კანაფი ინფორმაცია

10 საუკეთესო კანაფის ჯიში საქართველოს კლიმატისთვის

top-10-sauketeso-kanafis-jishi-saqartvelostvis

ეძებ საუკეთესო კანაფის ჯიშებს საქართველოში მოსაყვანად? ჩვენ 10 ყველაზე პოპულარული ჯიში შევარჩიეთ, რომლებიც იდეალურად ერგებიან ადგილობრივ პირობებს. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ იმ ფაქტორებს, რომლებიც საქართველოს პირობებში გადამწყვეტია: ტენიანობისადმი მდგრადობა, სითბოსა და მშრალი ქარების თავიდან აცილების უნარი, ასევე მოკლე ყვავილობის პერიოდი. ამ ბლოგში თითოეული ჯიში მისი უნიკალური მახასიათებლებითაა აღწერილი – ადაპტირებადობა კლიმატთან, THC/CBD შემცველობა, არომატი და მოვლის რეკომენდაციები. მოდი ერთად გავეცნოთ თუ რომელია 10 საუკეთესო კანაფის ჯიში საქართველოს კლიმატისთვის. 

კანაფის თესლები, რომლებიც საქართველოში კარგად ხარობს

უნიკალური კლიმატური პირობები საქართველოს უძველესი დროიდან უწყობდა ხელს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმატებულ მოყვანაში. ერთ-ერთი ასეთი კულტურა, რომელიც ბოლო წლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, კანაფია. ისტორიულად, კანაფი საქართველოში არა მხოლოდ რეკრეაციულ, არამედ სამედიცინო, ტექსტილისა და სამრეწველო სფეროებში გამოიყენებოდა. დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით კანაფის კულტივაციისა და გამოყენების ლეგალიზაციის ტენდენცია იზრდება, საქართველოც უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ამ მცენარის პოტენციალს. 

საქართველოს გეოგრაფიული მრავალფეროვნება და კლიმატური ზონები იდეალურ პირობებს ქმნის სხვადასხვა ჯიშის კანაფის მოყვანისთვის. ქვეყნის დასავლეთი, ტენიანი და ზომიერი კლიმატით, შესანიშნავად შეეფერება ინდიკა-დომინანტურ ჯიშებს, რომლებიც უკეთ იტანენ ტენიანობას. აღმოსავლეთი კი, თავისი ცხელი და მშრალი კლიმატით, იდეალურია სატივა-დომინანტი ჯიშებისთვის, რომლებიც მზის სინათლესა და უფრო მაღალ ტემპერატურებს მოითხოვენ. 

kanafis-moyvana

კანაფის მოყვანა საქართველოში არა მხოლოდ კლიმატური პირობების, არამედ ადგილობრივი ნიადაგის ტიპის გათვალისწინებასაც მოითხოვს. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში, სადაც ნიადაგი უფრო მჟავე და ტენიანია, რეკომენდირებულია კარგად დრენირებული სუბსტრატების გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული ფესვების ლპობა. აღმოსავლეთში კი, სადაც ნიადაგი უფრო მშრალი და ქვიშიანია, მნიშვნელოვანია ტენიანობის შენარჩუნება და ორგანული ნივთიერებებით გამდიდრება. ამ ბლოგში განვიხილავთ საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილისათვის საუკეთესო კანაფის ჯიშებს, მათ მოვლასა და კულტივაციის ძირითად პრინციპებს.

საუკეთესო კანაფის თესლები აღმოსავლეთ საქართველოსთვის

აღმოსავლეთ საქართველო (ცხელი და მშრალი კლიმატი)

  • Og Kush Autoინდიკა-დომინანტი ჯიში, რომელიც ცნობილია თავისი მძლავრი, სხეულზე მოქმედი ეფექტით, 18-24% THC-ით და ძლიერი, მიწიერი-ციტრუსოვანი არომატით. ეს ჯიში განსაკუთრებით კარგად ეგუება აღმოსავლეთ საქართველოს ცხელ, მშრალ კლიმატს და გამოირჩევა მოკლე ყვავილობის პერიოდით (8-9 კვირა). კარგად უძლებს კახეთის, ქვემო ქართლისა და თბილისის ცხელ, მზიან დღეებს. ამ შტამის წარმატებით გაზრდისთვის ნიადაგი კარგად უნდა იყოს დრენირებული, იდეალურია ქოქოსის და პერლიტის ნარევი (30%) ან ნაყოფიერი ნიადაგი pH 6.0-6.5 დიაპაზონში. ვეგეტატიურ ეტაპზე რეკომენდირებულია მცენარისთვის აზოტის მაღალი შემცველობის მქონე სასუქების მიწოდება, ხოლო ყვავილობის პერიოდში – ფოსფორისა და კალიუმის მიწოდება. LST (Low Stress Training) ტექნიკის გამოყენება კი, რომელიც ღეროს ფრთხილად მოხრას  გულისხმობს, ხელს უწყობს მეტი კვირტების განვითარებას. შიდა სივრცეში რეკომენდირებულია გროუ განათების გამოყენება და CO₂ დამატება, რაც მოსავლიანობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ. გარეთ დარგვის შემთხვევაში მცენარე დაახლოებით 50-100 გრამ მოსავალს იძლევა, შიდა სივრცეში კი 100-150 გ/მ²-მდე. გაითვალისწინეთ, რომ თუ ყვავილობის ბოლო 2 კვირაში Og Kush Auto-ს ნაკლებად დაასველებთ, არომატი უფრო კონცენტრირებული და ციტრუსოვანი გახდება. ყურადღება მიაქციეთ ვენტილაციას – ჰაერის ნაკადი ხელს უწყობს ყვავილების სიმკვრივეს და იცავს მცენარეს ნესტიანობასთან დაკავშირებული პრობლემებისაგან. ვინაიდან ამ ჯიშის ფისოვანი კვირტები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჰაერის მუდმივი მიმოქცევა აუცილებელია.
OG-KUSH-Auto
  • Amnesia Haze Auto – სატივა-დომინანტური ავტომოყვავილე ჯიშია, რომელიც გამოირჩევა ენერგიული, შემოქმედებითი ეფექტით და ციტრუსოვან-სანელებლოვანი არომატით. მისი THC შემცველობა 18-22%-ს აღწევს, რის გამოც მისი გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. ეს ჯიში განსაკუთრებით კარგად ეგუება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კლიმატურ პირობებს, როგორც აღმოსავლეთის ცხელ, მშრალ, ისე დასავლეთის უფრო ნოტიო პირობებს. Amnesia Haze Auto-ს წარმატებული მოყვანისთვის რეკომენდირებულია ნაყოფიერი, კარგად დრენირებული ნიადაგი pH 6.0-6.5 დიაპაზონში. იდეალურია ქოქოსის და პერლიტის ნარევი (30-40%), რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ტენიანობასა და ჰაერის ცირკულაციას ფესვებისთვის. მცენარეს ზომიერი, მაგრამ რეგულარული მორწყვა სჭირდება. მნიშვნელოვანია სასუქების დაბალანსებული მიწოდებაც. ვეგეტატიურ ეტაპზე რეკომენდირებულია აზოტის მაღალი შემცველობის მქონე სასუქების გამოყენება, ხოლო ყვავილობის პერიოდში – ფოსფორისა და კალიუმის. მინერალური სასუქების შემთხვევაში მნიშვნელოვანია დოზირების დაცვა, რადგან Amnesia Haze Auto მგრძნობიარეა ნუტრიენტების გადაჭარბებული მიწოდების მიმართ. რაც შეეხება სინათლეს, ვეგეტატიურ ეტაპზე რეკომენდირებულია მინიმუმ 18 საათიანი განათება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ შიდა სივრცეში გროუ განათების გამოყენება ოპტიმალურ შედეგებს უზრუნველყოფს. კვირტების მეტად გასანვითარებლად შეგიძლიათ LST (Low Stress Training) ტექნიკაც გამოიყენოთ, რაც გულისხმობს ღეროს ფრთხილად მოხრას და დამაგრებას გულისხმობს.
Amnesia-Haze-Auto
  • Auto Sour Diesel – სატივა-დომინანტი ავტომოყვავილე ჯიშია, რომელიც მაღალი THC შემცველობით (18-22%) და დიზელის მსგავსი არომატით გამოირჩევა. ეს ჯიში იდეალურად შეეფერება საქართველოს სხვადასხვა რეგიონების კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთის ცხელ, მშრალ პირობებს, სადაც მისი მდგრადობა მაღალ ტემპერატურებთან მიმართებაში განსაკუთრებით ღირებული ხდება. მცენარის მოყვანისთვის საჭიროა მსუბუქი, ჰაეროვანი ნიადაგი pH 6.0-6.5 დიაპაზონში, სასურველია ქოქოსის და პერლიტის ნარევი (30%-ის ფარგლებში), რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ დრენაჟს.  რაც შეეხება სასუქებს, ვეგეტატიურ ეტაპზე რეკომენდირებულია აზოტის მაღალი შემცველობის მქონე სასუქები, ხოლო ყვავილობის პერიოდში – ფოსფორითა და კალიუმით გამდიდრებული სასუქები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ტენიანობის კონტროლს. რეკომენდირებულია ჰაერის ტენიანობის დონის შენარჩუნება 40-50%-ის ფარგლებში ყვავილობის ეტაპზე. Auto Sour Diesel-ს ძლიერი, გრძელი ღერო აქვს, რაც SCROG მეთოდის გამოყენებას განსაკუთრებით ეფექტურს ხდის. ეს ტექნიკა ხელს უწყობს სინათლის თანაბრად განაწილებას და ხელს უწყობს კვირტების ფორმირებას. მოსავლიანობის გასაზრდელად რეკომენდირებულია LST (Low Stress Training) ტექნიკის გამოყენებაც. მოსავლის აღების ოპტიმალური დროის დასადგენად ყურადღება მიაქციეთ ტრიქომების მდგომარეობას – იდეალურ შემთხვევაში მათი 70% უნდა იყოს თეთრი (მოღრუბლული), 30% კი ქარვისფერი.
sour-diesel-auto
  • Blue Dream Auto – სწრაფად მზარდი ავტომოყვავილე ჯიში, რომელიც ცნობილია თავისი დაბალანსებული ეფექტებით და მაღალი მოსავლიანობით. ამ სატივა-დომინანტური მცენარის THC შემცველობა 18-21%-ს აღწევს, ხოლო CBD შემცველობა 2%-მდეა. Blue Dream Auto იდეალურად ერგება აღმოსავლეთ საქართველოს ცხელ და მშრალ კლიმატს. მისი ავტომოყვავილე ბუნება უზრუნველყოფს სწრაფ ზრდას და საშუალებას გაძლევთ მოკლე დროში მიიღოთ მოსავალი, რაც მთავარია, ამ კლიმატში. მცენარის მოყვანისთვის რეკომენდირებულია ნაყოფიერი, კარგად დრენირებული ნიადაგი pH 6.0-6.5 დიაპაზონში. იდეალურია ქოქოსის და ბიოჰუმუსის ნარევი (3:1:1 პროპორციით), რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ტენიანობასა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას. რაც შეეხება სასუქებს, ვეგეტატიურ ეტაპზე რეკომენდირებულია აზოტის მაღალი შემცველობის მქონე ორგანული სასუქები, როგორიცაა ბიოჰუმუსი ან თევზის ემულსია. ყვავილობის პერიოდში კი ფოსფორისა და კალიუმის მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს ყვავილების ინტენსიურ განვითარებას.  მოსავლიანობის გასაზრდელად განსაკუთრებით ეფექტურია SCROG (Screen of Green) მეთოდის გამოყენება, რომელიც საშუალებას აძლევს მცენარეს თანაბრად მიიღოს სინათლე. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ LST ტექნიკა, რომელიც ღეროს ფრთხილად მოხრას გულისხმობს.
blue-dream-auto
  • Super Lemon Haze Auto  – სატივა-დომინანტი ავტომოყვავილეა, რომელიც მაღალი THC შემცველობით (18-22%) და მკვეთრი ციტრუსოვანი არომატით გამოირჩევა. ის იდეალურად ეგუება საქართველოს კლიმატურ პირობებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ცხელ, მშრალ რეგიონებს. მცენარის სწრაფი ზრდა (9-10 კვირა) და მდგრადობა ცხელ პირობებთან მიმართებაში მას შესანიშნავ არჩევანს ხდის ქართული კლიმატისთვის. ამ ჯიშის მოყვანისთვის საჭიროა მსუბუქი, ჰაეროვანი ნიადაგი pH 6.0-6.5 დიაპაზონში. რეკომენდირებულია ქოქოსის, პერლიტისა და ბიოჰუმუსის ნარევი (3:1:1). მნიშვნელოვანია, რომ სასუქები დაბალანსებულად გამოიყენოთ. ვეგეტატიურ ეტაპზე რეკომენდირებულია აზოტის მაღალი შემცველობის მქონე ორგანული სასუქები, ხოლო ყვავილობის პერიოდში – ფოსფორითა და კალიუმით გამდიდრებული სასუქები. ციტრუსოვანი არომატის გასაძლიერებლად განსაკუთრებით ეფექტურია სილიციუმის შემცველი დანამატები. მინერალური სასუქების გამოყენებისას მნიშვნელოვანია დოზირების მკაცრი დაცვა, რადგან Super Lemon Haze Auto მგრძნობიარეა ნუტრიენტების გადაჭარბებული მიწოდების მიმართ. მოსავლიანობის გასაზრდელად შეგიძლიათ LST (Low Stress Training) ტექნიკა გამოიყენოთ, რომელიც ხელს მეტი კვირტების განვითარებას უწყობს. თუ ამ შტამს შიდა სივრცეში ზრდით აუცილებლად გამოიყენეთ მაღალი ხარისხის გროუ განათება და დაამატეთ მცენარეს CO₂, რათა მოსავლიანობა 20-25%-ით გაზარდოთ. დაიცავით სინათლის ინტენსივობა – მინიმუმ 600-700 μmol/m²/s ვეგეტატიურ ეტაპზე. 
super-lemon-haze-auto

საუკეთესო კანაფის თესლები დასავლეთ საქართველოსთვის

დასავლეთ საქართველო (ტენიანი და საშუალო ტემპერატურის კლიმატი)

  • Blueberry Autoგანსაკუთრებით კარგად ეგუება დასავლეთ საქართველოს ტენიან, ზომიერ კლიმატს, თუმცა მოითხოვს ფრთხილ მოვლას ტენიანობის რეჟიმთან დაკავშირებით. მისი მოყვანა შესაძლებელია როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე შიდა პირობებში, სადაც უფრო ადვილია კლიმატის კონტროლი. მცენარე გამოირჩევა თავისი უნიკალური ცისფერი ჩრდილებით და ტკბილი, კენკროვანი არომატით. Blueberry Auto-ს წარმატებული მოყვანისთვის საჭიროა ნაყოფიერი ნიადაგი 5.8-6.2 დიაპაზონში, რომელიც კარგად ინარჩუნებს ტენიანობას. იდეალურია ნიადაგის ნარევი პერლიტით ან ქოქოსის ბოჭკოთი (20-30%), რაც ფესვებისთვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდებას უზრუნველყოფს.  სასუქების მიმართ მიდგომა უნდა იყოს ნაზი და დოზირებული – რეკომენდირებულია ორგანული სასუქების გამოყენება. ვეგეტატიურ ეტაპზე მნიშვნელოვანია აზოტის მიწოდება, ხოლო ყვავილობის პერიოდში – ფოსფორისა და კალიუმის. მცენარის ყვავილობის ფაზაში რეკომენდირებულია ტემპერატურის შენარჩუნება 20-26°C-ის ფარგლებში, ხოლო ტენიანობის შენარჩუნება 40-50%-ის დონეზე, რათა თავიდან აიცილოთ ნესტიანობასთან დაკავშირებული დაავადებები. მოსავლიანობის გასაზრდელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სინათლის რეჟიმის დაცვა – მინიმუმ 18 საათი ვეგეტატიურ ეტაპზე. Blueberry Auto-ს მოყვანისას აუცილებლად რეგულარულად დააკვირდით მას, რათა დროულად შეამჩნიოთ პრობლემები, როგორიცაა ფოთლების ცვლილება ან მავნებლების გამოჩენა. რეკომენდირებულია პრევენციული ზომების მიღება ბუნებრივი საშუალებებით, როგორიცაა ნიმის ზეთი ან სხვა ორგანული პრეპარატები.
blueberry auto 2 1
  • Northern Lights – იდეალურია დასავლეთ საქართველოს ტენიანი და ზომიერი კლიმატისთვის. როგორც ინდიკა-დომინანტური ჯიში, ის კარგად უძლებს ტენიანობას და საშუალო ტემპერატურებს, რაც დამახასიათებელია იმერეთის, გურიისა და სამეგრელოსთვის. მისი მოკლე ყვავილობის პერიოდი (~7 კვირა) საშუალებას გაძლევთ ადრეულად აიღოთ მოსავალი მანამ, სანამ შემოდგომის ნალექები გაძლიერდება. Northern Lights-ის წარმატებული მოყვანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპტიმალური პირობების შექმნა. დაიცავით სინათლის რეჟიმი – 18/6 (სინათლე/სიბნელე) ვეგეტატიურ ფაზაში და 12/12 ყვავილობის დროს. ნიადაგი უნდა იყოს კარგად დრენირებული – იდეალურია ქოქოსის ბოჭკოსა და პერლიტის ნარევის გამოყენება ან ნაყოფიერი ნიადაგი pH 6.0-6.5 დიაპაზონში. დაავადებების თავიდან ასაცილებლად, პრევენციის მიზნით, აუცილებელია გამოიყენოთ ნიმის ზეთი. მოსავლიანობის გასაზრდელად გამოიყენეთ Low-Stress Training (LST) ტექნიკა, რომელიც მოიცავს ღეროს ფრთხილად მოხრას და დამაგრებას. ეს მეთოდი ხელს უწყობს მეტი ყვავილის კვირტების განვითარებას. უპირატესობა მიანიჭეთ ორგანულ სასუქებს, როგორიცაა CBD-ზე ორიენტირებული კომპლექსური სასუქები. მცენარე კარგად რეაგირებს SCROG (Screen of Green) მეთოდზე, რომელიც ხელს უწყობს თანაბარ სინათლის განაწილებას და ყვავილის კვირტების ერთგვაროვან განვითარებას. ამასთან, Northern Lights-ის ფესვები სწრაფად იზრდება, ამიტომ რეკომენდირებულია ფართო ჭურჭლის გამოყენება. მცენარეს 18–23% THC აქვს, რაც უზრუნველყოფს ღრმა, სხეულის დამამშვიდებელ ეფექტს. არომატები კი ხასიათდება მიწიერი, ტკბილი და ფიჭვის ტონებით. 
northern-light
  • White Widow – ლეგენდარული ჰიბრიდი, რომელიც თანაბრად შეიცავს სატივას და ინდიკას. ცნობილია თავისი ძლიერი ეფექტით და მიწიერი არომატით. THC შემცველობა 18-25%-ია. White Widow კარგად ეგუება დასავლეთ საქართველოს ტენიან და ზომიერ კლიმატს. მისი წარმატებული მოყვანისთვის საჭიროა ნაყოფიერი, კარგად დრენირებული ნიადაგი pH 6.0-6.5 დიაპაზონში. იდეალურია ნიადაგის ნარევი პერლიტით ან ქოქოსის ბოჭკოთი (30-40%), რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ტენიანობას და ჰაერის ცირკულაციას ფესვებისთვის. White Widow-ს მოყვანისას მნიშვნელოვანია ტემპერატურის სტაბილურობის შენარჩუნება (22-26°C დღის განმავლობაში და 18-22°C ღამით), რათა თავიდან ავიცილოთ მცენარის სტრესი და ზრდის შენელება. ტენიანობა ვეგეტატიურ ფაზაში შეიძლება იყოს 50-70%, ხოლო ყვავილობის დროს აუცილებელია მისი შემცირება 40-50%-მდე. ეს დაგეხმარებათ ნესტიანობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებაში. სასუქების მიმართ რეკომენდირებულია დაბალანსებული მიდგომა – ვეგეტატიურ ეტაპზე აზოტის მაღალი შემცველობის მქონე სასუქები, ხოლო ყვავილობის პერიოდში ფოსფორისა და კალიუმის მაღალი დოზები. მოსავლიანობის გასაზრდელად განსაკუთრებით ეფექტურია LST (Low Stress Training) ტექნიკა, რომელიც ღეროს ფრთხილად მოხრას და დამაგრებას, ასევე ზედა ნაწილების პერიოდულ პრიუნინგს გულისხმობს. აუცილებელია კარგი განათების უზრუნველყოფა, მინიმუმ 18 საათი ვეგეტატიურ ეტაპზე. შიდა პირობებში მნიშვნელოვანია მცენარისთვის CO₂-ის დამატება, რაც მოსავალს 15-20%-ით გაგიზრდით. პრობლემების თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ სოკოვანი დაავადებების პრევენციას. ამისთვის კი რეკომენდირებულია ნიმის ზეთის გამოყენება.
white-widow
  • Gorilla Glue Auto – შესანიშნავად ეგუება დასავლეთ საქართველოს ტენიან, მაგრამ არამძიმე კლიმატს. მისი ავტომატური ყვავილობის ციკლი (10–11 კვირა) საშუალებას აძლევს მოსავალს სექტემბრის ნალექებამდე მოიკრიფოს. მცენარე მდგრადია ტენიანობის მიმართ, თუმცა საჭიროებს კარგ ვენტილაციას. Gorilla Glue Auto-ს მოყვანისთვის საჭიროა მსუბუქი, ჰაეროვანი სუბსტრატი. იდეალური ვარიანტია ქოქოსის ბოჭკო ან ნაყოფიერი ნიადაგი 30% პერლიტის დამატებით, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ტენიანობას და ჰაერის ცირკულაციას ფესვებისთვის. მცენარის წარმატებულად გასაზრდელად მნიშვნელოვანია სინათლის ინტენსივობის კონტროლი – გამოიყენეთ გროუ განათება 18-20 საათის რეჟიმში (მთელი ციკლის განმავლობაში). შეინარჩუნეთ ნიადაგის pH დონე 6.0-6.5 დიაპაზონში, ხოლო ელექტროგამტარობა (EC) 1.2-1.8 mS/cm ვეგეტატიურ ფაზაში და 1.8-2.2 mS/cm ყვავილობის პერიოდში. რაც შეეხება სასუქებს, ვეგეტატიურ პერიოდში მცენარეს მიაწოდეთ მაღალი აზოტის შემცველობის მქონე სასუქები, ხოლო ყვავილობის ეტაპზე – ფოსფორი და კალიუმი, რაც ხელს შეუწყობს ყვავილების ინტენსიურ განვითარებას. მოსავლიანობის გასაზრდელად გამოიყენეთ SCROG მეთოდი, რომელიც სივრცის ოპტიმალურად განაწილებისთვის სპეციალური ბადის გამოყენებას გულისხმობს. თუ მცენარე შიდა სივრცეში მოგყავთ, დამატებითი CO₂-ის მიწოდებამ შეიძლება მოსავლიანობა 15-20%-ით გაზარდოს. გაითვალისწინეთ, Gorilla Glue Auto ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავტომოყვავილე ჯიშია. მისი THC 22-დან 26%-მდე მერყეობს.
gorilla-glue-auto
  • Watermelon Zkittlez Auto – განსაკუთრებით კარგად ეგუება საქართველოს ზომიერ კლიმატურ პირობებს, როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის რეგიონებში.  მცენარე გამოირჩევა თავისი უნიკალური ტკბილი, საზაფხულო ნაყოფის არომატით და ნაზი, ბალანსირებული ეფექტით. მისი წარმატებული მოყვანისთვის საჭიროა მსუბუქი, ჰაეროვანი ნიადაგი pH 6.0-6.5 დიაპაზონში, რომელიც კარგად ინარჩუნებს ტენიანობას ფესვებისთვის. იდეალურია ქოქოსის ბოჭკოსა და პერლიტის ნარევი (30-40%), რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ დრენაჟს და ჟანგბადის მიწოდებას. Watermelon Zkittlez Auto-ს წარმატებული მოყვანისთვის რეკომენდირებულია ტემპერატურის შენარჩუნება 22-28°C-ის ფარგლებში დღის განმავლობაში და 18-22°C ღამით. ტენიანობა ვეგეტატიურ ეტაპზე უნდა იყოს 50-65%, ხოლო ყვავილობისას – 40-50%, რაც ხელს შეუწყობს ყვავილების ჯანმრთელ განვითარებას და დაავადებების რისკის შემცირებას. ყურადღება მიაქციეთ სასუქების დოზირებას, რადგან Watermelon Zkittlez Auto განსაკუთრებით მგრძნობიარეა ნუტრიენტების გადაჭარბებული მიწოდების მიმართ. ამიტომაც აუცილებელია სასუქების დაბალანსებულად მიწოდება. ვეგეტატიურ ეტაპზე რეკომენდირებულია აზოტის მაღალი შემცველობის მქონე სასუქების გამოყენება, ხოლო ყვავილობის პერიოდში კი ფოსფორისა და კალიუმის დიდი რაოდენობით მიწოდება. განსაკუთრებით ეფექტურია თხევადი ორგანული სასუქები. მოსავლის აღების შემდეგ, ხარისხის მაქსიმალურად გასაუმჯობესებლად, რეკომენდირებულია მცენარის გამოშრობა კარგად ვენტილირებად ადგილას 10-14 დღის განმავლობაში.
Watermelon Zkittlez Auto

საქართველოს კლიმატი და მიწა მრავალფეროვანია და უნიკალურ შესაძლებლობებს გთავაზობთ კანაფის სხვადასხვა ჯიშის წარმატებული მოყვანისთვის. თუმცა, წარმატების მისაღწევად აუცილებელია როგორც კლიმატური პირობების, ასევე თითოეული ჯიშის სპეციფიკური მოთხოვნების გათვალისწინება. გახსოვდეთ, რომ კანაფის მოყვანა მოითხოვს ყურადღებას, მოთმინებას და ცოდნას. ნებისმიერი ჯიშის წარმატებული კულტივაცია დამოკიდებულია ნიადაგის მომზადებაზე, სწორი სასუქების არჩევასა და კლიმატური პირობების მონიტორინგზე.

თუ კანაფის მოყვანას გეგმავთ დაიმახსოვრეთ, რომ დასავლეთ საქართველოში კარგად ხარობს ტენიანობის მოყვარული ჯიშები (Blueberry Auto, Northern Lights), აღმოსავლეთში – შედარებით მშრალი კლიმატის მოყვარული ჯიშები (OG Kush Auto, Amnesia Haze Auto). არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ LST ტექნიკა (ღეროს მოხრა-დამაგრება) სულ რაღაც 20 წუთიანი სამუშაოა, თუმცა მოსავლიანობას 30%-მდე ზრდის. რაც მთავარია, ნიადაგზე ფულს ნუ დაზოგავთ და დაიმახსოვრეთ, რომ ქოქოსი + პერლიტი ან ნაყოფიერი ნიადაგი მცენარის წარმატებული ზრდის საფუძველია.

კომენტარის დატოვება