმაც არაა ზედმეტად ინტენსიური. მიუხედავად იმისა, რომ მცენარე ინდიკა დომინანტია, მისი ეფექტები ცოცხალი და ხალისიანია.
- მაღალი THC-ისა და უნიკალური ტერპენების კომბინაცია: Zapplez 2.0-ის ძლიერი THC სისწრაფე გაგრძნობინებთ ძლიერი ეიფორიის, გახსნილობის და რელაქსაციის მომენტებს. მაგრამ მისი დიდი უპირატესობა ტერპენების არომატულობაა.
გემო და არომატი: Zapplez 2-0 7X-ის გემო და არომატი არის ის, რაც ამ შტამს განსაკუთრებულს ხდის. შტამი მდიდარია ტკბილი ვაშლის და ციტრუსის ნოტებით. Rainbow Beltz 1.0-ის Kush-ის ნოტები შემოაქვს ამ არომატებში, რაც შტამს კიდევ უფრო მდიდარს ხდის. ამ არომატებს თან სდევს კენკრის ტკბილი და მჟავე ნოტები. შტამი, აერთიანებს ტკბილ ვაშლს, ციტრუსის და კენკრის ტერპენებს, რომელიც დომინირებს გემოზე, ხოლო არომატში კომბინირდება კრემისეული და კუშის მინიშნებები. მისი ეფექტები იდეალურად ასახავს ინდიკა დომინანტურ თვისებებს, მაგრამ ცოტათი უფრო ცოცხალიცაა, რითაც მოსახერხებელს ხდის როგორც ეიფორიულ სიმშვიდეს, ასევე ფიზიკურ მოდუნებას.
Zapplez 2-0 გაზრდა
Zapplez 2.0 მაღალი ხარისხის კანაფის შტამია, რომელიც მოითხოვს მზრუნველობას და კარგ მოვლას, თუმცა კარგად გაშენების შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ მაღალი და ხარისხიანი მოსავალი. აქ არის რამდენიმე რეკომენდაცია იმის შესახებ, როგორ უნდა გაიზარდოს Zapplez 2-0 7X:
დარგვა და ვეგეტაციის პერიოდი: შექმენით მცენარისთვის საუკეთესო პირობები. ეს გულისხმობს ტემპერატურის შენარჩუნებას 20-25°C ფარგლებში, ტენიანობის კი 50-60%-ში. თუ მცენარეს შიდა სივრცეში ზრდით გამოიყენეთ მაღალი ხარისხის გროუ განათება, რომლებიც უზრუნველყოფს სრული სპექტრის შუქს. 18 საათი სინათლე და 6 საათი სიბნელე – ეს არის სტანდარტული რჩევა ვეგეტაციის პერიოდში. ეს შტამი კარგად რეაგირებს ფორმირებაზე, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციო ტოტების დაბალანსებას. არასაჭირო ტოტების მოჭრა ხელს შეუწყობს მცენარის ენერგიის კონცენტრირებას მთავარ ტოტებზე, რაც საბოლოოდ სასურველი მაღალხარისხიანი ყვავილების მისაღებად დაგეხმარება.
ყვავილობის პერიოდი: ამ პერიოდის განმავლობაში ტემპერატურა უნდა იყოს 22-26°C დღისით და 18-22°C ღამით. შეინარჩუნეთ დაბალი ტენიანობა, დაახლოებით 50-60%, რათა თავიდან აიცილოთ სოკო და სხვა დაავადებები. თუ მცენარეს შიდა გარემოში ზრდით, ყვავილების განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰაერის ცირკულაცია და განათება. საჭიროა საკმარისად მძლავრი განათება. ამიტომ, ტრადიციული 600-1000W ჰიდროფონიკური განათება საუკეთესო არჩევანია. შესაბამისი უნდა იყოს ქოთნის ზომაც, რომ მცენარეს საკმარისი ადგილი ჰქონდეს სრული განვითარებისთვის.
კვების რეჟიმი: Zapplez 2-0 7X-ს სჭირდება მაღალი ხარისხის სასუქები, რომლებიც შეესაბამება მის გენეტიკურ ტიპს. გამოიყენე ისეთ სასუქები, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს და ფოსფორს, რაც აუცილებელია ყვავილობის ეტაპზე მცენარის განვითარებისთვის. შემაცირე აზოტის გამოყენება ყვავილობის პერიოდის დროს. მნიშვნელოვანია წყლის მიწოდება მცენარისთვის, მაგრამ უმნიშვნელოვანესია მისი სწორი რაოდენობით მიწოდება. არ მორწყოთ ხშირად, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფესვების ლპობა.
გარეთ გაზრდა: Zapplez 2-0 კარგად იტანს გარე პირობებს, მაგრამ არა ზედმეტად ცივ კლიმატს. აუცილებელია აარჩიოთ მზიანი ადგილი, სადაც მცენარე ოპტიმალური რაოდენობით მიიღებს მზის შუქს. ყურადღებით დააკვირდით წყლის დონესა და ტენიანობის დონეს.
მოსავლის აღება და შენახვა: Zapplez 2-0 7X-ის მოსავლის აღება და მისი შენახვა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი და სრულად გამოიყენოთ ამ შტამის პოტენციალი. მოსავლის აღება საუკეთესოა მაშინ, როცა მისი ტრიქომები (პატარა წერტილები, რომლებიც უმეტესად ყვავილების და ფოთლების ზედაპირზე მდებარეობს) სრულადაა განვითარებული. როგორც წესი, ისინი გადადიან მოღრუბლულიდან ღია რუხი ან თეთ-მოლურჯო ფერში. საუკეთესო მეთოდი მოსალის სრულად მოსაკრეად არის ის, რომ თითოეული ტოტი ფრთხილად გაიჭრას, რათა თავიდან აიცილოთ ფოთლების ზედმეტად დაშორება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გემოსა და არომატის დაკარგვა. მოსავლის გაშრობა 7-14 დღის განმავლობაში გრძელდება. როდესაც ყვავილები უხვ ტენიანობას კარგავს და მტვრევადი ხდება ე.ი გაშრობის პროცესი დასრულდა. მოსავალი უნდა შეინახოთ მინის კონტეინერებში, რომლებიც მყარად იქნება დახურული, რათა თავიდან აიცილოთ მისი კონტაქტი ჰაერთან. თუ დიდხანს აპირებთ შენახვას, დაიმახსოვრეთ, რომ პერიოდულად გახსნათ კონტეინერები, რათა შიდა ტენიანობა ძალიან გაიზარდოს და არ განვითარდეს სოკო.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.