სახელმძღვანელოები

როგორ გავიაროთ მოულოდნელი ნარკო ტესტი

narko-testi

ყოველდღიურად, მომუშავე პერსონალი ქვეყნის გარშემო ნარკო ტესტის მონაწილე ხდება.  ამ ტესტებს დამსაქმებლები ატარებენ და მიზეზი სხვადასხვაა : სამსახურში უსაფრთხოების დაცვა, დასაქმებულთა პროდუქტიულობა და კომპანიის იმიჯის შენარჩუნება.

იმისდა მიუხედავად თუ რა მიზნით მოიხმარენ დასაქმებულები კანაფს,  იქნება ეს მენტალური მდგომარეობის დასტაბილურება თუ ტკივილის მოხსნა, ხშირ შემთხვევაში ამის გამო ისინი ისჯებიან.  სხვა “დრაგების” უმეტესობას 24 საათიდან 4 დღემდე სჭირდებათ იმისათვის, რომ გამოვიდეს სისტემიდან. კანაფს კი, ბუნებრივი გზით გამოსასვლელად, შესაძლებელია  3 თვემდე დასჭირდეს. აქედან გამომდინარე ესეთი ტესტები დიდი პრობლემაა მარიხუანას მომხმარებლებისთვის.

ნარკო ტესტის ჩატარების მიზეზები

ნარკო ტესტებს დამსაქმებლები ძირითადად ატარებენ:

  • სამსახურში აყვანამდე – ხშირია პრაქტიკა, როცა დამსაქმებელი ნარკო ტესტის პასუხის შემდგომ ამტკიცებს კანდიდატს სამსახურში.
  • დაწინაურების წინ – ძირითადად, როცა თანამშრომელი გადაყავთ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის შემცველ ან მმართველის პოზიციაზე.
  • საეჭვოდ არაპოდუქტიულობა – როდესაც თანამშრომელი საეჭვოდ არაპროდუქტიულია, ძირითად შემთხვევებში ეჭვი ნარკოტიკებზე მიდის.

ნარკო ტესტის სახეობები

იმისდა მიუხედავად, რომ ადამიანის პირადი სივრცე და ცხოვრება უნდა იყოს დაცული სხვისი წვდომისაგან, კონტრაქტისგან გამომდინარე ძირითად შემთხვევებში ნარკო ტესტის აცილება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში, თუ გსურთ ამ შემოწმების გავლა, აუცილებლად უნდა იცოდეთ რა სახის ნარკო ტესტის გავლა მოგიწევთ.

ნერწყვის ტესტები

კანაფის აღმოჩენა ადამიანის ნერწყვში შესაძლებელია მოხმარები შემდეგ 48 საათის განმავლობაში. ამ ტესტის მინუსი ის არის, რომ THC აღმოჩენის დროის ლიმიტი მოხმარების შემდეგ საკმაოდ მცირეა.

თმის ტესტი

კანაფის აღმოჩენა ადამიანის თმაში შესაძლებელია მოხმარების შემდეგ 90 დღის განმავლობაში. თუმცა, ამ ტესტს ორი ნეგატიური მხარე აქვს, რაზეც უმეტესობა კომპანიებს ინფორმაცია აქვთ.  უპირველეს ყოვლისა თმის შემოწმება არ ნიშნავს, კანაფის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. ასევე სხვა მეთოდებთან შედარებით ეს გზა გაცილებით უფრო ძვირადღირებულია.

სისხლის ტესტი

სისხლის ტესტი სხვა მეთოდებთან შედარებით ყველაზე ზუსტია. მას  შეუძლია კანაფის ზემოქმედება  უშუალოდ იმ მომენტში  გამოავლინოს, თუმცა ის არსებულ ტესტებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია და ამიტომ იშვითად გამოიყენება.

შარდის ტესტი

შარდის ტესტი მოქმედებს მასში THC მეტაბოლიტების აღმოჩენით. THC- COOH არის ძირითადი მეტაბოლიტი, რომელიც ვლინდება მომხმარებლის შარდში. კანაფის აღმოჩენა შესაძლებელია მოხმარების შემდეგ მინიმუმ 10 დღესა და მაქსიმუმ 3 თვეში.  ეს ტესტი არის ყველაზე გავრცელებული, რადგან ის შედარებით იაფი და ეფექტურია. ამასთან, ერთადერთი ტესტია რომელიც  სახელმწიფო სტრუქტურებში გამოიყენება. ასე რომ თუ სახელმწიფო მოხელე ხართ, დიდი ალბათობით ამ ტესტის გავლა მოგიწევთ.

როგორ გავიაროთ შარდის ნარკო ტესტი

თუ თქვენ ტესტამდე 14 დღით ადრე გაგაფრთხილეს, მაშინ ამ ტესტლის გავლა შესაძლებელია თუ დაიცავთ მაღალ ბოჭკოვან დიეტას და დალევთ დიდი რაოდენობით წყალს. ასევე აუცილებლად უნდა მოშარდოთ ტესტის წინ, რადგან პირველ ჯერზე მასში გაცილებით მეტი THC მეტაბოლიტი იქნება.

თუმცა თუ თქვენ არ გაქვთ 14 დღე მოსამზადებლად, მაშინ აუცილებელია იცოდეთ, რომ ეს ტესტი ჩატარდება ზედამხედველობით თუ მის გარეშე. თუ თქვენ ზედამხედველობის ქვეშ გიწევთ ტესტის გავლა, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი არის ტოქსიკური ნივთიერებების გამომყვანი სასმელები (detox drinks). ეს სასმელები ხელს უწყობს THC-ს გამოსვლას თქვენი ორგანიზმიდან. ესეთი სასმლის გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ ლიმონის წვენის გამოყენებით ან შეგიძლიათ უკვე გამზადებული შეიძინოთ ონლაინ. მათი მიღება აუცილებელია ორი საათით ადრე ტესტამდე, რათა საუკეთესო შედეგი მიიღოთ.

როგორ გავიაროთ მოულოდნელი ნარკო ტესტი სამსახურში

ნარკო ტესტი

ხოლო ზედამხედველობის გარეშე ჩატარებული ტესტებისათვის, ყველაზე გამოცდილი და დამაჯერებელი გზაა, რომ გამოიყენოთ სინთეტიკური შარდი. ეს განსაკუთრებით კარგი არჩევანია მათთვის, ვინც დიდი რაოდენობით მოიხმარს კანაფს და უჭირს THC-ს გამოყვანა შარდიდან. სინთეთიკური შარდი არის სპეციალურად შემუშავებული ფორმულა და იგი არის ადამიანის შარდის ზუსტი ასლი. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, რომ ის იყოს ზუსტ ტემპერატურაზე და მოათავსოთ სატესტო სინჯარაში.

თუმცა რეალური ტესტის გავლამდე უკეთესია, რომ საბოლოოდ დარწმუნდეთ თქვენს წარმატებაში. ამ მიზნის მისაღწევად გირჩევთ შეიძინოთ საშინაო ტესტის ნაკრები. იმისდა მიუხედავად, რომ დამსაქმებლების მიერ ჩატარებული ტესტების უმეტესობა არც ეფექტური და არც უსაფრთხოა, კომპანიები დღემდე, მაინც აგრძელებენ ამ ტესტების ჩატარებას.

 

კომენტარის დატოვება