Mamba Negra CBD
Mamba Negra CBD FEM კანაფის გამორეული შტამია, რომელიც CBD-ის მაღალი შემცველობით და THC დაბალი დონით არის ცნობილი. ეს შტამი გამოცდილმა ევროპელმა სელექციონერებმა შექმნეს ბარსელონაში. ის Critical Mass, Skunk და CBD-ის გენეტიკების გაერთიანების შედეგია. Critical Mass ცნობილია თავისი დიდი, მკვირივი კვირტებით, რითაც ხელს უწყობს ამ შტამის შტამბეჭდავ მოსავლიანობას და კვირტების მკვირვ სტრუქტურას. Skunk გამორჩეულია ძლიერი ზრდითა და ძლიერი ეფექტებით, რაც ხელს უწყობს Mamba Negra CBD-ის გამძლეობას მავნებლების მიმართ და გემოს პროფილს. მაღალი CBD გენეტიკის დამატება კი უზრუნველყოფს ამ მცენარის სამკურნალო თვისებებს, რაც გემარებათ ტკივილთან, ანთებასთან და შფოთვასთან საბრძოლველად.
Mamba Negra CBD იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც დამამშვიდებელი ეფექტის მიღება მაღალი THC შემცველობის გარეშე სურს. ამ შტამის THC დონე 1%-დან 2%-მდე მერყეობს, ამიტომ ის საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ კანაფის თერაპიული უპირატეობებით, ყოველგვარი ფსიქოაქტიური ეფექტების გარეშე. ამ მცენარეში, THC დაბალი შემცველობა და CBD-ის მაღალი რაოდენობა, მას იდეალურს ხდის სამედიცინო მარიხუანას მომხმარებლებისთვის.
Mamba Negra CBD FEM მისი საგვარეულოდან მემკვიდრეობით იღებს გამორჩეულ ფიზიკურ თვისებებსაც, როგორიცაა წითელი “თმები”, რომლებიც Red Skunk Kush-ს მოგაგონებთ. ეს უნიკალური გარეგნობა, ჯილდოს მფლობელ მემკვიდრეობასთან ერთად (მან 2014 წლის ExpoGrow-ზე ჯილდო მოიგო საუკეთესო ინდიკა კანაფის მცენარისთვის), Mamba Negra CBD-ს გამორჩეულს ხდის კანაფის საზოგადოებაში.
ეფექტი, გემო, არომატი და ტერპენები
ეფექტი: Mamba Negra CBD FEM ცნობილია თავისი დაბალანსებული ეფექტებით, რომელიც აერთიანებს რელაქსაციას და თერაპიულ ეფექტებს. ინდიკა დომინაციის გამო ის გთავაზობთ დამამშვიდებელ ეფექტებს, THC-ის ზედმეტი ეფექტების გარეშე. მისი მაღალი CBD შემცველობა კი გათავისუფლებთ სტრესისგან, შფოთვისგან და ტკივილისგან. შტამის დამამშვიდებელი ეფექტების გამო მისი გამოყენება კარგია საღამოს ან მაშინ, როდესაც ქრონიკული ტკივილი ან უძილობა გაწუხებთ. მომხმარებლები ხშირად აფიქსრებენ, რომ Mamba Negre CBD მათ სტრესისა და შფოთვის შემსუბუქებაში ეხმარებათ, მცენარის სედატიური ეფექტი კი ხელს უწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას. CBD-ის ანთების საწინააღმდეგო თვისებები ამ შტამს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ართრიტის ან სხვა ანთებითი პროცესის დროს თამამად შეგიძლია მისი გამოყენება.
გემო და არომატი: რაც შეეხება გემოს და არომატს, Mamba Negra CBD FEM გამოირჩევა ტკბილი, მიწიერი და ხილის არომატით, რომელიც გემოზე დიდი ხნის განმავლობაში რჩება. ჩასუნთქვისას იგრძნობთ გლუვ და ტკბილ გემოს დახვეწილი მიწიერი ტონებით, რაც ახალ ხილსა და კენკრას მოგაგონებთ. ხილის სიტკბოს ავსებს მიწიერი ტონები, რომელიც თითოეულ “ნაპასს” სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. არომატი ძლიერი ხილის და ტკბილი სურნელების ნაზავია.
Mamba Negra CBD FEM-ის ტერპენის პროფილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ეფექტსა და არომატში. ამ შთამის ტერპენის პროფილი მოიცავს ალფა-პინენს, ბეტა-პინენს, ბორნეოლს, კარიოფილენს, გერანიოლს, ჰუმულენს, ლიმონენს, ლინალოოლს, მირცენს და ტერპინოლენს. ეს ტერპენები არა მხოლოდ ხელს უწყობს შტამის არომატულ და არომატულ პროფილს, არამედ აძლიერებს დამამშვიდებელ ეფექტებს და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს. მაგალითად, Linalool და Myrcene ცნობილია მათი დამამშვიდებელი თვისებებით, რაც ხელს უწყობს რელაქსაციას და ამცირებს შფოთვას. Linalool, რომელიც ხშირად ასოცირდება ლავანდის მსგავს სურნელთან, განსაკუთრებით ეფექტურია სტრესისა და დაძაბულობის შესამსუბუქებლად, ხოლო Myrcene აძლიერებს Mamba Negra CBD-ის დამამშვიდებელ თვისებებს, ის მომხმარებლებს განტვირთვაში და უკეთ დაძინებაში ეხმარება. Alpha-Pinene და Beta-Pinene მოაქვს გამაგრილებელი ფიჭვის არომატი. მათ ასევე აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ბრონქოდილატაციური ეფექტები, რაც ხელს უწყობს სუნთქვის გაუმჯობესებას. ეს ტერპენები ასევე ცნობილია ფოკუსირებისა და გონებრივი სიცხადის გაზრდის უნარით, რაც აბალანსებს სხვა ტერპენების დამამშვიდებელ ეფექტებს.
კარიოფილინი, თავისი პიკანტური და წიწაკის ნოტებით, გამოირჩევა სხეულის ენდოკანაბინოიდურ სისტემასთან ურთიერთქმედების უნიკალური უნარით, კონკრეტულად მიზნად ისახავს CB2 რეცეპტორებს. ამ ურთიერთქმედებას შეუძლია უზრუნველყოს ანთების საწინააღმდეგო სარგებელი, რაც მომხმარებელს ქრონიკული ტკივილისგან ან ანთებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან ათავისუფლებს. ჰუმულენი და ბორნეოლი ხელს უწყობს შტამის ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ თვისებებს. ჰუმულენი, რომელსაც აქვს ხის და მიწიერი არომატი, ასევე ცნობილია მადის დამთრგუნველი ეფექტებით. ბორნეოლი, თავისი მცენარეული და მენთოლის სურნელით, ავსებს შტამის დამამშვიდებელ ეფექტს და ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება მისი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო. ლიმონენი, რომელიც ცნობილია თავისი ციტრუსოვანი არომატით, მატებს გამაგრილებელ ცედრას Mamba Negra CBD FEM-ის გემოს პროფილს. ის ასევე ხელს უწყობს შტამის განწყობის გამაძლიერებელ ეფექტს, ეხმარება მომხმარებელს განწყობის ამაღლებაში და ამცირებს დეპრესიის, შფოთვის შეგრძნებებს. ტერპენის პროფილს ავსებენ გერანიოლი და ტერპინოლენი, თითოეული მათგანი მას ყვავილოვან და ხილის ნოტებს მატებს, ამასთან ერთად გვთავაზობს ანტიოქსიდანტურ და ანტიმიკრობულ თვისებებს, რაც ხელს შეუწყობს საერთო ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
Mamba Negra CBD გაზრდა
Mamba Negra CBD FEM მრავალმხრივი შტამია, რომელიც კარგად იზრდება როგორ შიდა, ისევე გარე სივრცეში. ხარობს სხვადასხვა კლიმატში, თუმცა ოპტიმალური ზრდისთვის საჭიროა თბილი და მზიანი გარემო. შტამის ძლიერი გენეტიკა მის ზრდას აადვილებს. სათანადო ზრუნვის პირობებში, Mamba Negra CBD FEM მკვრივ, ფისით დაფარულ შთამბეჭდავ მოსავალს მოგცემთ.
შიდა სივრცე: შენობაში გაშენებისას, აუცილებელია მცენარეს საკმარისი ვერტიკალური სივრცე ჰქონდეს, რადგან მათ შესაძლოა დიდ სიმაღლეს მიაღწიონ. Screen of Green (ScrOG)-ს გამოყენება დაგეხმარებათ მცენარის სიმაღლის მართვაში. ამით წაახალისებთ კვირტების უფრო თანაბარ განვითარებასაც. გროუ ბოქსში ზრდის დროს მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მცენარის ლედ ნათურების გამოყენება. ჯიშის ყვავილობის დრო 8-დან 10 კვირამდეა, მოსავლიანობა კი შიდა სივრცეში 500 გრამია კვადრატულ მეტრზე.
გარე სივრცე: გარე კულტივირებისას გაითვალისწინეთ, რომ Mamba Negra CBD FEM ხარობს თბილ კლიმატში, მზის უამრავი შუქით. საუკეთესო ვარიანტია თესლის დარგვა აპრილში. ამ შემთხვევაში მოსავალს ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მიიღებთ. გარეთ ზრდისას მცენარეები 600-დან 700 გრამამდე აწარმოებენ თითოეულ მცენარეზე. მოსავლიანობის მაქსიმალურად გასაზრდელად, აუცილებელია მცენარეებმა ადეკვატური საკვები ნივთიერებები მიიღონ მათი ზრდის ეტაპებზე, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში.
ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც გასათვალისწინებელია Mamba Negra CBD-ის გაშენებისას არის ტენიანობის კონტროლი. შტამი უპირატესობას ანიჭებს ტენიანობის დაბალ დონეს, განსაკუთრებით ყვავილობის ფაზაში. ამით შეძლებთ თავიდან აიცილოთ ობის და სოკოს განვითარება.ფარდობითი ტენიანობის დონის შენარჩუნება ვეგეტატიურ ფაზაში 55%-დან 60%-მდე და ყვავილობის დროს მისი 40%-მდე შემცირება ხელს შეუწყობს მცენარის ჯანსაღ განვითარებას. მოსავლის აღების დროის მოახლოვებასთან ერთად, ტენიანობას თუ 30%-მდე შეამცირებთ ამათ შეიძლება გააძლიეროს ფისოვანი წარმოება და კვირტების ხარისხი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.