კანაფი ინფორმაცია, პროდუქტები, სახელმძღვანელოები

Plagron – საუკეთესო არჩევანი კანაფის მოსაყვანად

Plagron-logo

რატომ არის Plagron გროუერებისთვის საყვარელი ბრენდი? 

თუ  მცენარის მოყვანას გეგმავ და გსურს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მიღება მაშინ აუცილებლად ისეთი ბრენდი უნდა აარჩიო, რომელსაც რეალურად აქვს გამოცდილება და შედეგზე ორიენტირებული ფილოსოფია. სწორედ ასეთია Plagron, ჰოლანდიური კომპანია, რომელიც მაღალი ხარისხის სუბსტრატებს, სასუქებს და დანამატებს აწარმოებს და რომელიც გროუერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სანდო სახელია ბაზარზე. ეს ნდობა კი შემთხვევითი არ არის. PLAGRON არის ბრენდი, რომელიც შენს მოსავალზე ნამდვილად ზრუნავს.

რა გამოარჩევს Plagron-ს სხვა ბრენდებისგან?

რატომ არის Plagron – საუკეთესო არჩევანი კანაფის მოსაყვანად? Plagron არის ბრენდი, რომელიც მეცნიერულ მიდგომას, ბუნებრივ კომპონენტებს და გროუვერების რეალურ გამოდილებას აერთიანებს. მათი პროდუქტები იმისთვისაა შექმნილი, რომ შენმა მცენარემ ზუსტად მიიღოს ის, რაც კონკრეტულ მომენტში – გაღივებისას, ვეგეტაციის თუ ყვავილობისას სჭირდება. Plagron-ის მიწები, სასუქები თუ სხვა დანამატები სპეციალურადაა შექმნილი კანაფისთვის. ბრენდის მაღალკვალიფიციურობა, ფაზებზე მორგებული ფორმულები და მრავალწლიანი გამოცდილება მას ბაზარზე გამორჩეულს ხდის. ამიტომაც  ის ბევრად უფრო მეტი კონტროლის საშუალებას გაძლევს და უზრუნველყოფს მცენარის ჯანსაღ განვითარებას, რაც ხარისხიან მოსავალში აისახება. 

Plagron-ის უპირატესობები:

  •         მეცნიერულად დასაბუთებული ფორმულები – Plagron-ის თითოეული პროდუქტი ბიოლოგებისა და აგრონომების მიერ არის შექმნილი.
  •         ოპტიმიზირებულია კანაფისთვის – პროდუქცია სპეციალურადაა გათვლილი ზრდის კონკრეტულ პერიოდებზე.
  •         ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტები – მინიმალური ქიმია, მაქსიმალური ეფექტურობა.

Lightmix – ფესვების იდეალური სუბსტრატი კანაფის მიწაში მოყვანისთვის

Plagron Lightmix პრემიუმ ხარისხის ნიადაგია, რომელიც კანაფის მცენარის გაღივებისა და ვეგეტატიური ფაზის დასაწყისში უნდა გამოიყენოთ. ის ორგანულ კომპონენტებს: ტორფს, პერლიტს, ქოქოსის ბოჭკოს შეიცავს. ეს პროდუქტი ასევე უკვე შეიცავს მცირე რაოდენობით სასუქს, რაც მცენარეს ნელ-ნელა კვებავს პირველი 2-3 კვირის განმავლობაში, თუმცა ფესვთა სისტემას არ ამძიმებს.

რატომ უნდა აირჩიო Lightmix?

  • იდეალურია დამწყები გროუერებისთვის – არ საჭიროებს დოზირების რთულ კონტროლს. უკვე შეიცავს საჭირო ნუტრიენტებს.
  • ხელს უწყობს ფესვების სწრაფ განვითარებას – მისი ჰაეროვანი სტრუქტურა ხელს უშლის გადაჭარბებულ დატენიანებას.
  • ნუტრიენტების გადაჭარბებული მიწოდების მინიმალური რისკი – ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაღივებისას, მაშინ როცა ახალგაზრდა მცენარეები მგრძნობიარეები არიან.

როდის უნდა გამოიყენოთ?

გაღივება → ვეგეტაციის დასაწყისი

plagron-lightmix

Hydro Roots – ფესვების საიდუმლო იარაღი

Plagron Hydro Roots სპეციალურადაა შექმნილი ფესვთა სისტემის მაქსიმალურად სწრაფი და ჯანსაღი განვითარებისთვის. ის განსაკუთრებით ეფექტურია ჰიდროფონიკაში და ქოქოსის სუბსტრატში, სადაც ფესვები უფრო მგრძნობიარეები არიან ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ და მეტ  გამძლეობას საჭიროებენ. Hydro Roots აძლიერებს ფესვების ზრდის პროცესს, აუმჯობესებს მათ გამძლეობას და ხელს უწყობს მცენარეებს საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებაში. გარდა ამისა, ის მნიშვნელოვნად ამცირებს ფესვების დაავადებების რისკს და ზრდის მცენარის მდგრადობას სტრესის მიმათ.

რატომ არის Hydro Roots მცენარისთვის აუცილებელი?

  • ფესვების ზრდას 30%-ით აჩქარებს – Hydro Roots შეიცავს გლუკონმჟავას, რომელიც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისებას.
  • შეიცავს ე.წ „Trichoderma” სოკოებს – ისინი სპეციალურად არის შერჩეული მცენარის ფესვთა სისტემის დასაცავად და გასაძლიერებლად.
  • ამცირებს გადახურების რისკს – უზრუნველყოფს წყლის დრენაჟს.
  • იდეალურია კლონირებისთვის – ხელს უწყობს ახალი ფესვების სწრაფად გაჩენას.

გამოყენების მეთოდი:

ჰიდროფონიკა – 2-3 მლ/ლ წყალში, კვირაში ერთხელ.

ნიადაგი/ქოქოსი – 1-2 მლ/ლ, სარწყავ წყალში.

plagron-hydro-roots

Cocos Premium – ქოქოსის სუბსტრატი

Plagron Cocos Premium მაღალი ხარისხის ქოქოსის სუბსტრატია, რომელიც დამზადებულია სრულად გამორეცხილი და ბუფერიზებული ქოქოსის ფხვნილით. ჰოლანდიური კომპანიის ეს სუბსტრატი განსაკუთრებით პოპულარულია გროუერებში, რადგან ის იდეალურ ჰაეროვან სტრუქტურას უზრუნველყოფს და არეგულირებს წყლის რაოდენობას. მისი სტრუქტურა ასევე უწყობს ხელს ფესვების ძლიერ ზრდას, იცავს მას გადახურებისგან და მცენარისთვის სტაბილურ გარემოს ქმნის.

Cocos Premium-ის უპირატესობები

  • სრულად გამორეცხილი და ბუფერიზებული – სუბსტრატში არ არის ჭარბი მარილები, რომლებიც ზიანს აყენებენ ხოლმე ახალ ფესვებს.
  • ჰაერისა და წყლის ოპტიმალური ბალანსი – 70% ჰაეროვანი სტრუქტურა ფესვებისთვის ჟანგბადის იდეალურად მიწოდებას უზრუნველყოფს.
  • pH 5.8-6.3 – სრულად არის მორგებული კანაფის მოთხოვნილებებზე.
  • იდეალურია ჰიდროფონისთვის და DWC (Deep Water Culture) მეთოდებისთვის

რეკომენდირებული გამოყენება: გამოიყენება ეგეტატიური ფაზიდან ყვავილობის ფაზის ბოლომდე. საჭიროებს კალციუმის/მაგნიუცის დანამატებს, როგორიცაა CalMag Pro.

plagron-cocos-premium

CalMag Pro – კალციუმისა და მაგნიუმის ოპტიმალური ბალანსი

Plagron CalMag Pro სპეციალური დანამატია, რომელიც კალციუმისა და მაგნიუმის დეფიციტს აღმოფხვრის. ეს ელემენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილი წყლის ან რევერსული ოსმოსის სისტემების გამოყენებისას, სადაც მათი დეფიციტი ხშირია. დანამატი ხელს უწყობს მცენარის ჯანსაღ ზრდას, აძლიერებს ფესვებს და ეხმარება მცენარეს სტრესის უკეთ გადატანაში.

ძირითადი უპირატესობები:

  • 8% კალციუმი (CaO) – აძლიერებს უჯრედული კედლების სტრუქტურას
  • 3% მაგნიუმი (MgO) – აუცილებელია ქლოროფილის წარმოებისთვის
  • 0.2% რკინა (Fe) – ახდენს ქლოროზისგან პრევენციას
  • ვიტამინი B1 – ზრდის სტრესისადმი წინააღმდეგობას

როდის და როგორ უნდა გამოიყენოთ?

ვეგეტატიური ფაზა – კვირაში 2-ჯერ 1 მლ/ლ დოზით

ყვავილობის ფაზა – კვირაში ერთხელ 0.5 მლ/ლ დოზით

plagron-calmag-pro

Terra სერია (Terra Grow & Terra Bloom) – ძირითადი სასუქები მიწაში მოყვანისთვის

Terra Grow (ვეგეტაცია) და Terra Bloom (ყვავილობა) მინერალური სასუქების კომპლექტია, რომელიც კომპანია Plagron-მა კანაფის სრული ციკლისთვის შექმნა. ისინი N-P-K + მიკროელემენტებს ოპტიმალური პროპორციით შეიცავს.

Plagron Terra Grow მრავალ კომპონენტიანი სასუქია, რომელიც ვეგეტაციური პერიოდისთვის არის განკუთვნილი. ის ყველა საჭირო, აუცილებელ მაკრო და მიკროელემენტს – აზოტს, ფოსფორს, კალიუმს და ტრეის ელემენტებს შეიცავს, რაც მცენარის სწრაფ და ჯანსაღ ზრდას უზრუნველყოფს.

  • აზოტის მაღალი შემცველობა (4-3-3) – ხელს უწყობს ფოთლებისა და ღეროების სწრაფ ზრდას.
  • შეიცავს კალციუმს და მაგნიუმს – ეფექტურად აღმოფხვრის CalMag-ის დეფიციტის რისკს.

Plagron Terra Bloom პლაგრონის ძირითადი სასუქია ყვავილობის პერიოდში. მისი ფორმულა მცენარის ყვავილობის მაღალ მოთხოვნებს სრულად შეეაბამება, ამიტომაც ის კვირტების ფორმირებას, ზრდას და სიმკვრივეს უწყობს ხელს. სასუქი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა ნიადაგის ორგანულ კომპონენტებთან არის კომბინირებული და მცენარეს მეტი კალიუმი და ფოსფორი სჭირდება. Plagron-ის ეს პროდუქტი ხელს უწყობს მცენარის ენერგიის ოპტიმალურ განაწილებას ყვავილობის ფაზაში.

  • PK დომინანტური ფორმულა (2-4-6) – მცენარეს ძლიერ ენერგიას ანიჭებს კვირტების ფორმირებისთვის.
  • შეიცავს რკინას და სპილენძს – ხელს უწყობს ფოტოსინთეზის ინტენსივობას.
  • ხელს უშლის ნუტრიენტების დაგროვებას – ფინალურ ეტაპზე ადვილად ჩამოირეცხება.

გამოყენება

Terra Grow – 4 მლ/ლ, კვირაში 2-ჯერ (ვეგეტაცია)

Terra Bloom – 5 მლ/ლ, კვირაში 2-ჯერ (ყვავილობა)

plagron-terra-grow-gerra-bloom

Plagron Green Sensation – ყვავილობის ფაზის სტიმულატორი

Plagron Green Sensation PK 9-14 ფორმულის მქონე დანამატია, რომელიც კანაფის ყვავილობის პიკური პერიოდისთვის (4-6 კვირა) არის შექმნილი. ის მნიშვნელოვანი ელემენტების, ფოსფორის, კალიუმის, ამინომჟავების და ბორის კომპლექსს აერთიანებს, რაც ხელს უწყობს ყვავილების სიმკვრივეს, ზომას და აუმჯობესებს არომატს. Green Sensation-ის საშუალებით იზრდება მოსავლიანობა და უმჯობესდება ხარისხი. მისი ფორმულა მცენარის იმუნიტეტს აძლიერებს და უკეთ ეხმარება მას სტრესულ სიტუაციასთან გამკლავებაში. 

რატომ უნდა გამოიყენოთ Green Sensation?

  • ტრიქომების ძლიერი სტიმულატორი – ზრდის წარმოებას, რაც პირდაპირ კავშირშია THC/CBD-ის დონესთან.
  • არ სტრესავს მცენარეს – ის შეიცავს ბორს, რომელიც ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას.
  • გამოიყენება კვირაში მხოლოდ ერთხელ – მაღალი კონცენტრაციის გამო მისი გამოყენება მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ.
  • თავსებადია ყევლა სუბსტრატთან – ნიადაგი, ქოქოსი, ჰიდროფონიკა.

💡 Green Sensation ყველაზე ეფექტურია PK 13-14-თან ერთად, ყვავილობის მე-3-ე კვირიდან. 

plagron-green-sensation

Power Buds – კვირტების ინტენსიური სტიმულატორი

Plagron Power Buds პლაგრონის მიერ სპეციალურად შემუშავებული სტიმულატორია, რომელიც ყვავილობის პერიოდში კვირტების ინტენსიურ განვითარებას უზრუნველყოფს. ეს პროდუქტი მოქმედებს როგორც „ენერგეტიკული ბუსტერი“ და აძლიერებს მცენარის ბუნებრივ პროცესებს. ზრდის კვირტების სიმკვრივეს, მატებს წონას და ზოგადად, აუმჯობესებს მოსავლის ხარისხს. მისი რეგულარული გამოყენება კი ხელს უწყობს ყვავილობის ფაზაში სტრესის შემცირებას და მცენარის სწრაფ ადაპტაციას ახალ ფაზასთან.

რატომ არის Power Buds ეფექტური?

  1. ყვავილობის სტიმულირება
  • აჩქარებს კვირტების ფორმირებას
  • ზრდის კვირტების სიმკვრივეს
  • აუმჯობესებს მოსავლის სტრუქტურას
  1. საკვები ნივთიერებების ოპტიმიზაცია
  • ხელს უწყობს ფოსფორისა და კალიუმის ათვისებას
  • აძლიერებს საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას
  1. ხარისხის გაუმჯობესება
  • ხელს უწყობს ტერპენების წარმოებას, აძლიერებს არომატს და გემოს
  • ხელს უწყობს ტრიქომების განვითარებას

როდის და როგორ უნდა გამოიყენოთ Power Buds?

ამ პროდუქტის გამოყენება იდეალურია ყვავილობის 2-3 კვირიდან. ოპტიმალური ხანგრძლივობა კი 2-3 კვირაა. იდეალური შედეგისთვის გამოიყენეთ ის pH 5.8-6.2 დიაპაზონში. გაითვალისწინეთ! არ გამოიყენოთ ის ყვავილობის ბოლო 2 კვირაში და არ აურიოთ ის კალციუმის დანამატებთან.

დოზირება

ნიადაგი/ქოქოსი: 2 მლ 10 ლიტრ წყალში, კვირაში 1-2ჯერ

ჰიდროფონიკა: 1.5 მლ 10 ლიტრ წყალში, კვირაში ერთხელ

plagron-power-buds

Plagron PK 13-14 – კვირტების სტიმულატორი (ფოსფორი და კალიუმი)

Plagron PK 13-14 არის ძლიერი ფოსფორ-კალიუმის კომბინაცია, რომელიც კანაფის ყვავილობის პიკური პერიოდის დროს გამოიყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს კვირტების ფორმირებას, მათ სიმკვრივეს და ხარისხს. აძლიერებს მცენარის ენერგიას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას სხვადასხვა ტიპის სტრესებთან ბრძოლაში. PK 13-14-სგან საუკეთესო შედეგის მისაღებად მას ხშირად გამოიყენებენ სხვა დანამატებთან ერთად კომბინაციაში.

რა არის PK 13-14 უპირატესობები?

  • 13% ფოსფორი (P₂O₅) – ხელს უწყობს კვირტების ფორმირებას და სიმკვრივეს.
  • 14% კალიუმი (K₂O) – აუმჯობესებს წყლის და შაქრის ტრანსპორტირებას მცენარეში.
  • მოქმედების ვიწრო ფანჯარა – გამოიყენება მხოლოდ 7-10 დღის განმავლობაში (ყვავილობის 3-4 კვირაში)
  • აძლიერებს მოსავლის ხარისხს – ზრდის მოსავლიანობას 15-20%-ით

გამოყენების ინსტრუქცია

გამოიყენეთ 1.5 მლ/ლ დოზით, დღეში ერთხელ. არ აურიოთ კალციუმის დანამატებთან ერთად. შეწყვიტეთ გამოყენება გამორეცხვის დაწყებამდე 2 კვირით ადრე.

PK 13-14 კონცენტრირებული პროდუქტია!  გადაჭარბებულმა დოზირებმა შეიძლება გამოიწვიოს მცენარის საკვები ნივთიერებებით დაწვა.

PLAGRON-PK-13-14

Sugar Royal – არომატისა და გემოს ბუსტერი

Plagron Sugar Royal პრემიუმ კლასის დანამატია, რომელიც კანაფის კვირტების არომატის, გემოს და ვიზუალური მიმზიდველობის მაქსიმალურად გასაძლიერებლადაა შექმნილი. ის ორგანული შაქრების კომპლექსია, რომელიც კანაფის ყვავილობის ბოლო 2 კვირაში გამოიყენება. ასტიმულირებს ტერპენების და ფლავონოიდების წარმოებას, რაც მცენარეს უფრო ინტენსიურ არომატს და გემოს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყვავილობის ბოლო ფაზაში გამოიყენება, მისი ეფექტი აშკარად შესამჩნევი ხდება მაშინ, როდესაც მოსავალი უკვე თითქმის მზადაა. Sugar Royal კვირტების ფერს და ამავე დროს მათ ტენიანობასაც აუმჯობესებს, რაც მცენარის ხარისხზეც აისახება.

რატომ Sugar Royal?

  • აძლიერებს ბუნებრივ მეტაბოლიზმს – ის კომპლექსურ ნახშირწყლებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარეში ბუნებრივი შაქრების სინთეზს. კვირტებში კი აძლიერებენ ტერპენების და ფლავონოიდების კონცენტრაციას.
  • აძლიერებს კვირტების ფერს – განსაკუთრებით ეფექტურია ფერადი ჯიშებისთვის. ხელს უწყობს იისფერი, ნარინჯისფერი და წითელი პიგმენტების გამოვლენას.
  • 100% ბუნებრივი ფორმულა – Sugar Royal არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს. მის შემადგენლობაში მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებია.
  • იდეალურია  ჩამორეცხვის პერიოდში – ეს დანამატი გამოიყენება ყვავილობის ბოლო 2 კვირაში და შესანიშნავია ჩარეცხვის (flushing) პროცესისთვის. არ ცვლის მცენარის გემოს.

როგორ მუშაობს Sugar Royal?

მისი მოქმედების მექნიზმი ბუნებრივი ფერმენტაციული პროცესების სტიმულირებას ეფუძნება. ის მცენარეში შაქრების ბიოსინთეზს ააქტიურებს, ზრდის ტერპენის წარმომქმნელი ჯირკლების აქტივობას და ხელს უწყობს სასურველი პიგმენტების დაგროვებას.

რეკომენდირებული დოზა: 1-2 მლ ყოველ ლიტრ წყალში, კვირაში 2-ჯერ (ბოლო 14 დღე).

შედეგი: უფრო არომატული, გემრიელი და ვიზუალურად მიმზიდელი მოსავალი, რომელიც თავის ბუნებრივ თვისებებს 100%-ით ინარჩუნებს.

plagron-sugar-royal

Lemon Kick – ბუნებრივი pH დამარეგულირებელი

Plagron Lemon Kick არის ორგანული pH დამწევი/რეგულატორი, რომელიც ბუნებრივ ლიმონის მჟავას შეიცავს. მისი გამოყენება საშუალებას გაძლევთ ადვილად და სწრაფად დაარეგულიროთ წყლის მჟავიანობა ისე, რომ არ დააზიანოთ ფესვები და არ დასტრესოთ მცენარე.

რატომ უნდა აირჩიოთ Lemon Kick?

  • 100% ბუნებრივი შემადგენლობა – შეიცავს მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის მჟავებს.
  • ინარჩუნებს ნიადაგის მიკრობიომას – არ აზიანებს სასარგებლო ბაქტერიებსა და სოკოებს.
  • სწრაფი მოქმედება – ის pH დონეს 6.5-დან 5.8-მდე მხოლოდ 15-20 წუთში ამცირებს.
  • არ ტოვებს ნარჩენებს – იდეალურია ორგანული მოყვანის დროს და ფინალური ჩამორეცხვის პერიოდში.

გამოყენება: გამოიყენეთ 1-2 მლ ყოველ ლიტრ წყალზე, საჭიროებისამებრ. პროდუქტი განსაკუთრებით ეფექტურია ქოქოსის სუბსტრატებსა და ჰიდროფონიკაში.

plagron-lemon-kick

pH Min & pH Plus – მჟავიანობის ზუსტი კონტროლი

pH Min და pH Plus მჟავიანობის დამწევი და ამწევი ხსნარებია, რომლებიც წყლის მჟავიანობის ზუსტი რეგულირებისთვის გამოიყენება. pH Min მჟავიანობას ამცირებს, ხოლო pH Plus ზრდის მას. ეს პროდუქტები აუცილებელია იმისათვის, რომ მცენარემ საკვები ნივთიერებები ადეკვატურ pH დიაპაზონში მიიღოს, რაც ხელს უწყობს მის ზრდას და განვითარებას. მჟავიანობის ზუსტი კონტროლისთვის მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ნიადაგში, ისე ჰიდროფონიკაში და ქოქოსის სუბსტრატებში.

Plagron pH Min (მჟავიანობის დამწევი) შეიცავს ფოსფორმჟავას სუფთა ფორმულაში. ამცირებს pH-ს 0.5 ერთეულით ყოველ 1 მლ/ლ-ზე. არ შეიცავს ჭარბ ფოსფატებს.

Plagron pH Plus (მჟავიანობის ამწევი)ფორმულა დაფუძნებულია კალიუმის ჰიდროქსიდზე. ზრდის pH-ს 03 ერთეულით ყოველ 1 მლ/ლ-ზე. არ ცვლის საკვები ნივთიერებების ბალანსს.

პრაქტიკული რეკომენდაციები:

  • გამოიყენეთ pH ტესტერი ყოველი მორწყვის წინ.
  • გაითვალისწინეთ, რომ იდეალური დიაპაზონი ჰიდროფონიკისთვის 5.8-6.2, ხოლო ნიადაგისთვის 6.0 – 6.5-ია. 
plagron-ph-min-ph-plus
პროდუქტი ფაზა სუბსტრატი გამოყენების სიხშირე მიზანი / შეფასება
Plagron Lightmix გაღივება → ვეგეტაცია ნიადაგი მუდმივი მსუბუქი, იძლევა სრულ კონტროლს კვებაზე
Hydro Roots გაღვივება → ვეგეტაცია ჰიდროფონიკა, ქოქოსი 2–3-ჯერ წელიწადში ფესვების გაძლიერება
Terra Grow ვეგეტაცია ნიადაგი კვირაში 1–2 ჯერ აზოტით გამდიდრებული ზრდისთვის
Cocos Premium ვეგეტაცია → ყვავილობა ქოქოსი მუდმივი ფესვების განვითარება
Power Buds ყვავილობის დასაწყისი უნივერსალური ერთხელ ყვავილობის დაჩქარება
Terra Bloom ყვავილობა ნიადაგი კვირაში 1–2 ჯერ კვირტების ფორმირება
Green Sensation ყვავილობის შუა ფაზა უნივერსალური (ნიადაგი, ჰიდრო, ქოქოსი) კვირაში ერთხელ ტრიქომები, არომატი, მოსავლის ზრდა
PK 13-14 ყვავილობის შუა ფაზა უნივერსალური კვირაში ერთხელ ფოსფორ-კალიუმის ბუსტერი
Sugar Royal ყვავილობის ბოლო ფაზა უნივერსალური კვირაში 2-ჯერ არომატის და ფერის გაძლიერება
CalMag Pro ნებისმიერი ფაზა უნივერსალური კვირაში ერთხელ კალციუმი/მაგნიუმი რბილი წყლისთვის
Lemon Kick ნებისმიერი ფაზა უნივერსალური საჭიროების მიხედვით pH-ის დაწევა ორგანულად
pH Min / Plus ნებისმიერი ფაზა უნივერსალური საჭიროების მიხედვით pH-ის კორექცია წყალში

და მაინც… რატომ Plagron?

ყველა გროუერმა კარგად იცის, რომ კარგი მოსავალი უბრალოდ, თავისით, არ მოდის. მცენარეს ზრდის თითოეულ ეტაპზე კონკრეტული ნივთიერებები თუ დახმარება ესაჭიროება. Plagron კი სწორედ ამაზე მუშაობს. ამ ბრენდის პროდუქტები კი რეალურ გამოცდილებას ეყრდნობა და  ყოველი ფორმულა იმაზეა გათვლილი, თუ როგორ ვითარდება კანაფი.

ბაზარზე უამრავი ბრენდია, რომლებიც უბრალო დაპირებებს იძლევიან. Plagron კი დაპირებას შედეგად აქცევს. იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა პროდუქტების კომბინაციები ცადო შეგიძლია შეიძინო Plagron-ის პროდუქცია, რომელიც მცენარის ზრდის ყველა ეტაპისთვის არის შექმნილი და დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ისე იმუშავებს როგორც საჭიროა. სწორედ ამიტომ ენდობა მსოფლიოში ათასობით გროუერი სწორედ Plagron-ს. 

კომენტარის დატოვება