წინა კვირას იტალიის უმაღლესმა სასამართლომ დაამტკიცა კანონი სახლის პირობებში, პირადი მოხმარებისთვის, მცირე ოდენობის მარიხუანას გაზრდის შესახებ. სასამართლომ განაცხადა, ნარკოტიკების შესახებ კანონიდან გამორიცხული უნდა იყოს მცირე ოდენობები. ქვეყანაში კანაფის გაზრდა პირადი მოხმარებისთვის კი ლეგალური უნდა იყოს.
Independent-ის განცხადებით, გადაწყვეტილება იყო მიღებული 19 დეკემბერს, მაგრამ გამოცხადდა მხოლოდ ახალი წლის მერე. ამან როგორც მოსალოდნელი იყო გამოიწვია ოპოზიციური პარტიების აღშფოთება და კანაფის მოყვარულების მხარდაჭერა.
“ნარკოტიკები საზიანოა, დაივიწყეთ იმის შესახებ რომ გაზარდოთ ან შეიძინოთ ის მაღაზიებში” – განაცხადა მათეო სალვინიმ, მემარჯვენე პარტიის ლიდერმა. აგვისტოში, მანამ სანამ ის დატოვებდა მის თანამდებობას. სალვინი იყო ერთერთი ყველაზე აქტიური მებრძოლი კანაფის წინააღმდეგ.