Devils Glue Auto – InSeedious
Devils Glue Auto ძლიერი და ვიზუალურად განსაცვიფრებელი შტამია. ეს ავტომოყვავილე ჰიბრიდი Strawnana Glue-სა და Sunset Sherbet-ის ნაზავის შედეგგად შეიქმნა. Strawnana Glue უზრუნველყოფს ტკბილ, ხლის არომატებს და ძლიერ ეფექტებს, ხოლო Sunset Sherbet ცნობილია თავისი კრემისებური, დესერტის მსგავსი არომატით და დამამშვიდებელი თვისებებით. ეს ნაზავი კი ქმნის დაბალანსებულ და ძლიერ კანაფის შტამს.
Devils Glue Auto-ს გენეტიკური შემადგენლობა 70% ინდიკა და 30% სატივას გენეტიკისგან შედგება. ინდიკას აშკარა დომინირება იგრძნობა მის დამამშვიდებელ ეფექებში, ხოლო სატივას გავლენა უზრუნველყოფს „ამაღლებულ“ ენერგიას. THC მაღალი დონით, შთამბეჭდავი მოსავლიანობით და უნიკალური გემოს პროფილით, Devils Glue Auto გამორჩეული შტამია სამედიცინო კანაფის მომხმარებლებისთვისაც.
THC დონე
Devils Glue Auto ძლიერი შტამია, რომელიც ძლიერ „მაღალს“ იძლევა. THC დონე 24-დან 27%-მდე მერყებს. მისი მაღალი THC შემცველობით, ეს შტამი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ძლიერი და ხანგრძლივი გამოცდილების მიღება სურთ. ამასთან ერთად, ის გთავაზობთ კანაფის სამკურნალო თვისებებსაც და გათავისუფლებთ სტრესისგან და შფოთვისგან.
ეფექტები, გემო და არომატი
ეფექტები: Devils Glue Auto-ს პირველადი ეფექტი ეიფორიული ცერებრალური ზუზუნია, რომელიც განწყობას ამაღლებს და უზრუნველყოფს ბედნიერებისა და კრეაიულობის განცდას. ეიფორის ამ საწყის ტალღას სხეულის ღრმა რელაქსაცია მოჰყვება, რომელიც სტრესს და დაძაბულობას ხსნის.
„მაღალის“ პროგრესირებისას, ინდიკას გენეტიკა იწყებს წარმოჩენას. ეს უზრუნველყოფს სხეულის ღრმა და დამამშვიდბელ რელაქსაციას. ეს რელაქსაცია თანდათან ვრცელდბა მთელ სხეეულზე და გათავისუფლეებთ დაძაბულობისა და სტრესისგან. უფრო მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში, Devils Glue Auto-ს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე, სედატიური ეფექტი, რაც ხშირად იწვევს „ტახტზე ჩაკეტვას“. ასე რომ ის დიდი რაოდენობით თამამად შეგიძლიათ მიიღოთ ძილის წინ.
რაც შეეხება სამედიცინო თვისებებს, Devils Glue Auto ეფექტურია სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ. მისი ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო ის ეფექტურია ქრონიკული ტკივილის, კუნთების სპაზმის და ანთების სამართავად. ეიფორიული და ამაღელვვებელი ეფექტები კი დაგეხმარებათ სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის შემსუბუქებაში, სხეულის დასვენების მაღალი დონე კი უძილობის და მოუსვენრობის დრო.
გემო და არომატი: Devils Glue Auto გამოირჩევა მდიდარი და რთული გემოს პროფილით. Strawnana Glue-ის გენეტიკა ხელს უწყობს მის ტკბილ, ხილის გემოს მარწყვისა და ბანანის ელფერით, ხოლო Sunset Sherbet მას ამატებს კრემისებრ, დესერტის მსგავს გემოს, მიწისა და ციტრუსის დახვეწილი ნოტებით. რაც შეეხება არომატს, ის ტკბილი, ხილის და მიწიერი სურნელების ნაზავია.
Devils Glue Auto გაზრდა
Devils Glue Auto მაღალპროდუქტიული შტამია, რომელიც შიდა სივრცეში კვადრატულ მეტრზზე 650-750 გრამს აწარმოებს. მისი 9 კვირიანი ყვავილობის პერიოდით, ის შედარებით სწრაფ მოსავალს უზრუნველყოფს. მის კულტივაციას აადვლებს ავტოყვავილობის თვისება, რის გამოც მცენარე ვეგეტატიური სტადიიდან ყვავილობის ფაზაზე სინათლის ციკლის ცვლილების გარეშე გადადის.
შიდა სივრცე: შიდა სივრცეში, Devils Glue Auto კარგად ვითარდება კონტროლირებად გარემოში, სადაც სტაბილური ტემპერატურა და ტენიანობის დონეა შენარჩუნებული. მცენარისთვის იდეეალური ტემპერატურა 20-25°C დიაპაზონშია. ტენიანობის დონე ყვავილობის პერიოდში დაბალი უნდა იყოს, რათა თავიდან აიცილოთ ობი და სოკო. მცენარე მისი კომპაქტური ზომის გამო იდალურია შიდა სივრცისთვის, ისევე როგორც გროუ ბოქსში გაზარდელად. მოსავლიანობის მაქსიმალურად გასაზრდელად გამოიყენეთ ვარჯიშები: დაბალი სტრესის ტრენინგი (LST) ან SOG მეთოდი, რათა ხელი შეუწყოთ მცენარის თანაბარ ზრდას და მის ტილოებზე სინათლის თანაბარ გადანაწილებას.
გარე სივრცე: Devils Glue Auto-სთვის უმჯობესია თბილი და მზიანი კლიმატი. მიუხედავად ამისა, მას შეუძლია წარმატებით გაუმკლავდეს უმნიშვნელო რყევებს. თუმცა, ფრთხილად იყავით ძლიერ ნალექთან და ტენიანობის მაღალ დონესთან, ამან შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს კვირტების განვითარებაზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ გარეთ მცენარე საკმაოდ დიდ მოსავალს მოგცემთ.
რჩევები მცენარის გასაზრდელად
- ნუტრიენტები: ვეგეტატიურ სტადიაზე მცენარისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საკვები ნივთიერებების მიწოდება, რომლებიც ხელს უწყობენ ფოთლისა და ღეროს ჯანსაღ განვითარებას. ყვავილობის ეტაპზე გადადით ისეთ საკვებ ნივთიერებებზე, რომლებიც ფოსფორსა და კალიუმს შეიცავს, რათა გაზარდოთ კვირტების განვითარების დონე. ორგანული დანამატების გამოყენება კი, მაგალითად როგორიცაა ღამურის გუანო, მცენარეს საერთო ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და მოსავლიანობის გაზრდაში დაეხმარება.
- მორწყვა: სწორად მორწყვა წარმატებული ზრდის გასაღებია. მოერიდეთ ზედმეტ მორწყვას, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში, რადგან ჭარბმა ტენიანობამ შეიძლება გამოიწვიოს ფესვების პრობლემები. ამის ნაცვლად, მიეცით ნიადაგს გაშრობის საშუალება მორწყვებს შორის. ამით ხელს შეუწყობთ ფესვების ჯანსაღ ზრდას. მორწყვისას გრაფიკის გამოყენება და ნიადაგში ტენიანობის დონის მონიტორინგი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ფესვების ლპობა.
- მოსავალი: Devils Glue Auto-ს 9 კვირიანი ყვავილობის პერიოდი აქვს. როდესაც მცენარე სიმწიფეს უახლოვდება, მოსავლის აღების სწორი დროის დასადგენად აუცილებელია აკონტროლოთ ტრიქომები. როდესაც ტრიქომები (პატარა კრისტალები) გამჭვირვალედან მოღრუბლულისაკენ (თეთრისაკენ) შეიცვლება და ცოტა ქარვისფერიც დაკრავს, ეს ნიშნავს რომ მოსავლის აღებისთვის იდეალური დროა. ამ დროს მოსავლის აღება უზრუნველყოფს იმას, რომ მცენარისგან საუკეთესო გემო და სიმძლავრე მიიღოთ. მოსავლის აღების შემდეგ, მნიშვნელოვანია მისი სათანადოდ გაშრობა და გამკვრივება მცენარის საშრობზე. ეს ხელს შეუწყობს შტამის უნიკალური არომატისა და ეფექტის შენარჩუნებას.
ამ რჩევების გათვალისწინებით, შეძლებთ წარმატებულად გაზარდოთ Devils Glue Auto, მიიღოთ უხვი მოსავალი, ძლიერი ეფექტები და არომატული კვირტები.