პოლიტიკა

ციხეში მარიხუანას ფლობა ნებადართულია

kanafi-sasamartlo

ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს მხოლოდ იმის გამო, რომ მცირე ოდენობით მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ჰქონდათ. იმ შტატებშიც კი, სადაც რეკრეაციული მარიხუანა ლეგალურია, ძველი ნასამართლეობების გამო ამ ფაქტს არ ითვალისწინებენ.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმ პატიმრების ინტერესს, რომლებსაც უკვე ციხეში მჯდომებს აღმოუჩენენ ცოტაოდენ მარიხუანას. ამან შეიძლება მათი სასჯელისთვის რამოდენიმე წლის დამატება გამოიწვიოს და შესაბამისად ყველა პატიოსან გადასახადის გადამხდელს მოუწევს თავისი ფულით არა მოძალადე პატიმრის შენახვა.

კალიფორნიის შტატმა გადადგა პირველი ნაბიჯი იმისაკენ, რომ ციხეში მჯდომი ადამიანების უფლებები იყოს დაცული. მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანას მოხმარება ციხეში არაკანონიერია, მესამე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ სულ ცოტაოდენი რაოდენობით მისი შენახვა ყველა პატიმარს შეუძლია. იმავე რაოდენობით რამდენის უფლებაც ნებისმიერ კალიფორნიაში მცხოვრებს აქვს (2016 წელს მიღებული კანონის თანახმად).

ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრამენტოს ერთ-ერთი ციხის 5 პატიმარს მარიხუანა აღმოუჩინეს. კალიფორნიის შტატმა განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის მარიხუანის ფლობის უფლების მიცემა გამოიწვევდა პრობლემებს და გაუჭირდებოდათ ციხეებში კონტროლის შენარჩუნება. თუმცა სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ არ გაითვალისწინა შტატის მოსაზრება. სახალხო დამცველის ასისტენტმა დევიდ ლინჩმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება თავიდან აარიდებს პატიმრებს სასჯელზე წლების დამატებას. ეს კი, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ციხეებში გადატვირთულობის შემცირებას და შტატს ბევრ ფულს დააზოგინებს.

ხმის მიმცემებმა ნათელი მოფინეს ფაქტს, რომ მათ არ სურთ შტატმა ფინანსები დახარჯოს მათ შესანახად, ვინც გასამართლებული იყვნენ 28 გრამზე ნაკლებ მარიხუანას შენახვისთვის და ზოგადად არ სურთ, რომ ამ რაოდენობის კანაფის შენახვა მოქალაქეებისთვის დაკავების მიზეზი გახდეს. თუმცა ამის მიუხედავად ციხის ადმინისტრაციას კვლავ ექნება საშუალება, რომ დასაჯოს პატიმრები. იქნება ეს ფულადი ჯარიმა, თუ რაიმე პრივილეგიების გაუქმება კონკრეტული პატიმრისთვის.

კანაფის როლის შესახებ ციხეებში უკვე გლობალური მასშტაბით ლაპარაკობენ. მარტში ბრიტანელმა ექიმმა ღიად ისაუბრა მარიხუანას პატიმრებისათვის წვდომის მნიშვნელობა, რათა შემცირდეს სიკვდილიანობა სინთეთიკური პროდუქტების მიღებისგან, როგორიცაა მაგალითად სპაისი. სინთეთიკური მარიხუანა ასევე დიდი პრობლემაა აშშ-ს ციხეებში. ლუიზიანის შტატის ერთ-ერთი ციხეში ბადრაგი დააკავეს, კანაფის საჭმელში “გასაღების” გამო, რათა შემდგომ პატიმრებისთვის მიეყიდა.

მარიხუანას ციხეში მოხმარების შესახებ ბოლო ხანებში ბევრი დებატი იმართება. განსაკუთრებით კი სამედიცინო საჭიროების ან რელიგიური შეხედულებების შემთხვევაში. ამ დებატებს სათავეში უდგას რასტაფარიანების საზოგადოება –  გასულ წელს სამხრეთ კაროლინას ერთ-ერთი ციხის პატიმარმა სასჯელაღსრულების დეპარტამეტს უჩივლა თავისი რელიგიის პრინციპების არ გათვალისწინებისთვის და შეურაცყოფისთვის, კერძოდ კი დრედების შეჭრის იძულებისა და ციხეში მარიხუანას მოხმარების შეზღუდვის გამო.

 

კომენტარის დატოვება