სახელმძღვანელოები

როდის ავიღოთ მარიხუანას მოსავალი

marixunas-mosavali

მოსავლის ასაღებად სწორი დროის შერჩევა არც ისე ადვილია. თუ თქვენმა ნერგმა უკვე კვირტები გამოაჩინა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკვე მოსავლის შეგროვების დროა. პირიქით, ეს არის ის პერიოდი, როცა თქვენ უფრო მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ.  თქვენი ნერგის ყვავილობის ბოლო ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ კარგი შედეგი. იმის გათვანისწინებით, რომ კანაფის გაზრდა გრძელვადიანი და ხარჯიანი ინვესტიციაა, მნიშვნელოვანია რომ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიაროს.

მარიხუანას მოსავლის აღება

სწორი დროის შერჩევა მთავარია მოსავლის წარმატებულად მისაღებად. როცა ყვავილობის პერიოდი დასრულდება, თქვენი ნერგი დაიწყებს ოდნავ ჭკნობას, რადგან კონცენტრაცია გადააქვს კვირტების გამომუშავებაზე. ეს სრულიად ნორმალურია და ამ პროცესმა არ უნდა შეგაშინოთ. საუკეთესო კანაფის თესლები შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს გროუშოპში ონლაინ ან გვეწვიოთ მაღაზიების ქსელში თბილისის მასშტაბით.

თქვენი კვირტებიდან მაქსიმალური შედეგის მისაღებად, აუცილებელია რომ მოსავალი შესაბამის დროის შუალედში აიღოთ. ძირითად შემთხვევებში ნერგები, რომლებისგანაც მოსავალს იღებენ ადრეულ ეტაპზე შეიცავენ მეტ THC-ს. გვიან მოგროვებული მოსავალი კი უფრო მეტად შეიცავს სიბიდის.  სამწუხაროდ არ არსებობს საერთო სტანდარტული დრო მოსავლის ასაღებად, რადგან საუბარი მიდის უამრავი ჯიშზე და სახეობაზე. ყველა ჯიში არ იზრდება ერთი და იმავე ტემპით. თუმცა არსებობს ხერხი იმისათვის, რომ დაადგინოთ საუკეთესო დრო თქვენი მოთხოვნების მიხედვით. ორი რამ რაც დაგჭირდებათ შესაფერისი მოსავლის აღების დროის შესარჩევად, არის გამადადიბელი შუშა და მოთმინების დიდი უნარი.

ბუტკოს მეთოდი

 

marixuanas-mosavlis-ageba-butkos-metodi

ბუტკოს მეთოდი

პირველი მეთოდი, რომელსაც განვიხილავთ, ხშირად მოიხსენიება როგორც “ბუტკოს მეთოდი”. აზრი მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია ნერგის მომზადების დადგენა ბუტკოს შემოწმებით. თუ მასზე არაფერია გსმენიათ, ბუტკო არის თმისებრი სიმი რომელიც ფარავს კვირტებს. იმ შემთხვევაში თუ იცით რა და სად ეძებოთ, მათ შეუძლიათ მოგაწოდონ კარგი, პირველადი შეხედულება, კვირტის სიმწიფეზე.

როცა დამწიფების პერიოდი ბოლოსკენ წავა, ეს სიმები დაიწყებენ ფერის ცვლას. თავიდან თეთრიდან ნარინჯისფერისკენ, შემდეგ მუქი ყავისფერისკენ იმის მიმანიშნებლად, რომ ნერგი უკვე თითქმის მზად არის მოსავლის მისაღებად. THC -ს პიკის მისაღებად მოსავალი უნდა მოაგროვოთ მაშინ, როცა ბუტკოების 70% უკვე ყავისფერია. სხვამხრივ უფრო ძლიერი და მძიმე ეფექტისთვის მოსავალი აიღეთ მაშინ, როცა ბუტკოების 90% ხუჭუჭაა.  თუმცა ეს მეთოდი პრობლემატურია ერთი მთავარი მიზეზის გამო : კანაფი არსებობს სხვადასხვა ზომის, ფორმის და ფერის. მაშასადამე ზოგიერთ სახეობას ექნება განსხვავებული პიგმენტები საკუთარ ბუტკოებზე, რაც ამოცნობის პროცესს ძალზე ჩახლართავს.  შესაბამისად თუ თქვენ გასაზრდელ ჯიშს სიღრმისეულად არ იცნობთ, გირჩევთ გამოიყენოთ მეორე მეთოდი.

ტრიქომების მეთოდი

marixuanas-mosavlis-ageba-triqomebis-metodi

ტრიქომების მეთოდი

ტრიქომები არის მბრწყინავი, ფისოვანი ჯირკვლები, რომლებიც მცენარის წვერზე მოგვევლინება. ის სავსეა THC-ით და სხვა კანაბინოიდებით. ისინი არიან ძირითადი ინგრედიენტი kief-ის (კრისტალის, რომელიც შეიცავს THC-ს) რომელსაც იყენებენ ჰაშიშის დასამზადებლად. მათზე არის დამოკიდებული იქნება თუ არა მოსავლის აღება წარმატებული.

ტრიქომები შეიძლება დიდად ვერ შეამჩნიოთ შეუიარაღებელი თვალით. თუმცა თუ თქვენ ცოტა ყურადღებით დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ მათ აქვთ ძალზე აშკარა სტრუქტურა. პატარა ყუნწით და სოკოს მაგვარი თავით. ეს პატარა კრისტალები არის მეტისმეტად მგრძნობიარე გარე სტიმულაციებისადმი და არის Kief-ის მთავარი ინგრედიენტი.

ბუტკოს მსგავსად, ტრიქმები ასევე იცვლიან ფერს დამწიფებასთან ერთად. თქვენ დაგჭირდებათ 50X-დან 100X-მდე მიახლოება, რომ მათ კარგად დააკვირდეთ. პროცესი კი მიდის შემდეგნაირად:

  • გამჭვირვალე ჯირკვლები (არ არის მზად მოსავლისთვის).
  • 50%-ით თეთრი (ცოტა აკლია დამწიფებას, თუმცა მოსავლის აღება შეგიძლიათ).
  • 70-80% მღვრიე ტრიქომი ( შეიცავს მეტ THC, მზად არის მოსავლისთვის).
  • ამღვრეული ტრიქომი გადადის ქარვის ფერში (მეტი სიბიბიდი, მზად არის).
  • მთლიანად ქარვის ფერში გადასული (მოწევა რისკიანია)

იმის განსაზღვრა სუფთაა თუ ამღვრეულია ტრიქომი სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად. ამას ჭირდება პრაქტიკა და გამოცდილება. მანამდე კი Google თქვენი საიმედო მეგობარია. რაღა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე მეთოდი ერთდროულად. ცოტაოდენი დეტექტივის ტიპის სამუშაო დაგეხმარებათ ჩამოყალიბდეთ უკეთეს გროვერად და მიიღოთ უფრო დაწვრილებითი და სწორი ინფორმაცია. დაიმახსოვრეთ, რომ მცენარის საშრობის გამოყენება არის ბოლო ნაბიჯი საუკეთესო პროდუქტის მისაღებად.

ზედაპირული დათვალიერება

marixuanas-mosavlis-ageba-zedapiruli-datvaliereba

მარიხუანას ზედაპირული დათვალიერება

    • მოსავლის აღების პერიოდი იწყება მაშინ, როცა თქვენი ნერგი შეწყვეტს ბუტკოების გაზრდას. თუმცა დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენ მომწოდებელს.
    • მეტად ამღვრეული ტრიქომი არის ნიშანი იმისა, რომ თქვენმა ნერგმა მიაღწია THC-ის მაქსიმალურ დონეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ყველა ჯიში ერთი და იგივე არ არის. ამიტომ უმჯობესია კარგად შეისწავლოთ რას ზრდით.
    • დროის გასვლასთან ერთად THC გარდაიქმნება სიბიდიდ და CBN-ად, რაც გულისხმობს უფრო დამამშვიდებელ ეფექტს. თუ გინდა მაქსიმალურად მძიმე ეფექტის მოსავალი, მაშინ დაელოდეთ სანამ უმეტესობა ტრიქომები ქარვისფერი არ გახდება.
    • ნაადრევად მოსავლის აღება ჯობია გვიან მოსავლის აღებას. არასოდეს არის კარგი იდეა დაგვიანებულად მიღებული მარიხუანას მოხმარება.
    • თუ თქვენ თავში დარწმუნებული არ ხართ, სცადეთ ეტაპობრივად მოსავლის აღება. აიღეთ მცირე ნაწილი ნერგისგან თითო ჯერზე და პარალელურად დააკვირდით თქვენს შედეგებს. ეს უკეთეს წარმოდგენას შეგიქმნით იმაზე თუ როგორ მოიქცეთ სამომავლოდ.

თუ როდის ავიღოთ მარიხუანას მოსავალი – სწორი დროის შერჩევა ძნელია.  თუმცა ეს მხოლოდ პირველ რამოდენიმე ჯერზე. ხოლო თუ  კონკრეტულ ჯიშს ზრდით, ყოველ ჯერზე ეს პროცესი უფრო გაგიადვილდებათ.

კომენტარის დატოვება