ლეგალიზაცია, პოლიტიკა

MYSEED.GE ბიბლიურმა თავისუფლებამ დალოცა

bibliuri-tavisupleba

დღეს 18 ოქტომბერს, MYSEED.GE “ბიბლიური თავისუფლება“-ის მთავარმა მღვდელმსახურმა ლევან ჯგერენაიამ დალოცა.

გირჩმა დღეიდან დაიწყო მცირე და მსხვილი საწარმოებისა და სტარტაპების დალოცვა. მომსახურების საფასურია 50 ლარი, სერვისით სარგებლობისთვის მიყევით ბმულს

ლევან ჯგერენაია

საქართველოში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიერ პოლიტიკოსების დალოცვა ჩვეულებრივი მოვლენაა. სასულიერო პირებთან კონკრეტული ადამიანები მიდიან და თავიანთი ბიზნესის დალოცვას სთხოვენ. ქვეყანაში, „ბიბლიური თავისუფლება“ ყველაზე სწრაფადმზარდი რელიგიაა, რომელიც ადამიანებს თავისუფლების დაცვაში ეხმარება. ვთვლი, რომ ჩვენი დალოცვა ბიზნესს წარმატების მიღწევასა და ბოროტი ძალებისგან პრობლემების თავის არიდებაში დაეხმარება

განაცხადა ლევან ჯგერენაიამ

რათქმაუნდა ამ ინიციატივას არ გამოაკლდა ჩვენი კომპანიაც და ისარგებლა ბიბლიური თავისუფლების მიერ მოცემული ამ უნიკალური შესაძლებლობით. დღეიდან ჩვენს კომპანიას იცავს თავისუფლების მადლი.

კომენტარის დატოვება