კანაფი ინფორმაცია, სახელმძღვანელოები

როგორ შევარჩიოთ სასუქი?

rogor-shearchiot-sasuqi

როგორ შევარჩიოთ სასუქი? როგორ არ გადავაჭარბოთ დოზას და არ დავაზიანოთ ფესვთა სისტემა? და რაც მთავარია – რომელი პროდუქტი არის საუკეთესო ჩვენი მცენარისთვის? ამ ბლოგში სასუქებს პირდაპირ გამოცდილებაზე დაყრდნობით განვიხილავთ. ვისაუბრებთ სხვადასხვა ტიპის სასუქებზე და იმაზე თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ  ისინი მცენარის ზრდის ფაზების მიხედვით.

როდესაც პირველად გიწევთ სასუქის გამოყენება თავში უამრავი კითხვა გიტრიალებთ – რაც უფრო მეტ სასუქს გამოვიყენებ, მცენარე მით უფრო უკეთესი იქნება მცენარისთვის? არა. ეს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. სინამდვილეში ამით პროდუქტს დაწვავ. კანაფი ყველაფრის ერთდროულად გამოყენებას არ გთხოვს. მოსავლის ხარისხი მხოლოდ გენეტიკაზე და სწორად შერჩეულ გროუ განათებაზე არ არის დამოკიდებული. საქმე იმაშია, რომ სწორი დროის, დოზის და პროდუქტის შერჩევა მოსავლის ხარისხსა და რაოდენობას განსაზღრავს. მიუხედავად იმისა ავტომოყვავილე მცენარეს ზრდის თუ ფოტოპერიოდულს, თუ მცენარეს იმას არ აწვდი, რაც მას კონკრეტულ დროს სჭირდება, ისეთ მოსავალს ვერ მიიღებ როგორიც გსურს. სასუქი ის მთავარი “მაგიური” დანამატია, რომელიც თქვენი მცენარის გემოს, სიმკვრივეს და არომატს უზრუნველყოფს. ამიტომაც სასუქის გამოყენებამდე აუცილებელია იცოდე როდის და რა რაოდენობით უნდა გამოიყენო ის. გასათავლისწინებელია მცენარის ზრდის ფაზაც. კონკრეტული ფაზის მიხედვით მცენარეს სხვადასხვა სასუქები სჭირდება. მოკლედ, ამ ბლოგში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. რა არის სასუქი? როდის და რა ტიპის სასუქი სჭირდება შენს მცენარეს, როგორ არ უნდა გადააჭარბო სასუქის მოხმარებას და კონკრეტულად რომელი პროდუქტებია საჭირო ზრდის სხვადასხვა ფაზაზე. გაგიზიარებთ რეალურ გამოცდილებასაც.

რატომ სჭირდება კანაფს სასუქი?

მართალია მიწაში ბუნებრივადაც არსებობს საკვები ელემენტები, თუმცა ეს მკვრივი, არომატული მცენარის მისაღებად საკმარისი არ არის. კანაფი სწრაფად მზარდი კულტურაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყოველდღიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით საკვებს მოიხმარს. ასე რომ, თუ მიწა ან სუბსტრატი საკმარისად მდიდარი არ არის, მცენარე სუსტდება: ფოთლები ყვითლდება, ზრდა ჩერდება და ყვავილობის დროს კვირტებიც რბილი და სუსტი ხდება.

რა არის NPK?

NPK ნიშნავს:  N – აზოტი (Nitrogen), P ფოსფორი (Phosphorus), K – კალიუმი (Kalium). ეს სამი ელემენტი ნებისმიერი მცენარის საკვებში ფუნდამენტია. სწორედ ამიტომ წერია ყველა სასუქზე ის ციფრებით, 3-2-4, 5-5-8, 10-30-20 და ა.შ.

აზოტი (N) – ენერგია ზრდისთვის

აზოტი ვეგეტაციის ფაზაში უმთავრესია. ის ხელს უწყობს ფოთლების ფორმირებას, ღეროს ზრდას, ფოტოსინთეზს და მცენარის მწვანე ფერს. აზოტის ნაკლებობისას:

  • ფოთლები ფერმკრთალდება და ყვითლდება;
  • ზრდა ნელდება;
  • მცენარე სუსტდება.
n-p-k

N-P-K

ფოსფორი (P) – ფესვები და ყვავილობა

ფოსფორი აუცილებელია ფესვთა სისტემის გაძლიერებისთვის და ყვავილობის სტიმულაციისთვის. ყვავილების ფორმირებაც უშუალოდ მასზეა დამოკიდებული.

  • ფოსფორის ნაკლებობა იწვევს ფესვების არასაკმარის განვითარებას;
  • ყვავილები სუსტდება ან საერთოდ არ ვითარდება;
  • მცენარე ვარდისფერი-წითლად ილაქება.

კალიუმი (K) – სიმტკიცე და იმუნიტეტი

კალიუმი მცენარეს მთლიანად ასტაბილურებს – აძლიერებს ღეროს, ხელს უწყობს წყლის სწორ მიმოცვლას და ზრდის მცენარის იმუნიტეტს სხვადასხვა სტრესისა და დაავადების მიმართ.

  • მისი ნაკლებობით ყვავილები რბილი ხდება;
  • მცენარე ვერ ინარჩუნებს ტენიანობას;
  • ლაქები ჩნდება ფოთლებზე.

3 აუცილებელი ეტაპი კანაფის მოყვანისას – რომელ სასუქს, როდის და რატომ ვასხამთ?

სასუქი ნივთიერებაა, რომელიც მიწას საკვები ნივთიერეებით ამდიდრებს და ხელს მცენარეთა ჯანმრთელ ზრდას უწყობს. ის ისეთ აუცილებელ ელემენტებს შეიცავს, როგორიცაა: აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. ყველა სასუქი ერთმანეთის მსგავსი არ არის.  არსებობს ორგანული და მინერალური სასუქები, რომლებიც სინთეზურად არის წარმოებული. ბევრს ისიც ავიწყდება, რომ რომ კანაფს ზრდის ფაზის მიზედვით სხვადასხვა მოთხოვნა აქვს.

ვეგეტაციური ფაზა

როდესაც მცენარე ჯერ კიდევ პატარაა ის ყველაფერს “შთანთქავს”. შეიძლება ითქვას, რომ პირველი 2-3 კვირა მთელ ციკლს განსაზღრავს. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფესვთა სისტემის განვითარება, რისთვისაც Plagron Hydro Roots იდეალურია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, რომ მცენარეს სტაბილური აზოტის წყარო ჰქონდეს. ამას კი აზოტით გამდიდრებული სასუქები უზრუნველყოფენ.

kanafis-vegetaciuri-faza

კანაფის ვეგეტაციური ფაზა

ისინი ღეროს სიმაგრეზე, ფოთლების მწვანე ფერსა და ზოგადად მცენარის ზრდის ტემპზე არიან პასუხისმგებელნი. ამისათვის კი Sensi Grow A&B  გამოგადგებათ. ის ბალანსირებულად შეიცავს აზოტს და მაგნიუმს, რაც სქელი ღეროების და ტოტების ფორმირებას უწყობს ხელს. გაითვალისწინეთ, რომ A და B ერთად იხმარება და ცალ-ცალკე არ უნდა გამოიყენოთ. რაც უფრო ძლიერი ფესვთა სისტემა უყალიდება მცენარეს, მით უფრო უკეთ შეუძლია საკვების ათვისება. თუმცა, არ დაგავიწყდეს კალციუმ-მაგნიუმიც, თუ წყალი რბილია ან თუ ქოქოსს იყენებთ.

  • Plagron Hydro Rootsიდეალური პროდუქტია ადრეულ ეტაპზე ფესვების ინტენსიური განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს ჯანსაღი და მკვრივი ფესვთა სისტემის ფორმირებას, რაც მცენარეს საშუალებას აძლევს უკეთ აითვისოს საკვებ ნივთიერებები. განსაკუთრებით ეფექტურია ჰიდროფონიკაში და ქოქოსის სუბსტრატში.
  • Sensi Grow A&B  – მინერალური სასუქების ბალანსირებული კომპლექსია მცენარის ვეგეტატიური ზრდისთვის. ის ოპტიმალური პროპორციით შეიცავს აზოტს, მაგნიუმს და მიკროელემენტებს. აზოტი ღეროს სიმტკიცეს უზრუნელყოფს და პასუხისმგებელია ფოთლების სიმწვანეზე. მაგნიუმი ხელს უწყობს ფოტოსინთეზის პროცესს და ენერგიის გადანაწილებას. მიკროელემენტები კი აღმოფხვრის ნაკლებობას. გაითვალისწინეთ, რომ Sensi Grow A და Sensi Grow B კომპონენტები აუცილებლად ერთად უნდა გამოიყენოთ.

ყვავილობის ფაზა

ყვავილობის ფაზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ეტაპია. ეს ეტაპი მაშინ იწყება, როდესაც მცენარე იღებს სიგნალს (სიბნელისა და სინათლის ციკლების ცვლილეებით), რომ დროა ყვავილობის ეტაპზე გადავიდეს. ამ ეტაპზე მცენარე აზოტს აღარ ითხოვს, რადგან ფოთლოვანი მასის ზრდა პრიორიტეტი აღარ არის. თუმცა, პრიორიტეტი ხდება ფოსფორი (P) და კალიუმი (K), რომლებიც კვირტის ფორმირებას, სიმყარეს და სტრუქტურას უზრუნველყოფენ. ამ დროს დაშვებული შეცდომები შესაძლოა ძვირად დაგიჯდეთ – შესაძლოა კვირტები არ გაიხსნას, ან ტოტებმა წონას ვერ გაუძლოს. ამიტომაც სასუქებს ამ ეტაპზე განსაკუთრებული როლი აქვთ.

kanafis-yvavilobis-faza

კანაფის ყვავილობის ფაზა

ამ ფაზაში შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • Jungle Juice Bloom & Micro – განსაკუთრებით ეფექტურია ჰიდროფონიკაში და ქოქოსში. Jungle Juice Bloom გაზრდილი ფოსფორის და კალიუმის შემცველობით ხელს უწყობს ყვავილების განვითარებას. Jungle Juice Micro კი შეიცავს იმ აუცილებელ მიკროელემენტებს (რკინა, თუთია, მანგანუმი), რომლებიც აღმოფხვრის ნაკლებობას და უზრუნველყოფს ჯანსაღ მეტაბოლიზმს.
  • Pro Organic Bloom – მისი ბუნებრივი ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია მცენარეულ ექსტრაქტებსა და ბიოაქტიურ კომპონენტებზე, არა მხოლოდ აძლიერებს კვირტების ფორმირებას, არამედ ხელს უწყობს ტერპენების და არომატის სრულყოფილად გამოვლენას.
  • Connoisseur Coco Bloom A&B – პროფესიონალური მინერალური კომპლექსია, რომელიც სპეციალურადაა შექმნილია ქოქოსის სუბსტრატში მოყვანილი მცენარეებისთვის. Connoisseur Coco Bloom A და Connoisseur Coco Bloom B ოპტიმალური რაოდენობით ფოსფორსა და კალიუმს შეიცავს, რაც ყვავილობის ფაზაში ინტენსიურ განვითარებას უზრუნველყოფს. ეს კომპლექსი იმით არის გამორჩეული, რომ ის თავად შეიცავს კალციუმისა და მაგნიუმის ბალანსირებულ დოზას, ამიტომ CalMag-ის გამოყენება აღარ მოგიწევთ.
  • PK 13-14PK 13-14 წარმოადგენს ფოსფორ-კალიუმის მაღალკონცენტრირებულ კომპლექსს, რომელიც განკუთვნილია ყვავილობის პიკური პერიოდისთვის, ჩვეულებრივ 4-5 კვირის შემდეგ 12/12 სინათლის რეჟიმზე გადასვლიდან. მისი მოქმედების მექანიზმი მოიცავს ყვავილების ინტენსიურ ფორმირებას ენერგიის მიწოდების გზით, რაც ხელს უწყობს შაქრების სინთეზს.  გაითვალისწინეთ, მცენარეს PK 13-14 დროზე ადრე არ მისცეთ. ის ძალიან ძლიერია, ამიტომ აუცილებელია დროის სწორად შერჩევა!

ბუსტერები

ეს ფაზა ყვავილობის მე-5 კვირიდან იწყება. ეს ის ფაზაა, რომელსაც ბევრი სწორად ვერც ხედავს. ამ დროს ყვავილები უკვე ფორმირებულია, მაგრამ ჯერ კიდევ იზრდება მათი ხარისხი. ტერპენების, სიმკვრივის, არომატისა და ტრიქომებისთვის სწორედ ბუსტერები გჭირდება.

  • Green Sensation – პრემიუმ კლასის PK სტიმულატორია (0-9-10), რომელიც ერთდროულად სამი მიმართულებით მოქმედებს: აძლიერებს ტრიქომეის განვითარებას, ზრდის მოსავლიანობას და აუმჯობესებს არომატს. ის ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს, რომლებიც აუმჯობესებენ მცენარის სტრესისადმი წინააღმდეგობას. გამოიყენება ინდივიდუალურად, ყვაილობის 3-4 კვირიდან, ყოველ მეორე მორწყვაზე.  არ შეურიოთ სხვა PK პროდუქტებთან!
  • Sugar Royal – მისი ფორმულა დაფუძნებულია ბუნებრივ მოლასზე, ამინომჟავებზე და შაქრებზე, რომლებიც ააქტიურებენ მცენარის შინაგან მეტაბოლიზმს. შედეგად ტრიქომების რაოდენობა იზრდება, სურნელი უფრო მკვეთრი ხდება და კვირტები უფრო მეტად ცოცხლდება, როგორც გარეგნულად ისე სუნით. მშრალი მასის ხარისხი უკეთესი ხდება, გემო კი ინტენსიური რჩება. დაიწყეთ გამოყენება ყვავილობის 5-6 კვირიდან. ნუ აურევთ სხვა PK ბუსტერთან!
  • Power Buds – ოპტიმალური რაოდენობით შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს და გოგირდს, რაც საკვები ნივთიერეების ეფექტურ ათვისებას უწყობს ხელს. ის ინტენსიურად აძლიერებს კვირტების საბოლოო განვითარებას, ზრდის მათ სიმკვრივეს და წონას. მისი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ბოლო 2-3 კვვირის განმავლობაში, როდესაც მცენარე მაქსიმალურად ხარჯავს ენერგიას ყვავილების ფორმირებაზე. გამოიყენება ყოველ მორწყვაზე.
  • Tasty Terpenes – ის ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებს, მათ შორის მცენარეულ ექსტრაქტებსა და ორგანულ მჟავებს შეიცავს, რომლებიც ტერპენებისა და ფლავონოიდების სინთეზს ასტიმულირებენ. ასე რომ Tasty Terpenes კანაფს არომატისა და გემოს სრულყოფილად გამოვლინებაში ეხმარება. გამოიყენება ყვავილობის პერიოდში, კვირაში 1-2-ჯერ.
  • BlackJak – აუმჯობესებს მცენარის საკვები ნივთიერებების ათვისების უნარს. ეს ინოვაციური პროდუქტი სელექციურად შერჩეულ სასარგებლო მიკროორგანიზმებს, ბუნებრივ ფერმენტებსა, ორგანულ აქტივატორებს შეიცავს და ხელს უწყობს საკვების უკეთ ათვისებას და სტრესის შემცირებას. გამოიყენება როგორც ვეგეტაციურ, ასევე ყვავილობის ფაზაში, სხვა სასუქებთან ერთად. გამოიყენება ყოველ 10-14 დღეში ერთხელ.

გახსოვდეს: ნაკლები სასუქი – ხშირად ნიშნავს უკეთესს.

სასუქების გამოყენება ზრდის ფაზების მიხედვით

ფაზა მთავარი ელემენტები მიზანი რეკომენდებული პროდუქტები
ვეგეტაცია აზოტი (N), კალციუმი (Ca), მაგნიუმი (Mg), ფესვთა სტიმულატორები ფესვების გაძლიერება, მწვანე მასის ზრდა, ღეროს განვითარება Sensi Grow A&B, Plagron Hydro Roots, CalMag Pro
ყვავილობა ფოსფორი (P), კალიუმი (K), მიკროელემენტები, ბალანსირებული Cal-Mg კვირტების ფორმირება, სიმკვრივე, სტრუქტურის გაძლიერება Jungle Juice Bloom & Micro, Pro Organic Bloom, Connoisseur Coco Bloom A&B, PK 13-14
ბუსტერები შაქრები, ტერპენები, ტრიქომები, გოგირდი (S), მაგნიუმი (Mg) არომატის გაძლიერება, გემოს ინტენსიფიკაცია, ტრიქომების ბრუნვა Green Sensation, Sugar Royal, Power Buds, Tasty Terpenes, BlackJak
pH კონტროლი მჟავიანობის რეგულაცია (pH), ბუნებრივი მჟავები სასუქის უკეთესი ათვისება, დაბალანსებული pH ნიადაგსა და წყალში Lemon Kick, Plagron pH Plus, Plagron pH Min

როგორ დავიცვათ მცენარე მავნებლებისგან?

მცენარეების მავნებლებისაგან დაცვა ჯანმრთელი მოსავლის მისაღებად აუცილებელია. ამაში კი ნიმის ზეთი დაგეხმარება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბუნებრივი პესტიციდია კანაფისთვის, რომელიც არ აზიანებს არც მცენარეს და არც გარემოს. ნიმის ზეთს აქვს ძლიერი, მწარე სუნი და გემო, რომელიც ბუნებრივად აშორებს მავნებლებს. ეს ზეთი ასევე აფერხებს მავნებლების ჰორმონებს, რომლებიც გამრავლებისთვისაა საჭირო. შედეგად, ისინი იღუპებიან ან წყვეტენ გამრავლებას. Neem Oil-ს ასევე აფერხებს სოკოს ზრდას. ის ერთგვარ დამცავ ფენას ქმნის და სოკოები ფოთლებზე განვითარებას ვეღარ ახერხებენ.

ნიმის ზეთის სწორად გამოყენებისთვის, 5-10 მლ ნიმის ზეთი (1-2 ჩაის კოვზი) აურიეთ 1 ლიტრ წყალში. შეაზილეთ მცენარეებს დილით ან საღამოს, განსაკუთრებით ფოთლების ქვედა მხარეს, სადაც მავნებლები იმალებიან. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ 7-10 დღეში ან მავნებლების გამოჩენის შესაბამისად.

როგორ არ გადააჭარბოთ სასუქების მოხმარება?

სასუქების გადაჭარბებით მოხმარება ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომაა. ამიტომაც გაითვალისწინეთ, რომ

  • არ აურიოთ ერთმანეთში ორგანული და მინერალური სასუქები
  • არ გამოიყენო ერთი და იგივე ტიპის ბუსტერები (მაგ. PK 13-14 და Green Sensation ერთად)
  • არ გაზარდო დოზა საკუთარი გადაწყვეტილებით – მიჰყევი მწარმოებლის რჩევას

თუ მაინც ზედმეტი მოგივიდა, დაუყოვნებლად ჩამორეცხე მცენარე სუფთა, pH-დარეგულირებული წყლით.

კომენტარის დატოვება