კულტურა

ამერიკის სკოლებში კანაფის გაკვეთილები დაემატება

kanafis-gakvetilebi-skolashi

აშშ-ს ძირითადი სკოლები ნელნელა ამატებენ მარიხუანას გაკვეთილებს, რათა შეავსონ უზარმაზარი უფსკრული მარიხუანას ცოდნასთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც დაინახეს, თუ როგორ დაეხმარა სამედიცინო კანაფის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემებს, მოყვარულებმა საკუთარი ხელით ექსპერიმენტები ჩაატარეს ართრიტისთვის. მათ აღმოაჩინეს, რომ ის ძირითადად მუშაობდა. ზოგი ჯიში კარგი იყო, ზოგი კი არა. იმის გასარკევად, თუ რომელი კანაფი იყო ყველაზე უკეთესი, დახმარება არავის შეეძლო. 

სამედიცინო კანაფი

ვინაიდან სამედიცინო და რეკრეაციული კანაფის ლეგალიზცია აგრძელებს პოპულარობის მოხვეჭას ამომრჩევლებსა და კანონმდებლებში ქალაქის საკრებულოებიდან კონგრესამდე, გაჩნდა თვალსაჩინო პრობლემა: არსებობს ზუსტი და სანდო ინფორმაციის სიმწირე და ავტორიტეტული სანდო წყაროები კანაფის შესახებ.

ცოდნის ამგვარი სიმწირე მარტივად აიხსნება აკრძალვით. ბევრი ათწლეულის მანძილზე ინფორმაციის დიდი ნაწილი, ხელმისაწვდომი “ოფიციალური წყაროებიდან” (მთავრობა, სამართალდამცველები, ფედერალური მთავრობა, უმაღლესი განათლების სისტემა) ავრცელებდნენ ინფორმაციას რომ მარიხუანა მავნებელია.

ეს ყველა ინფორმაცია მარტივად იქნა უგულებელყოფილი პირადი ექსპერიმენტების გზით. კანაფის მომხმარებლობაა მხოლოდ საჭირო (ან იცნობდე კანაფის მომხმარებელს), იმისათვის რომ დარწმუნდეთ მარიხუანა არ არის სიკვდილისკენ მიმავალი გზა და ის სასარგებლოც კი შეიძლება იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის

ამ დიქოტომიას ჰქონდა დამღუპველი ეფექტი. ყველაფერი, რასაც ოფიციალური მკვლევრები იტყოდნენ, ფუჭდებოდა მათი კავშირით მთავრობასთან – ისინი ხდებოდნენ მატყუარების ლიგის ნაწილი.  ამ დროს როდესაც სამედიცინო და რეკრეაციული კანაფის ლეგალიზაცია გრძელდება, აკადემიური წრეები ეხლა გამოდიან ამ ძველი წარმოდგენების ეპოქიდან და შედიან კანაფის განათლების აღორძინების ეპოქაში. ამას ცოტა ხელს უწყობს 19 საუკუნეში ჩატარებული კვლევები, როდესაც კანაფი იყო ცნობილი და აღიარებული წამალი მცენარე, ამერიკულ და ბრიტანულ ფარმაცევტიკაში. 2018 წლის გამოკითხვის შედეგად, იმის მიუხედავად რომ ლეგალიზაციას მხარს უჭერს ამერიკელების 93%, უნივერსიტეტები დიდ სიფრთხილეს იჩენენ და არ ჩქარობენ.

დიდიხნის განმავლობაში ერთადერთი ხელმისაწვდომი განათლება იყო სპეციალიზირებულ კოლეჯებში, რომლებიც მუშაობდნენ კანაფზე კონკრეტულად იმ მიმართულებით რომ მოემზადებიათ ხალხი კანაფის წარმოებისთვის.

2018 წლის მდგომარეობით მხოლოდ რამდენიმე აკრედიტირებული კოლეჯი და უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საკურსო სამუშაოს კანაფთან. ამასთან, თითქმის ყველა კურსი შეზღუდულია მოცულობაში. 

კალიფორნიის უნირვერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს კურსს სახელწოდებით “კანაფის ფიზიოლოგია”. ასევე მნიშვნელოვანია რომ რეკრეაციული მარიხუანას გაყიდვიდან შემოსული გადასახადების ნაწილით ფინანსდება სამედიცინო კანაფის კვლევის ცენტრი, რომლის სათავო ოფისი განთავსებულია კალიფორნიის უნივერსიტეტში სან დიეგოში. ერთ-ერთი მკვლევრის თქმით ისინი იწყებენ ახალ კვლევას, რომ დაადგინონ თუ რამდენად შველის მარიხუანა ნერვული სისტემის აშლილობის და შფოთვის სიმპტომების თავიდან არიდებას, რაც ათ მილიონამდე ამერიკელს აწუხებს.

თერაპევტი, მკვლევარი და მონტრეალის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ ვაერი 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ კანაფის მეცნიერული კვლევა საერთაშორისო სამედიცინო კვლევების განრიგიდან სრულიად ამოგდებულია და ეს პროლემა უკვე მრავალი წელია არსებობს. მისი თქმით არსებობს რამოდენიმე კანაბინოიდი რომლებიც რეცეპტის საფუძველზე შეუძლიათ თერაპევტებს, რომ პაციენტებს გამოუწერონ, თუმცა სამწუხაროდ ამ თერაპევტებმა მათი არსებობის შესახებ არც კი იციან.

არ არსებული კვლევებისა და სამედიცინო განათლების პირობებში კანაფთან დაკავშირებით, ზარალდება როგორც თერაპევტი და ექიმი, ასევე პაციენტიც. დადგენილი დოზირების და სტანდარტების არ არსებობის გამო კანადაში ამჟამად ცხოვრობს 250 000-ზე მეტი კანაფის მომხმარებელი პაციენტი, რომლებზეც არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება თუ რამენად სწორი რაოდენობით იღებენ მარიხუანას ან თუ შველის ის მათ სიმპტომებს საერთოდ.

გასათვალისწინებელია რომ კანადაში აშშ-სგან განსხვავებით ექიმებსა და მკლევარების არ უწევთ ლიცენზიის ან უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის დაკარგვის შიშზე ფიქრი.

 

 

კომენტარის დატოვება