Early Skunk Seeds
GEASEEDS-Early Skunk არის შტამი, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი და მდგრადი ზემოქმედებით, ისევე როგორც მისი ხილის გემოთი, რომელსაც თან ფორთოხლის ელფერი და მიწიერი ტონები სდევს. ეს ჰიბრიდი SKUNK და EARLY PEARL შეჯვარებით შეიქმნა. Skunk გენეტიკას ათწლეულებია მრავალი ცნობილი კანაფის შტამის საფუძვლად იყენებენ. Skunk შეიცავს გენეტიკას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, როგორიცაა ავღანეთი, მექსიკა და კოლუმბია. ის ცნობილი ძლიერი ეფექტით და სუნით. Skunk-ის ეფექტები, როგორც წესი, აძლიერებს განწყობას და ეიფორიას, იწვევს დასვენების ღრმა განცდას და ამავდროულად ინარჩუნებს გონებრივ სიფხიზლეს. ამავდროულად, EARLY PEARL გთავაზობთ ტროპიკული სატივას არომატს. ეს შტამი სპეციალურად შეიქმნა ცივ რეგიონებში კულტივირებისთვის. EARLY PEARL იძლევა კომპაქტურ, ინდიკას მსგავს ყვავილებს, რომლებიც ისეთივე მახასიათებლებს ავლენენ, როგორც ტრადიციული სატივას შტამები. კვირტები სწრაფად იზრდება და სწრაფადვე მწიფდება ფისით, რომელსაც სასიამოვნო ფსიქოაქტიური თვისებები აქვს.
GEASEEDS-Early Skunk-ის გენეტიკა არის 55% ინდიკა და 45% სატივა. როდესაც შტამი ინდიკა-დომინანტია, ეს მიუთითებს შტამში ინდიკა გენეტიკის უფრო მაღალ არსებობაზე, რაც იწვევს სხეულისთვის და გონებისთვის დამამშვიდებელ ეფექტებს. ასეთ ჯიშებს უპირატესობას ანიჭებენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ განტვირთვას, სტრესის შემსუბუქებას ან ძილის გაუმჯობესებას. ინდიკა-დომინანტური შტამები ცნობილია ტკივილის შემამსუბუქებელი და კუნთების დაძაბულობის მომხსნელი თვისებებით. რაც შეეხება გარეგნობას, ინდიკას მცენარეებს, როგორც წესი, აქვთ უფრო მოკლე და კომპაქტური ზრდის მახასიათებლები. ფოთლები სატივას მცენარეებთან შედარებით ფართოა. ინდიკას დომინირება გავლენას ახდენს შტამის ზრდაზეც, რაც იწვევს ყვავილობის პერიოდის უფრო სწრაფად დადგომას. ამასთან, მცენარე უფრო მცირე ზომის იზრდება, რაც კარგად ერგება შიდა სივრცეში კულტივირებას.
ეფექტები, გემო და არომატი
ეფექტები: GEASEEDS-Early Skunk მოგანიჭებთ მყუდრო განცდას, რომელიც თქვენს სხეულს და გონებას სხვადასხვა ადგილას წაიყვანს. ეფექტები ფოკუსირებულია თქვენს დამშვიდებაზე ისე, რომ უგონო მდგომარეობაში არ გადახვიდეთ. Early Skunk შესანიშნავია სტრესის მაღალი დონისა და სხეულის ძლიერი ტკივილების შესამსუბუქებლად. ამ შტამის დამამშვიდებელი ფიზიკური ზემოქმედება ხელს უწყობს კუნთების დაძაბულობისა და სტრესის შემცირებას.
“მოგზაურობა” იწყება სიმშვიდის რბილი ტალღით, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს. ის ამშვიდებს თქვენს კუნთებს და ხსნის ნებისმიერ დაძაბულობას. ინტენსიური ფიზიკური რელაქსაცია ძლიერია, თუმცა ის თავს ზედმეტად დამძიმებულად არ გაგრძნობინებთ. როგორც კი თქვენი სხეული მოდუნდება, დასვენების მდგომარეობაში გადადის თქვენი გონებაც. კოგნიტური ზემოქმედება ქმნის დამამშვიდებელ და ფოკუსირებულ მდგომარეობას, რაც ხელს უწყობს სტრესისა და შფოთვისაგან გათავისუფლებას. ამ დროს შეიძლება თავი უფრო ბედნიერად იგრძნოთ და საკითხებს უფრო ოპტიმისტური კუთხით შეხედოთ. ეს დაძაბულობა არ ფარავს თქვენს აზრებს და არ იწვევს დაბნეულობას.
ამ კონკრეტული ჯიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულია ასპექტია მისი უნარი ხელი შეუწყოს რელაქსაციას, ზედმეტი ძილიანობის გამოწვევის გარეშე. ის მოქმედებს, როგორც “გადატვირთვის ღილაკი”, რომელიც სხეულს და გონებას ეხმარება ბალანსის მიღწევაში და გადაყავხართ დასვენების ფაზაში. GEASEEDS-Early Skunk-ს შეუძლია ნამდვილი შვება უზრუნველყოს მათთვის, ვინც ებრძვის შფოთვას ან სტრესს. ის რბილად ამშვიდებს შფოთვის გრძნობას და უზრუნველყოფს სიმშვიდეს. შეიძლება შეამჩნიოთ გულისცემის დაქვეითება. სწორედ ამ თვისებების გამო არის GEASEEDS-Early Skunk იდეალური ვარიანტი სოციალური შეკრებებისთვის, როდესაც გსურთ თავი მშვიდად იგრძნობთ, მაგრამ ამავდროულად ინტერაქტიული დარჩეთ გარშემომყოფებთან.
გემო და არომატი: როდესაც Early Skunk-ს მოწევთ, მაშინვე იგრძნობთ ტკბილ და ცხარე გემოებს. ეს ჰგავს ახალი ციტრუსის და მიწიერი ტონების ნაზავს, რომლებიც შეუფერხებლად ერწყმის ერთმანეთს. ასევე შეამჩნევთ ხილის და მცენარეულ სურნელს. როგორც კი ქილას გახსნით, ამ შტამის სუნი მთელს ოთახს მოიცავს. სუნი ძლიერია, მაგრამ არა შემაწუხებელი/.
GEASEEDS – Early Skunk გაზრდა
GEASEEDS-Early Skunk საიმედო შტამია, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად სტაბილურობას და ერთგვაროვნებას მცენარეებს შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გაზრდისას უნდა ელოდოთ მსგავს შედეგებს, ყოველ ჯერზე. Early Skunk-ის წარმატეული გაზრდა და სწრაფი მოსავლიანობა გარანტირებულია მისი მშობელი შტამების: Skunk და Early Pearl-ის მიერ. Early Skunk არის ჯიში, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ღია ცის ქვეშ, სწრაფი ყვავილობისთვის. მისი სწრაფი ყვავილობა ხელს უშლის ობის წარმოქმნას და კანაფის ფესვების ლპობას, რაც ხშირად არის დამახასიათებელი შემოდგომაზე ინტენსიური წვიმების შემდეგ. Early Skunk არის დიდი და ძალიან მტკიცე მცენარე, სქელი ტოტებით და დატვირთული მკვრივი კვირტებით. ეს კვირტები იმდენად ფისოვანია, რომ კრისტალიზებული გეგონებათ. GEASEEDS-Early Skunk უაღრესად პროდუქტიული და ადაპტირებადი მცენარეა, რის გამოც ის კარგად ერგება სხვადასხვა გარემოს. ისევე როგორც შიდა და გარე სივრცეში ზრდას. დიდი და სწრაფი მოსავლიანობისთვის რეკომენდირებულია Early Skunk-ის გაზრდა გარეთ. თუმცა, მისი შიდა პირობებში მოყვანაც დამაკმაყოფილებელ შედეგს მოგცემთ. შიდა სივრცეში, Early Skunk, სიმაღლეში პატარა იზრდება, თუმცა ის დატვირთულია კვირტებით.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.