Mamba Negra CBG
Mamba Negra CBG FEM 3X კანაფის უნიკალური შტამია, რომელიც მისი 0%-იანი THC შემცველობით არის გამორჩეული. ის შესაძლებლობას გაძლევთ კანაფის სასარგებლო თვისებები ფსიქოაქტიური ეფექტების გარეშე მიიღოთ. ეს ინდიკა-დომინანტი შტამი Mamba Negra-ს და CBG გენეტიკის გაერთიანებით შეიქმნა. Mamba Negra პოპულარული კანაფის შტამია, რომელიც თავისი ძლიერი ინდიკას ეფექტებით გამოირჩევა. ის სპეციალურად შეიქმნა მაღალი CBG შემცველობით, რათა მომხმარებელს გამორჩეული კანაბინოიდური პროფილი შესთავაზოს, რომელიც კანაბიგეროლზე (CBG) არის ფოკუსირებული.
ამ შტამის “წინაპრებს” ღრმად აქვთ ფესვები გადგმული ევროპულ გენეტიკაში, სადაც სელექციონერებმა მის თანმიმდევრულობას და პოტენციალს შეუწყვეს ხელი. თავად Mamba Negra ჯილდოს მფლობელი კანაფის შტამია. ის Critical Mass-ისა და Skunk 1-ის კომბინაციით შეიქმნა. კანაბიგეროლის (CBG) შეყვანით ამ ნარევში, სელექციონერებმა შექმნეს შტამი, რომელიც არა მხოლოდ რელაქსაციას გთავაზობთ, არამედ უზრუნველყოფს მის სამკურნალო თვისებებსაც. თავად CBG, რომელსაც ხშირად უწოდებენ “დედა კანაბინოიდს”, მისი თერაპიული ეფექტებითაა ცნობილი.
Mamba Negra CBG FEM 3X-ის რეპუტაცია კიდევ უფრო მეტად არის გამყარებული მისი ჯილდოთი ExpoGrow 2014-ზე, სდაც მან საუკეთესო ინდიკა მცენარისათვის ჯილდო მოიპოვა. ევროპელმა სელექციონერებმა სრულყოფილად დახვეწეს ეს შტამი, რათა უზრუნველეყოთ თანმიმდევრული ხარისხი და მისი საიმედოობა. თუ კანაფს სამედიცინო მიზნებით მოიხმართ, მაშინ Mamba Negra CBG იდეალურია ვარიანტია. მისი დახმარებით შეძლებთ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი კანაფის მცენარისგან, ყოველგვარი “თრობის” (მაღალის) გარეშე.
ეფექტები, გემო და არომატი
ეფექტები: Mamba Negra CBG FEM 3X არა მხოლოდ კანაბინოიდების შემცველობით, არამედ ტერპენის მდიდარი პროფილითაც გამოირჩევა, რაც როგორც სენსორულ გამოცდილებას, ასევე თერაპიულ ეფექტებს აძლიერებს. მისი მოწევისას ნამდვილი ინდიკას გამოცდილებას იღებთ, თუმცა ამ შემთხვევაში თავიდან შეძლებთ სედაციის აცილებას, რაც მაღალი THC დონის მქონე შტამებს ახასიათებს. ამის ნაცვლად, ის უზრუნველყოფს გლუვ, დამამშვიდებელ შეგრძნებას, რომელიც სხეულს ამშვიდებს, ამცირებს დაძაბულოას და ხელს უწყობს სიმშვიდის მდგომარეობას. ხანგრძლივი და დამღლელი დღის შემდეგ განსატვირთად, ის იდეალური არჩევანია. CBG-ის არსებობა Mamba Negra CBG FEM 3X-ში აძლიერებს მის თერაპიულ პოტენციალს და გთავაზობთ ანთების საწინააღდეგო, ნეიროპროტექტორულ და სტრესის შემამსუბუქებელ სარგებელს. მისი მოხმარების შემდეგ, მომხმარებლები ხშირად აცხადებენ იმას, რომ თავს კონცენტრირებულად და მშვიდად გრძნობენ.
გემო და არომატი: შტამის გემოს პროფილი ძირითადად მიწიერია. მას თან ერთვის ფიჭვისა და ხის დახვეწილი ტონები, რომლის არსებობასაც ტერპენები – ალფა-პინენი და ჰუმულენი განსაზღვრავენ. ეს ტერპენები ხელს უწყობენ Mamba Negra CBG FEM 3X-ს დამამშვიდებელ და სტრესის შემამსუბუქებელ ეფექტებს. რაც შეეხება არომატს, Mamba Negra CBG მიწიერი და მცენარეული სურნელების ნაზავია, რომელსაც Linalool-ისა და Terpineol-ს მეშვეობით სანელებლებისა და ყვავილოვანი ტონები ემატება.
თუ გაწუხებთ სტრესი, შფოთვა ან თუ უბრალოდ დასვენება გსურთ, Mamba Negra CBG დაბალანსებულ გამოცდილებას შემოგთავაზებთ, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენ საჭიროებებს. ეს არ იქნება უბრალოდ კარგი შეგრძენება. ეს შტამი თავს უკეთ გაგრძნობინებთ, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად, იმ “მაღალი დონის” გარეშე, რასაც როგორც წესი კანაფის მოხმარება იწვევს.
Mamba Negra CBG FEM 3X გაზრდა
Mamba Negra CBG FEM 3X ადვილად გასაზრდელი შტამია. ის კარგად ერგება როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეს. მცენარე ინდიკა-დომინანტია რაც იმას ნიშანვს, რომ იზრდება კომპაქტური და გამძლე. ყვავილობის პერიოდი 8-დან 10 კვირამდე მერყეობს, რაც საშუალებას გაძლევთ მაღალი ხარისხის ფისოვანი კვირტები საკმაოდ სწრაფად მიიღოთ.
შიდა სივრცე: შიდა პირობებში ზრდისას, მაქსიმალური მოსავლიანობისთვის, რეკომენდირებულია ScrOG (მწვანე ეკრანი) მეთოდის გამოყენება. ეს ეტქნიკა გულისხმობს მცენარეების ჰორიზონტალურად განთავსებას ეკრანის გასწვრივ, რაც უზრუნველყოფს სინათლის თანაბარ გადანაწილებას და ხელს უწყობს ქვედა ტოტებს ზრდას. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია Mamba Negra CBG-სთვის, რადგან ის ხელს უწყობს კვირტების ზომისა და სიმკვრივის გაზრდას. შედეგად მიიღებთ კვირტების ერთიან ტილოს, რომელიც არა მხოლოდ გაზრდის მოსავლიანობას, არამედ გააუმჯობებს მოსავლის ხარისხს. შტამს ზრდისას ასევე ესაჭიროება მაღალი ხარისხის მცენარის განათება
გარე სივრცე: თუ მცენარეს გარეთ გაზრდას გეგმავთ გაითვალისწინეთ, რომ ეს შტამი კარგად ხარობს თბილ, მზიან კლიმატში. ამასთან ერთად, ის კარგად უძლებს ცივ ტემპერატურასაც. მცენარის პოტენციალის მაქსიმალურად გასაზრდელად რეკომენდირებულია უამრავი მზის შუქი და საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი. Mamba Negra CBG FEM 3X საკმაოდ მარტივად იზრდება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ რეგულარული გასხვლით შეგიძლიათ ჰაერის ნაკადი და სინათლის შეღწევადობა გააუმჯობესოთ. ეს კი მცენარის უკეთ დაეხმარება მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში, მცენარე ასევე იქნება დაცული ობისგან.
რჩევები მცენარის გასაზრდელად
წარმატებული კულტივირებისთვის გადამწყვეტია სათანადო გარემო პირობების შენარჩუნება. დღის განმავლობაში ტემპერატურა 20-დან 26 გრადუსამდე უნდა მერყეობს. ღამით შეგიძლია ტემპერატურა ოდნავ დაბლა დაწიოთ. გადამწყვეტია ტენიანობის დონეც. ვეგეტატიურ სტადიაზე ის 55%-60% უნდა იყოს, ყვავილობის პერიოდის დროს კი შეგიძლიათ 40%-მდე შეამციროთ. მოსავლის მოახლოვებასთან ერთად ტენიანობის დონე 30%-მდე უნდა იყოს. ეს უზრუნველყოფს კვირტების სწორად გაშრობას და ამასთან მათ მაქსიმალურად შეუნარჩუნებს სიძლიერეს.
რაც შეეხება საკვებ ნივთიერებებს, ვეგეტატიურ სტადიაზე Mamba Negra CBG-ს მიაწოდეთ აზოტით მდიდარი სასუქები. ეს ხელს შეუწყობს ძლიერი ღეროების და ფოთლების განვითარებას. ყვავილობის სტადიაზე გადასვლისას გადადით ფოსფორით მდიდარ საკვებ ნარევზე, რათა ხელი შეეწყოს კვირტების განვითარებას. არ დაგავიწყდეთ მცენარის ჩამორეცხვა სუფთა წყლით, მოსავლის აღებამდე ერთ ან ორი კვირით ადრე, რათა მას ზედმეტი საკვები ნივთიერებები მოაშოროთ. ეს უზრუნველყოფს უფრო გლუვ და სუფთა კვამლს.
ჰაერის ნაკადის და სინათლის შეღწევადობის გასაუმჯობესებლად რეკომენირებულია მცენარის რეგულარულად გასხვლა. ეს თავიდან აგაცილებთ მავნებლებს და დაავადებებს. ასევე უზრუნველყოფს ჯანსაღ და უხვ მოსავალს. სათანადო მოვლითა და ყურადღებით გარე სივრცეში შეძლებთ 600-700 გრამი მოსავალი მიიღოთ, თითო მცენარეზე. შიდა სივრცეში კი 300 გრ/მ2.
თუ ტერპენის პროფილის მაქსიმალურად გაზრდა გსურთ, რეკომენდირებულია გამოიყენოს ისეთი ხარისხის სუბსტრატები, როგორიცაა პერლიტი, ტორფი ან ქოქოსი. ისინი ხელს უწყობენ ტენის შენარჩუნებას და ფესვების სიჯანსაღეს. თუ Mamba Negra CBG-ს გარეთ ზრდით, აირჩიეთ მზიანი ადგილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მზის პირდაპირი სხივები, დღეში მინიმუმ 6 საათი. მზის საკმაო შუქის მიღება და შტამის გენეტიკური მდგრადობის ერთობლიობა ქმნის ძლიერ მცენარეს, რომელსაც შთამბეჭდავი მოსავლის მიღება შეუძლია.
Mamba Negra CBG FEM 3X თავისი ძლიერი გენეტიკით, ზრდის სიმარტივით და შთამბეჭდავი მოსავლიანობით ნამდვილად გამორჩეული კანაფის შტამია. ამ რჩევების გათვალისწინებით შეძლებთ მიიღოთ ამ შტამის სრული პოტენციალი, მისი მაღალი ხარისხის კვირტებით, რომლებიც ტერპენებითა და კანაბინოიდებით არის მდიდარი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.