უკრაინის უმაღლესი რადის კომიტეტმა ადამიანის უფლებების საკითხებში 20 მარტს ერთხმად მხარი დაუჭირა ელექტრონულ პეტიციას, რომელიც მოითხოვს სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზაციას. პეტიციამ უკვე 25 000 ხელმოწერას მიაღწია საიტზე. მანამდე ამ პეტიციას მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მინისტრმა ულიანა სუპრუნმაც. სახალხო დეპუტატმა გიორგი ლოგვინსკიმ კი განაცხადა, რომ კომიტეტი “მზადაა დაიცვას არაპოპულარული საკითხები, რადგან ეს არღვევს ხალხის ნორმალური ცხოვრების უფლებას”.
შეხვედრების შედეგების რადაში გადაწყვიტეს შექმნან სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მიიწვევენ სხვადასხვა პროფილის წარმომადგენლებს კომიტეტების რადიდან. ეს ჯგუფი შეიმუშავებს კანონს სამედიცინო მარიხუანას მოხმარების შესახებ. ასევე კომიტეტი თხოვნით მიმართავს უკრაინის მთავრობას, შეიტანონ ცვლილებები ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში და მოხდეს კანაფის მოხმარების დეკრიმინილიზაცია სამედიცინო და სამეცნიერო მიზნებისთვის.
გაერთიანება “აფინა- ქალები სიმსივნის წინააღმდეგ”-ის ლიდერმა, ნინა რეზნიჩენკომ, მხარი დაუჭირა კანაფის გამოყენების იდეას ტკივილის შემსუბუქების მიზნით. “ჩვენს გაერთიანებაში ბოლო 2 წლის განმავლობაში გარდაიცვალა 55 ქალბატონი. მათგან 8 ქალბატონი არალეგალურად მოიხმარდა არალეგალურ კანაფის პრეპარატებს. ამ კანონმა მათ უბიძგა არაკანონიერი ბიზნესისკენ” – განაცხადა ნინამ.