GORILLA GLUE 4 AUTO
GORILLA GLUE 4 AUTO 3X განსაკუთრებულ გენეტიკას აერთიანებს. ეს ჯიში გთავაზობთ THC-ის მაღალ დონეს, განსაკუთრებულ გემოს და კულტივირების სიმარტივეს. გამოირჩევა განსაკუთრებული ფისოვანი წარმოებით და დაბალანსებული ეფექტით. მისი ავტოყვავილოვანი ბუნება კი ხელს უწყობს ადვილად ზრდას. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გამძლე და მაღალმოსავლიანი მცენარის ძლიერი გენეტიკით და მიიღოთ უმაღლესი დონის კანაფი.
Gorilla Glue 4 Auto ლეგენდარული Gorilla Glue 4-ის შეჯვარების შედეგია რუდერალისთან. ეს გენეტიკური კომბინაცია ქმნის სატივა-დომინანტ ჰიბრიდს, რომელიც მისი რუდერალისის გენეტიკის წყალობით გამძლეა და სხვადასხვა პირობებში ხარობს. გამორჩეულია ამ შტამის მაღალი THC შემცველობაც, რომელიც 18%-დან 24%-მდე მერყეობს და მომხმარებლებისთვის ძლიერ გამოცდილებას უზრუნველყოფს.
Gorilla Auto-ს ხაზი ცნობილია ფისოვანი წარმოებით და ამ მხრივ არც ეს ავტომოყვავილე გაგიცრუებთ იმედს. მისი კვირტები მჭიდროდ არის შეფუთული და დაფარულია ტრიქომების სქელი ფენით, რაც მათ ყინვაგამძლე, კრისტალურ იერს აძლევს. მასში რუდერალისის გენეტიკის დამატება კი უზრუნველყოფს ყვავილობის ავტომატურ ციკლს, რაც მას გაშენებისთვის და გაზრდისთვის იდეალურს ხდის.
ისეთი მნიშვნელოვანი ტერპენები, როგორიცაა ალფა-პინენი, ბეტა-კარიოფილენი, ლიმონენი და მირცენი, ხელს უწყობენ შტამის თერაპიულ თვისებებს და მდგრადი გემოს პროფილს. ეს ტერპენები აძლიერებენ ხილის და ფიჭვის ნოტებს, რომლებიც ამ შტამის დამახასიათებელი ნიშნებია, ამასთან, ხელს უწყობენ მის ამაღლებულ და დამამშვიდებელ ეფექტს.
ეფექტი, გემო და არომატი
Gorilla Glue 4 Auto ეიფორიის, დასვენებისა და კრეატიულობის ძლიერ კომბინაციას. მომხარებლები ხშირად განიცდიან თავდაპირველ ცერებრალურ ამაღლეს, რაც გეხმარებათ განწყობის ამაღლებაში, ფოკუსის და შემოქმედობითობის გაძლიერებაში. ამას მოჰყვება ფიზიკური დასვენების ტალღა, რომელიც სტრესს და დაძაბულობას ხსნის.
თუ კანაფს სამედიცინო დანიშნულებით იყენებთ Gorilla Glue 4 ამ კუთხითაც სასარგებლოა. ის სხვადასხვა სიტუაციებთან გასამკლავებლად დაგეხმარებათ:
- სტრესი და შფოთვა: “ამაღლების” ეფექტი ხელს უწყობს ფსიქიკური დაძაბულობის შემცირებას.
- დაღლილობა: ენერგიისა და ფოკუსირების გაზრდა იდეალურია დღის დასაძლევად.
- ქრონიკული ტკივილი: შტამის დამამშვიდებელი თვისებები და ტერპენის პროფილი დაგეხმარებათ რომ ადვილად გაუმკლავდეთ ტკივილს.
თავისი დაბალანსებული ეფექტით, ეს შტამი შესანიშნავია როგორც დღისით, ასევე საღამოს გამოსაყენებლად. ზომიერი დოზით მიღების შემთხვევაში მას შეუძლია გაზარდოს პროდუქტიულობა და დაგეხმაროთ ხანგრძლივი დღის შემდეგ განტვირთვაში.
გემო და არომატი: GORILLA GLUE 4 AUTO 3X-ს გემოს პროფილი ხილის სიტკბოსა და მიწიერი ფიჭვის სასიამოვნო ნაზავია. ჩასუნთქვისას შეამჩნევთ ციტრუსის და ფიჭვის ნოტებს, ამოსუნთქვა კი ხილის დახვეწილ გემოს ტოვებს. არომატული პროფილი კარგად ასახავს მის გემოს. ის ოთახს ახალი, ტყის მსგავსი სურნელით ავსებს, რომელიც ერთდროულად გამამხნევებელი და დამამშვიდებელია.
გემოსა და არომატის ეს უნიკალური კომბინაცია ამ შტამის მდიდარი ტერპენის პროფილიდან მოდის. Gorilla Glue 4 Auto-ს ძირითადი ტერპენებია:
- ლიმონენი, რომელიც უზრუნველყოფს ციტრუსის ნოტებს
- ბეტა-მირცენი და ალფა-პინენი, რომლებიც შტამს მიწიერ და ფიჭვის ტონებს ამატებენ.
Gorilla Glue 4 Auto გაზრდა
GORILLA GLUE 4 AUTO 3X გაძმლე და დამწყები კულტივატორებისთვის შესაფერისი შტამია. მისი ავტოყვავილობის გენეტიკის წყალობით, ის ვეგეტატიური სტადიიდან ყვავილობის სტადიაზე სინათლის ციკლის ცვლილებებზე დაყრდნობის გარეშე გადადის. სათანადო მოვლის შემთხვევაში ეს ჯიში მაღალი ხარისხის კვირტებს გაღივებიდან 8-9 კვირაში წარმოქმნის.
შიდა კულტივირება
- განათება: მოსავლიანობის მაქსიმალურად გაზრდისთვის უზრუნველყავით 18-20 საათის განათება, ყოველდღიურად. ავტომოყვავილეები ყვავიან თანმიმდევრული განათების პირობებში, ასე რომ გამოიყენეთ მაღალი ხარისხის გროუ განათება.
- ტემპერატურა და ტენიანობა: დღის შეინარჩუნეთ ტემპერატურა 15-27 გრადუსის ფარგლებში, ღამით კი უფრო დაბალი. ვეგეტატიურ სტადიაზე შეინარჩუნეთ ფარდობითი ტენიანობა 55%-60%-ზე, ხოლო ყვავილობისას შეამცირეთ 40%-მდე.
- ზრდის საშუალებები: გამოიყენეთ კარგად გაჟღენთილი სუბსტრატი, როგორიცაა ქოქოსი, რომელიც შერეულია პერლიტთან, რათა ხელი შეუწყოთ ფესვების ჯანსაღ განვითარებას.
- ვარჯიშის ტექნიკა: დაბალი სტრესის ვარჯიში (LST) დაგეხმარებათ მცენარის სიმაღლის მართვაში და მცენარის დასტრესვის გარეშე ოპტიმიზაციას გაუწევს სინათლის ექსპოზიციას.
შიდა სივრცეში, ოპტიმალურ პირობებში, მოსავლიანობა 400–600 გ/მ²
გარე კულტივირება
- კლიმატი: GORILLA GLUE 4 AUTO 3X კარგად ყვავის ზომიერ კლიმატში, სადაც უამრავი მზეა. დათესეთ თესლი აპრილში ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსავლის მისაღებად.
- მდებარეობა: შეარჩიეთ ადგილი, სადაც მზის სხივების საკმარისი ზემოქმედება იქნება, რომ მაქსიმალურად დაეხმაროთ მცენარის გაზრდაში.
- ნიადაგის მომზადება: გამოიყენეთ ნუტრიენტებით მდიდარი და კარგად დრენირებული ნიადაგი, რათა თავიდან აიცილოთ ფესვების ლპობა.
- მავნებლების კონტროლი: მიუხედავად იმისა, რომ ეს შტამი გამძლეა, აუცილებელია მავნებლების მონიტორინგი, როგორიცაა ობობის ტკიპა და ბუგრები. მცნარის მარიგოლდთან ერთად დარგვა დაგეხმარებათ მავნებლების თავიდან აცილებაში.
როდესაც მცენარე გარეთ იზრდება მოსავლიანობა, იდეალურ პირობებში, 500-750 გრამია თითო მცენარეზე.
რჩევები მოსავლიანობის მაქსიმალური გაზრდისთვის
მნიშვნელოვანია ნუტრიენტების სწორად არჩევა. GORILLA GLUE 4 AUTO 3X დაბალანსებული მკვებავი ხსნარით უნდა გამოკვეთოთ და ის ყოველი ზრდის ეტაპზე უნდა იყოს მორგებული. ყავილობის დროს აუცილებელია მცენარეს ფოსფორის მაღალი დონე მიაწოდოთ. მოერიდეთ ზედმეტ მორწყვას. მორწყვებს შორის ნაიდაგის ზედა ფენა აუცილებლად უნდა გამოშრეს. ავტომოყვავილე ჯიშებს ურჩევიათ ხშირი, მაგრამ მსუბუქი მორწყვა. მოსავლის აღებისას თვალყური ადევნეთ ტრიქომის განვითარებას, რათა დაადგინოთ მოსავლის ასაღებად სრულყოფილი დრო. აიღეთ მოსავალი მაშინ, როდესაც ტრიქომები რძისფერი ან ქარვისფერია. ეს ფერები მცენარის მაქსიმალურ სიმძლავრეზე მიუთითებს.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.