მარიხუანას გაზრდა გარეთ
როგორ გავზარდოთ გარეთ (Outdoor) ავტომოყვავილე კანაფი?
აქ არის ყველაფერი, რაც თქვენ უნდა იცოდეთ ამ პროცესის შესახებ, ასე რომ თქვენ თუ მოუთმენლად ელით კომპაქტური მცენარეებისგან მოსავალს, წაიკითხეთ გამოცდილი გროვერების რჩევები.
ავტომოყვავილე კანაფის ჯიშები გასაოცარია.
ისინი სწრაფად და მარტივად იზრდებიან, კომპაქტური ზომის გამო ყველგანა შესაძლებელი მათი მორგება.
მიუხედავად იმისა, რომ აუტომოყვავილე იდეალურია შენობაში გაზრდისთვის.
რამდენიმე წლის წინად, ბევრი კულტივატორი სერიოზულად არ თვლიდა ავტომოყვავილეებს.
ისინი თვლიდნენ, როგორც დამწყებთათვის შესაფერისი ჯიშები, რადგან ავტომოყვავილე ჯიშები ნამდვილად ვერ შეეფრებოდნენ ფოტოპერიოდული შჯიშების მოსავალს, არომატს და ძალას.
ეს მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო წლებში.
თანამედროვე ავტოფლორებს დიდი მოსავლიანობა აქვთ და მათი კვირტები ისეთივე ხარისხისაა, რაც მეტოქეობას უწევს ფოტოპერიოდულ ჯიშებს.
ქვემოთ მოცემულია გარეთ გასაზრდელი ავტოების სასარგებლო რჩევები:
- მზის შუქი ნიშნავს უკეთეს მოსავალს და უკეთეს კვირტებს
- შეგიძლიათ მიიღოთ რამდენიმე მოსავალი ერთ სეზონში
- შეუძლია გაიზარდოს ისინი გარეთ წლის ნებისმიერ დროს (ამინდზე დამოკიდებულია)
- უფრო მგრძნობიარეა მავნებლების წინააღდმეგ, სწრაფი ზრდის გამო
- მათი მოთავსება შესაძლებელია პატარა აივანზე, ტერასაზე ან ბაღში
- იდეალურია ჩუმად გაზრდისთვის / მათი მცირე ზომების გამო პარტიზანულადიზრდება
სანამ დაიწყებ – მოაწყვე გარე გაზრდისთვის სივრცე
ავტოს ერთ-ერთი უპირატესობაა სწრაფი ზრდა.
ზოგიერთ ავტოს შეუძლია დამწიფდეს გასაოცრად მოკლე დროში 50–55 დღეში თესლის გაღვივების მომენტიდან.
მათი ძალიან სწრაფი ზრდა ჩვეულებრივ უპირატესობას ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ავტო ჯიშები ნაკლებად გპატიობენ ზოგიერთ შეცდომას.
უბრალოდ არ გაქვთ დრო გამოსწორდეს ისეთი რამ, როგორც ამას ფოტოპერიოდულებით გააკეთებთ.
თუ რამე პრობლემა შეექმნა მათ ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში, დაავადებებიდან დაწყებული, გადამეტებით მორწყვით ან მავნებლებისგან მიღებული ზიანი, მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს მოსავალს.
ამის თავიდან ასაცილებლად, ყურადღებით დაგეგმეთ თქვენი აუტო მცენარის გარე განვითარება, რათა თქვენმა გოგონამ შეძლოს მიაღწიოს სრულ პოტენციალს მოკლე დროში.
ყველაფრის წინ გაითვალისწინეთ თქვენი მდებარეობის სიცოცხლისუნარიანობა.
- როგორია კლიმატი?
- აპირებთ დათესვას პირდაპირ ბაღის ნიადაგში თუ შეძენილ ნიადაგში?
- რა ტიპის სასუქებს გამოიყენებთ?
- მიიღებს თუ არა თქვენი მცენარე მზის საკმარის რაოდენობას?
- იზრდება შორეულ ადგილას, სადაც ხშირად ვერ მოინახულებთ?
მაგალითად, თუ თქვენ ცივ, წვიმიან კლიმატურ გარემოში ცხოვრობთ.
ეს მარტივი მოსაზრებებიც კი შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ დაგეგმოთ თქვენი გროვინგი და კატასტროფა თავიდან აიცილოთ.
როდის დავრგოთ აუტომოყვავილე გარეთ?
ფოტოპერიოდული კანაფის ზრდა დამოკიდებულია ბუნებრივ დღის საათებზე, რაც აისახევა მის ვეგეტაციზე და ყვავილობაზე.
თქვენ ჩვეულებრივ დათესავთ გვიან გაზაფხულზე, სადაც ისინი ვეგეტაციაში იქნებიან გვიან ზაფხულამდე, მოკლე დღის შუალედი მათ აიძულებს ყვავილობის დაწყებას.
შემოდგომის დასაწყისში ისინი მოსავლისთვის მზად იქნებიან.
ავტომოყვავილის პრიორიტეტი ის არის, რომ არ არის დამოკიდებული დღის განათების ციკლზე, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეძლებთ გაზრდას და მოსავლის აღებას.
თუ თქვენ ცხოვრობთ ისეთი კლიმატში, სადაც ყინვა არ არის, მაგალითად ხმელთაშუა ზღვაში, პრინციპში, შეგიძლიათ გაზარდოთ აუტიმიყვავილე მთელი წლის განმავლობაში.
ავტომოყვავილე საუკეთესოდ იზრდება, როდესაც მას შეუძლია მიიღოს მინიმუმ 10–12 საათი სინათლე მზისგან.
როგორც წესი, ევროპაში უმჯობესია თესლის დარგვა გაზაფხულზე, დაახლოებით აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისში, რადგან დღეები უკვე გრძელია, რაც თქვენს მცენარეთა ზრდაზე აისახება.
შეგიძლიათ მოსავლის აღება ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში.
შეძლებთ კიდევ ერთი გროვინგი დაიწყოთ, რომელიც ოქტომბერში მზად იქნება.
თუ დათესვა მოხდება თბილ კლიმატურ სარტყელში, ერთ წელიწადში ოთხი მოსავლის მიღება შეგიძლიათ!
თუ უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობთ, თავიდან უნდა აიცილოთ წლის ყველაზე ცივი და წვიმიანი თვეები.
ამ კლიმატურ პირობებში, თქვენ შეგიძლიათ დარგოთ მცენარეები სადღაც გვიან გაზაფხულზე, როდესაც იცით, რომ ყინვების საშიშროება არ არსებობს.
ზუსტი დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ცხოვრობთ.
დარგვა მერყეობს აპრილიდან ივნისის დასაწყისში.
მოკლე ზაფხული ასევე ის ფაქტორია, რომლის შესახებაც უნდა იფიქროთ.
არც გვიან უნდა დათესოთ, რადგან თავიდან აიცილოთ წვიმიანი სეზონი.
თუ ცხოვრობთ წვიმიან კონტინენტზე, კარგია დარგვა ივნისის დასაწყისში, ასე რომ შეგიძლიათ მოსავლის მიღება აგვისტოს ბოლოს.
ამ გზით, თქვენ შეგიძლიათ აიცილოთ ცუდი ამინდები და მცენარის კვირტები არ გახდება სეტყვის ან ქარიშხლის მსხვერპლი.
დედააზრი:
დარგვის საუკეთესო დრო დამოკიდებული იქნება იმ კლიმატზე, სადაც იზრდება.
დარწმუნდით, რომ თქვენს მცენარეებს შეუძლიათ მიიღონ დიდი ხანი მზის სინათლე, ასევე მოერიდეთ ყინვას და დიდ წვიმას.
როგორ უნდა გაიზარდოს აუტომოყვავილე კანაფი გარე პირობებში?
შეგიძლიათ მონახოთ მრავალი შესანიშნავი ჯიშის აუტომოყვავილე კანაფის თესლი.
გადახედეთ Royal AK Automatic– ს, Amnesia Haze Automatic– ს, Northern Light Automatic– ს და მრავალი სხვა დიდ საავტორო უფლებებს Royal Queen Seeds– ში.
მას შემდეგ როცა იპოვნით ისეთი ჯიში, რომელიც თქვენს კლიმატურ პერიოდში კარგად გაიზრდება – შეგიძლიათ დაიწყოთ გარე გროუ.
1. აუტომოყვავილე თესლის გაღვივება
შეგიძლიათ გააღვივოთ თქვენი აუტომოყვავილე კანაფის თესლი, ისევე, როგორც ფოტოპერიოდული თესლი.
ზოგიერთს მოსწონს გაღვივება ქაღალდის სალფეთქის მეშვეობით ან სპეციალური საჩითილით.
თქვენ ასევე შეგიძლიათ დათესოთ თქვენი პირდაპირ იმ ქოთანში რომელშიც დასრულდება.
იცოდეთ, რომ აუტომოყვავილე კანაფის გადარგვა არ არის რეკომენდებული.
გადატანამ შეიძლება შეანელოს ზრდა.
იმის გამო, რომ ზრდის დრო უკვე შეზღუდულია, თავიდან უნდა აიცილოთ გადარგვის პროცესი.
ეს ასევე გამოიწვევს მოსავლიანობის შემცირებას.
2. მოამზადეთ ქოთანი
თუ ზრდით ავტომოყვავილეს ქოთანში, დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ დიდი ქოთანი.
ავტომოყვავილე მცირე ზომის ქოთნებში უფრო კარგად იზრდებიან ვიდრე ფოტოპერიოდულები, თუმცა არ უნდა შევზღუდოთ მათი ფესვის ზრდა.
რეკომენდირებულია ქოთანი, რომელიც 7–15 ლიტრია.
კვლავ გაითვალისწინეთ, რომ თქვენი არჩეული ქოთანი ასევე იქნება მცენარის დასრულებისთვის საკმარისი.
თუ ქოთანს არ იყენებთ და ამის ნაცვლად პირდაპირ მიწაში დარგვა გსურთ, იცოდეთ, რომ თქვენს მიერ არჩეულ ადგილას ნიადაგი არ შეიძლება იყოს ოპტიმალური.
ბუნებრივ ნიადაგს არ ექნება საკმარისი საკვები ნივთიერებები და შესაძლოა შეიცავდეს მავნე მიკროორგანიზმებს, რაც უარყოფითად იმოქმედებს თქვენი მცენარის ზრდაზე.
ამ მიზეზების გამო, გარე გროვერები ხშირად თხრიან ორმოებს, რომლებსაც დარგვამდე აავსებენ ნოყიერი სუბსტრატით.
3. წყალი და საკვები ნივთიერებები გარე ავტომოყვაბილესთვის
ავტომოყვავილე როგორც წესი, იზრდება უფრო მცირე ზომის, მათ არ დაჭირდება იმავე რაოდენობის წყალი, როგორც ფოტოპერიოდულს, მაგრამ თქვენ მაინც უნდა დარწმუნდეთ, რომ მცენარე გარე პირობებში სვამს საკმარის წყალს.
რამდენჯერ და რამდენად ხშირად გჭირდებათ წყალი, დამოკიდებულია კლიმატზე და მცენარის საჭიროებებზე.
რაც შეეხება საკვებ ნივთიერებებს, აქ გჭირდებათ სიფრთხილე.
ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყოთ პატარა დოზებით, რათა დარწმუნდეთ, რომ არ დაწვათ მცენარე.
ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ წვეთოვანი, ნელი საკვები ნივთიერებების მიწოდებისთვის.
ეს არის იდეალური, როდესაც იზრდება გარეთ ისეთ ადგილას, სადაც ყოველთვის ვერ მოინახულებთ.
თუ თქვენ შეცვლით ნიადაგს სუბსტრატით მკვებავი ნივთიერებებით, მცენარე მიიღებს ყველაფერს რაც მას სჭირდება და აღარ დაგჭირდებათ მისი კვებაზე შეწუხება.
ყველაზე მნიშვმელოვანია წყლის მიწოდება.
4. მოსავლის აღება და შენახვა
ზოგიერთი ავტომოყვავილე შეიძლება მზად იყოს 50–60 დღეში, მაგრამ ასევე არსებობს ისეთებიც, რომლებსაც უფრო მეტი, 80 დღემდე სჭირდება.
ისევე, როგორც ფოტოპერიოდული ჯიშების შემთხვევაში, თქვენ გეცოდინებათ, რომ მოსავლის დრო ახლოვდება, როდესაც კვირტებზე თავდაპირველად თეთრი ბუსუსები ყავისფერი გახდება.
იმისათვის, რომ ზუსტად დაინახოთ მოსავლის დრო, უნდა დააკვირდეთ კანაფის მცენარის ტრიქომებს.
ტრიქომები არის პატარა, სოკოს ფორმის მცენარის კვირტებზე და ფოთლებზე.
ზრდის დროს, ტრიქომების კრისტალურად სუფთაა.
მოგვიანებით აყვავებული, ტრიქომებს აქვთ რძიანი თეთრი ფერი.
მოსავლის დროს, ისინი თეთრიდან ქარვისფერისკენ გადადიან.
თქვენ ვერ ნახავთ ტრიქომებს შეუიარაღებელი თვალით, ამიტომ გამოიყენეთ გამადიდებელი შუშა, რომ ყურადღებით დაათვალიეროთ.
ამ ეტაპზე, თქვენი მცენარის ფოთლები დაიწყებს გაყვითლებას.
მოსავლის აღების მზადყოფნისას, მოჭერით ტოტები და ნუ დაუთმობთ უამრავ დროს არასასურველ ყურადღებას.
მას შემდეგ, რაც უსაფრთხოდ აიღეთ თქვენი მოსავალი, შეგიძლიათ გაკრიჭოთ კვირტები.
თქვენ უკვე შეგიძლიათ დაკიდოთ ტოტები გასაღობად.
სხვა საერთო პრობლემები, როდესაც მცენარე იზრდება გარეთ
გარე გარემოში ზრდისას პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს საკუთარი პოტენციური პრობლემებით.
სარეველების არასასურველი აღმოჩენა ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ ასევე არსებობს რისკი ცხოველებისა და მწერებისგან, რომლებსაც მოსწონთ კანაფი. აქ არის რისი გაკეთება შეგიძლიათ.
მწრები
საბედნიეროდ, კანაფის ჯიში გარკვეულწილად ნაკლებად მიდრეკილია მავნებლებისა და მწერების ინფექციების მიმართ.
სინამდვილეში, ზოგიერთი აუტომოყვავილე ჯიშებს გამოყვანილი აქვს განსაკუთრებით ძლიერი იმუნიტეტი მავნებლების.
ანალოგიურად, ხანმოკლე ციკლის გამო, მწერებს ხშირად არ აქვთ საჭირო დრო, რომ სერიოზულ პრობლემად იქცეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ მწერებისგან დაინფიცირებას, გამოიყენეთ ინსექტიციდული საპონი ან ნიმის ზეთი, რომელიც შეიძლება გაუმკლავდეს ყველაზე გავრცელებულ კანაფის მავნებლებს უსაფრთხო და ბუნებრივი გზით.
თუ ვერ მოახერხეთ ბუნებრივი გზით გამკლავება, გამოიყენეთ ქიმიური საშუალებები.
ცხოველები, რომლებიც თქვენს მაგივრად იღებენ თქვენს მოსავალს 🙂
შანსი არის რომ თქვენმა მოსავალმა შეიძლება მიიპყროს ისეთი ცხოველები, როგორიცაა ფრინველები, კატები ან საქონელი.
დაგჭირდებათ თქვენი მცენარეების დაცვა ქათმის მავთულის ან ბამბუკის სარებისგან დამზადებული გალიებით.
სხვა ხალხის მიერ თქვენი მოსავლის აღმოჩენა
თქვენს ძვირფას პლანტაციას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას, თუ ვინმე აღმოაჩენს მას.
ვინმემ შეიძლება აიღოს თქვენი მცენარეები, ან შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.
აუტომოყვავილე კანაფის მცირე ზომა ხელს უწყობს შემთხვევითი აღმოჩენის რისკის.
რისკის შემდგომი შემცირების მიზნით, შეარჩიეთ მოშორებული მზარდი ადგილი ბილიკებიდან და სხვა საზოგადოებრივი ადგილებიდან დაშორებით, სადაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე მივიდეს.
შეარჩიეთ ჯიში, რომლებსაც მყრალი სუნი არ აქვთ. ამით შეგიძლიათ კიდევ უფრო შეამციროთ აღმოჩენის რისკი.
თუ კანაფს ბოსტნეულთან ან ყვავილებთან გაზრდით , თქვენ არამარტო შენიღბავთ, არამედ ხელს შეუშლით მავნებლების მიღებას.
ამ რჩევებით, შეგიძლიათ მიიღოთ უზარმაზარი მოსავალი.
ბედნიერი გროვინგი 😉