სახელმძღვანელოები

როდის უნდა ავიღოთ მარიხუანას მოსავალი

rodis-unda-avigot-marixuanas-mosavali

 

rodis-unda-avigot-marixuanas-mosavali

როდის უნდა ავიღოთ მარიხუანას მოსავალი

არსებობს რამდენიმე განსხვავებული გზა, რომელთა დახმარებითაც შეიძლება მივხვდეთ თუ როდის არის თქვენი მარიხუანა მოსაკრეფად მზად. ერთ-ერთი მეთოდი კი სხვა დანარჩენებისგან სიზუსტით ბევრად განსხვავდება.

მოსავლის აღების დრო საგრძნობლად მოქმედებს ნაყოფის გემოზე, არომატსა და ეფექტზე. შეგვიძლია ეს ყველაფერი ღვინოსაც შევადაროთ. რაც უფრო გვიან მოვკრეფთ ყურძენს, მით უფრო მეტი შაქარი ექნება შემცველობაში და უფრო ალკოჰოლური იქნება.

თუ მარიხუანას მოსავალს ცოტათი ადრე ავიღებთ, მას გემო და ეფექტი შედარებით უფრო მსუბუქი ექნება. თუ მარიხუანას მოსავლის აღებას დავაგვიანებთ მას ძალიან მძიმე გემო ექნება და მათრობელა ეფექტიც ბევრად უფრო გაუძლიერდება.

გამოცდილებასთან ერთად კი უფრო უკეთ მიხვდებით, თუ კონკრეტულად როდის სჯობს ნაყოფის აღება. ამ პატარა წიგნში გიამბობთ სხვადასხვა მეთოდებს, რომლის მიხედვითაც მიხვდებით თუ როდის არის მარიხუანას მოსავალი ასაღებად მზად.

ყვავილობის პერიოდში მცენარეს უნდა დააკვირდეთ, კვირტების, ფოთლებისა და ფისის ფერს.

rodis-unda-avigot-marixuanas-mosavali

კვირტი

მარიხუანს მოსავლის აღება ყვავილობის ფაზიდან გამომდინარე

მას შემდეგ, რაც მარიხუანა ყვავილობას დაიწყებს, გარკვეული დროის გასვლაა საჭირო, სანამ მოსავალს აიღებთ. სახეობების მიხედვით ეს დრო განსხვავდება, თუმცა ძირითადად ერთ დასკვნამდე მივდივართ

rodis-unda-avigot-marixuanas-mosavali

ფაზა

ინდიკა: ყვავილობის ფაზის დაწყებიდან
8 კვირის გასვლაა საჭირო მანამ, სანამ
მოსავალს აიღებთ. თუ ოთახის გარეთ
ზრდით, ნაყოფი სექტემბრის ბოლოს მზად
იქნება
სატივა: სატივას გრძელი ყვავილობის
პერიოდი აქვს, ძირითადად 12 კვირა, მაგრამ
არსებობს სწრაფი ტიპის ჯიშები, რომლებიც
9-10 კვირაში უკვე მზად არიან.
ინდიკა & სატივა
rodis-unda-avigot-marixuanas-mosavali

ინდიკა

თუ თესლს ინტერნეტით უკვეთავ, ყოველთვის უნდა შეამოწმოთ ყვავილობის პერიოდის ხანგრძილოვობა. გარეთ დარგული სატივას ნაყოფი დაახლოებით ოქტომბრის ბოლოსთვის არის მზად

ავტომოყვავილე: არ არის დამოკიდებული სინათლის ციკლზე და ის თავისით ყვავილობს. ის ამოსვლიდან 10 კვირაში არის მზად.

ეს მეთოდი არც ისე ზუსტია, მაგრამ მშვენიერი დასაწყისია იმის მისახვედრად , თუ როდის დგება მოსავლის აღების პერიოდი. სხვა, უფრო ზუსტი მეთოდებიც არსებობს იმის მისახვედრად, თუ როდის არის თქვენი მარიხუანას ნაყოფი მოსაკრეფად მზად.

მოსავლის აღება ბუტკოზე დაკვირვებით

კვირტების სიმწიფის დასადგენად ყველაზე მარტივი გზა ბუტკოს შემოწმებაა. თუ კვირტები ახლა ჩნდება და თეთრი შეფერილობისაა, მას ყვავილობის მეოთხე კვირას გადაუვა ფერი. თუ ბუტკოების უმეტესობა თეთრი ფერისაა, მარიხუანა ჯერ კიდევ არ არის მზად. კვირტებს კიდევ სჭირდებათ დრო მასისა და THC-სთვის მოსამატებლად. თუ ყველა კვირტი მოყავისფრო-მოწითალოა, ესეიგი უკვე დააგვიანეთ და თქვენი მარიხუანას ხარისხი ძალიან სწრაფად მცირდება. ამიტომ მოსავალი ამ ორ პერიოდს შორის უნდა აიღოთ.

არსებობს სტანდარტული წესები:

გაყავისფრდა ბუტკოების 0-49% – ჯერ არ არის მზად
გაყავისფრდა ბუტკოების 50-70%– მზად არის
თუმცა თავისი მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია და მასას კიდევ მოიმატებს გაყავისფრდა ბუტკოების 70-90% – მცენარემ მიაღწია თავის მაქსიმუმს და მზად არის მოსავლის ასაღებად.
გაყავისფრდა ბუტკოების 90-100% – მოსავლის აღება დაგვიანებულია გემოც და ნარკოტიკული ეფექტიც გამძაფრებულია სასწრაფოდ აიღეთ მოსავალი.

rodis-unda-avigot-marixuanas-mosavali

მოსავლის აღება ბუტკოზე დაკვირვებით

პირადად მე, პირადი მოხმარებისთვის მოსავალს ვიღებ მაშინ, როცა ბუტკოს 2/3 ყავისფერია. როდესაც ყავის მაღაზიისთვის ვზრდი მას, მოსავალს ვიღებ როცა 80% გაყავისფრდება, რადგან ამ დროს კვირტებს შედარებით უფრო ძლიერი ეფექტი აქვს. თავად უნდა გაარკვიოთ, თუ რა გირჩევნიათ.

ყველა ეტაპზე ცოტ-ცოტა უნდა მოკრიფოთ და ერთმანეთს შეადაროთ. დილით მაგალითად ნორჩი კვირტები მირჩევნია, რომელიც ხასიათს მიმაღლებს, მაგრამ 100% ყავისფერი ბუტკოს კვირტები მშვენიერია გრძელი, სტრესული დღის შემდგომ, გააჩნია ადგილსა და გარემოებას.

მოსავლის აღება ფისზე დაკვირვებით

როდესაც კვირტის ფისს გამადიდებელი შუშით დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ წვეთები ყვავილობის პერიოდის სხვადასხვა ფაზაზე სხვადასხვა ზომისაა. თავიდან ისინი ცოტათი დეფორმირებულები არიან, მაგრამ მოგვიანებით მრგვალდებიან და ქარვის ფერს იღებენ.

როგორც კი ფისის უმეტესი ნაწილი მომრგვალდება და წებოვნებას შეიძენს, მცენარე მწიფეა. ამის შემდგომ ტრიქომები ჟანგბადს უკავშირდებიან და ქარვის ფერს იღებენ.

ამ მომენტიდან იწყება ხარისხის გაუარესება. დაუყოვნებლივ აიღეთ მოსავალი როგორც კი ბევრ ქარვისფერ ფისს შენიშნავთ კვირტზე.

rodis-unda-avigot-marixuanas-mosavali

ტრიქომები

სუფთა ტრიქომები – მცენარე მომწიფების ეტაპზეა, თუმცა მოსავლის აღება უკვე შეგიძლიათ
რძისებრი ტრიქომები – მცენარემ თავის პიკს მიაღწია, იდეალური დროა მოსავლის ასაღებად
ქარვისებრი ტრიქომები – მცენარე გასცდა თავის პიკს, ნუღარ დაუცდით, აიღეთ მოსავალი.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ყოველი ეტაპი მცენარეს საკუთარ ეფექტსა და არომატს სძენს. ბუტკოზე დაკვირვებაც კარგია, მაგრამ თუ გამადიდებელი გაქვთ, უმჯობესია ფისზე დაკვირვება .

როდის იკლებს მარიხუანას ხარისხი?

თუ თქვენს მცენარეს გადაამწიფებთ, მისი ხარისხი შემცირდება. კვირტები აღარ გაიზრდება , სურნელი დაიკარგება , გემო დაუმძიმდება და გაუძლიერდება ნარკოტიკული ეფექტი.

დიდხანს მოცდას არ აქვს არანაირი უპირატესობა. აი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები, რაც კანაფის გადამწიფებაზე მიუთითებს.

მთლიანად წითელი ბუტკოები, კვირტების შეშუპება და ღეროების გაგანიერება. ყავისფერი ფისი.

თუ რომელიმე ეს ნიშანი შეამჩნიეთ , მაშინვე აიღეთ მოსავალი.

წყარო: რობერტ ბერგმანი

კომენტარის დატოვება