Gorilla Auto By Buddha
Buddha Seeds-Gorilla Auto ინდიკა დომინანტი ავტომოყავილე შტამია, რომელიც ცნობილია მაღალი მოსავლიანობით. ეს ჰიბრიდი ცნობილი ამერიკული Gorilla Glue-ს ძლიერი ვარიაციაა, რომელიც ცნობილია სიძლიერით და ფისოვანი წარმოებით.
ინდიკა დომინანტური გენეტიკა
ინდიკას დომინანტური შტამები, როგორიცაა Gorilla Auto, ძირითადად გამოყვანილია ინდიკას გენეტიკიდან და ცნობილია დამამშვიდებელი ეფექტებით, რომელიც ხნის დაძაბულობას და ამცირებს შფოთვას. ზოგადად, ინდიკა ჯიშები მკაცრი კლიმატის მქონე რეგიონებში წარმოიშვა, როგორიცაა ავღანეთისა და პაკისტანის ჰინდუკუშის მთები. შესაბამისად, ეს მცენარეები ადაპტირებულია გრილ ტემპერატურაზე და დღის სინათლეზე. ეს ხელს უწყობს მცენარის ხანმოკლე ყვავილობის პერიოდს და მკვრივ, კომპაქტურ ზრდას.
ინდიკას დომინირება Gorilla Auto-ში ნიშნავს იმას, რომ მცენარე ავლენს ინდიკას ჯიშებისთვის დამახასიათებელ თვისებებს:
- ზრდის სტრუქტურა: უფრო მოკლე და ბუჩქოვანი, სქელი, მტკიცე ღეროთი და ფართო ფოთლებით. ეს სტრუქტურა ეხმარება მცენარეს გაუძლოს მკვრივ, ფისით დაფარულ კვირტების წონას.
- ეფექტები: ინდიკა-დომინანტური შტამები იძლევა ღრმა დამამშვიდებელ ეფექტს. ისინი იდეალურია ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვისთვის ან საღამოს გამოსაყენებლად.
- გაშენება: ინდიკა მცენარეებს ზოგადად უფრო მოკლე ყვავილობის დრო აქვთ და უფრო მეტად უმკლავდებიან გრილ კლიმატს, ვიდრე სატივა დომინანტი ჯიშები.
მშობელი შტამები
Gorilla Auto მოდის Gorilla Glue-სგან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც GG4. Gorilla Glue უკვე არის ჰიბრიდული შტამი, მაგრამ Gorilla Auto სპეციალურადაა გამოყვანილი ამ ჯიშისგან, მისი ინდიკა თვისებების ხაზგასასმელად. თავად Gorilla Glue-ს კი ეს შტამები ქმნის:
- Chem’s Sister: ცნობილია თავისი ძლიერი ეფექტებით და წებოვანი ფისით.
- Sour Dubb: მას აქვს მჟავე, დიზელის მსგავსი სუნი და ძალიან ძლიერია.
- Chocolate Diesel: ამატებს შოკოლადის და ყავის გემოს.
ეს შტამები აძლევს Gorilla Auto-ს მაღალ THC დონეს, ძლიერ ეფექტს და უამრავ ფისს. გამრავლების პროცესით დადასტურდა ის, რომ Gorilla Auto ინარჩუნებს ამ მახასიათებლებს, უფრო ადვილად იზრდება და უფრო სწრაფადაა მზად მოსავლის ასაღებად.
ეფექტები, გემო და არომატი
ეფექტები:
Buddha Seeds-Gorilla Auto-ს აქვს ძლიერი და დამამშვიდებელი ეფექტი. სულ რაღაც რამდენიმე ჩასუნთქვამ შეიძლება ძალიან მოგადუნოთ ან დაგტოვოთ “დაკარგულ” მდგომარეობაში. მისი გამოყენება ძალიან კარგია ხანგრძლივი დღის შემდეგ, მედიტაციისთვის ან უბრალოდ დასასვენებლად და განსატვირთად. ამ ჰიბრიდს აქვს შემოქმედებითი მხარეც, მას შეუძლია დაგეხმაროთ შთაგონებაში.
გემო:
Buddha Seeds-Gorilla Auto-ს გემო მდიდარი და რთულია. მოწევისას იგრძობთ ციტრუსის და ფიჭვის ნაზავს, მიწიერი ტონებით და შოკოლადის მინიშნებებით (ზოგიერთ ვერსიაში). კვამლი მკვრივი და არომატულია. ის ყოველ ჯერზე დამაკმაყოფილებელ გემოს გაძლევთ.
არომატი/სურნელი:
Gorilla Auto-ს აქვს ძლიერი და მიმზიდველი არომატი აქვს. ეს არის ციტრუსის და ფიჭვის ნაზავის სუნი, მიწიერი ფუძით და ზოგჯერ შოკოლადის ელფერით.
Buddha Seeds – Gorilla Auto გაზრდა
შიდა სივრცე
- სიმაღლე: საშუალო
- გაშენების დრო (ზრდა + ყვავილობა): 70 დღე
- მოსავლიანობა: 450-650 გ/მ²
Buddha Seeds-Gorilla Auto არის ენერგიული მწარმოებელი. ის ავითარებს ცენტრალურ “კოლას”, რომელიც გარშემორტყმულია წებოვანი, ფისით დაფარული კვირტებით. კარგად იზრდება ძლიერი შიდა განათების პირობებში. თესვიდან მოსავლის აღებამდე კი დაახლოებით 70 დღეა საჭირო. რაც შეეხება მოსავალს, ის დაახლოებით 450-დან 650 გრამამდეა კვადრატულ მეტრზე. მცენარე შედარებით ადვილი მოსავლელია.
გარე სივრცე
- სიმაღლე: საშუალო
- მოსავლის აღების დრო: 70 დღე
- მოსავლიანობა: 70-350 გ/მცენარე
გარეთ ზრდის დროს, Gorilla Auto საშუალო სიმაღლეს აღწევს და მდგრადია სხვადასხვა ამინდის მიმართ. თითო მცენარეზე ის 70-დან 350 გრამამდე მოსავალს მოგცემთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს ჰიბრიდი კარგად ეგუება სხვადასხვა გარემოს და საჭიროებს მინიმალურ მოვლას.
Buddha Seeds-Gorilla Auto-ს შიდა პირობებში გაშენებისას ყოველდღიურად 18-დან 24 საათამდე განათება სჭირდება. ის ასევე საჭიროებს დაბალანსებულ კვების რეჟიმს, განსაკუთრებით ყვაილობის ეტაპზე. ოპტიმალური ზრდისთვის შეინარჩუნეთ ტემპერატურის დიაპაზონი 20-25°C (68-77°F) შორის. რაც შეეხება გარეთ გაზრდას, მცენარე კარგად ეგუება სხვადასხვა კლიმატს და მდგრადია სიცივის მიამრთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშს მინიმალური მოვლა ესაჭიროება, დარწმუნდით იმაში, რომ მცენარე იღებს საკმარის მზის შუქს და დაცულია ექსტრემალური ამინდისგან.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.