VII თავი – სასუქები / როგორ გავზარდოთ მარიხუანა პროფესიონალურად

საუკეთესო საკვები ნივთიერებები ჰიდროფონური სისტემისთვის

თქვენ უკვე იცით, რომ მარიხუანას შიდა ზრდას აქვს უფრო მეტი უპირატესობა. განათება, წყლის სისტემა და ჰაერის ცირკულაცია ქმნის საუკეთესო გარემოს თქვენი მცენარეებისთვის. 

რომ აიყვანოთ მარიხუანას ზრდის ტექნიკა პროფესიონალურ დონეზე, ჩვენ განვიხილავთ მთავარ იდეებსა და საუკეთესო პრაქტიკებს საკვები ნივთიერებების შესახებ, თქვენი ჰიდროფონიკისთვის.

როგორც უკვე ბევრჯერ ავღნიშნეთ, მცენარეს ესაჭიროება განათება, წყალი და საკვები ნივთიერებები, რომ გაიზარდონ და აყვავდნენ. რაც უფრო უკეთესად ზრუნავთ მათზე, მით უკეთ დაგასაჩუქრებენ ისინიც. არის რამდენიმე პრინციპი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ საკვები ნივთიერებების გამოყენებისას. სასუქის გამოყენებით შეიძლება მიაღწიოთ ჯანსაღ და მოსავლიან მცენარეს, უარეს შემთხვევაში კი გამხმარ მცენარეს ან ბევრად ნაკლებ მოსავალს. ამიტომ საჭიროა საკვები ნივთიერებების ბალანსის დაცვა. გამონათქვამი „რაც მეტი, მით უკეთესი“ ამ შემთხვევაში არ ვრცელდება.

საკვები ნივთიერებები უნდა დაამატოთ წყალში, ამიტომ ჰიდროპონული სისტემის მოწყობა პირველი ნაბიჯია.

მცენარის გაზრდის ერთადერთი შანსი საკვები ნივთიერებების გარეშე- არის ნიადაგი (უკეთეს შემთხვევაში ღია ცის ქვეშ)

მცენარისთვის საკვები ნივთიერებების მიღება სავსებით ნორმალურია, ამიტომ მისი სწორი მიწოდება მოგცემთ არა მხოლოდ უკეთეს მოსავალს, არამედ საფუძველიც არის მცენარის გადარჩენისთვის.

რა არის ჰიდროფონიკის საკვები ნივთიერებები?

პირველ რიგში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მოგყავთ მარიხუანა, მებაღეობის ძირითადი წესები მასზეც ვრცელდება, რაც გულისხმობს, რომ, მარიხუანაც ზუსტად ისეთივე მცენარეა, როგორიც სხვა მცენარეები. ყოველ მათგანს ესაჭიროება ერთი და იგივე რესურსები ზრდისა და აყვავებისთვის, განსხვავება მხოლოდ თქვენი ჩართულობა და ინვესტიციაა. რადგან ეს შეიძლება იყოს თქვენი ბიზნესი, თქვენ ბევრად მეტ ინვესტიციას დებთ (ფინანსურად და ემოციურად) ვიდრე უმეტესობა მოყვარული მებაღეებისა. ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად გაიგეთ და დატკბით მოგებით.

სამი მთავარი საკვები ნივთიერება თქვენი მცენარისთვის:

სასუქის ეტიკეტებზე დატანილი იქნება მარკირება N-P-K-სთან მიმართებაში, მაგალითად: 10-5-5, რაც ნიშნავს 10% აზოტი, 5% ფოსფორი და 5% კალიუმი. აზოტი ხელს უწყობს მცენარის ზრდას, ფოსფორი – ფესვებისა და კვირტების ზრდას, ხოლო კალიუმი – ფესვების ზრდასა და ფოტოსინთეზს.

ძირითადი წესები: საჭიროა, რომ კალიუმის შემცველობა იყოს მაღალი, ხოლო ფოსფორის საშუალო ან მაღალი, ისევე როგორც ვეგეტატიურ, ასევე  ყვავილობის პერიოდში, აზოტის შემთხვევაში კი პირიქით – ვეგეტატიურ პერიოდში უნდა იყოს  მაღალი, ხოლო ყვავილობის დროს დაბალი.

თქვენ იყენებთ ჰიდროფონიკის საკვებ ნივთიერებებს ზოგადი მიზეზების გამო, პირველ ეტაპზე  (ვეგეტატიური). როცა მცენარე იწყებს ყვავილობას, თქვენ უნდა გადახვიდეთ საკვებ ნივთიერებეზე, რომელიც შეიცავს ნაკლებ აზოტს, მისი გამოყენება დაიწყეთ მაშინ, როდესაც მცენარეს უყალიბდება კვირტები. როცა კალიუმის შემცველობა მატულობს, იზრდება კვირტის წონა, ხოლო ფოსფორი, ზრდის ყვავილის რაოდენობას. მეტი აზოტის შემცველობა აყოვნებს კვირტების ზრდას და მათ უცნაურ გემოს აძლევს.

მეორე რიგის საკვები ნივთიერებებია – გოგირდის, კალციუმისა და მაგნიუმის მინერალები ან საკვები მიკრო ელემენტები. ჰიდროფონიკის გამოყენების დროს აუცილებლად დაამატეთ ეს საკვები ნივთიერებები წყალში, რადგან  ისინი ბუნებრივად გვხვდება ნიადაგში.

რჩევა I
დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ თქვენი ჰიდროპონიკის სისტემის pH (მჟავიანობა). ეს დიდწილად განსაზღვრავს  თქვენს მცენარეს რეალურად შეუძლია თუ არა შეიწოვოს საკვები ნივთიერებები წყლიდან.

ჰიდროპონიკის სისტემებისთვის საუკეთესო pH 5,5-დან 6.5-მდეა. ბევრი რეგულაცია არ არის საჭირო, როდესაც pH 5-დან 7-მდეა.

მარიხუანას ორგანულად გაზრდა

როგორც უკვე ავღნიშნეთ: ნებისმიერი მცენარისთვის საჭიროა საკვები ნივთიერებები. თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ მარიხუანას კულტივაცია, თქვენ უნდა მისცეთ თქვენს მცენარეს ყველა საკვები ნივთიერება, რაც მათ სჭირდებათ.  დაფიქრდით, გსურთ გამოიყენოთ ქიმიური თუ ორგანული  საკვები ნივთიერებები ჰიდროპონიკისთვის.

ორგანული საკვები ნივთიერებების გამოყენება შესანიშნავი იდეაა, როდესაც მცენარე იზრდება მიწაში, განსაკუთრებით კომპოსტირებულსა და საკვები ნივთიერებებით გაჯერებულ ნიადაგში, ეს კვირტებს ჩამოუყალიბებს არაჩვეულებრივ გემოსა და არომატს.

რჩევა II
შენი ჰიდროპონული ზრდის სისტემა  დელიკატურია და ორგანული კომპონენტების შემოტანამ შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები ან ინფექციები. უმჯობესია გამოიყენოთ ქიმიური საკვები ნივთიერებები.

ჰიდროპონიკის ქიმიური  საკვები ნივთიერებები ზრდის კვირტის პოტენციას და მცენარე გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ასევე ამ საკვებ ნივთიერებებს მცენარე უფრო მარტივად შთანთქავს.

არ აქვს მნიშვნელობა, სასუქის რომელი ბრენდის ყიდვა გადაწყვიტეთ. ყოველთვის  დარწმუნდით, რომ თქვენ იყიდეთ სწორი საკვები ნივთიერებები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ გამოიყენოთ ერთი და იგივე ტონიკი ნიადაგისა და ჰიდროპონიკისთვის – თქვენი სისტემის მიხედვით გამოიყენეთ შესაბამისი საკვები ნივთიერებები. 

ხსნარი საკვები ნივთიერებების დაბალი შემცველობით არის დანამატი და არა ძირითადი საკვები. არ გამოყენოთ დანამატი არ დაწვათ მცენარე ზედმეტი დოზით.

რჩევა III
როცა ყიდულობთ ქიმიურ საკვებ ნივთიერებებს, თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ, თუ რომელი სასუქი სჭირდება თუნდაც პომიდორს ჰიდროპონიკაში.😊

როგორ გამოვიყენოთ ჰიდროფონიკის სასუქი

ახალი საკვები ნივთიერებების მიღების დაწყებისას, ყოველთვის გამოიყენეთ რეკომენდირებული დოზის ნახევარი. გაზარდეთ დოზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს შეეტყობა უფერულობა, ეს იმის ნიშანია, რომ საკვები ნივთიერებების შემცველობა, წყალში დაბალია. როგორც წესი, საკვები ნივთიერებების მწარმოებლების მიერ დაწესებული დოზა ზედმეტია თქვენს მიერ დათესილი მარიხუანასთვის. ბევრი, უკეთესს არ ნიშნავს სასუქთან მიმართებაში, თქვენმა მცენარემ შეიძლება მიიღოს ზედმეტი დოზა და დაავადდეს.

ზედმეტი დოზა მცენარეს წვავს, კვირტები წყვეტს ზრდას, მცენარეს დაკრავს ქიმიური გემო და საბოლოოდ იღუპება.

რჩევა IV
გამოიყენეთ PPM (parts per million)საზომი.  PPM-ი ნიშნავს ერთი მილიონიდან. 1 PPM არის ერთი გრამი რაიმე ნივთიერება ერთ ლიტრ წყალში. PPM განსაზღვრავს მინერალებისა და საკვები ნივთიერებების რაოდენობას წყალში.  5-დან 7-მდე PPM-ის მაჩვენებელი იდეალურია მცანარისთვის.

გახდი პროფესიონალი ჰიდროფონიკასთან ერთად

ჰიდროფონიკის გამოყენება, სწორი წყლისა და საკვები ნივთიერებების სისტემის შექმნაა, ეს განასხვავებს პროფესიონალს დამწყებისგან. ჰიდროფონიკის ზრდის სისტემა შეიძლება გახდეს თქვენი უკეთესი მოსავლიანობის გარანტი.

რჩევა V
წყლის ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 15°c-დან 20°c-მდე როცა მუშაობთ საკვები ნივთიერებებით.

VIII თავი – მცენარის მოვლა – ვეგიტაცია

კომენტარის დატოვება