ლეგალიზაცია, პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

marixuana

პარტია გირჩი-ის წევრებმა, ავთანდილ მეტრეველის სახელით  საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანეს.

ამჟამინდელი კანონმდებლობით 266 გრამამდე მარიხუანას მოყვანაზე სასჯელი არ ვრცელდება, გირჩის ახალი მოთხოვნის მიხედვით ეს ოდენობა უნდა გაიზარდოს 19 კილომდე, ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს იმას რომ გროვერი არ დაისჯება, უბრალოდ პატიმრობა აღარ შეეფარდება.

მიუხედავად იმისა რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხალხს მიანიჭა მარიხუანას მოხმარების უფლება, სისტემა ამ გადაწყვეტილებას არ ცნობს და მოხმარებისთვის ლეგალური პროდუქტის მოყვანისთვის ადამიანებს ციხეში უშვებს.

 

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხშირად მოყავს მაგალითი:

კიტრის ჭამა თუ ლეგალურია ესეიგი კიტრის დათესვა და შეძენაც შემიძლია.
საერთოდ არალოგიკურია ის რომ მარიხუანის მოხმარება ლეგალურია მაგრამ მისი მოყვანა და შეძენა ისჯება კანონით.

ეს ყველაფერი კი ავთო მეტრეველის სასამართლო პროცესით დაიწყო, რომელსაც 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს 3 ძირი მარიხუანის მოყვანისთვის.
ადამიანს რომელსაც არავისთვის ზიანი არ მიუყენებია, რომელსაც დიდ პატივს სცემს მთელი სოფელი, რომელიც შრომობს და სოფელში თავს ირჩენს მიწაზე მუშაობით, აცხადებენ კრიმინალად და 6 წელი უშვებენ ციხეში.

 

 

 

კომენტარის დატოვება