სახელმძღვანელოები, ცხოვრების სტილი, ჯანმრთელობა

კანაფის საჭმელები

marixuanas-sachmelebi-receptebi

კანაფის დახმარებით დაამზადეთ თქვენი საყვარელი საჭმელები

საკვები მარიხუანა არამხოლოდ ძლიერი, არამედ წარმოუდგენლად მოსახერხებელიც გახლავთ. მისი წაღება ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი და ბევრისთვის მოხმარების ყველაზე სიღრმისეულ, ძლიერ ეფექტად ითვლება. გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ საკვები შედარებით ძვირი ჯდება და ბევრი ისეთი ინგრედიენტით შეიძლება იყოს გადატვირთული, რომლის მიღებაც არ გსურთ. ეს ელექტრონული წიგნი გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ საკუთარი მარიხუანას საჭმელები, რომელიც არ შეიცავს არაფერს ისეთს, რისი მირთმევაც თავად არ გსურთ.

 

rogor-movamzadot-sachmeli-marixuanasgan

როგორ მოვამზადოთ საჭმელები მარიხუანასგან


როგორ მოვამზადოთ საჭმელები მარიხუანასგან

მარიხუანათი მსოფლიოში ძლიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, თუმცა მისი მოწევა ყველას არ სურს, ზოგისთვის მისი მიღების ეს მეთოდი მიუღებელია. მარიხუანას კვამლი შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი იყოს.

ახლა, დიდი ალბათობით გინდათ მოიყვანოთ ძლიერი , მაღალი ხაირსხის კანაფი, თუმცა მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ, რომ მარიხუანაში არსებული THC ზუსტად მაშინ უნდა გაააქტიუროთ, როდესაც მის მოხმარებას აპირებთ. THC ძირითად შემთხვევებში მცენარის მოწევისას ან დაწვისას მყისიერად აქტიურდება, თუმცა მარიხუანას საჭმელებსა და ნაყენებში მისი გააქტიურება განსხვავებულ პროცესს მოითხოვს.

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე საინტერესო მეთოდი, რომლის დახმარებითაც შეგიძლებთ
მიიღოთ ძლიერი სიამოვნება და გააცნობიეროთ, თუ რა დაგიჯდებათ ეს ყველაფერი. არაფერი სჯობს კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და იმ სასიამოვნო განცდას, რაც დანახარჯებს ზოგავს. მოდით დავიწყოთ იმის სწავლა, თუ როგორ უნდა შექმნათ საოცარი მარიხუანას საკვები, რომელიც თქვენი სასურველი ინგრედიენტების მიხედვით იქნება შექმნილი.

 

რატომ უნდა დავამზადოთ მარიხუანას საკვები?

ხალხს რამდენიმე მიზეზის გამო სურს მარიხუანას ჭამა. ზოგს უბრალოდ ეს მეთოდი ურჩევნია მოწევას, ზოგმა მარიხუანას მოხმარების ყველა მეთოდი შეისწავლა და ახალი გამოცდილების მიღება სურს, ზოგმა კი იცის თუ როგორი ძლიერი ეფექტი აქვს მარიხუანას შემცველ საჭმელებს. მაგალითად, მარიხუანას ამ გზით გამოყენების დროს, ეფექტი ბევრად უფრო დიდხანს გრძელდება და თანდათანობით ნელ-ნელა იზრდება.

marixuanas-sakvebi

რატომ უნდა დავამზადოთ მარიხუანას საკვები?


თუ მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის იყენებთ, ამ დროს საჭმლის სახით მიღება საუკეთესო ვარიანტია. ჭამის დროს მარიხუანა არა პირდაპირი, არამედ საჭმლის მომნელებელი სისტემის გზით ხვდება თქვენს ორგანიზმში, ეს კი სრულიად განსხვავდება იმ რეაქციისგან, რომელსაც მარიხუანას მოწევის დროს განვიცდით.

როდესაც მარიხუანას საკვებში შეურევთ, ის უფრო მეტ ფიზიკურ გავლენას მოახდენს როგორც თქვენს გონებაზე, ასევე თქვენს სხეულზეც. ნაცვლად ჩვეულებრივი ფსიქოაქტიური რეაქციისა, რომელსაც მარიხუანას სხვა გზით მოხმარების შედეგად განიცდით, მარიხუანას საჭმელები ბევრად უფრო დიდხნიან ეფექტს გაძლევთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიღებული საკვებიდან გამომდინარე აკონტროლოთ კაიფის დონე, იყოთ უფრო აქტიური და რიგ შემთხვევებში მანქანის მართვაც კი უპრობლემოდ შეძლოთ.

 

მარიხუანას საკვები ზეთის დამზადება

marixuanas-zeti

მარიხუანას საკვები ზეთის დამზადება

სიბიდი ზეთის დასამზადებლად სპეციალური ხელსაწყოები დაგჭირდებათ. ისინი გაგიმარტივებენ საქმეს და დაგიზოგავენ საკმაოდ დიდ დროს. რაც უფრო მეტად იქნებით მომზადებული შესაბამისი ტექნიკით, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ საბოლოოდ. შეგიძლიათ მომზადების სავარაუდო დროდ 8 საათი მიიჩნიოთ.

ასევე უნდა გახსოვდეთ ის ფაქტიც, რომ მარიხუანას ზეთი იაფი ნამდვილად არ ჯდება და მის მომზადებას საკმაოდ დიდი რაოდენობით მარიხუანა სჭირდება. ზეთის მომზადებას საკმაოდ დიდი საწყისი ხარჯი აქვს.

მარიხუანას კულინარიული ზეთის რეცეპტი

მარიხუანას საკვები ზეთის ბევრი ვარიაცია არსებობს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რისთვის აპირებთ მის გამოყენებას. აქედან გამომდინარე უნდა ავირჩიოთ ის ზეთი, რომელსაც გამოვიყენებთ. ყველა ზეთი სითბოზე სხვადასხვაგარად მოქმედებს, ამან კი შესაძლოა THC გამოვლენას ხელი შეუშალოს. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია ქოქოსის ზეთი, ის შეიცავს დიდი ოდენობით ცხიმს, რაც მას სრულყოფილად ათავსებს THC სთან. გარდა ამისა, შესაძლოა გამოიყენოთ კანოლას ან ყურძნის წიპწის ზეთი.

მოწყობილობები:

  • ელექტრო ქვაბი ან ნელი გაზქურა
  • საწური
  • ნებისმიერი ტიპის საფქვავი

marixuanas-zetis-recepti

მარიხუანას კულინარიული ზეთის რეცეპტი

ინსტრუქციები:

ნაბიჯი 1

დაფქვით მარიხუანა წმინდად. გახსოვდეთ, რომ ზეთის მოსამზადებლად შეგიძლიათ ნებისმიერი ნაწილი გამოიყენოთ, ან თუნდაც მთლიანი მცენარე.

ნაბიჯი 2

შეურიეთ მარიხუანას ზეთი 1:2 შეფარდებით, თუმცა ამ თანაფარდობის დაცვა არ არის აუცილებელი. შესაძლებელია მეტი ოდენობის მარიხუანას შერევაც.

ნაბიჯი 3

გააცხელეთ მარიხუანა და ზეთი ერთად, რათა მარიხუანა დაიშალოს. ეს ყველაფერი დაბალ
ტემპერატურაზე უნდა მოხდეს. THC-ის გააქტიურებას რამდენიმე საათი სჭირდება. ეს ყველაფერი დაბალ ტემპერატურაზე უნდა მოხდეს, რათა არ დაზიანდეს აქტიური ინგრედიენტები. თუ ორმაგ ბოილერს იყენებთ სჯობს ინგრედიენტები დაბალ ცეცხლზე 6-8 საათის განმავლობაში ხარშოთ.

დროდადრო საჭიროა მორევაც. ქვაბში მოხარშვის დროს საჭიროა 3 საათით ხშირი მორევა, რათა ნაზავი არ დაიწვას. დაწვის შანსების თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ ქვაბში ცოტაოდენი წყალი დაამატოთ. ელექტრო-ქვაბში მომზადების დროს პროცესს შესაძლოა დასჭირდეს 6 საათიდან 3 დღემდე დროც კი

ნაბიჯი 4

გადაწურეთ ზეთი საცერის დახმარებით და მოაშორეთ ზეთს მცენარის დარჩენილი
ნაწილები. მარიხუანას კულინარიული ზეთი ვარგისიანობას შეინარჩუნებს როგორც მინიმუმ 2 თვის განმავლობაში. ამისათვის საჭიროა, რომ ის გრილ ადგილას შეინახოთ. ყოველთვის ეცადეთ, რომ მარიხუანას ზეთი მაღალ ტემპერატურაზე არ მოხარშოთ, რათა მისი დაწვა თავიდან აიცილოთ და დარწმუნდეთ, რომ მასში THC კარგად გააქტიურდება. ასევე არასდროს მოხარშოთ ზეთი მიკრო ტალღურ ღუმელში . ზეთის დასამზადებლად ერთადერთი რეკომენდირებული გზა დაბალ ტემპერატურაზე მომზადებაა

 

მარიხუანას (კანაფის) კარაქი

იცოდით, რომ შეგიძლიათ კანაფის კარაქიც მოამზადოთ? თუ არ იცოდით, ახლა გეტყვით, რომ კარაქის სახითაც შეგიძლიათ მიირთვათ მარიხუანა და მიიღოთ სიამოვნება მისი ეფექტით. ზუსტად ისე, როგორც ზეთის შემთხვევაში, კარაქის დამზადების დროსაც უნდა დარწმუნდეთ, რომ THC დაწვის გარეშე მოახერხებს გააქტიურებას.

უნდა გესმოდეთ, რომ მარიხუანას კარაქის მომზადებას მის მოწევაზე ბევრად უფრო დიდი დრო სჭირდება, თუმცა ასევე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მარიხუანას კარაქის მირთმევის დროს მის ყველა სასარგებლო თვისებას ერთდროულად მიიღებთ.

marixuanas-kanafis-karaqi

მარიხუანას-კანაფის კარაქი

მაგალითად, მარიხუანას მოწევის დროს მის ეფექტს ბევრად უფრო სწრაფად იგრძნობთ, თუმცა მისი სრული პოტენციალის გამოსავლენად ბევრად უფრო მეტი დროა საჭირო. ამიტომ სასურველია მარიხუანას კარაქი ნელ-ნელა მიიღოთ, სანამ არ გააცნობიერებთ თუ რა რაოდენობის მიღების დროს აღწევთ თქვენთვის სასურველ შედეგს. რეკომენდირებულია, რომ ჭამის პერიოდებს შორის გამოყოთ 45 წუთი, რათა გააცნობიეროთ თუ როგორ იმოქმედებს მიღებული პროდუქტი თქვენს გონებასა და სხეულზე. ამ გზით გეცოდინებათ თუ რამდენის მოხმარება გსურთ თქვენთვის სასურველი და ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.

მარიხუანას კარაქის მომზადებისთვის საჭირო დრო და ხარჯები

მარიხუანას კულინარიული ზეთისგან განსხვავებით, კარაქის მომზადებას ბევრად ნაკლები
დრო სჭირდება. დაახლოებთ 30 წუთი. ასე, რომ თუ ბევრი დრო არ გაქვთ, ეს იდეალური
არჩევანი იქნება თქვენთვის. მის მომზადებას შესაძლოა არ სჭირდება დიდი დრო, თუმცა
ბევრად უფრო ხარჯიანია. თუ ეს თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ რეცეპტს.

მარიხუანას კარაქისთვის საჭირო ინგრედიენტები

  • 150 გრ. კარაქი
  • 150 მლ. წყალი
  • 5 გრამი მარიხუანა

მოწყობილობები:

ინსტრუქცია:

ნაბიჯი 1

პირველ რიგში, კარაქი შეურიეთ წყალში და გააცხელეთ ელექტრო ქვაბში. შემდგომ დაუმატეთ დაფქული მარიხუანა.

ნაბიჯი 2

ნარევმა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა იდუღოს. დროდადრო მოურიეთ. პროცესის დასრულების შემდგომ გადაწურეთ ნარევი, რათა მარიხუანას ნარჩენები მოაცილოთ.

ნაბიჯი 3

ნარევს ქვაბიდან ნუ გადმოიღებთ. ქვაბთან ერთად შეინახეთ მაცივარში, სანამ არ გამყარდება, გადაასხით ნარჩენი წყალი და მარიხუანას კარაქი უკვე მზად იქნება გამოსაყენებლად.

ნაბიჯი 4

კარაქის შენახვა შეგიძლიათ დახურულ კონტეინერში . მაცივარში კარაქის შენახვა შეგიძლიათ 3-4 კვირის განმავლობაში. თუ მისი შენახვა უფრო დიდხანს გსურთ, გადაიტანეთ საყინულეში. იქ მისი შენახვა და გამოყენება 6 თვის განმავლობაში შეგეძლებათ.

marixuanas-karaqi

მარიხუანას კარაქის მომზადებისთვის საჭირო დრო და ხარჯები

მარიხუანას რძისა და ნაღების მომზადება

თუ ნაყინის ჭამა და მილქშეიკის დალევა გიყვართ, ამიერიდან უკვე შეძლებთ, რომ არამხოლოდ ამ უგემრიელესი დესერტის სიტკბოებით ისიამოვნოთ, არამედ მას მარიხუანას გამაჯანსაღებელი ეფექტიც შემატოთ. ამაში კი მარიხუანას რძე და ნაღები დაგეხმარებათ.

რა დრო და ხარჯები სჭირდება მარიხუანას რძისა და ნაღების მომზადებას

უხეშად რომ ვთქვათ, მათ მომზადებასაც დაახლოებით იგივე დრო დასჭირება, რა დროც მარიხუანას კარაქის მომზადებას დასჭირდა. სულ რაღაც 30 წუთი.

მარიხუანას რძისა და ნაღების ინგრედიენტები:

  • 150მლ რძე ან ნაღები
  • 5 გრ დაფქული მარიხუანა

მოწყობილობები:

  • ელექტრო ქვაბი
  • საფხვნელი
  • საწური

ინსტრუქცია:

ნაბიჯი 1

ჩაასხით რძე ან ნაღები ქვაბში და ნელ-ნელა დაიწყეთ გაცხელება. არ მიიყვანოთ ადუღებამდე. დაუმატეთ დაფქული მარიხუანა და მსუბუქად ურიეთ ნაზავი

ნაბიჯი 2

30 წუთის განმავლობაში, ნაზავი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, ისე რომ არ ადუღდეს. დროდადრო მოურიეთ. 30 წუთის შემდგომ გადაწურეთ ნაზავი, გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში.

marixuanas-rdze-nagebi

მარიხუანას რძისა და ნაღების მომზადება

რა არის მარიხუანას ნაყენი?

მარიხუანას სამკურნალო თვისებების მისაღებად კიდევ ერთი შესანიშნავი გზა მისი ნაყენის გამოყენებაა. მისი დახმარებით შეგიძლიათ მოწევის გარეშე განიცადოთ მარიხუანას ეფექტი. ეს მეთოდი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მარიხუანა სითხის სახით.

ნაყენის შესახებ მცირედ ისტორიას გიამბობთ. ნაყენის დამზადება ახალი ტექნოლოგია ნამდვილად არ არის. წარსულში მარიხუანას ნაყენი იყო იაფი სამედიცინო პრაქტიკის ფორმა, რამაც ამ მცენარისგან სარგებლის მიღება უფრო მეტად გაამარტივა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მარიხუანას მოხმარების ეს მეთოდი საკმაოდ პოპულარული იყო, თანამედროვე დროში მას იშვიათად თუ ნახავთ სადმე, რადგან მის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის.

როგორ ვისარგებლოთ მარიხუანას ნაყენით

ალბათ თავიდანვე ეს კითხვა გაგიჩნდათ. როგორ მივიღოთ მარიხუანას ნაყენი ისე, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი ვნახოთ. როგორც წესი, ბევრი ადამიანი მას ენის ქვეშ იგუბებს.

საკვები პროდუქტების მიღების თვალსაზრისით, ეს მისი მოხმარების ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზაა. ნაყენი შესაძლებლობას გაძლევთ, რომ გაურიოთ სხვადასხვა არომატი და მას თქვენთვის სასურველი გემო მიანიჭოთ. ასევე მარტივად შეგიძლიათ არეგულიროთ მიღებული სიამოვნების დონე ენის ქვეშ რამდენიმე წვეთი ნაყენის დამატებით.

კანაფის მოწევა, ჭამა თუ ნაყენის დალევა?

როგორც უკვე აღვნიშნე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ეწევიან, თუმცა მაინც უყვართ ან ესაჭიროებათ მარიხუანას მიღება. როდესაც კვამლის შესუნთქვისგან მიღებული საფრთხისთავიდან აცილება გსურთ, თქვენთვის მარიხუანას საკვების სახით მიღება უფრო საინტერესო ხდება. თუმცა მაინც, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მოწევა საუკეთესო ვარიანტია.

მარიხუანას საკვების მიღებისას ეფექტი 45 წუთიდან საათ ნახევარამდე პერიოდში შეიმჩნევა. ეს კი არც ისე მოსახერხებელია, რადგან რთულია გაიგოთ თუ როდის აიწევს ან დაიწევს კაიფის დონე, თუმცა ნაყენის შემთხვევაში ყველაფერი ბევრად მარტივადაა. მისი გამოყენების დროს ეფექტი დაახლოებით ისეთივე სწრაფია, როგორიც მარიხუანას მოწევის დროს. ნაყენი ასევე შეგიძლიათ დაუმატოთ საკვებსაც.

როდესაც გეცოდინებათ თუ რა დოზით იღებთ თქვენთვის სასურველ სიამოვნებას, შეგიძლიათ ეს დოზა საწვეთურის საშუალებით დაუმატოთ ამა თუ იმ საკვებს და ზუსტად იცოდეთ დღის განმავლობაში რა დოზით მარიხუანას მოიხმართ. ასევე ნაყენი შეგიძლიათ
პატარა ბოთლში ჩაასხათ, ჯიბეში ჩაიდოთ და მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერ ადგილას მარტივად წაიღოთ.

სად შევიძინო მარიხუანას ნაყენი?

მათთვის, ვინც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც მარიხუანა ლეგალურია, ნაყენის მოძიება
შედარებით მარტივია, 100 წვეთიანი პატარა ბოთლის შეძენა სულ რაღაც 20 დოლარად არის
შესაძლებელი. ეს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასია. მოხმარების საშუალო დოზა ერთ მიღებაზე 3-4 წვეთია, თუმცა თუ საკუთარი ნაყენის მომზადება გსურთ, ჩვენ მის რეცეპტსაც გაგიმხელთ.

სად შევიძინო კანაფის თესლები?

კანაფის თესლები შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს გროუ შოპში და იყოთ დარწმუნებული ხარისხში. ავტომოყვავილე და ფოტოპერიოდულ თესლებთან ერთად, შეგიძლიათ შეიძინოთ სამედიცინო CBD თესლები, რომლებიც არ შეიცავს THC-ს, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი და ფართოდ გამოიყენება სხვა და სხვა დაავადებებებთან სამკურნალოდ.

მარიხუანას ნაყენის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • მარიხუანა
  • პატარა შუშის ქულა თავსახურით.
  • 90 ან უფრო მაღალ პროცენტიანი მარცვლეულის სპირტი.
  • ერთი ყავისფერი წამლის ბოთლი თავისი საწვეთურით.

ინსტრუქცია:

ნაბიჯი 1

საუკეთესო გზა ნაყენის სიძლიერის გასაზომად 1 უნცია (30 მლ) ალკოჰოლში შერეული
მარიხუანას რაოდენობაა. თუ ნაყენს პირველად ამზადებთ, გირჩევთ 1 უნციაზე (30მლ)
შეურიეთ მაქსიმუმ 6 გრამი მარიხუანა..

ნაბიჯი 2

დაჭერით მარიხუანა და დატოვეთ გასაშრობად . ნაყენის მომზადებისას ნედლი მარიხუანა არ გამოიყენება

ნაბიჯი 3

მინის ქილაში შეურიეთ ერთმანეთს მარიხუანა და სპირტი და გააჩერეთ ერთიდან ათი დღის განმავლობაში. როდესაც ნაყენის დამზადებას მიეჩვევით, უკეთ გააცნობიერებთ თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელდეს გაჟღენთვის პროცესი.

ნაბიჯი 4

გადაწურეთ ნარევი, რათა მოაცილოთ მცენარის ნარჩენები და ჩაასხით სითხე ყავისფერ ბოთლში. ყავისფერი ბოთლი მზის სხივებისგან დაცვის საკმაოდ მოხერხებული ფორმა გახლავთ. ჩვენს შემთხვევაში კი ეს ნარევს THC უკეთ შეუნარჩუნებს.

მარიხუანას საკვების ლეგალიზება

მარიხუანას სასარგებლო თვისებების შესახებ არსებული უამრავი ინფორმაციის წყალობით, მისი ლეგალიზება უკვე ბევრ ქვეყანაში დაიწყო და ეს პროცესი მუდმივად გრძელდება. მხოლოდ დროის ფაქტორია ის, თუ როდის მოიხსნება ესა თუ ის შეზღუდვები. ჩვენ ვიცით, რომ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას მოწევა ხდება და ეს მთელს მსოფლიოს ეხმარება.

მარიხუანას მოხმარების რაც უფრო მეტი ვარიანტი იარსებებს, მით უკეთესი. დღეს კანადაში, მარიხუანას მოწევის ნაცვლად უკვე შეგიძლიათ მისი შემცველობით საჭმელი ან სასმელი მიირთვათ. ეს ყველაფერი 2009 წელს მომხდარი მოვლენების წყალობით დაიწყო. კანადის კანაფის მოყვარულთა კლუბში მომუშავე მცხობელს ბრალი დასდეს ნარკოტიკებით ვაჭრობასა და მარიხუანას შენახვაში. საბედნიეროდ ის გაათავისუფლეს, კანადის მთავრობა კი მიხვდა, რომ კანონმდებლობას ცვლილებები სჭირდებოდა.

საქმე უზენაეს სასამართლოში დასრულდა და დღეს კანადელებს უკვე აქვთ საშუალება მოიხმარონ სამედიცინო მარიხუანა როგორც მოწევის, ასევე სხვა სასურველი გზით. ახლა, როდესაც სასამართლოებმა მთლიანად გააუქმეს შემზღუდავი კანონები მარიხუანას შესახებ, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სამედიცინო მარიხუანა როგორც საჭმელებში, ასევე სასმელებსა და დესერტებში. თუ ვინმემ არ იცის, ვიტყვი იმასაც, რომ მარიხუანა სასარგებლოა იმუნო დეფიციტის ვირუსის, შეტევების და კრონის დაავადების დროს.

ეს მარიხუანას ლეგალიზების საჭიროების არგუმენტს კიდევ უფრო ამყარებს. სასამართლომ
მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა ყველა კანონი, სადაც არა-მშრალი მარიხუანას გამოყენება საფრთხეს უქმნიდა ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას

კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობებს შორის არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. კანადაში ექიმები უნიშნავენ პაციენტებს მარიხუანას, ამერიკაში კი მარიხუანას მოხმარების შესახებ ყველა შტატში განსხვავებული კანონმდებლობაა.

ზოგიერთ შტატში მარიხუანა სრულიად ლეგალურია და ხალხს მისი მოხმარება შეუძლია, ზოგიერთ შტატში მისი გაყიდვაც კი დაშვებულია, მაგალითად კოლორადოში. აქ იყიდება როგორც მოსაწევი მარიხუანა, ასევე საკვებიც მარიხუანას შემცველობით.

კოლორადოს შტატმა მარიხუანას ლეგალიზებით სულ რაღაც ერთ წელიწადში მილიონობით დოლარის მოგება ნახა. შეზღუდვების გაუქმებამ სამედიცინო მარიხუანას მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა ლეგალურად შეეძინათ ან შეექმნათ მარიხუანასგან დამზადებული საკვებიც და სასმელიც.

ახლა უკვე შეგიძლიათ მოირგოთ მზარეულის ქუდი და გამოცადოთ მარიხუანას მოხმარების ახალი, უფრო ჯანსაღი გზა

თუ მზად ხართ თავად გამოსცადოთ მარიხუანას ისეთი შესანიშნავი რეცეპტები, როგორებიცაა მაგალითად მარიხუანას ნაყინი, მარიხუანას ზეთში გამომცხვარი ქათმის ღვეზელი და ბელგიური ვაფლი მარიხუანას შიგთავსით, მაშინ ეწვიეთ ჩვენს ბლოგს.

 

 

კომენტარის დატოვება