ლეგალიზაცია

ფსიქოდელიკური სოკოები

fsiqodelikuri-sokoebi

მას შემდეგ, რაც  ორეგონის, კოლორადოსა და კალიფორნიის შტატებში დაამტკიცეს, რომ ისეთი საკითხი, როგორიცაა კანაფის ლეგალიზება შესაძლებელია იყოს წარმატებული საარჩევნო ყუთების მეშვეობით, აქტივისტები გადავიდნენ  ლეგალიზაციის ახალ საფეხურზე – ჯადოსნურ სოკოებზე.

კოლორადოს შტატში აქტივიზმის ეს ფორმა სათავეს იღებს ჯგუფისგან – „დენვერი ფსილოციბინისთვის“  – (ფსილოციბინი – ყველაზე აქტიური ჰალუცინოგენია, რომელიც მიიღება სოკოსგან).  აღნიშნული ჯგუფის წინამძღოლი კევინ მეთიუსი არის ახალი საარჩევნო ინიციატივის იდეის ავტორი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დეკრიმინალიზაციის საკითხი მიიტანოს ამომრჩევლამდე ამ შემოდგომაზე და თუ ის წარმატებული აღმოჩნდება, ქვეყანა და ქალაქი დენვერი მის მაცხოვრებლებს უფლებას მისცემს სახლის პირობებში მოიყვანონ 2 უნცია მშრალი სოკო. 

მეთიუსმა იმავე თვეს წარუდგინა ინიციატივა დენვერის ქალაქის საბჭოს და სასწრაფოდ  შეუდგა ხელმოწერების შეგროვებას, იმისათვის რომ 2018 წლის ნოემბერში შუალედური არჩევნები ჩაეტარებინათ. ახალი რეგულაციის გათვალისწინებით ფსილოციბინის სოკოები სამართალდამცავი პრიორიტეტების  ყველაზე დაბალ საფეხურზეა. ის არ ატარებს კანონდამრღვევ ხასიათს და შესაბამისად არ შეიცავს პატიმრობის საფრთხეს.  ფსიქოდელკიური სოკოებით ადამიანის დაკავების შემთხვევაში არის მხოლოდ ჯარიმა, რომელიც განისაზღვრება პირველ ეტაპზე – 99$ ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო დანაშაულზე კი 100$-ით გაიზრდება ჯარიმის თანხა მანამ სანამ არ მიაღწევს 999$-ს.

ინიციატივის შემუშავების პროცესი საკმაოდ ფრთხილი აღმოჩნდა – ამბობს მეთიუსი. ჯგუფს „დენვერი ფსილოციბინისთვის“ უნდოდა გაეთვალისწინებინა, თუ რას ფიქრობდა ქალაქის მოსახლეობა აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩაატარეს კვლევა. მათ დასვეს კითხვა მოსახლეობაში, თუ რომელს ანიჭებდნენ უპირატესობას – დეკრიმინალიზაციას თუ სამედიცინო სტრუქტურის უფრო მეტად რეგულირებას. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 80% დეკრიმინალიზაციის მომხრე იყო.

ფსილოციბინის ლეგალიზება

არის თუ არა ეს კანაფის ლეგალიზების ლოგიკური გაგრძელება? პასუხი ამ კითხვაზე მეთიუსისა და სხვა აქტივისტებისთვის მეცნიერებაშია.

ადრეული 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, მზარდი კვლევების საფუძველზე ფსილოციბინი – ფსიქოდელიკური სოკოების ფსიქოატიური კომპონენტი – მიჩნეულ იქნა, რიგი მენტალური და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო საშუალებად: დაწყებული მკაცრი დეპრესიით – დამთაბრებული თამბაქოზე დამოკიდებულებით. ხალხი გამუდმებით აკეთებდა მოხსენებას მკაცრ სასამართლოებზე – (განსაკუთრებით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები) იმის შესახებ, რომ ისინი იყვნენ აბსოლიტურად ღია და ლოიალურად განწყობილი ამ საკითხის მიმართ და სიამოვნებით უერთდებოდნენ მშვიდობიან სოკოს ტურებს, რომლებიც ხორციელდებოდა გამოცდილი ფსიქოთერაპევტების თაოსნობით.  გამომძიებლებმა ფსილოციბინს ჯერაც ვერ უპოვნეს სასიცოცხლოდ საზიანო არსებითი რისკები.

ადვოკატები ფსიქოდელიკურ პრეპარატებს უყურებენ, როგორც კანაფის ლეგალიზაციის ლოგიკურ გაგრძელებას, რადგან ორივე ნივთიერება  აკრძალული იყო სტიგმისა და ადამიანებზე ზიანის მიყენების გამო. ზუსტად ამიტომ, არ არის ასეთი მარტივი ერთი აკრძალული ნივთიერების ლეგალიზებიდან გადახტომა მეორეზე. „ეს თანდათან გამოწვევას ემსგავსება“ – ამბობს მეთიუსი. „არიან ადამიანები, ვინც მარტივად ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს და ეს ასეც იყო მოსალოდნელი“. ამიტომ, მას მიაჩნია, რომ ინიციატივის უმთავრესი ნაწილი საგანმანათლებლო კამპანიამ უნდა დაიკავოს, რომელიც გაიმართება კლინიკური კვლევების მხარდაჭერით. გამომდინარე იქიდან, რომ ფსილოციბინი მაინც ძალიან ამოუცნობია ფართო საზოგადოებისთვის, მეთიუსი მიიჩნევს, რომ ამ საკითხის წამოწევა არჩევნებზე დიდი წინწასული ნაბიჯი იქნება. „ჩემთვის ეს იქნება წარმატება, რადგან შესაძლებლობა გვექნება დაიწყოთ დიალოგი“ – ამბობს ის. „როდესაც ხალხი დაინახავს კვლევების ფაქტობრივ მონაცემებს და უნივერსიტეტების სიას, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კვლევებში, ჩვენთვის გაიხსნება კარი დიალოგისკენ.“

დღემდე „დენვერი ფსილოციბინისთვის“ გუნდს არ ჰყოლია პირდაპირი ოპოზიციონერი ქალაქის ოფიციალური პირებიდან. ქალაქ დენვერის მაიორის – მაიკლ ჰენკოკის ოფისმა განაცხადა, აქამდე არაფერი სმენიათ ინიცირების შესახებ და არ აპირებენ კომენტარის გაკეთებას, სანამ არჩევნებზე ოფიციალურად არ წამოიჭრება საკითხი. მეთიუსი ამბობს, რომ იუსტიციის დეპარტამენტს, რომელმაც ფედერალურ დონეზე  მარიხუანას საზოგადოება მწვერვალზე აიყვანა, მათაც კი არ მოეწონებოდათ ეს ყველაფერი, „მაგრამ თუკი ამ ქვეყანაში არის ადგილი, სადაც შეიძლება ლეგალიზაცია მოხდეს, ეს უნდა იყოს აქ დენვერში“ – დაამატა მან.

1975 წელს დენვერში მოხდა კანაფის დეკრიმინალიზაცია. ერთადერთი შტატი, რომელმაც დენვერს გადაასწრო  არის  ორეგონი, სადაც 1973 წელს პირველად მოხდა კანაფის დეკრიმინალიზაცია. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ფსილოციბინის შემთხვევაშიც ეს შტატი გახდება მოწინავე. დენვერის შტატში ფსილოციბინის ლეგალიზაციის ინიცირებიდან 2 წლის შემდეგ, ორეგონშიც დაიწყეს შეთავაზების მომზადება 2020 წლის არჩევნებისთვის, რომელმაც ბევრად დიდი შედეგი  უნდა მოიტანოს ვიდრე უბრალოდ დეკრიმინალიაციაა. პირველ რიგში, ფსიქოდელიკური პრეპარატებით მკურნალობა უნდა გახდეს ლეგალური მთელი შიდა კლინიკური ინფრასტრუქტურის მასშტაბით და ზოგადად, მთელს შტატებში. ნებისმიერ ადამიანს 21 წლის ზევით, რომელსაც ექნება გავლილი შესაბამისი საწრთვნელი პროგრამა,  ექნება შესაძლებლობა მიიღოს ფსილოციბინის სოკოები და ზოგადად იმკურნალოს ფსილოციბინისგან დამზადებული პროდუქციით.

ამ მცდელობას სათავეში უდგას ორეგონის ფსილოციბინის საზოგადოების წევრები – ტომ და შერი ეკერტები.  „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერს თავისი ადგილი მიეცემა“ – ამბობს შერი. „ეს წამოწყება დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეს აკეთებენ ისეთი ხერხით, რაც ზიანს აყენებს მათ კარიერას, უსაფრთხოებასა თუ თავისუფლებას. იგი მოგვცემს საშუალებას შევაბიჯოთ სინათლეში და გავხდეთ ლიცენზირებული პრაქტიკოსები.“

ორეგონში ინიციატივის მზადების დასრულება და ხელმოწერების შეგროვების დაწყება იგეგმება უახლოეს თვეებში. ეკერსებს მყარად აქვთ განსაზღვრული, რომ ამზადებენ რაღაცას რასაც გამარჯვების პოტენციალი აქვს. ისინი მუშაობდნენ სახელმწიფო მოხელეებთან, საკანონმდებლო საბჭოსთან და ენტონი ჯონსონთან ერთად, ვინც დაეხმარა მათ მარიხუანის ლეგალიზაციის  ინიციატივის ჩამოყალიბებაში ორეგონის შტატში.

თუ აღნიშნული წამოწყება წარმატებული აღმოჩნდება, შემცირდება ჯარიმები ფსილოციბინზე და დენვერის მსგავსად, ისიც სააღსრულებო პრიორიტეტების ყველაზე დაბალ საფეხურზე გადაინაცვლებს. ამჟამად ფსილოციბინის დეკრიმინალიცაზიის ინიცირება იგეგმება კალიფორნიის შტატში ნოემბრის არჩევნებისთვის.

კომენტარის დატოვება