ნარკოტიკები, რომლებიც ნერწყვის ნარკო ტესტით ჩნდება
- მარიხუანა
- კოკაინი
- ალკოჰოლი
- ამფეტამინი
- მეტამფეტამინი
- ჰეროინი
- ფენციკლიდინი
- ბენზოდეაზეპამი
ეს ტესტები განსაკუთრებით პოპულარი ხდება სამართალდამცავ ორგანოებში, რადგან ძალიან იაფია და არის ადვილი ჩასატარებელი ნებისმიერ დროსა თუ ადგილას. ნერწვის ტესტს შეუძლია დრაგის მომხმარებელი უფრო მალე გამოავლინოს ვიდრე შარდის ანალიზს, რადგან სუბსტანციებს ჭირდებათ უფრო დიდი დრო, რათა მეტაბოლიზმის შედეგად შარდში აღმოჩნდნენ.
ნერწყვის ტესტის ჩატარაება არის ძალიან მარტივი, იაფი და სწრაფი. მისთვის მხოლოდ საჭიროა ტამპონი swab, რომელიც ძალიან გავს უბრალო კბილის ჯაგრისს. ტამპონს ათავსებენ თქვენ ლოყასა და ქვედა ღრძილს შორის 2-3 წუთის განმავლობაში, იგი შეიწოვს ნერწყვს და იძლევა დადებით ან უარყოფით შედეგს სულ რამოდენიმე წუთში.
ნერწყვის ტესტის სიზუსტე არის დამოკიდებული რამოდენიმე ჩახლართულ ფაქტორზე, თუმცა არის ზედმიწევნით ზუსტი თუ სწორად ჩაატარებ. მარტივად რომ ვთქვათ, ნერწყვის შეგროვება უნდა მოხდეს შესაფერისი დროის განმავლობაში და კარგი ხარისხის ტამპონით. თუმცა ის რაც მას მომაკვდინებელს ხდის არის ჩატარების დროის მოულოდნელობა. იქიდან გამომდინარე რომ ტესტის მოტყუება შესაძლებელია მოულოდნელად მისი ჩატარება არავის მიცემს იმის საშუალებას, რომ წინასწარ მოემზადოს და დადებითი პასუხი თავიდან აიცილოს.
თუ თქვენ ისეთ დაწესებულებაში მუშაობთ, სადაც ხშირია ამგვარი ტესტები და სამსახურში მოუმზადებელი მიხვალთ, შესაძლოა უსიამოვნებებში გაეხვიოთ. არსებობს თუ არა ნერწყვის ისეთი ტესტი რომელიც მყისიერ შედეგს იძლევა? დიახ ესეთი ტესტები არსებობს. Saliva Confirm Premium არის პატარა მილი, რომელიც საჭიროებს მხოლოდ იმას რომ ტამპონი იყოს დონორის პირის ღრუში 2-3 წუთი. შედეგი ჩნდება იმ წამსვე როცა ტამპონს მოათავსებთ მილში.
სხვა ნერწყვის ტესტებმა შეიძლება მოგცეთ შედეგი 7-10 წუთში.
ნარკო ტესტირების გავლა
მოგეხსენებათ რომ 1 აპრილიდან მკაცრდება კანონი, საჭესთან ნარკოტიკული თრობის შემთხვევებზე ამიტომ გთავაზობთ 9 მარტივ ნაბიჯს ამ ნერწყვის ნარკო ტესტის ჩასაბარებლად.
1 აპრილიდან მძღოლებს ნარკოტესტირების მიზნით ნერწყვის მეშვეობითაც შეამოწმებენ, – შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნერწყვის მეშვეობით ნარკოტიკული თრობის დასადგენი ტესტები“ უკვე შეიძინა.
1 აპრილიდან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა კრიმინალიზებული ხდება.
„ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, უწყებამ 550 000-ლარიანი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და 10 000 ცალი პორტატული ნარკოტესტერი შეიძინა (თითოეულის ღირებულება 54 ლარია). პორტატული ნარკოტესტეტი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.
ნერწყვის საშუალებით გამოავლენენ შემდეგი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების კვალს: მარიხუანას, ამფეტამინის ჯგუფის, მეტამფეტამინის (მათ შორის ექსტაზის), კოკაინის, ოპიატების (მორფის, ჰეროინის);
ტესტის ძირითად მახასიათებლებში ვკითხულობთ, რომ ნერწყვის შეგროვებისათვის საჭირო დრო 3 წამი იქნება; რეზულტატი წაიკითხება დამატებითი მოწყობილობების გარეშე; სინჯის ბალიშზე საკმარისი ნერწყვის მოთავსებისას ვიზუალური ჩვენებისთვის შეიცვლის ფერს – წითლიდან ყვითელში; რეზულტატი ასახავს პოზიტიურ შედეგს (და არა ნეგატიურს) წითელი ფერის ხაზით; შესაძლებელი იქნება მიღებული შედეგის ამოპრინტერება ინტეგრირებული პრინტერით;
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მარიხუანას შემთხვევაში ტესტი ავლენს ყველა იმ შემთხვევას, როცა ნარკოტიკული საშუალება მიღებულია 8 საათის განმავლობაში; მათი თქმით, ტესტი ავლენს ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების უმნიშვნელო კვალსაც კი.
რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ეს არის შპს „სოლემარტი”, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ზურაბ ტუკვაძეა. აღსანიშნავია, რომ 1 აპრილიდან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა დაისჯება ჯარიმით ანდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში 1 აპრილიდან ამოქმედდება.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესი დაირღვა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 5 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან ადამიანის სიცოცხლის მოსპობის შემთხვევაში, სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქმედების ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ჩადენა დგინდება კლინიკური და ლაბორატორიული დასკვნით, ხოლო ლაბორატორიულ გამოკვლევაზე უარის შემთხვევაში – მხოლოდ კლინიკური დასკვნით.
ნერწყვის ტესტის გავლა შედარებით უფრო ადვილია ვიდრე შარდის ან სისხლის ტესტის, რადგან ის ვერ აფიქსირებს იმ ნარკოტიკს რომელიც მიიღე 2 დღის წინ. თუმცა ტექნოლოგია არის ახალი და მუდმივად განახლებადი და ამიტომ უკეთესია წინასწარ იყო მომზადებული. უმეტესობა ონლაინ რჩევებისა არის არაეფექტური და ჯანმრთელობისთვის მავნე, მაგრამ არსებობს რამოდენიმე გზა რომ გაზარდოთ თქვენი შანსები
მომზადება ნერწყვის ნარკო ტესტისთვის
- 72 საათია ის დრო, რა დროშიც შეუძლია აპარატს ამოაგდოს ნარკოტიკის არსებობა თქვენს ორგანიზმში, ასევე ამ ტესტს შეუძლია ორგანიზმში აღმოაჩინოს კოდეინი. მარიხუანას მომხმარებლებთან ოთახში ყოფნას შეუძლია იმოქმედოს მაქსიმუმ 40 წუთის განმავლობაში. 40 წუთის შემდეგ ტესტი ვერ აღმოაჩენს კვალს.
-
მოიწმინდეთ პირი
მოიწმინდეთ ტუჩები სველი სალფეტკით, ამან შეიძლება მოაშოროს ბოლო მოხმარების ნივთიერებები. გამოიწვიე ნერწყვის გამომუშავების პროვოცირება, ეს დაგეხმარება იმაში რომ ნერწყვში ნაკლები ნივთიერება დარჩეს. სამწუხაროდ ორგანიზმში არსებული ქიმიკატები სისხლის მეშვეობით ხვდება ნერწყვში. სვით ბევრი წყალი და დაღეჭეთ საღეჭი რეზინი.
-
გამოიხეხეთ კბილები
კბილთან ერთად აუცილებლად გამოიხეხეთ ენაც და ლოყებიც.
-
მიირთვით მჟავე საწუწნი
მაგალითად ციტრუსის საწუწნები. მრავალმა კვლევამ გვიჩვენა უფრო დაბალი შედეგიანობის შედეგები, როდესაც ხალხი მიირთმევს მჟავე “კანფეტს”. ზოგ შემთხვევაში რეკომენდირებულია რამოდენიმეს მირთმევა სასურველი შედეგის მისაღწევად.
დაღეჭეთ საღეჭი რეზინები და პირის ღრუს სუნის ფირფიტები, ამას შეუძლია რეზულტატზე ზეგავლენა იქონიოს.
-
ხშირად გამოივლეთ პირში წყალი
ეს გვაძლევს პატარა ეფექტს, მაგრამ გასაკეთებლად მაინც ღირ. ეს ყველაზე მარტივია რისი გაკეთებაც შეგიძლია.
-
შეეცადეთ გამოიყენოთ პირის სავლებიც
ამან შეიძლება მოაშოროს ნარკოტიკთან დაკავშირებული მოლეკულები, მაგრამ პირის სავლები შეიძლება იყოს ალკოჰოლური შემადგენლობის რაც ტესტის დროს ჩაგჭრით. საკმაოდ პოპულარულია სავლები Hydrogen Peroxide (წყალბადის ზეჟანგი), რომელიც ეფექტურია თუმცა არ შეიძლება გადაყლაპვა.
რაც მთავარია, ნუ დაჯდებით საჭესთან დაბოლილი!
2 thoughts on “როგორ ჩავაბაროთ ნერწყვის ნარკო ტესტი”