სახელმძღვანელოები

როგორ შეამციროთ მოსაწევისადმი ამტანობა

rogor-sheamcirot-mosawevisadmi-amtanoba

მაშ თქვენ გინდათ შეამციროთ თქვენი მოსაწევისადმი ამტანიანობა? ეს ხერხი დაგეხმარებათ რომ გაზარდოთ თქვენ სისხლში THC-ს დონე, თუ თქვენი საუკეთესო მოსაწევიც კი უკვე აღარ გაძლევთ იმ ეფექტს რასაც ადრე გაძლევდათ, ალბათ ყველაზე ხშირი რჩევა რაც გაგიგიათ არის, რომ ცოტა ხანი უნდა შეისვენოთ მოწევისგან. ეს არის გამოსავალი, თუმცა არა ერთადერთი. წარმოგიდგენთ რამოდენიმე ალტერნატივას თუ როგორ გაიძლიერეთ თრობის ეფექტი და დაიქვეითოთ მოსაწევისადმი ამტანიანობა.

შეცვალეთ რეჟიმი

მიუხედავად იმისა გიყვართ გაღვიძებისთანავე კანაფის მოხმარება თუ სამსახურის შემდეგ რელაქსაცია, არც ერთ შემთხვევაში არ გაწყენთ განრიგის შევლა. ზოგ შემთხვევაში თქვენ სხეულს მხოლოდ პატარა მოხმარების განრიგის ცვლილება სჭირდება. თუმცა მხოლოდ ეს ხერხი შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს მიზნის მისაღწევად. თუ მართლა გსურთ თქვენი მარიხუანასადმი ამტანიანობის შემცირება, სცადეთ კიდევ რამოდენიმე რამ დამატებით.

გაამრავალფეროვნეთ კანაფის მიღების მეთოდები

შესაძლოა თქვენ უკვე მიჩვეული ხართ ხელით დამზადებულ ჯოინთებზე ან რომელიმე თქვენს საყვარელ ბონგზე. THC-ს შთანთქმა ხდება სხვადასხვა რაოდენობით. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი ხერხით იღებ მას.  თუ თქვენ მოწევა გირჩევნიათ, მაშინ იგი ხვდება თქვენ სისხლში ფილტვების გავლით, მაგრამ თუ თქვენ გირჩევნიათ კანაფის ნამცხვრის სახით მიღება ამ შემთხვევაში თქვენი სხეული ჯერ THC-ს მეტაბოლიზირებას ახდენს. შეეცადეთ, რომ მიღება მოახდინოთ სხვადასხვა ხერხებით, რათა ორგანიზმა რომელიმე კონკრეტულზე არ დაიწყოს მიჩვევა.

მიიღეთ სხვადასხვა ჯიშები

თუ თქვენ იპოვეთ იდეალური ჯიში, არის ეს ენერგეტიკული სატივა რომელიც დილიდან ენერგიაზე მოგიყვანთ ,თუ ინდიკა რომელიც განტვირთვის საშუალებას მოგცემთ, არსებობს გაცილებით ფართო ჯიშების ასორტიმენტი რომლებიც არანაკლებ ეფექტს მოგცემენ. შეადგინეთ სია თქვენი საყვარელი ჯიშების, მუდმივად ერთის მოხმარების ნაცვლად. დღესდღეობით საკმაოდ ადვილია მოძებნოთ ისეთი ჯიშები, რომლებიც ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

სცადეთ “მოწეულზე ვარჯიში”

რა თქმა უნდა ვარჯიში და სირბილი არ არის, რისი გაგებასაც ელოდით, თუმცა თუ რეჟიმის შეცვლამ არ გიშველათ, მაშინ დიდი შანსია რომ სწორედ ეს მეთოდი დაგეხმარებათ მოსაწევისადმი ამტანიანობის შემცირებაში. 2015 წლის კვლევის თანახმად, რომელიც National Academy of Science-მა ჩაატარა , ცოტაოდენი ვარჯიშს შეუძლია დაეხმაროს ორგანიზმს გამოიმუშავოს ცოტაოდენი კანაბინოიდები თავისით. ასევე კვლევამ რომელიც 2013 წელს გამოაქვეყნა Drug and Alcohol Dependence ჟურნალმა გამოავლინა, რომ THC რომელიც ხვდება ცხიმებში, შესაძლებელია სისხლში მოხვდეს 28 დღის განმავლობაში ვარჯიშის საშუალებით. ასე რომ გაუკიდეთ ერთი ჯოინთი და წადით პატარა ველო თრიფზე და თქვენი სისხლის THC დონე დიდი ალბათობით 15 %-ით გაიზრდება.

დაეხმარეთ თავს მეცნიერებით

თუ ყველაფერი სხვა გიმტყუნებთ, იქონიეთ რწმენა ელემენტარულ ქიმიაში. კონკრეტულად კი: მირსენი არის ნახშირწყალბადი, რომელიც ეხმარება თქვენს სისხლს რომ THC უფრო მალე შთანთქოს. 200-ზე მეტ დანამატს შორის კანაფისთვის, მირსენი არის ყველაზე  ფართოდ გამოყენებული.
2011 წლის კვლევამ, რომელიც ჩაატარა  British Journal of Pharmacology-მ გამოავლინა რომ ურთეირთქმედება მირსენსა და  THC-ს შორის განსაკუთრებით აძლიერებს თრობას. მირსენი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის მანგოში, რომლის ჭამაც მოწევამდე როგორც წესი გვაძლევს სასურველ ეფექტს. თუ მაინცდამაინც მანგო არ გიყვართ, მოიმარაგეთ ბროკოლი და თხილი.

სათანადო შენახვა

ხანდახან ამტანობა არა თქვენი არამედ მოსაწევის ბრალია. ისევე როგორც მანგო ხდება ყავისფერი როცა ღია სივრცეში ტოვებთ,  კანაფზეც მოქმედებს ჟანგბადი, თუ მცენრე დიდი ხნით დარჩება ჰაერზე. THC დაკარგავს თავის ძალას, თუ კანაფს სწორად არ შეინახავთ.  ამიტომ მოხმარების შემდეგ კანაფი სადმე ჰერმეტულ და ზღვრული ტემპერატურის მქონე ადგილას შეინახეთ.

კომენტარის დატოვება