Double Kush Cake Auto – Sensi Seeds
Double Kush Cake Auto ძლიერი და შთამბეჭდავი გენეტიკის მქონე შტამია. მის გენეტიკურ შემადგენლობაში 70% ინდიკა, 10% სატივა და 20% რუდერალისია. რაც შეეხება გენეტიკურ პროფილს, ის სამ ძირითად შტამს: Hindu Kush, Skunk Kush და Afghani #1-ს მოიცავს.
- Hindu Kush ერთ-ერთი ყველაზე გამძლე შტამი. მის გენეტიკას Double Kush Cake-სთვის მოაქვს მძიმე სედაცია, მტკიცე სტრუქტურა და მდიდარი მიწიერი არომატი. ეს შტამი აწვდის ღრმა დამამშვიდებელ ეფექტებს და გამოირჩევა გამძლეობით.
- Skunk Kush კიდევ ერთი საკულტო ჯიშია. Skunk გენეტიკა ცნობილია ძლიერი ეფექტებით და მაღალი მოსალიანობით, რაც Double Kush Cake Auto-ს წარმოების თვალსაზრისით მაღალმოსავლიანს ხდის.
- Afghani #1 კლასიკური ინდიკა ლანდრასის შტამია, რომელიც ხელს უწყობს მკვრივ, ფისოვან კვირტებს და აძლიერებს შტამის ბუნებრივ წინააღმდეგობას. ავღანური გენეტიკა პასუხისმგებელია სხეულის სრულყოფილ ეფექტზე და ფისის მაღალ წარმოებაზე, რაც ამ შტამს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ჰეშის შემქმნელებისა და ექსტრაქტის მოყვარულთათვის.
ეს კარგად დაბალანსებული გენეტიკური შემადგენლობა შტამს სრულყოფილად აქცევს. მცენარე ადვილად იზრდება და კარგად ყვავის მრავალფეროვან კლიმატში, მათ შორის ცი რეგიონებში. მისი THC დონე, ინდიკა-დომინანტური გენეტიკის წყალობით, საკმაოდ მაღალია. ეს კი მომხმარებლისთვის უზრუნველყოფს ძლიერ ეფექტებს, რაც დასვენებისთვის, სტრესის შემსუბუქებისა და ტკივილის მართვისათვის იდეალურია.
ეფექტი და გემო
ეფექტი: Double Kush Cake Automatic-ის ეფექტები მკვეთრად დომინანტურია, რაც იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სხეულის მთლიანი რელაქსაცია სურს. შტამი ცნობილია სასიამოვნო, “ქვის შეგრძნებით”, რომელიც ამშვიდებს როგორც სხეულს, ასევე გონებას. “მაღალი” შეუფერხებლად წყდება. ის თანდათან აქრობს სტრესს, შფოთვას და დაძაბულობას. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს უძილობა, ქრონიკული ტკივილი ან სტრესის მაღალი დონე.
მიუხედავად იმისა, რომ მცენარის გენეტიკაში არსებული სატივას კომპონენტი, რომელიც 10%-ს შეადგენს, მას გონებრივ “ამაღლებას” მატებს, ეფექტი ძირითადად მაინც ფიზიკურია. მომხმარებლები ხშირად აღწერენ ამ შეგრძნებას, როგორც დამამშვიდებელს და ეიფორიულს, რაც იძლევა მშვიდი დასვენების საშუალებას “ტახტზე სრული ჩაკეტვის” გარეშე. რბილი ცერებრალური ეფექტები ხელს უწყობენ გონებრივი სიცხადის შენარჩუნებას და ამავე დროს იძლევიან ინდიკა შტამის დამამშვიდებელ სარგებელს.
გემო: ძლიერი ეფექტების გარდა, Double Kush Cake Auto-ს აქვს მკაფიო გემოს პროფილი, რომელზეც ძირითადად გალენას ახდენს მისი Kush-ის ხაზი. ეს შტამი ცნობილია თავისი მიწიერი, სქელი გემოთი, რომელიც ძლიერდება ყვავილობის სტადიაზე და უფრო გამოკვეთილი ხდება კვირტების გამოშრობის შემდეგ. ძირითადი ტონები ასე ხასიათდება:
- მიწიერი და ტკბილი: უპირატესი გემო არის მიწიერი და ტკბილი, რაც შტამს აძლევს კანაფის კლასიკურ გემოს.
- ჰაშის ქვედა ტონები: გემო ასევე მდიდარია ჰაშის მსგავსი ტონებით, რასაც მცენარე მისი Afghani #1 მშობლისგან იღებს. ამ გემოს განსაკუთრებით დააფასებთ, თუ კლასიკური ინდიკას შტამების ტრადიციული გემოები მოგწონთ.
- Skunky ნოტები: Skunk Kush-ის გენეტიკის წყალობით, შტამს აქვს დახვეწილი Skunk და მძაფრი არომატები, რაც ართულებს გემოს პროფილს. კვამლი გლუვია, გემო კი სასიამოვნო სიტკბოს ტოვებს.
არომატი: სურნელი მკვეთრად მიწიერია და თან ახლავს სიტკბოსა და Skunk-ის ელფერი. როდესაც მცენარეები ყვავილობენ, ისინი ასხივებენ ძლიერ სქელ სურნელს, რომელიც ჰაერში რჩება და ოთახს მდიდარი სურნელით ავსებს. ეს არომატი მხოლოდ კვირტების გამოშრობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად ღრმავდება და კლასიკური ინდიკას სურნელების კომპლექსურ თაიგულად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ სუნი მიმზიდველია, ეს ასევე ნიშნავს, რომ სუნის კონტროლი აუცილებელია შიდა სივრცეში. ამისათვის კი შეგიძლიათ ნახშირის ფილტრი გამოიყენოთ.
Double Kush Cake Auto გაზრდა
Double Kush Cake Auto შესაფერისია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი კულტივატორებისთვის. ის ფემინიზებული და ავტომოყვავილე შტამია, რაც წარმოუდგენლად მარტივს ხდის მის მართვას და ზრდას. მცენარეები ყვავილობას ავტომატურად იწყებენ, სინათლის ციკლის მიუხედავად. ირდებიან სწრაფად და გაძლევენ დამაკმაყოფილებელ შედეგებს. შტამს აქვს დაბალანსებული სტრუქტურა, კომპაქტური და მტკიცე ტოტეით, რომლებიც მიუთითებს მის ინდიკა-დომინანტურ გენეტიკაზე. რუდერალის გენები უზრუნველყოფს შტამის აყვავდეს პირობების ფართო სპექტრში, რაც მას განსაკუთრებით გამძლეს და მდგრადს ხდის მავნებლებისა და ობის მიმართ.
- კომპაქტური ზომა: Double Kush Cake-ის მცენარეები რჩება პატარა და ბუჩქოვანი, იშვიათად იზრდება 50-100 სმ-ზე მეტი სიმაღლის, რაც მათ იდეალურს ხდის შეზღუდული სივრცის მქონე მწარმოებლებისთვის. მცენარის კომპაქტური ბუნება ასევე შესაფერისია შიდა კულტივირებისთვის, სადაც ის შეიძლება გაიზარდოს მცირე ზომის გროუ ბოქსებში ან დახურულ სივრცეებში.
- სწრაფი ყვავილობის დრო: ყვავილობის პერიოდით 7-დან 9 კვირამდე, შტამი სწრაფად იზრდება, რაც უზრუნველყოფს სწრაფ მოსავალს. ზრდის მთელი ციკლი, თესლიდან მოსავალამდე, დაახლოებით 70-75 დღე გრძელდება, რაც იძლევა მრავალი მოსავლის აღების საშუალებას მთელი წლის განმავლობაში.
- მოსავლიანობის პოტენციალი: მიუხედავად მისი მცირე ზომისა, Double Kush Cake Auto-ს შეუძლია ღირსეული მოსავლიანობის უზრუნველყოფა. შიდა პირობებში, მოსავლიანობა დაახლოებით 350-450 გრამია კვადრატულ მეტრზე, ხოლო გარეთ კულტივირების შემთხვევაში, ოპტიმალურ პირობებში, 120-150 გრამ მოსავალს მიიღებთ თითოეულ მცენარეზე.
საუკეთესო ტექნიკა მცენარის გაზრდისთვის
“მწვანე ზღვა” (SOG) – Double Kush Cake Automatic-ის მაქსიმალური მოსავლიანობის ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკა არის მწვანე ზღვის (SOG) მეთოდი. ეს გულისხმობს რამდენიმე პატარა მცენარის ერთმანეთთან ახლოს გაზრდას და ადრეული ყვავილობის წახალისებას, რაც ოპტიმიზაციას უკეთებს სინათლის ექსპოზიციას და სივრცეს. შტამის კომპაქტური ბუნება მას სრულყოფილად აქცევს SOG-სთვის, რაც ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას მცირე ზრდის ადგილებში.
Lollipopping – უფრო გამოცდილი მწარმოებლებისთვის, Lollipopping არის კიდევ ერთი ეფექტური ტექნიკა. ქვედა ტოტების მორთვით და ენერგიის ფოკუსირებით ზედა კოლაზე, ეს მეთოდი ხელს უწყობს უფრო დიდი, მკვრივი კვირტების განვითარებას მცენარის ზედა ნაწილში, სადაც სინათლის შეღწევადობა ყველაზე ძლიერია. ამან შეიძლება გაზარდოს მოსავლის საერთო ხარისხი და ზომა.
გარე სივრცეში ზრდა
მცენარის რუდერალისის გენების გამო Double Kush Cake Auto ძალიან ელასტიური შტამია და შეუძლია კრგად გაიზარდოს უფრო გრილ კლიმატშიც. ის კარგად ერგება ზომიერ ან ცივ რეგიონებში გარეთ გაშენებასაც. ღია ცის ქვეშ, მცენარეებს სჭირდება კარგად დრენირებული ნიადაგი და მზის სხვიების დიდი რაოდენობა, თუმცა შეუძლიათ აყვავდნენ ნაკლებად იდეალურ გარემოშიც,
ვენტილაცია
ყვავილობის ბოლო კვირების განმავლობაში მნიშვნელოვანია მცენარეების ირგვლივ ჰაერის კარგი ნაკადის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით შენობაში. Double Kush Cake Auto წარმოქმნის მკვრივ კვირტებს, რომლებიც ტენიან გარემოში შეიძლება მგრძნობიარე იყოს ობისს მიმართ. სათანადო ვენტილაციის და ტენიანობის დაბალი დონის შენარჩუნება ყვავილობის ეტაპზე დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მსგავსი პრობლემები.
როგორ მოვუაროთ Double Kush Cake Auto-ს?
კვება და მორწყვა
Double Kush Cake Auto კარგად რეაგირებს ზომიერ კვებაზე. გადაჭარბებულმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარის სასუქით დაწვა, ამიტომ აუცილებელია დაბალანსებული კვების რეჟიმის დაცვა. მცენარის მოკლე და კომპაქტური სტრუქტურა ასევე აადვილებს მის ეფექტურად მორწყვას. ის არ საჭიროებს ჭარბი რაოდენობით წყალს აყვავებისთვის. ოპტიმალური ზრდისთვის შეინარჩუნეთ pH დონე 6.0-დან 6.5 ფარგლებში.
მოსავლის აღება და გაშრობა
Double Kush Cake Auto-ისგან საუკეთესო პოტენციალისა და არომატის მისაღებად აუცილებელია ტრიქომების მონიტორინგი ყვავილობის ბოლო ეტაპზე. მოსავლის აღება ხდება მაშინ, როდესაც ტრიქომები ძირითადად მოღრუბლულია და აქვს ქარვისფერი ელფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეში THC-მ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. მოსავლის აღების შემდეგ, დარწმუნდით, რომ კვირტები სათანადოდ არის გამხმარი და დამუშავებული, რათა შეინარჩუნოთ ტერპენები და გააძლიეროთ გემოს პროფილი.
- რეგულარული ჩარეცხვა: ყვავილობის ბოლო ორი კვირის განმავლობაში კანაფის ჩარეცხვა (სუფთა წყლით) ხელს შეუწყობს მცენარისგან ნარჩენი საკვები ნივთიერებების ამოღებას, რაც უზრუნველყოფს უფრო გლუვ, უკეთესი გემოს კვირტებს.
- სუნის კონტროლი: შტამის მომწიფებასთან ერთად, მისი სურნელი შეიძლება გახდეს საკმაოდ ძლიერი, განსაკუთრებით შენობაში. სუნის კონტროლისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახშირის ფილტრი ან სუნის კონტროლის სხვა მეთოდი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.