LED ATS 200 W PRO
Lumatek LED ATS 200 W PRO მსუბუქი და ამავდროულად ძლიერი გროუ განათებაა, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი მჭიდრო ზრდის სივრცეებისთვის. ეს მაღალი ხარისხის განათება უზრუნველყოფს PPF-ის მაღალ დონეს 508 მკმოლ/წმ და ფოტონის ეფექტურობას – 2,5 მკმოლ/ჯ. სრულყოფილად ფარავს 0.8×0.8 მ-მდე ზრდის სივრცეს, უზრუნველყოფს სინათლის თანაბარ განაწილებას და შესანიშნავ შეღწევადობას. მაღალი ხარისხის თეთრი და წითელი დიოდებით, ეს მოწყობილობა სრული სპექტრის განათებას გთავაზობთ, რომელიც ზრდის ყველა ეტაპისთვის იდეალურია. გარდა ამისა, მოწყობილობა თავსებადია გარე კონტროლის საშუალებებთანაც. ასე რომ მარტივად შეგიძლია მართოთ განათების პარამეტრები 100-მდე მოწყობილობაზე.
- დიზაინი: Lumatek LED ATS 200 W PRO-ს გამორჩეული და ინოვაციური დიზაინი აქვს. პასიური გაგრილების სისტემა ბუნებრივ კონვექციას იყენებს, რაც მოწყობილობას საშალებას აძლევს ვენტილატორის გარეშე იმუშავოს. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მცენარეები მშვიდ გარემოში გაიზარონ. ამასთან, ამ უპირატესობის წყალობით იზრდება თავად მოწყობილობის სიცოცხლის ხანგრძლივობაც, რადგან მას ფიზიკურად არ აქვს “მოძრავი” ნაწილები. ინოვაციური დიზაინის გარდა, Lumatek LED ATS 200 W PRO-ს წყალგაუმტარობის რეიტინგი IP65-ია. მოწყობილობის ზოლებზე “გამჭვირვალე წებოს” (Clear Glue) დამცავი საფარის არსებობა კი აძლიერებს მოწყობილობის გამძლეობას, უზრუნველყოფს მდგრადობას კოროზიის წინააღმდეგ და ინარჩუნებს სინათლის გადაცემას, სინათლის დაკარგვის და გაფანტვის გარეშე, დროის 99%-ში.
- სინათლის თანაბარი გადანაწილება: მოწყობილობა ფარავს 0.8×0.8 მ-მდე ტერიტორიას შუქის ერთგვაროვანი განაწილებით, რაც ამცირებს “ცხელ” წერტილებს და ხელს უწყობს მცენარის დაბალანსებულ ზრდას.
- მაღალი ეფექტურობა: Lumatek LED ATS 200 W PRO აწარმოებს 508 მკმოლ/წმ ფოტონის ეფექტურობას 2,5 მკმოლ/ჯ-ზე, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ განათებას ზრდის ყველა სტადიისთვის.
- მოქნილობა: ეს მოწყობილა აადვილებს სინათლის ინტენსივობის რეგულირებას სხვადასხვა მცენარისათვის და ზრდის სხვადასხვა ფაზებისთვის. უახლესი თაობის ლედები, მათ შორის თეთრი, წითელი და შორი წითელი დიოდები, საგულდაგულოდ არის შექმნილი იმისათვის, რომ წარმოქმნან სინათლის სრული სპექტრი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის, სტაბილურ და ერთგვაროვან გამომუშავებას. ეს სპექტრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მცენარეებისთვის, რომლებიც შიდა სივრცეში იზრდებიან.
- მართვის პარამეტრები: Lumatek LED ATS 200 W PRO თავსებადია Lumatek Digital Panel Plus 2.0-თან, რაც განათების დროზე, დაბნელებაზე და ტემპერატურის უსაფრთხოებაზე კონტროლის საშუალებას იძლევა. თქვენ შეგიძლიათ 100-მდე მოწყობილობა ერთი პანელიდან აკონტროლოთ.
გროუ განათება
გროუ განათება გადამწყვეტია შიდა სივრცეში მცენარეების ზრდისთვის. ის მცენარეებს უფრო სწრაფად, ძლიერად და ეფექტურად გაზრდაში ეხმარება. უზრუნველყოფენ სინათლის საჭირო სპექტრს, რომელიც მცენარეებს ფოტოსინთეზისთვის სჭირდებათ. ეს პროცესი მცენარეებს საშუალებას აძლევს სინათლე ენერგიად გარდაქმნან, რაც მცენარის ჯანსაღ ზრდას უწყობს ხელს. ტრადიციული განათების სისტემებისგან განსხვავებით, ლედ განათებები მორგებულია სინათლის სპეციფიკური ტალღის სიგრძის გამოსხივებაზე, რაც მცენარეების ზრდის თითოეული ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. გადამწყვეტია ლურჯი და წითელი ტალღების სიგრძეები, რომლებიც მცენარის ვეგეტატიურ და ყვავილობის ეტაპებს განაპირობებენ. გარდა ამისა, ლედ განათება წარმოქმნის ნაკლებ სითბოს, რითაც მცირდება მცენარეთა დასტრესვა. ენერგოექტურობით, გამძლეობით და ეკონომიურობით, ლედ ნათურები იდეალური არჩევანია შიდა სივრეში მცენარეებისთვის გაზრდისთვის.
Lumatek წამყვანი ბრენდია ლედ ნათურების მწარმოებლებს შორის. გამოირჩევა ინოვაციური და მაღალი ხარისხის გროუ განათებებით. კომპანია მუდმივად არის ორიენტირებული იმაზე, რომ ინოვაციური გზებით მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მცენარეს ჯანსაღ ზრდაში. ამასთან, მათი ლედ ნათურების დახმარებით შეძლებთ გააუმჯობესოს მცენარის ხარისხი და გაზარდოთ მოსავლიანობა. ამის კიდევ ერთი დასტურია Lumatek LED ATS 200 W PRO-ც, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიის მოწინავე ფუნქციებს და სრული სპექტრის განათებით გეხმარებათ მცენარის ზრდის ყველა ეტაპზე.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.