კალიბრაციის ხსნარი ph 7,01
pH მეტრები დროთა განმავლობაში სიზუსტედ სხვადასხვა ფაქტორების გამო კარგავენ, მათ შორის როგორიცაა: ელექტროდის დაბინძურება – მასზე შეიძლება დაგროვდეს მინარევები, რაც ცვლის აღქმულ მონაცემებს. ელექტროდის ბუნებრივი ცვეთა – pH მეტრის ნაწილები დროთა განმავლობაში იცვითება და საჭიროებს რეგულარულ დაკალიბრებას. ტემპერატურული ცვლილებები – pH სენსორები ტემპერატურაზე მგრძნობიარეა და შეიძლება ზუსტი მაჩვენებლები შეიცვალოს.
pH-ის ზუსტი მუშაობისთვის რეგულარული კალიბრაციაა საჭირო. სწორედ ამისთვის გამოიყენება ბუფერული (დასაკალიბრებელი) ხსნარები. pH კალიბრაციის სითხეები სპეციალურად შემუშავებული დასაკალიბრებელი ხსნარებია, რომლებსაც სტაბილური და წინასწარ განსაზღვრული pH მნიშვნელობა აქვთ. სწორედ ამიტომ ისინი pH მეტრის კალიბრაციისთვის გამოიყენება, რათა მოწყობილობამ ზუსტი მონაცემები უზრუნვველყოფს.
დასაკალიბრებელი სითხე 7.01 არის სპეციალური დასაკალიბრებელი ხსნარი, რომელიც pH მეტრების სწორად დაკალიბრებისთვის გამოიყენება და მათ ზუსტ და სტაბილურ მაჩვენებლებს უზრუნველყოფს, რაც მათი ზუსტი მუშაობისთვის აუცილებელია. pH 7.01 დასაკალიბრებელი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კალიბრაციის ხსნარია და ხშირად გამოიყენება ჰიდროფონიკაში, სასოფლო-სამეურნეო და მრეწველობის სხვადასხვა სექტორში, სადაც საჭიროა წყლის ან სხვა სითხის pH-ის რეგულარული კონტროლი. pH 7.01 ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული დასაკალიბრებელი ხსნარია. ის ნეიტრალური გარემოსთვის გამოიყენება.
დასაკალიბრებელი სითხე 7.01-ის უპირატესობები:
- ზუსტი და სტაბილური შედეგები – დასაკალიბრებელი სითხე 7.01 მაღალი სიზუსტით უზრუნველყოფს pH მეტრის კალიბრაციას.
- ხანგრძლივი შენახვის ვადა – სპეციალური ფორმულა ინარჩუნებს სტაბილურობას და ხანგრძლივი დროით ინარჩუნებს pH-ს საჭირო დონეს.
- საერთაშორისო სტანდარტები – Adwa-ის ბუფერული ხსნარები დამზადებულია მაღალი ხარისხის სტანდარტებით.
როგორ ხდება pH მეტრის კალიბრაცია?
- მოწყობილობის გასუფთავება – pH მეტრის ელექტროდი უნდა გაიწმინდოს სპეციალური ხსნარით ან სუფთა წყლით.
- ბუფერულ ხსნარებში ჩაშვება – ელექტროდი ჯერ ერთ ბუფერულ ხსნარში თავსდება (მაგ., pH 7.01), შემდეგ მეორე ხსნარში (მაგ., pH 4.01 ან pH 10.01).
- მოწყობილობის რეგულირება – pH მეტრის კალიბრაციის რეჟიმში შესვლის შემდეგ, ის ავტომატურად ერგება სტანდარტულ pH მნიშვნელობებს.
- ელექტროდის გაწმენდა და შენახვა – კალიბრაციის შემდეგ, მოწყობილობა უნდა გაირეცხოს და შეინახოს სპეციალურ შენახვის ხსნარში, რომ სენსორი არ გამოშრეს.
გაითვალისწინეთ, რომ ყოველთვის გამოიყენოთ ახალი დასაკალიბრებელი ხსნარი. არ დაარუნოთ გამოყენებული ხსნარი ბოთლში, რადგან ის შეიძლება დაბინძურდეს. გაითვალისწინეთ ტემპერატურაც, ზოგი დასაკალიბრებელი ხსნარი pH-ს ტემპერატურის მიხედვით ოდნავ ცვლის. აუცილებელია დასაკალიბრებელი ხსნარები დახურულ ჭურჭელში, გრილ და მშრალ ადგილას შეინახოთ, რათა მათი სტაბილურობა არ დაირღვეს. რაც მთავარია გახსოვდეთ, რომ pH მეტრი უნდა დაკალიბრდეს მინიმუმ თვეშ ერთხელ ან კიდევ უფრო ხშირად, თუ მას ხშირად იყენებთ.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.