სახელმძღვანელოები

ფუნგიციდები – როგორ დავიცვათ მცენარეები სოკოვანი დაავადებებისგან

ra-aris-fungicidi

რა არის ფუნგიციდი?

ფუნგიციდი ეს არის მცენარეთა დაცვის საშუალება, რომელიც სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ გამოიყენება. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ სოკოვანი დაავადებები ფოთლებზე არსებული მხოლოდ პატარა ლაქები არ არის. რეალურად, ყოველწლიურად სოკო ასობით ტონა მოსავლის განადგურებას იწვევს მსოფლიოში. სწორედ ამიტომ, ფუნგიციდები სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთ მთავარ იარაღს წარმოადგენს.

სოკოვანი დაავადებები სწრაფად ვრცელდება. ნესტიან პირობებში ის მცენარიდან მცენარეზე ჰაერით ან წყლით გადადის. ერთი შეხედვით უწყინარმა ლაქამ შეიძლება მთელი მოსავალიც კი გაანადგუროს. სწორედ ამიტომ გამოიყენება ფუნგიციდები მათთან საბრძოლველად. ფუნგიციდების გამოყენება მნიშვნელოვანია:

  • მცენარის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
  • მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის დასაცავად
  • ბაქტერიებისა და სხვა ინფექციების მეორადი გავრცელების შესაჩერებლად

ფუნგიციდების გამოყენება ახალი პრაქტიკა არ არის. ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანები მცენარეთა სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად ბუნებრივ ექსტრაქტებს იყენებდნენ, როგორიცაა ნაცარი ან ნივრის ნაყენი.. თუმცა, პირველი სინთეზური ფუნგიციდები XX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, როცა ქიმიურმა ინდუსტრიამ აქტიური ნივთიერებების გამოყოფა დაიწყო, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებდა სოკოვან ინფექციებზე.

ერთ-ერთი პირველი ფართოდ გავრცელებული ფუნგიციდი იყო ბორდოს სითხე – სპილენძის სულფატი და კირის ნარევი, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურად გამოიყენება ვენახების დასაცავად.

როგორ მუშაობს ფუნგიციდი?

ფუნგიციდები მათი მოქმედების პრინციპის მიხედვით ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:

კონტაქტური ფუნგიციდები – მოქმედებენ მხოლოდ იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც მას ასხამთ. ისინი მცენარის ზედაპირზე ქმნიან დამცავ ფენას, რაც ხელს უშლის სოკოს შეჭრას.

სისტემური ფუნგიციდები – მცენარის მიერ შეიწოვება და აქტიური ნივთიერება მთელ სტრუქტურაში გადააქვს, რაც მცენარეს შიგნიდან იცავს.

ზოგიერთი ფუნგიციდი პრევენციული მიზნით გამოიყენება (დაავადების გაჩენამდე), ზოგიც კი სამკურნალოდ – უკვე არსებული ინფექციის გასაკონტროლებლად.

ფუნგიციდების ტიპები და დანიშნულება

ფუნგიციდების განსხვავება აქტიური ნივთიერებების, გამოყენების ფორმისა და მიზნის მიხედვით არის შესაძლებელი:

პრევენციული – გამოიყენება დაავადების გაჩენამდე, იძლევა დაცვის ეფექტს.

კურაციული (სამკურნალო) – მუშაობს უკვე ინფიცირებულ მცენარეზე.

ერადიკაციული – მთლიანად აშორებს სპორებსა და დაავადების წყაროს.

ასევე არსებობს ბიოლოგიური ფუნგიციდები, რომლებიც არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და დაფუძნებულია ბუნებრივ მიკროორგანიზმებზე (მაგ., Trichoderma, Bacillus subtilis). ამ ტიპის ფუნგიციდებს განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენებენ ეკოლოგიურ მებაღეობაში.

სოკოვანი დაავადებების მაგალითები

ფუნგიციდების საჭიროება ყველა მებაღეს ესმის. მოდი, მოკლედ გადავხედოთ გავრცელებულ შემთხვევებს:

  • ფიტოფტორა პომიდორში – შავდება ფოთლები და მცენარე სწრაფად იღუპება. ის განსაკუთრებით ხშირია ნესტსა და ცუდ ვენტილაციაში.
  • ჭრაქი ვაშლში – ჩნდება ყავისფერი ლაქები ფოთლებზე, ნაყოფი ლპება და ცვივა.
  • ნაცარი მარწყვზე – ფოთლები და ნაყოფი იფარება თეთრი ფენით. სწრაფად ვრცელდება ზაფხულში.
  • მილდიუ ვენახში – ფოთლები ყვითლდება, მტევნები შავდება და ნადგურდება.
  • ჟანგა ხორბალში – მცენარეს გამოჰყავს მოყვითალო ან წითელი მტვერი, რაც ანადგურებს მოსავალს.

ამ პრობლემების მართვა მხოლოდ დროული დაკვირვებით და სწორად შერჩეული ფუნგიციდით არის შესაძლებელი.

sokovani-daavadebebis-magalitebi

სად და როდის უნდა გამოვიყენოთ ფუნგიციდები?

მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად მთავარი ფაქტორი დროა. ბუნებრივია პრეპარატის პრევენციული გამოყენება უფრო მეტ შედეგს იძლევა, ვიდრე ფუნგიციდების ინფექციის გავრცელების შემდეგ გამოყენება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფუნგიციდის სწორად გამოყენება დამოკიდებულია როგორც ადგილმდებარეობაზე, ასევე სეზონურ პირობებზე. საუკეთესო შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანი ფაქტორია ამინდის მონიტორინგი და მცენარის განვითარების ფაზაც. გარდა ამისა, ფუნგიციდის შერჩევა უნდა მოხდეს მცენარის ტიპისა და დაავადების სპეციფიკის მიხედვით.

soko-yurdzenze

ფუნგიციდები გამოიყენება:

  • ბოსტნეულზე (პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი)
  • ხეხილზე (ვაშლი, ატამი, ქლიავი)
  • მარწყვზე
  • მარცვლოვნებში (ხორბალი, ქერი)
  • ვენახზე

ფუნგიციდების შერჩევა კულტურების მიხედვით

 კულტურის ტიპი კონკრეტული კულტურები რეკომენდებული აქტიური ნივთიერებები
 ბოსტნეული  პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი  მანკოზები, ქლოროთალონილი, სპილენძის პრეპარატები, აზოქსისტრობინი
 ხეხილი  ვაშლი, ატამი, ქლიავი  კაპტანი, დიფენოკონაზოლი, თიოფანატ-მეთილი, ქლოროთალონილი
 მარწყვი  მარწყვი  პენკონაზოლი, სულფური, ბიოფუნგიციდები
 მარცვლოვნები  ხორბალი, ქერი  ტრიფლოქსისტრობინი, ციპროკონაზოლი, პროპიკონაზოლი, ფლუტრიფოლი
 ვენახი  ყურძენი  ბორდოს სითხე, ფოსეტილი, სულფური

შენიშვნა: ცხრილში მოცემული ინფორმაცია ზოგადი რეკომენდაციაა. კონკრეტული ფუნგიციდის გამოყენებისას ყოველთვის გადაამოწმე შეფუთვაზე მითითებული დოზირება და გამოყენების წესი.

როგორ გამოვიყენოთ ფუნგიციდები სწორად?

მიუხედავად იმისა, რომ ფუნგიციდები ეფექტური იარაღია მცენარეთა დასაცავად, მათმა არასწორად გამოყენებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც მოსავალს, ისე გარემოს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ფუნგიციდების მაღალი დოზით გამოყენება. ხშირად ფიქრობენ, რომ “რაც უფრო მეტია, მით უკეთესია”, თუმცა ზედმეტი დოზა ზრდის ტოქსიკურობის რისკს და მცენარის დაზიანებას იწვევს. ფუნგიციდი არ უნდა გამოიყენოთ უშუალოდ წვიმის წინ –  მოქმედი ნივთიერება წვიმის გამო ჩამოირეცხება და ის მცენარეს ვეღარ დაიცავს.

rogor-gamoviyeno-fungicidebi-sworad

კიდევ ერთი შეცდომაა სეზონურობით განპირობებული არასწორი ცვლა – ზოგიერთი სოკო სწრაფად ეჩვევა ერთი და იმავე პრეპარატს და კარგად ერგება მას, რაც მკურნალობას ნაკლებად ეფექტურს ხდის. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ დაავადების ტიპი და მხოლოდ ამის შემდეგ შეარციოთ პრეპარატი, რადგან არასწორად არჩეულმა ფუნგიციდმა შესაძლოა მკურნალობა არაეფექტური გახადოს.

ფუნგიციდების გამოყენებისას ასევე მნიშვნელოვანია:

  1. დოზირების ზუსტად დაცვა
  2. საშუალებების ტარება (ნიღაბი, ხელთათმანი, სათვალე)
  3. ფუნგიციდის ბავშვებისგან და ცხოველებისგან შორს შენახვა

თუ მებაღეობაში დამწყები ხარ, სჯობს ბიოფუნგიციდებით დაიწყო. ისინი ნაკლებად ტოქსიკურია. მაგალითად, შეგიძლია გამოიყენო Bacillus-ის ტიპის ფუნგიციდები. ყოველთვის დეტალურად წაიკითხე პრეპარატის ინსტრუქცია. მხოლოდ გამოცდილებას და ინტუიციას ნუ დაეყრდნობი. აუცილებლად უნდა დაიცვა სწორი დოზა და სწორად აირჩიო გამოყენების დროც. არ დაგავიწყდეს ნიადაგიც მდგომარეობაც. ზოგი დაავადება ფესვებიდან იწყება, ასე რომ, მხოლოდ ფოთლებზე დაკვირვება საკმარისი არ არის. გაითვალისწინე, რომ ფუნგიციდი გრილ და მშრალ ადგილას უნდა შეინახო. თუ ის ნესტიან გარემოში ან მზეზე დაგრჩება, შესაძლოა ეფექტურობა დაკარგოს.

ფუნგიციდი – ფასი და შეძენა

თუ შენი მცენარისთვის სანდო და ეფექტურ ფუნგიციდს ეძებ, მაშინ შეგიძლია ჩვენს კატეგორიას – ფუნგიციდები – გაეცნო, სადაც ყველა პროდუქტს თან ახლავს აღწერილობა და რეკომენდაცია, რაც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება.

დაიმახსოვრე, რომ სოკოვანი დაავადებების პრევენცია გაცილებით მარტივია, ვიდრე მათი მკურნალობა. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც დაავადება უკვე გავრცელებულია, მცენარის სრულად გამოჯანმრთელება ძალიან რთულდება, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მცენარეს რეგულარულად დააკვირდე და პრევენციულად იმოქმედო. ყურადღებით დააკვირდი ფოთლებსა და ღეროებს. სოკოვანი დაავადება ხშირ შემთხვევაში ნელა იწყება. და ბოლოს, დაიმახსოვრე, რომ სწორი ფუნგიციდის არჩევა, დოზირება და მათი დროული გამოყენება პოზიტიურად აისახება შენი მოსავლის რაოდენობაზე და ხარისხზე.

კომენტარის დატოვება