myseed
0 items ₾0.00
  • Georgian Georgian
    • English English
Menu
MYSEED.GE
0 items ₾0.00
კანაფის თესლები
  • ავტომოყვავილე
  • ფოტოპერიოდული
  • CBD თესლები
  • პროდუქცია
    mosatsevi-aqsesuarebi
    • მოსაწევი აქსესუარები
      • ბონგები
      • ფაიფი
      • ჩაქაჩე
      • ლანგარი
      • RAW
      • სანთებელა
      • საფხვნელი
      • ჯოინთი
      • ჯოინთის ფილტრი
      • ჯოინთის ქაღალდი
      • ჩილიმი
    ინვენტარი
    • ინვენტარი
      • ლედ განათება
      • გროუ ბოქსები
      • ვენტილაცია
      • ჰიდროფონიკა
      • საზომი აქსესუარები
      • ქოთანი
      • მცენარის საშრობი
      • საჩითილე
      • დამატენიანებელი
      • ტაიმერი
      • ნახშირის ფილტრი
    მცენარეთა მოვლა
    • მცენარეთა დაცვა
      • აკარიციდები
      • ფუნგიციდები
      • ინსექტიციდები
      • ჰერბიციდები
      • შესაწამლი აპარატები
    სიბიდი პროდუქცია
    • CBD პროდუქცია
      • CBD VAPE
      • CBD OIL
      • კოსმეტიკა
    ნიადაგი
    • ნიადაგი
      • მიწა
      • ქოქოსი
      • ტორფი
      • პერლიტი
      • კერამზიტი
      • პემზა
      • სასუქი
    სხვადასხვა
    • სხვადასხვა
      • ელ. სიგარეტი
      • ყვავილის თესლები
      • ბოსტნეულის თესლები
  • დენის კალკულატორი
  • ბლოგი
  • სახელმძღვანელო
  • როგორ შევიძინო?
  • Georgian Georgian
    • English English
მთავარი კანაფის თესლები ფოტოპერიოდული Critical Plus 2-0
SOUR JEALOUSY AUTO
SOUR JEALOUSY AUTO ₾45.00
Back to products
CRITICAL JACK
CRITICAL JACK ₾100.00
Sold out
Critical Plus 2-0

Critical Plus 2-0

₾100.00

  • THC: 17-22%                                                                                                    
  • CBD: დაბალი
  • მოსავალი (Outdoor): 900-1300 გრ/მცენარეზე
  • მოსავალი (Indoor): 700 გრ/მ²
  • ყვავილობის პერიოდი: 6-7 კვირა
  • სიმაღლე (Outdoor): 2,5 მ
  • სიმაღლე (Indoor): საშუალო
  • გენეტიკა: Critical + x Critical +
  • ტიპი: სატივა 30% / ინდიკა 70%
  • გემო: ტკბილი, ხილი
  • ბრენდი: SILENT SEEDS

არ არის მარაგში

არტიკული: 7853164405906 კატეგორია: კანაფის თესლები, ფოტოპერიოდული ჭდე: indica, sativa, thc, ინდიკა, კანაფის თესლები, სატივა, ფოტოპერიოდული
Share:
  • აღწერა
  • დამატებითი ინფორმაცია
აღწერა

Critical Plus 2-0 by Silent Seeds

Critical Plus 2-0 არის ფემინიზებული კანაფის შტამი, რომელიც შედგება 70% ინდიკას და 30% სატივასგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ის უფრო მეტ ინდიკას მახასიათებელს იღებს მისი მშობელი შტამებისგან (Critical +). როცა ვამბობთ, რომ კანაფის შტამი არის „ინდიკა დომინანტური“, ეს ნიშნავს, რომ მცენარე იზრდება და “იქცევა” ინდიკას გენეტიკის მსგავსად.

ინდიკა დომინანტურ მცენარეებს, როგორიცაა Critical Plus 2-0, როგორც წესი, აქვთ უფრო მოკლე ყვავილობის დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო ადრე არიან მზად მოსავლის მისაღებად. იზრდებიან უფრო კომპაქტურად, ბუჩქოვანი ტიპის მცენარეებად, რაც მათ შენობაში მართვას აადვილებს. კიდევ ერთი მთავარი მახასიათებელია მათი ეფექტი. ინდიკას შტამები ცნობილია დამამშვიდებელი ეფექტით, რაც ძალიან კარგია განტვირთვისთვის ან სტრესის მოსახსნელად.

Critical Plus 2-0 იზრდება ძლიერი. ამ მცენარეს ასევე ახასიათებს სტაბილურობა,  რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მცენარე გამოიყურება და “იქცევა” ერთნაირად. ფოთლები შეიძლება ცოტათი ჰგავდეს სატივას ფოთლებს, მაგრამ მთლიანობაში ეს მცენარე უფრო ინდიკას მახასიათებლებისაკენ იხრება. ეს შტამი განსაკუთრებით კარგია მაშინ, თუ გსურთ დაასვენოთ როგორც თქვენი სხეული, ასევე გონება.

Critical Plus 2-0 ეფექტი, გემო და არომატი

ეფექტები: Critical + 2.0 ცნობილია თავისი ძლიერი და დამამშვიდებელი ეფექტებით, რომელიც ინდიკას დომინანტური გენეტიკიდან მოდის. როდესაც პირველად გამოიყენებთ ამ შტამს, იგრძნობთ სიმშვიდის ღრმა გრძნობას, რომელიც მთელს სხეულზე გავრცელდება. ის ნამდვილად დაგეხმარებათ განტვირთვაში. კარგია მისი გამოყენება ხანგრძლივი დღის შემდეგ, დასასვენებლად, ან ძილის წინ.

  • ფიზიკური რელაქსაცია:

Critical + 2.0-ის ფიზიკური ეფექტები ნამდვილად შესამჩნევია. როდესაც ეფექტი იწყება, იგრძნობთ, რომ თქვენი კუნთები “იშლება” და ნებისმიერი დაძაბულობა ან ტკივილი გშორდებათ. დასვენება ღრმაა, მაგრამ არ არის ისეთი ინტენსიური, რომ თავი მთლიანად დაკარგულად იგრძნოთ. თქვენ კვლავ შეძლებთ ფუნქციონირებას, უბრალოდ ბევრად უფრო მოდუნებული და კომფორტული სხეულით.

  • ფსიქიკური სიმშვიდე:

მენტალურად, Critical Plus 2-0 დამამშვიდებელია. ის გეხმარებათ თქვენი აზრების დამშვიდებაში, რაც შფოთვისგან გათავისუფლებთ. ის არ არის ზედმეტად მასტიმულირებელი, ასე რომ თქვენ არ იგრძნობთ გადატვირთულობას. ამის ნაცვლად, გონება დამშვიდდება, რაც გააადვილებს დასვენებას, მედიტაციას ან უბრალოდ მომენტით სიამოვნებას.

  • რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი:

Critical Plus 2-0-ის ეფექტი არ არის მხოლოდ ძლიერი – ის საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ამ შტამის გამოყენების შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში იგრძნობთ სიმშვიდეს. ეფექტები საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ შესამჩნევი შვება და სიმშვიდე მოგცეთ. თუმცა,  როგორც წესი, ეფექტი არც ისე ძლიერია, რომ სხვა აქტივობებში შეგიშალოთ ხელი.

არომატი: როდესაც პირველად შეიგრძნობთ Critical Plus 2-0-ს, შეამჩნევთ ახალ და ტკბილ არომატს, რომლის იგნორირებაც ძნელია. არომატი არის მდიდარი და მრავალფენიანი. იწყება ფიჭვის ძლიერი სურნელით, რომელიც მას მკვეთრ, ბუნებრივ შეგრძნებას აძლევს. ფიჭვთან ერთად შესამჩნევია ლიმონის სურნელიც, რომელიც ნათელ, ციტრუსოვან ელფერს ანიჭებს არომატს. ასევე შემოდის დახვეწილი პიკანტური მინიშნებები, რაც არომატს უფრო საინტერესოს და რთულს ხდის.

გემო: როდესაც აიღებთ ფაიფს, მაშინვე დააგემოვნებთ ახალ ციტრუსოვან ლიმონის არომატს, რასაც მოჰყვება მიწიერი, ფიჭვის მსგავსი გემო. სიტკბოს არსებობა კი კიდევ უფრო მეტ და სასიამოვნო ბალანსს მატებს გემოს პროფილს, რაც მოწევას გლუვს და სასიამოვნოს ხდის. ამოსუნთქვისას შეიძლება შეამჩნიოთ სანელებლების გემოც, რაც კიდევ ერთ, დამატებით ფენას ქმნის გემოს პროფილში. საერთო ჯამში, შეიძლება ითქას, რომ Critical Plus 2-0-ს გემო რთული, მაგრამ დაბალანსებულია.

  • გემოს ხანგრძლივობა: მოწევის ან აორთქლების დასრულების შემდეგაც კი, გემო უბრალოდ არ ქრება. ამის ნაცვლად, რჩება ტკბილი და ციტრუსოვანი ნოტები, რომლებიც მოწევის დასრულების შემდეგაც კი სასიამოვნო გემოს დაგიტოვებთ პირის ღრუში.

Critical Plus 2-0 გაზრდა

Critical Plus 2-0 არის ინდიკა დომინანტი ჰიბრიდი, მაგრამ ის ავლენს სატივას მსგავს მახასიათებლებს, განსაკუთრებით ზრდის დროს. მცენარე ენერგიულია და გარკვეულ პირობებში, შესაძლოა საკმაოდ მაღალიც კი გაიზარდოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მცენარის ვეგეტატიურ ფაზას გააგრძელებთ, მცენარემ შესაძლოა 2.5 მეტრ სიმაღლემდეც კი მიაღწიოს. მცენარის სტრუქტურა ასეთია – დიდი მანძილი კვანძებს შორის, რაც უფრო ხშირია სატივას შტამებში, თუმცა ამ ჰიბრიდს აქვს ინდიკას მცენარეებისთვის დამახასიათებელი ფართო ფოთლები. Critical Plus 2-0 საკმაოდ კარგად უმკლავდება მავნებლებს, როგორიცაა მწერები და სოკოები, ისევე როგორც გარემო პირობებს, როგორიცაა ტენიანობა და სიცივე. მცენარის ეს გამძლეობა აადვილებს მის მართვას და ამცირებს მოსავლის დაკარგვის რისკს, რაც დიდი უპირატესობაა, განსაკუთრებით დამწყები მწარმოებლებისთვის.

Critical Plus 2-0-ის ერთ-ერთი გამორჩეული თვისებაა მისი სწრაფი ყვავილობის დრო. შენობაში, როგორც წესი, მისი ყვავილობის პერიოდი 45-50 დღეა, რაც შედარებით სწრაფი დროა ასეთი მაღალმოსავლიანი შტამისთვის. შიდა სივრცეში მოსავლიანობა 900-1300 გრამია მცენარეზე. ეს მაღალი მოსავლიანობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს შტამი ასეთი პოპულარულია.

რჩევები მცენარის გასაზრდელად

  • აკონტროლეთ ვეგეტატიური სტადია: თუ თქვენ მცენარეს სახლში ზრდით და გსურთ მისი სიმაღლის მართვა, შეამცირეთ მისი ვეგეტატიური ფაზა. Critical + 2.0 სიმაღლეში შესაძლოა ძალიან მაღალი გაიზარდოს, ამიტომაც ვეგეტატიური სტადიის სამ კვირამდე დაყვანა დაგეხმარებათ მცენარის უფრო მართვადი ზომის შენარჩუნებაში.
  • დაეხმარეთ ტოტებს: Critical Plus 2-0-ის ტოტები შეიძლება დამძიმდეს მკვრივი კვირტებით. ამიტომაც, საყრდენის გამოყენება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ტოტების გადატეხვა.
  • სუნის კონტროლი: Critical Plus 2-0-ს აქვს ძლიერი, გამორჩეული არომატი, განსაკუთრებით ყვავილობის დროს. თუ ამ მცენარეს შენობაში ზრდით და გსურთ აკონტროლოთ  და გაანეიტრალოთ სუნი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნახშირის ფილტრები.
  • ნუტრიენტების მართვა: Critical Plus 2-0 არის ენერგიული მწარმოებელი და სწორედ ამიტომ, შესაძლოა მას მეტი საკვები ნივთიერებები დასჭირდეს, ვიდრე სხვა  შტამს, განსაკუთრებით ყვავილობის ფაზაში. უზრუნველყავით დაბალანსებული კვების რეჟიმი, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ზედმეტი არ მოგივიდეს. ზედმეტმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს საკვები ნივთიერებების დამწვრობა.
  • მოსავლის აღება და კვირტების გაშრობა: ყვავილობის პერიოდის დასასრულს, თვალი ადევნეთ ტრიქომებს, რათა დაადგინოთ მოსავლის აღებისთვის საუკეთესო დრო. უფრო ამაღელვებელი ეფექტისთვის, აიღეთ მოსავალი მაშინ, როდესაც ტრიქომები რძისფერია. თუ გსურთ უფრო დამამშვიდებელი ეფექტების მიღება, “დივანზე ჩაკეტვისთვის”, მაშინ დაელოდეთ, სანამ ზოგიერთი ტრიქომი ქარვისფერი არ გახდება და შემდეგ აიღეთ მოსავალი. მოსავლის აღების შემდეგ, სათანადო გაშრობა და გამკვრივება გადამწყვეტია Critical Plus 2-0-ის მდიდარი გემოსა და ძლიერი ეფექტების შესანარჩუნებლად. კვირტები ნელ-ნელა გააშრეთ მცენარის საშრობზე ბნელ, გრილ და კარგად ვენტილირებად ადგილას. შემდეგ ჩააწყვეთ შუშის ქილებში, გახსენით ქილები ყოველდღიურად პირველი კვირის განმავლობაში, რათა ზედმეტი ტენიანობა გამოვიდეს.
დამატებითი ინფორმაცია
THC

20-25 %

ბრენდი

Silent Seeds

გენი

ინდიკა დომინანტი

მსგავსი პროდუქტები

Think-Different-Auto

Think Different Auto

კანაფის თესლები, ავტომოყვავილე
₾120.00
კალათაში დამატება
White-Widow-Auto

White Widow Auto

კანაფის თესლები, ავტომოყვავილე
₾120.00
კალათაში დამატება
    myseed

    N1 გროუ შოპი საქართველოში!
    კანაფის თესლები, სიბიდი პროდუქტები, გროუ ბოქსები, გროუ განათება, მოსაწევი აქსესუარები და ყველაფერი, რაც შენს მცენარეს სჭირდება

    • location-icon თბილისი, ვაკე, ი. აბაშიძის 86
    • location-icon თბილისი, სოლოლაკი, ი. მაჩაბელის 10/14
    • contact-icon ტელეფონი: +995 555 310 420
    • e-mail-icon ელ-ფოსტა: info@myseed.ge

    შეიძინე ჩვენთან •

    • CBD პროდუქტი
    • კანაფის თესლები
    • ავტომოყვავილე
    • ფოტოპერიოდული
    • ინდიკა დომინანტი
    • სატივა დომინანტი
    • ნიადაგი
    • აქსესუარები
    • ინვენტარი

    MYSEED • GROUP

    • ჩვენ შესახებ
    • თანამშრომლობა
    • პარტნიორები
    • რეკლამა
    • კონფიდენციალურობა
    • სერტიფიკატები
    • გაეცანით კანონს
    • თანხის/პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა

    GROWING • 🌱

    • მარიხუანა – ყველაფერი კანაფის შესახებ 
    • კანაფი – ყველაფერი მარიხუანას შესახებ
    • მოვლა – ყველაფერი კარგი მოსავლისთვის
    • Growers Cup
    • სახელმძღვანელო
    • სამედიცინო კანაფი

    სამუშაო საათები

    ყოველდღე 11AM – 8PM

    2020 DEVELOPED BY MYSEED • მაისიდი
    დახურვა
    • კატეგორიები
    • ნავიგაცია
    • პროდუქცია
    • დენის კალკულატორი
    • ბლოგი
    • სახელმძღვანელო
    • როგორ შევიძინო?
    • კანაფის თესლები
      • ავტომოყვავილე
      • ფოტოპერიოდული
      • სამედიცინო CBD
    • მოსაწევი აქსესუარები
      • ბონგები
      • ფაიფები
      • ჩაქაჩე
      • ლანგარი
      • სანთებელა
      • საფხვნელი
      • ჯოინთი
      • ჯოინთის ფილტრი
      • ჯოინთის ქაღალდი
      • ჩილიმი
    • ინვენტარი
      • გროუ ლედ განათება
      • გროუ ბოქსები
      • ვენტილაცია
      • ჰიდროფონიკა
      • საზომი აქსესუარები
      • ქოთანი
      • მცენარის საშრობი
      • საჩითილე
      • დამატენიანებელი
      • ტაიმერი
      • ნახშირის ფილტრები
    • სასუქები
      • Advanced Nutrients
      • უნივერსალური
      • ფესვები
      • ვეგეტაცია
      • ყვავილობა
    • მცენარეთა დაცვა
      • აკარიციდები
      • ფუნგიციდები
      • ინსექტიციდები
      • ჰერბიციდები
      • შესაწამლი აპარატები
    • CBD პროდუქტი
      • CBD ზეთი
      • CBD ვეიპი
      • CBD კოსმეტიკა
    • ნიადაგი
      • მიწა N1
      • ქოქოსი
      • პერლიტი
      • კერამზიტი
      • პემზა
    • სხვა პროდუქცია
      • ელექტრო სიგარეტი
      • ყვავილის თესლები
      • ბოსტნეულის თესლები
      • ვიტამინები
    • ბლოგი
    • Georgian Georgian
      • English English
    კალათა
    დახურვა

    მოგესალმებით! MYSEED.GE-ის საიტზე თქვენი ყოფნა ნიშნავს, რომ შეგისრულდათ 21+ წელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ დატოვოთ საიტი. გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით კანაფის კულტივაცია აკრძალულია. თესლები იყიდება მხოლოდ საკოლექციო სუვენირის სახით. კომპანია მოგიწოდებთ, რომ სხვა დანიშნულებისთვის არ გამოიყენოთ. კომპანია არ აგებს პასუხს თესლის უკანონოდ გამოყენებაზე.

    თანხმობა
    ვებსაიტის სანახავად უნდა იყოთ 21 + წლის პროდუქციის შეძენამდე გაეცანით გვერდს ჩვენ შესახებ ხართ თუ არა 21 წლის ან მეტის?
    წვდომა აკრძალულია თქვენი წვდომა შეზღუდულია თქვენი ასაკის გამო.
    კი არა
    • Georgian
    • English