ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდი რაოდენობით იხდის ის ხალხი ციხეში სასჯელს, ვინც სულ მცირე ოდენობით მარიხუანას შენახვისთვის დაიჭირეს, იმ შტატებშიც კი სადაც რეკრეაციული მარიხუანა ლეგალურია, თუმცა ძველი ნასამართლეობების გამო ამ ფაქტს არ ითვალისწინებენ.
ეს ფაქტი ემსახურება იმ პატიმრების ინტერესს, რომლებსაც უკვე ციხეში მჯდომებს აღმოუჩენენ ცოტაოდენ მარიხუანას, რამაც შეიძლება მათი სასჯელისთვის რამოდენიმე წლის დამატება გამოიწვიოს და შესაბასიდამ ყველა პატიოსან გადასახადის გადამხდელს მოუწევს თავისი ფულით არა მოძალადე პატიმრის შენახვა.
კალიფორნიის შტატმა გადადგა პირველი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ციხეში მჯდომი ადამიანების უფლებები იყოს დაცული. მიუხედავად იმისა რომ მარიხუანის მოხმარება ციხეში არაკანონიერია, თუმცა მესამე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა რომ სულ ცოტაოდენი რაოდენობით მისი შენახვა ყველა პატიმარს შეუძლია, იმავე რაოდენობით რამდენის უფლებაც ნებისმიერ კალიფორნიაში მცხოვრებს აქვს 2016 წელს მიღებული კანონის თანახმად.
ამ საკითხის განხილვა დაიწყო იმის შემდეგ რაც საკრამენტოს ერთ-ერთი ციხის 5 პატიმარს მარიხუანა აღმოუჩინეს. კალიფორნიის შტატმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის მარიხუანის ფლობის უფლების მიცემა გამოიწვევდა პრობლემებს და გაუჭირდებოდათ ციხეებში კონტროლის შენარჩუნება
სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ არ გაითვალისწინა შტატის მოსაზრება. სახალხო დამცველის ასისტენტმა დევიდ ლინჩმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება თავიდან აარიდებს პატიმრებს სასჯელზე წლების დამატებისგან, მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სულ მცირეოდენ მარიხუანას ფლობს, ეს ხელს შეუწყობს ციხეებში გადატვირთულობის შემცირებას და შტატს ბევრ ფულს დააზოგინებს.
ხმის მიმცემებმა ნათელი მოფინეს ფაქტს, რომ მათ არ სურთ შტატმა ფინანსები დახარჯოს მათ შესანახად ვინც გასამართლებული იყვნენ 28 გრამზე ნაკლებ მარიხუანას შენახვისთვის და ზოგადად არ სურთ რომ ამ რაოდენობის მარიხუანის შენახვა მოქალაქეებისთვის დაკავების მიზეზი გახდეს.
თუმცა ამის მიუხედავად ციხის ადმინისტრაციას კვლავ ექნება საშუალება რომ დასაჯოს პატიმრები მარიხუანას შენახვისთვის. იქნება ეს ფულადი ჯარიმა თუ რაიმე პრივილეგიების გაუქმება კონკრეტული პატიმრისთვის.
კანაფის როლის შესახებ ციხეებში უკვე გლობალური მასშტაბით ლაპარაკობენ. მარტში ბრიტანელმა ექიმმა ღიად ისაუბრა მარიხუანის პატიმრებისათვის წვდომაზე, რათა შემცირდეს სიკვდილიანობა სინთეთიკური პროდუქტების მიღებისგან, როგორიცაა მაგალითად სპაისი. სინთეთიკური მარიხუანა ასევე დიდი პრობლემაა აშშ-ს ციხეებში. ლუიზიანის შტატის ერთ-ერთი ციხეში ბადრაგი დააკავეს, საჭმელში ჩუმად ნარკოტიკების შეტანის ბრალდებით, რათა შემდგომ პატიმრებისთვის მიეყიდა.
მარიხუანის ციხეში მოხმარების შესახებ ბოლო ხანებში ბევრი და დიდი დებატი იმართება, განსაკუთრებით კი სამედიცინო საჭიროების ან რელიგიური შეხედულებების შემთხვევაში. ამ დებატებს სათავეში უდგას რასტაფარიანების საზოგადოება- გასულ წელს სამხრეთ კაროლინას ერთ-ერთი ციხის პატიმარმა სასჯელაღსრულების დეპარტამეტს უჩივლა თავისი რელიგიის პრინციპების არ გათვალისწინებისთვის და შეურაცყოფისთვის, კერძოდ კი დრედების შეჭრის იძულებისა და ციხეში მარიხუანას მოხმარების შეზღუდვის გამო.