Purple Lemonade Auto – 2Fast4Buds
Purple Lemonade Auto წარმოიქმნა კალიფორნიული ჯიშების ავტომოყვავილე ვერსიებთან შეჯვარებით. ამ ნაზავმა შექმნა მცენარე, რომელიც 70% ინდიკაა, 30%% კი სატივა. ის მშობელი მცენარეების საუკეთესო თვისებებს აერთიანებს. 2023 წელს 2Fast4Buds-მა ეს პოპულარული შტამი კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესა, რამაც მცენარე უფრო უხვმოსავლიანი გახადა. 25.5%-მდე გაიზარდა THC შემცველობაც.
ეფექტები, გემო და არომატი
ეფექტები: მცენარე ინდიკა დომინანტია, შესაბამისად გთავაზობთ სასიამოვნო “ამაღლებას” და სიმშვიდის გრძნობას. თავდაპივველი ეფექტები ამაღელვებელია, რამაც შეიძლება გამოიწვის სიცილის შეტევები. თანდათანობით დამამშვიდებელი ტალღა უფრო მეტად მოიცავს თქვენს სხეულს, თუმცა “ტახტზე ჩაკეტვის” და ძილიანბის გამოწვევის გარეშე. მაღალი THC შემცველობით, ეს შტამი შესაფერისია როგორც დღისით გამოსაყენებლად, ასევე ღამით.
არომატი და გემო: Purple Lemonade Auto გთავაზობთ მწარე ციტრუსის ტერპენების მომხიბვლელ ნაზავს, რომელიც ახლად გაწურულ ლიმონათს მოგაგონებთ. არომატი არის ტკბილი ციტრუსის და მჟავე ნოტების კომპლექსური ნაზავი, რომელიც ძლიერდება სურნელის შეღწევისას. კვამლის შესუნთვის დროს იგრძნობთ ცხარე ლიმონს გემოს ტკბილი და მჟავე ფონით. ამოსუნთქვისას კი ვითარდება ტროპიკული გემოები, რომელიც ლიმონათის გამაგრილებელ გემოს უზრუნველყოფს.
Purple Lemonade Auto გაზრდა
- იდეალურია LST (დაბალი სტრესის ვარჯიში) ტექნიკისთვის, მისი შესანიშნავი ინტერნოდალური მანძილის გამო.
- კარგად ერგება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეს.
- მოითხოვს მინიმალურ საკვებ ნივთიერებებს.
- კანაფის ჩარეცხვა – რეკომენდებული პერიოდი: მოსავლის აღებამდე ორი კვირით ადრე.
Purple Lemonade Auto-ს ყვავილობის დრო 9-10 კვირაა. ამ პერიოდის განმავლობაში, მცენარეებს უვითარდებათ ლამაზი, მეწამული კვირტები ღია მწვანე “შაქრის ფოთლებით” და ნარინჯისფერი ბუშტებით. კვირტებმა ასევე შეიძლება გაიჩინოს ვარდისფერი ტრიქომები, რაც მცენარეს უნიკალურ და თვალშისაცემ გარეგნობას ანიჭებს. მცენარის სიმაღლეს 80-130 სმ-ია. მოსავლიანობა შიდა პირობებში 550 გრ/მ²-მდე, გარეთ კი 300 გრ/მცენარეზე. ამ მცენარის მტკიცე სტრუქტურა , შესანიშნავი კვანძთაშორისი მანძილი და მრავალი სქელი გვერდითი ტოტები, მას იდეალურს ხდის დაბალი სტრესის ვარჯიშისთვის.
რჩევები მცენარის გასაზრდელად
- ვარჯიში: გამოიყენეთ დაბალი სტრესის ვარჯიშის ტექნიკა (LST) მცენარის სიმაღლის სამართავად და “ტილოების” განვითარებისთვის. ეს ხელს შეუწყობს მცენარეში სინათლის შეღწევადობას და ჰაერის ნაკადის გაზრდას, რაც კვირტების უკეთ განვითარებაში დაეხმარება.
- საკვები ნივთიერებები: მიუხედავად იმისა, რომ ამ შტამს შეუძლია კარგად გაიზარდოს მინიმალური საკვები ნივთიერებებით, სჯობს რომ გამოიყენოთ მაღალი ხარისხის საკვები ნივთიერებები. დაიცავით კვების დაბალანსებული გრაფიკი და ზრდის ეტაპების შესაბამისად, მცენარის საჭიროებებზე დაყრდნობით შეცვალეთ საკვები ნივთიერებების დონე.
- მორწყვა: დაიცავით მორწყვის თანმიმდევრული გრაფიკი, რათა ნიადაგმა მორწყვებს შორის გამოშრობა მოასწროს. თავიდან აიცილეთ მცენარის ზედმეტად მორწყვა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფესვების ლპობა.
- განათება: მიუხედავად იმისა მცენარე შიდა სივრცეში იზრდება (ხელოვნური განათების ქვეშ) თუ გარე სივრცეში (ბუნებივი განათების ქვეშ) დარწმუნდით, რომ მცენარეები იღებენ საკმარის შუქს. სათანადო განათება გადამწყვეტია მაქსიმალური მოსავლიანობისთვის და ფისის წარმოებისთვის.
- ტემპერატურა და ტენიანობა: შეინარჩუნეთ ტემპერატურა 20-28°C ფარგლებში და შეინარჩუნეთ ტენიანობის ზომიერი დონე. ყვავილობის პერიოდში დაბალი ტენიანობა ხელს უწყობს ობის თავიდან აცილებას.
- ჩარეცხვა: მოსავლის აღებამდე ორი კვირით ადრე გამორეცხეთ მცენარეები ჩვეულებრივი წყლით, რათა ზედმეტი საკვები ნივთიერებები მოაცილოთ და გააუმჯობესოთ კვირტების გემო და არომატი.
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.